უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 03 სექ 2007, 14:45
სონჩოს ხეობა ჩემი აზრით არის ერთერთი საინტერესო ხეობა(ისე როგორც დანარჩენი ხეობები) სოფელ ქვეშეთში არის ერთი კარგი სასტუმრო "ქვეშეთი" რომელიც ეხლახანს გაიხსნა. საქმეები მქობდა და არ მეცალა სასიარულოდ მარა ერთი დღე მაინც მოვახერხე და გავედი სონჩოს ხეობაში, რომელიც იქვეა, არაგვის გაღმაა ხადას ხეობამდე არ მისული. ამ ხეობას მოუყვება ძალიან ლამაზი და გემრიელი მდინარე (სახელი აღარ მახსოვს). ამ წყალის დალევა შეიძლება. ხეობის შესასვლელთან დაახლოვებით 200-300 მეტრში მოსახლეობა წყდება . წყდება ასევე ბილიკიც მარა გზა ძალიან იოლია და ბილიკი არცაა საჭირო. ერთ ორ კილომეტრში მთაზე დაინახავთ რაღაც სოფელივითმაგვარს, რომელიც სავარაუდოდ მწყემსებისაა. ძალიან დამაინტერესა და ავედი თუმცა ცოტა დავიკარგე

მერე იყო და ერთი მწყემსის სახლს მივადექი დაკინაღამ ძაღლებმა შემჭამეს, ბეწვზე ვარ გადარჩენილი....

მარტო წასვლა მაინცდამაინც ჯანმრთელი იდეა ვერ იყო მარა ....

Last edited by
qvevri on 03 სექ 2007, 15:10, edited 1 time in total.
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 03 სექ 2007, 14:47
ხეობის შესასვლელი

Last edited by
qvevri on 15 სექ 2008, 21:30, edited 1 time in total.
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 03 სექ 2007, 14:48

გზაში ერთი ლამაზი ეკლესია შემხვდა რომლის ეზოშიც ეს ქვაჯვარი იყო. შეგეწიოთ....

-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 03 სექ 2007, 15:03

ზევით მარცხნივ ის სოფლისმაგვარი დასახლებაა, მწყემსების.
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 03 სექ 2007, 15:05

ამ დასახლების გადასწვრივ მთაზე უეცრად ცხვარი გამოჩნდა
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 03 სექ 2007, 15:07

კიდევ ერთი ხედი ზევიდან. დაახლოვებით ოთხ-ხუთ საათში დავბრუნდი სასტუმროში.
-
Toma
- იეტი
- Posts: 2655
- Joined: 27 ივლ 2005, 21:50
- Location: Tbilisi
Post
by Toma » 05 სექ 2007, 00:58
qvevri
რატომ გარისკე, იმ მეცხვარის ძაღლს რომ ძალიან შიებოდა რას შვებოდი მერე?
და რატომ გადაიფიქრა ძაღლმა შენი ჩიჩიას მირთმევა არ მოგვიყვები?
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 05 სექ 2007, 10:27
გარისკვით კი მართლაც გავრისკე. ისე მეცხვარის ძაღლებს მართლაც ძალიან შიოდათ მარა ხომ გაგიგონიათ გველსა ხვრელით ამოიყვანსო... ხოდა რა არ შევპირდი, რით არ დავემუქრე, რა არ ვეძახე შენ გენაცვალე შენი ჭირიმე მეთქი და შედეგმაც არ დააყოვნა და "მოლბნენ" ამით ვისარგებლე და ტყეში შევასწარი.
-
Makena
- იეტი
- Posts: 5267
- Joined: 28 აპრ 2007, 19:10
- Location: Golden Valley
-
Contact:
Post
by Makena » 05 სექ 2007, 21:09
საინტერესო ხეობა ჩანს, ბოლომდე ახვედი თუ იმ ძაღლებთან შეხვედრის მერე გადაიფიქრე

ისე მთაში მარტო სიარულს თავისი მუღამი აქვს, გააჩნია რა განწყობაზე ხარ კაცი.
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 06 სექ 2007, 10:49
მთლად ბოლომდე არ ავსულვარ, თანაც ვიფოქრე ძაღლები რამე ნადირმა არ ჩაანაცვლოს მეთქი და....

რაც შეეხება მარტო წასვლას, მართალი ხარ იმაში რომ მართლა იმ განწყომაზე ვიყავი, რომ მარტო მინდოდა წასვლა. ისე ჩემი სატევარი რომ მქონოდა უფრო იმედიანად ვიქნებოდი და ბოლომდე ავიდოდი.

-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 06 სექ 2007, 11:40
Makena wrote:საინტერესო ხეობა ჩანს, ბოლომდე ახვედი თუ იმ ძაღლებთან შეხვედრის მერე გადაიფიქრე

ისე მთაში მარტო სიარულს თავისი მუღამი აქვს, გააჩნია რა განწყობაზე ხარ კაცი.
სნოს ხეობის სურატებს რატომ აგვიანებ? თანაც კაი სურატები გაქვს გადაღებული...

-
Makena
- იეტი
- Posts: 5267
- Joined: 28 აპრ 2007, 19:10
- Location: Golden Valley
-
Contact:
Post
by Makena » 06 სექ 2007, 19:02
qvevri wrote:მთლად ბოლომდე არ ავსულვარ, თანაც ვიფოქრე ძაღლები რამე ნადირმა არ ჩაანაცვლოს მეთქი და....

რაც შეეხება მარტო წასვლას, მართალი ხარ იმაში რომ მართლა იმ განწყომაზე ვიყავი, რომ მარტო მინდოდა წასვლა. ისე ჩემი სატევარი რომ მქონოდა უფრო იმედიანად ვიქნებოდი და ბოლომდე ავიდოდი.

qvevri
ხეობის ბოლოსკენ ასვლა მართლა საინტერესო უნდა იყოს, ხეობაში ჩამომავალი მდინარე საკმაოდ მოზრდილი ჩანს, ალბათ კალმახიც ეყოლება, ზემოთ შეიძლება ჩანჩქერსაც აკეთებდეს სადმე.

-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 06 სექ 2007, 19:05
როგორც მითხრეს კალმახიანი მდინარეა. რაც შეეხება ჩანჩქერს ჩემი აზრით რა თქმა უნდა იქნება სადმე...

-
Giorgi Bagrationi
- მაწანწალა
- Posts: 780
- Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
- Location: Tbilisi
-
Contact:
Post
by Giorgi Bagrationi » 07 სექ 2007, 11:10
"სოფლისმაგვარი დასახლება" სოფელი ჟოჟონია, ერთი 15 წლისწინ 3 კომლი ცხოვრობდა. იქვეა პატარა ეკლესია რომელსაც დიდი ქვის ჯვარი ადგას კეხზე. ამ სოფლიდან 2-3 კილომეტრში კი სოფელი სონჩოა, აქ მე როცა ვიყავი 2 მოსახლე იყო, საიდანაც ფოტოები გაქვს გადაღებული მარჯვნივ ლაკათხევის ხეობა შედის სადაც ერთკომლიანი სოფელი ლაკათხევია დიდი ზურგიანი კოშკით.
-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 12 ივნ 2010, 03:44
Giorgi Bagrationi wrote:"სოფლისმაგვარი დასახლება" სოფელი ჟოჟონია, ერთი 15 წლისწინ 3 კომლი ცხოვრობდა. იქვეა პატარა ეკლესია რომელსაც დიდი ქვის ჯვარი ადგას კეხზე. ამ სოფლიდან 2-3 კილომეტრში კი სოფელი სონჩოა, აქ მე როცა ვიყავი 2 მოსახლე იყო, საიდანაც ფოტოები გაქვს გადაღებული მარჯვნივ ლაკათხევის ხეობა შედის სადაც ერთკომლიანი სოფელი ლაკათხევია დიდი ზურგიანი კოშკით.
საინტერესო სანახავია სონჩოც და ლაკათხევის კოშკიც
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები