რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6820
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

Post by guruli » 25 სექ 2007, 14:27

ჩემი მივლინება რიო დე ჟანეიროში 11 სექტემბერს, 13,30-ზე დაიწყო თბილისის აეროპორტიდან. თავდაპირველი მარშრუტით, მიუნხენში უნდა ჩავფრენილიყავით, იქიდან სან-პაულოში, საიდანაც მცირეოდენი შესვენების შემდეგ რიოში გადავფრინდებოდით. ტურისტულმა ფირმამ, რომელიც ჩვენს მგზავრობას უზრუნველჰყოფდა (ამ შემთხვევაში მეც ტურისტის სტატუსით გავდიოდი, როგორც ხათუნა გოგორიშვილი მეგობრებითურთ, დავით კირკიტაძე მეუღლითურთ, ვალერი გიორგობიანი, დავით ნამგალაური თუ სხვა პარლამენტარები ან ჩინოვნიკები), მარშრუტი ცოტათი შეცვალა - მიუნხენის ნაცვლად ფრანკფურტში ჩავფრინდით, სხვა ყველაფერი კი ძველებურად დარჩა. ეტყობა, ლუფტჰანზას რეისზე ყველა ვაკანსია პარლამენტარებმა შეავსეს, რომლებმაც აერზენას ბოინგები არ იკადრეს, თუმცა ამით ნაღდად არაფერი დაშავებულა - 11 სექტემბრის მიუხედავად, რიოში მშვიდობიანად ჩავფრინდით. ერთი ეგ იყო, გზამ გაგვტანჯა მაგრად. ფრანქფურტამდე ხომ 4 საათი ვიფრინეთ, ერთი ამდენი იქ ვიცადეთ, მერე კი რიოში ჩაფრენას სან გაულოში გაჩერების ჩათვლით, არც მეტი, არც ნაკლები, სრული 14 საათი მოვანდომეთ. ამას ისიც დაემატა, რომ გერმანიიდან საღამოს გაფრენილები იმ ნახევარსფეროშიც ღამე შევედით და ღამე უჩვეულოდ გაგვიგრძელდა. თან, სან პაულოში საათნახევარი ვიჯექით, ჩვენ კი გადმოსვლის ნება არ გვქონდა.
მაგრამ ბრაზილიაში ჩასვლამდე საინტერესო რამე ჯერ კიდევ ევროპის ცაზე ვიხილე - თეთრად მოქათქათე ღრუბლების ზღვა. ალბათ, მსგავს ვითარებაში ბევრი თქვენგანი მოხვედრილხართ და დამეთანხმებით, ულამაზესი რამეა, მე კი ასეთს პირველად შევესწარი და აღფრთოვანებული დავრჩი. საოცრება იყო, როცა ირგვლივ ფენა-ფენად დაკეცილი და ზღვის აქოჩრილი ტალღებივით დალაგებული ღრუბლების მეტი არაფერი ჩანდა. თითქოს ზღვაში მივცურავდით...
სან პაულოში რიჟრაჟზე ჩავედით და კარგა გათენებულში გავფრინდით რიოსკენ. ამ მანძილის გავლას სულ 40 წუთი სჭირდება და ილუმინატორიდან ასეთი ხედები ჩანდა.
ფოტოების ხარისხზე ბოდიშს გიხდით, მაგრამ იმედია, პირველ სურათზე დასახლებულ პუნქტებსაც გაარჩევთ.
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6820
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

Post by guruli » 25 სექ 2007, 14:35

ერთხანს ეგეთი დაბალი მთების თავზე ვიფრინეთ, მერე კი ასეთი ჭაობები თუ რაღაც ამგვარები დაიწყო.
Image
Image
Image
აქ უკვე ოკეანის სანაპიროც ჩანს.
Image
მერე თვით რიოც გამოჩნდა. ქალაქის ერთი ნაწილის ხედი.
Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

Post by lama » 25 სექ 2007, 14:39

კიდევ ფოტოები კიდევ :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

Post by popins » 25 სექ 2007, 14:41

აბა აბა,დავაჭყიტეთ თვალები და მოვემზადოთ. 8)


იწყება ,იწყება. :D

ზოგი სკამზე,ზოგიც სავარძელზე,ზოგიც დივანზე,ახ ლოკოკინა პუფზე.ფეხზეც დადგა სასტავი ოღონდაც......


რიო,რიო 8)

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

Post by KINALOKO » 25 სექ 2007, 14:42

popins wrote:აბა აბა,დავაჭყიტეთ თვალები და მოვემზადოთ. 8)


იწყება ,იწყება. :D

ზოგი სკამზე,ზოგიც სავარძელზე,ზოგიც დივანზე,ახ ლოკოკინა პუფზე.ფეხზეც დადგა სასტავი ოღონდაც......


რიო,რიო 8)
:D:D:D:D
აქა ვარ ხო :)
მეც მაინტერესებს :roll: :)
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6820
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

Post by guruli » 25 სექ 2007, 14:47

სანამ უშუალოდ ქალაქის თავზე მოვექცევით, მანამ ისევ ნაცნობი პეიზაჟია.
Image
Image
Image

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

Post by tiko_r » 25 სექ 2007, 14:49

მერე მერე?

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

Post by popins » 25 სექ 2007, 14:49

guruli


ეგ სასმელი წყლის საცავები უნდა იყოს :) მანდ იფილტრება წყალი 8)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6820
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

Post by guruli » 25 სექ 2007, 15:08

ვა, გამოხმაურებებიც არის უკვე? :lol: :lol:
მოკლედ, უკვე ქალაქის თავზე მივფრინავთ და მომიტევეთ, ხედებს თუ ვიმეორებ.
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

Post by ZVIOSULI » 25 სექ 2007, 15:24

თვითფრინავის სარკმელი იყო ალბათ არც მთლად სუფთა, იმედია, რომ დანარცენი სურატები უფრო მკვეთრი იყოს.........
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6820
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

Post by guruli » 25 სექ 2007, 15:24

popins
guruli
ეგ სასმელი წყლის საცავები უნდა იყოს მანდ იფილტრება წყალი
მაგისას ვერაფერს გეტყვი, ეგეთი არაფერი გამიგია. მაგრამ უზარმაზარ ტერიტორიაზეა ეგეთი ხედი და იქ არავითარი ნაგებობა არ შემინიშნავს.
ეს ორი ხედი სედარებით ახლოდანაა გადაღებული. პირველ ფოტოზე, ბოლოში ტრასას დააკვირდით. მთელი ეგ უზარმაზარი ქალაქი ეგეთი ავტობანებითაა დასერილი, რომლებზეც წამლად რომ იპოვოთ, ერთ ორმოს ვერ ნახავთ. სულ ჩვენი თავიდან დალარტყული გზები მახსენდებოდა. :cry:
Image
ესეც ხიდი ქალაქის რომელიღაც შესასვლელთან.
Image
რიოს ორი დიდი აეროპორტი გააჩნია. ჩვენ საერთაშორისოში ჩავფრინდით, რომელიც ქალაქიდან 40 კილომეტრში, დიდ კუნძულზეა გაშენებული, ქალაქს კი უზარმაზარი ხიდით უკავშირდება.
ეს ხედი სწორედ აეროპორტიდან მომავალ გზაზეა გადარებული, ოღონდ ავტობუსის ფანჯრიდან. წინ, ცენტრში, მთაზე ქრისტეს განთქმული ქანდაკება დგას, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ მთელი გზა ასე შორიდან ვუვლიდით და თან - ზურგიდან. ამიტომ კარგად არ ჩანს.
გადატვირთულ ქუჩას კარგად ხედავთ. ჩვენმა გიდმა - ანეტამ რომ გვითხრა, ქუჩაში რაც მანქანას ხედავთ, სულ ადგილობრივი წარმოებისაა, ჩვენთან მანქანების იმპროტის ძალზე დაბალი მაჩვენებელიაო, არ დავიჯერე. ვიფიქრე, ბრაზილია თუ ამდენ მანქანას უშვებს და მძიმე მრეწველობა ამ დონეზეა განვითარებული-მეთქი... მაგრამ ქალაქში მერსედეს-ბმვ და ამგვარი მანქანა სულ 2-3 თუ დავინახე... საღოლ ბრაზილიას!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6820
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

Post by guruli » 25 სექ 2007, 15:32

ZVIOSULI
თვითფრინავის სარკმელი იყო ალბათ არც მთლად სუფთა, იმედია, რომ დანარცენი სურატები უფრო მკვეთრი იყოს.........
სამწუხაროდ, არც სხვა სურათებია უფრო სუფთა. მიზეზთა გამო.
ეს კი შავი ლაქა ამ მეგაპოლისში - ღარიბთა კვარტალი. მიაქციეთ ყურადღება - მაგ დროს, როცა მოედანი ასე დატვირთულია, ბრაზილიაში დილის 9 საათიც არაა.
Image
ამ სურათზე უკან, მთებზე რომ "ლოტკინია", ისინიც ძირითადად ეგეთი უბნებია, სადაც პოლიციაც კი ერიდება შესვლას.
Image

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

Post by Druides » 25 სექ 2007, 15:40

ასევე ბრაზილია პირველია მსოფლიოში რკინის მადანის მოპოვებით და მარაგით.....ზუსტი ციფრისგან თავს შევიკავებ!!!!!!!
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

Post by lama » 25 სექ 2007, 15:54

guruli
თბილისი ბევრად ლამაზი ქალაქია დამიჯერეთ :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6820
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
რიო დე ჟანეირო - სამოთხე დედამიწაზე

Post by guruli » 25 სექ 2007, 15:55

რიოს მთები. მაგრამ უბრალო-უსახელოები და არა ცნობილები.
Image
აი, ცნობილი და სახელოვანი მთა - შაქრის მთა. როგორც გიდმა აგვიხსნა, ფორმით შაქრის ლერწამს წააგავს და მაგიტომ უწოდეს ასეო. მანდ მხოლოდ საბაგირო გზით ადიხარ და ისიც ორჯერ უნდა გამოიცვალო. სამწუხაროდ, მანდ ასვლისას აპარატი დამიჯდა და ვერაფერი გადავიღე, მაგრამ სხვებისგან ვინათხოვრებ კადრებს და დავდებ. მაგარი ხედებია ძაან.
Image
ესეც ქრისტეს ქანდაკება ცოტა ახლოდან.
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]