Trouter
უღრმესი მადლობა ასეთი კარგი მარშუტის შემოთავაზებისთვის,
გაიხარე
მაშ ასე გავედით თბილისიდან დილით6:30 სთ-ზე ჩავედით ჭობისხევში 9 სთ-ზე. და სოფლის ცენტრიდან შეუყევით მთაში მიმავალ გზას, არსებობდა ალტერნატიული 5 კმ-იანი ციცაბო და რთული ვარიანტი მაგრამ ჩვენ ავედით უფრო მარტივ გზაზე რომელიც იყო 13 კმ.
სამანქანო გზა მიდის ტყეში, კარგი გამოცდილი მძღოლი და ორხიდიანი მანქანა ბოლომდე ავა თავისუფლად.
გზაზე ბევრ ადგილა არის წყარო და წყლის პრობლემა არ არის, თან სამანქანო გზა მიუყვება ხევს რომელსაც რამოდენიმე ადგილას გადაკვეთავ და ბოლოს და ბულოს იმ მდინარის წყალს შეავსებ.
მთას როგორც კი აივლით მოხვდებით დაბაძველში, ეს არის პატარა სოფელი სადაც მოსახლეები საზაფხულოდ ამოდიან ბარიდან. სოფელში შეგიძლიათ იყიდოთ კამეჩის მაწონი და ღორის ხორცი, ჩვენც ასე მოვიქეცით
დაბაძველიდან ტბამდე არის ალბათ 2 კმ.
კახისის ტბა არის ძალიან ლამაზი, სუფთა და თბილი. ტბის ირგვლივ არ ტყე, ნაპირი იმ ადგილას სადაც ჩვენ დავბანაკდით იყო საცურაოდ მოსახერხებელი.
ტბასთა ახლოს იყო წყაროც.
ჩვენი ლაშქრობის მოკლე ოფიციალური ვერსია და ნარჩენი შემდეგ .......