უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 01 აგვ 2007, 16:52
ბატონებო გუშინ ვიყავი მანავის ციხეში. აქამდე ნამყოფი არ ვიყავი და ძალიან მაინტერესებდა. ავედი ნივით, მარა ისეთი გზა იყო მოსაბრუნებელი რომ მენახა მოვბრუნდებოდი. მოკლეთ ძლივს ავედი და... რას ვხედავ: მიდის არქეოლოგიური სამუშაოები თანაც ქვემოდან თითქოს მარტო ნანგრევები მოსჩანს მაგრამ გარწმუნებთ (ვინც ჯერ არ ყოფილა) ბევრი რამეა სანახავი, მაგალითად თავად გათხრები, სამი ეკლესია ციხის ეზოში და რა თქმა უნდა ციხიდან გადმოსახედი, რომელიც დაჰყურებს პირდაპირ მანავის ზვრებს. გირჩევთ ახვიდეთ ან ფეხით ან ფეხებით ან კიდებ რაიმე ჯიპისმაგვარით. კარველები რა თქმა უნდა ნამყოფები იქნებით მარა რა იცი რა ხდება.......
ისე მანავის ციხე ხომ ძალიან მომეწონა, მაგრამ მანავის მწვანეც ძალიან მომწონს. განსაკუთრებით თუ ღვინო მეორე წელშია.

ეხლა კი ორიოდე სურათი.

Last edited by
qvevri on 10 სექ 2008, 21:24, edited 1 time in total.
-
Kakha
- იეტი
- Posts: 1931
- Joined: 13 ივნ 2005, 10:08
- Location: თბილისი
Post
by Kakha » 01 აგვ 2007, 16:58
qvevri
მაგ ციხეს სულ გზიდან ვუყურებ, მაგრამ ყოველთვის მეჩქარება და ვერაფრით მოვახერხე ასვლა. ისე ნივას თუ გაუჭირდა ასლვლა რა იყო ამისთანა - ნამეტანი დაკიდებული აღმათი თუ დახევებული იყო გზა?
და კიდევ გათხრები მიდის თუ გათხრებს აწარმოებენ როგორც მოსამზადებელ სამუშაოს ციხის გამაგრება რესტავრაციისათვის?
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 01 აგვ 2007, 17:14
გათხრები. აღმოჩენილია ქვევრები და თონეები

Last edited by
qvevri on 03 თებ 2008, 12:20, edited 1 time in total.
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 01 აგვ 2007, 17:17
Kakha wrote:qvevri
მაგ ციხეს სულ გზიდან ვუყურებ, მაგრამ ყოველთვის მეჩქარება და ვერაფრით მოვახერხე ასვლა. ისე ნივას თუ გაუჭირდა ასლვლა რა იყო ამისთანა - ნამეტანი დაკიდებული აღმათი თუ დახევებული იყო გზა?
და კიდევ გათხრები მიდის თუ გათხრებს აწარმოებენ როგორც მოსამზადებელ სამუშაოს ციხის გამაგრება რესტავრაციისათვის?
არის სამი ასასვლელი, მე რატომღაც ყველაზე რთულით ავედი(ფაქტიურად ძროხების ბილიკი იყო) რაც შეეხება გათხრებს მე მგონო უფრო აღდგენითი სამუშაოების წინა სამუშაო გათხრებია ანუ ცოტა ხანში დაიწყება აღდგენა.
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 02 აგვ 2007, 11:59

ციხეში არსებული ეკლესიები. მარჯვენს აქვს ქვედა სართულივით მსგავსი რაღაც, რაც როგორც მითხრეს წყლის რეზერვუარი ყოფილა. ჩაეტევა დაახლ. 15-20 ტონა წყალი.
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 02 აგვ 2007, 12:05

ხედი ქვემოდან.
-
GOGONA
- იეტი
- Posts: 2693
- Joined: 10 მარ 2007, 01:21
Post
by GOGONA » 02 აგვ 2007, 12:26
qvevri wrote:Kakha wrote:qvevri
]
არის სამი ასასვლელი, მე რატომღაც ყველაზე რთულით ავედი(ფაქტიურად ძროხების ბილიკი იყო) რაც შეეხება გათხრებს მე მგონო უფრო აღდგენითი სამუშაოების წინა სამუშაო გათხრებია ანუ ცოტა ხანში დაიწყება აღდგენა.
მაგარია
...და დანარჩენ ორ ასასვლელზე რა იცი?

-
GOGONA
- იეტი
- Posts: 2693
- Joined: 10 მარ 2007, 01:21
Post
by GOGONA » 02 აგვ 2007, 12:27
არქეოლოგები ალბათ უფრო ლაითი გზით ადიან, არააა???

-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 02 აგვ 2007, 12:50
GOGONA wrote:არქეოლოგები ალბათ უფრო ლაითი გზით ადიან, არააა???

მეორე ასასვლელი იქვეა რომელიც გადის შუა სოფელზე, ხოლო მესამე შემოვლითია და ციხეს უკნიდან უვლის, ადგილობრივები მიგასწავლიან, მაგრამ ახალგაზრდობას მაინცდამაინც ნუ ენდობით.
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 02 აგვ 2007, 12:54

ამგვარი ქვებითაა აშენებული ციხის ერთერთი ტაძარი
-
Makena
- იეტი
- Posts: 5267
- Joined: 28 აპრ 2007, 19:10
- Location: Golden Valley
-
Contact:
Post
by Makena » 02 აგვ 2007, 13:47
qvevri
ხედები როგორია ზემოდან? ეკლესიებში ფრესკები ხომ არ არის შემორჩენილი?
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 02 აგვ 2007, 16:09
Makena wrote:qvevri
ხედები როგორია ზემოდან? ეკლესიებში ფრესკები ხომ არ არის შემორჩენილი?
ხედები ძალიან მაგარია, სამწუხაროდ ეკლესიებში ფრესკები აღარ არის შემორჩენილი. მაგრამ მაინც ბევრი რამეა სანახავი.

-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 02 აგვ 2007, 16:42
qvevri - ყველაფერი კარგია და დიდი მადლობა ფოტო-თხრობა რეპორტაჟისთვის, მაგრამ რომ ჩამოხვალ და მერე გვეუბნები, ვიყავიო, ერთი წასვლამდეც გვითხარი, მივდივარ და ხომ არ წამოხვალთო.

ცხადია, თუ მივლინებებით და სამსახურეობრივი მოვალეობებით არ დადიხარ.
Makena - ვერ მოდიხარ თუშეთში?
-
Makena
- იეტი
- Posts: 5267
- Joined: 28 აპრ 2007, 19:10
- Location: Golden Valley
-
Contact:
Post
by Makena » 02 აგვ 2007, 22:06
guruli wrote:qvevri - ყველაფერი კარგია და დიდი მადლობა ფოტო-თხრობა რეპორტაჟისთვის, მაგრამ რომ ჩამოხვალ და მერე გვეუბნები, ვიყავიო, ერთი წასვლამდეც გვითხარი, მივდივარ და ხომ არ წამოხვალთო.

ცხადია, თუ მივლინებებით და სამსახურეობრივი მოვალეობებით არ დადიხარ.
Makena - ვერ მოდიხარ თუშეთში?
guruli
თუშეთში ვერ მოვდივარ, მაგრამ გურიაში მივდივარ და შეიძლება ბახმაროშიც მომიწიოს ასვლა
