არხოტოო, სამშობლოო!!! 23.07 - 31.07.2007

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
არხოტოო, სამშობლოო!!! 23.07 - 31.07.2007

Post by zura N. » 07 აგვ 2007, 00:51

ერთადერთი კოშკი არხოტში, კერძოდ კი ახიელში, რომელიც მთელია შემორჩენილი, თუმცა მასაც მოხვდა რუსების მიერ ნასროლი რაკეტა რამდენიმე წლის წინ :( :x :evil:

Image
Shot with hp photosmart 735 at 2007-08-06
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
არხოტოო, სამშობლოო!!! 23.07 - 31.07.2007

Post by zura N. » 07 აგვ 2007, 01:03

ქავისკარის ციხე, რომელიც ასას ხეობაშია კალოთანის ხევის ოდნავ დაბლა და რომელიც არხოტივნების მთავარი საგუშაგო იყო, სწორედ აქ ხვდებოდნენ მტერს და აკავებდნენ, სანამ სოფელში მზად ყოფნა იქნებოდა მტრის დასახვედრად. ამ ადგილას რამდენიმე კაცს შეეძლო საათობით გაეჩერებინა 100-ბით კაცი.
Image
Shot with hp photosmart 735 at 2007-08-06

ქავისკრის კედელს დაკიდულ ხავსებს,
დროდადრო ასას ნიავი ქერგავს,
და დამყრანტალებს სავსავით თავზე,
ყორანი, როგორც უმკლავო გილგველს.
გაკვეთილია გზა ქარაფებში,
გრიალებს ასა შმაგი და ურჩი.
არ მითხოვია ხომ არაფერი
მზეო ქავისკარს ჩახედე გულში...

სამწუხაროდ ავტორი არ ვიცი ვინაა :(
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
არხოტოო, სამშობლოო!!! 23.07 - 31.07.2007

Post by zura N. » 07 აგვ 2007, 01:10

ეს კი ჩვენი მასპინძლები: გიგი, გაბო, ნანული, მაია და პატარა ქეთი და რაღა თქმა უნდა ადმინი :)
Image
Shot with hp photosmart 735 at 2007-08-06

ჩაჩაური წიკლაური(აბა თუ მიხვდებით რომელია გავრი და რომელი საელი :lol: ), მე, ბორისი, გიგი, აჩიკო და კახა. აჩიკო და კახა პირველად იყვნენ არხოტში თუმცა ისინიც არხოტივნები და წიკლაურები არიან და ამღაშია მათი სახლ-კარიც, ჰოდა უცებ გადაწყვიტეს წამოსულიყვნენ და ენახათ მშობლიური კუთხე ისე, რომ არც გზა იცოდნენ და არც კვალი :)
Image
Shot with hp photosmart 735 at 2007-08-06
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
არხოტოო, სამშობლოო!!! 23.07 - 31.07.2007

Post by zura N. » 07 აგვ 2007, 01:26

ეს კი მომავალი ბალალაიკის მცოდნე გოგიტა(თუმცა ეხლაც კარგად გამოსდის ხოლმე. :)), მანდალინით ხელში, რომელიც ბალალაიკადაა გადაკეთებული :D( ისე ბალალაიკაც ქონდათ :wink: ).

Image
Shot with hp photosmart 735 at 2007-08-06
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
არხოტოო, სამშობლოო!!! 23.07 - 31.07.2007

Post by zura N. » 07 აგვ 2007, 01:26

დანარჩენს ხვალ საღამოს დავდებ :) :wink:

ეხლა კი წავედი დავიძინო. :D
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
არხოტოო, სამშობლოო!!! 23.07 - 31.07.2007

Post by chuna » 07 აგვ 2007, 08:39

გაიხარეთ! რა მაგარი რეპორტაჟია, თანმიმდევრული, დასურათებული და ისეთი სრულყოფილი, თითქოს მეც მემოგზაუროს თქვენთან ერთად! გულმოდგინედ წავიკითხე!



ჩემს სტუდენტობაში ჩემი ლექტორი ძეგლის რესტავრაციაზე იყო არხოტში და რომელ ოჯახშიც ცხოვრობდა ჭუნიაშვილები იყვნენო! ხომ არ გადაყრიხართ? სხვა ჭუნა არ გინახავთ?

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
არხოტოო, სამშობლოო!!! 23.07 - 31.07.2007

Post by caucasica » 07 აგვ 2007, 09:11

zura N. wrote:ეს კი ბუნების მოყვარულებს, არხოტელი ფსიტი:
Image
Shot with hp photosmart 735 at 2007-08-06

Image
Shot with hp photosmart 735 at 2007-08-06
ძალიან მაგარია :)
ეგ ფსიტი, არჩვი მგონი 3წლის წინაც მანდ იყო აი სურათი "არჩვი და ჯიხვი":
შენის ნებართვით ამ სურათებს საქ. ფლორა და ფაუნაში გადავიტან ;)
Image

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
არხოტოო, სამშობლოო!!! 23.07 - 31.07.2007

Post by Gvalva » 07 აგვ 2007, 09:18

ხო, მაგის ციკანი იქნებოდა...

ისე როგორც მივხვდი, ასეთი რამეები არხოტში ხშირია, ლაპარაკში ახსენეს, მგლის ლეკვი გვყავდა მაშინ, ფსიტის ციკანი ხომ ძალიან პოპულარულია... ასე ველური ბუნების შვილების სახლში მიყვანა ეტყობა არც ისე იშვიათია...

გზაზე ნახვა, შეხვედრა, დათვის მოკვლა და 07-ით სახლში აყვანა ხომ საერთოდ :)

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
არხოტოო, სამშობლოო!!! 23.07 - 31.07.2007

Post by Gvalva » 07 აგვ 2007, 12:23

ახიელეის დღეობის შემდეგ, ახიელელები ამღაში გადმოვიდნენ, კიდევ ვიჟრიამულეთ და ასე 15 სთ ხეობაში წავედით... წესით დილიდან უნდა წავსულიყავით, მარა არ მოხერხდა...

ხეობაში იგულისხმება ასას ხეობა, ზურას დადებულ რუქაზე მიმართულება "ტერღა", უფრო სწორედ ეხლა აღვწერ ამღა-ტერღა მონაკვეთს, რომელიც ყველაზე ლამაზია ჩემი აზრით არხოტში.

როცა არხოტში ჩახვალთ, ეს მონაკვეთი აუცილებლად გაიარეთ, არაა აუცილებელი ტერღას სამხედრო ნაწილში შესვლა, იქამდე მიდით და უკან დაბრუნდით თუ მასპინძელი არ გეყოლებათ...

ფოტოებზე ნამცეციც არაა იმ სილამაზისა რაც იქ ვნახეთ...

ზურამ რომ ფოტო დადო, ქავისკარის ციხის, იქედან იწყება უკვე ხეობის კლდოვანი ნაწილი... კლდეებზე ისეა წიწვოვანი (და ფოტლოვანიც) ხეები, ალბათ ფიჭვები, რომ ხეობას მართლაც დაუვიწყარს ხდის...

ზურა და ნინო ოჩიაური, მინდა გითხრათ რომ ოჩიაურის ქალები, ნინო და ნინელი, არხოტის მოგონებებში განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ... ესენი რომ გავიცანი, უფრო კარგად გავიგე რა არის არხოტი!!

Image

გზა არაფერ სირთულეს არ წარმოადგენს, ადგილ ადგილ, კლდის ნაშალზე გადადის, მარა, სრულიად უსაფრთხოდ, დანარჩენი გადის ასას ჭალებში, სადაც ამ 15-იოდე წლის წინ ინგუშეთიდან შემოსავლელი სამანქანე გზა იყო... ამ მონაკვეთებში პარა როშებია, ახლად ამოსული ნაძვებით და პატარა ხეებით, სწორე-სწორე ადგილები და კარგი ბილიკები... უამმმმმმმმმრავი ჟოლოთი... ამდენი ჟოლო ცხოვრებაში არ მიჭამია...

სხვა თემაა ბუნებრივი გამოქვაბულები... იყო კიდევ არაბუნებრივი გამოქვაბულები :), ანუ, ტრანსკავკასიის მაგისტრალის ნარჩენები... ბარისახოსთან ხომ ბევრჯერ გვინახავს, ვნახე კიდევ ის მატარებელი არხოტში რომ გავიდოდა, როგორ უნდა შესულიყო კიდევ გვირაბში, ინგუშეთში გასასვლელად, და კიდევ უფრო დამენანა... ადრე არხოტს არ ვიცნობდი და არ ვიცოდი თუ ეს მაგისტრალი არხოტის პრობლემასაც ხსნიდა... ა, ჟალ...

მოკლედ, თემიდან გადავუხვიე... ეს ბუნებრივი გამოქვაბულია

Image

კიდევ სხვა თემაა ხიდები... რომლებიც ძალიანაც კარგი და ადვილი გადასავლელია, იმის გათვალისწინებით თუ სად ვართ...

Image

აქვე ხედავთ გამოქვაბულებს, რომელშიც ღამის გათენება სრულიად უპრობლემოდ შეიძლება, თუ დათუჩა არ მოგიცუცქდა გვერდით და ცოტა მიიჩოჩეო, მორიდებით არ გთხოვა :)

Image

მიაქციეთ ყურადღება მდინარის ფერს, ეს ისევ ის ასაა, რომელშიც ჩვენ რამდენიმე კილომეტრით ზევით ლაღად და სიამოვნებით ვხვანჩალებდით...
აქ ასას უკვე შეუერთდა მდინარე ტანიე, რომელიც მოდიდებული იყო, ალბათ სადმე მეჭყერი ჩამოწვა და ის მოაქვსო... ხოდა ტანიე რა ფერი იქნებოდა ის წამოიდგინეთ რომ ამხელა წკრიალა მდინარე ასეთი გახადა...

Image

ხიდი თათელის ხეობაში, ალბათ ელი იმიტომ დაარქვეს რომ მდინარე ფაქტიურად რი მოდის, სულ ქაფი და ჩქერებია

Image

ისევ ხეობა

Image

Image

Image

Image

კლდე-კედელი... ეს ორი სურათი გადასაბმელად გადავიღე, მარა არ მცალია, ასე დავდებ, იქნებ გადაებას თვითონ :)

Image
Image

თვითონ ტერღას სამხედრო საგუშაგო ძალიან მომეწონა, კოპწია და მოვლილი იყო... მე სხვა სამხედრო ნაწილში ნამყოფი არ ვარ, არ ვიცი, შეიძლება ეს ასეც უნდა ყოფილიყო :). მესაზღვრეებს თვითონ, პატარა ეკლესიაც აუგიათ, რომელსაც ძალიან უვლიან... ბევრი ხვეწნის შემდეგ, ჩემმა აპარატმა ეს ეკლესიაც აღბეჭდა

Image

და ტერღას საგუშაგო, შეიძლება ამას ინტერნეტში არ უნდა ვდებდე და როგორც სამხედრო საიდუმლოებას ისე უნდა ვუფრთხილდებოდე, მარა იქ რომ ვიყავით, ისეთი ლამაზი იყო ყველაფერი, მინდა გაგიზიაროთ. უკან კიდევ ბევრი წვერი ჩანდა, მარა სანამ ჩემს აკუმულატორებში დაგროვილი ენერგია ხელით გამოვწოვე, უკვე ნისლებმა გადაფარა :(

Image

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
არხოტოო, სამშობლოო!!! 23.07 - 31.07.2007

Post by GOGONA » 07 აგვ 2007, 14:24

აუუუუ რა მაგარიაა
ნეტავი თქვეეეენ

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
არხოტოო, სამშობლოო!!! 23.07 - 31.07.2007

Post by Nika » 07 აგვ 2007, 16:20

მაგარიაააა!!! აუ სადმე თუ არ წავედი ამ ფოტოების ყურებით ცუდად გავხდები.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
არხოტოო, სამშობლოო!!! 23.07 - 31.07.2007

Post by ZVIOSULI » 07 აგვ 2007, 17:24

ფანტასტიკურია :!: :!: :!: :!: :!: :!:
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
არხოტოო, სამშობლოო!!! 23.07 - 31.07.2007

Post by Nika » 08 აგვ 2007, 00:39

ესეც პანორამა
Image
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
არხოტოო, სამშობლოო!!! 23.07 - 31.07.2007

Post by Gvalva » 08 აგვ 2007, 04:18

nika, დიდი მადლობა პანორამისთვის...


ესე ამბავი, ჩვენგან ტანიეს ხეობაში შესვლისა... დღეს ერთხელ უკვე დაწერილი, და მერე შუქის წასვლის გამო დაკარგული...

მეორედ დაწერილი ისეთი ვეღარ იქნება :(

ამ თავში, ძვირფასო მკითხველო, ფოტოები არ იქნება, რადგან ჩვენი და ჩვენი აკუმულატორების ენერგიები ერთიანად დაცლილი იყო... აქ მხოლოდ ემოციები იქნება... ვისთვის რამდენი :)

არხოტში როშკიდან ავედით და გამოსვლა ისართღელით გვინდოდა... ზურას უნდოდა ძალიან... მაგრამ იქეთ ხალხი აღარ დადისო, ბილიკები აღარ არისო, მოკლედ, ყველამ გვირჩია არ წავსულიყავით... ტანიეს ხეობით წამოსვლა გადავწყვიტეთ, შარშან ზურა კარლოსთან და 49 ადამიანთან ერთად არხოტში მაგ გზით შემოვიდა, ეს გზა ვიცოდით, შეიძლებოდა კალოთანიდან ტანიეს ტბაზე გადასვლა და ისე გამოსვლა, მარა ერთი ზედმეტი მთა უნდა გადაგვევლო და ტანიე ვარჩიეთ, მოიხედავად იმისა რომ მოდიდებულიაო, ყველა გვეუბნებოდა; ჩვენი თვალითაც ვნახეთ რა ფერიც იყო, მაგრამ ჩემზე დიდი და საშიში მდინარის შთაბეჭდილება არ დატოვა, ის კი არა, ასას გატოპვასაც ვაპირებდით ტანიეს შესართავთან, მარა 500 მეტრი ჩაიარეთ, ხიდზე გადადით, მერე მეორე ნაპირზე გამოყევით, ასაქცევებია, კაცს გამოგაყოლებთ, ის ასაქცევებზე გადაგიყვანთ და ისე მაინც წადითო... ამაზე დავთანხმდით... ასაქცევები საკმაოდ რთული გამოდგა, რომ გადმოვედით, ცოტა შევისვენეთ, ტანიე ასას შესართავთან მხნედ გავტოპეთ, აი რა უპრობლემოდ გავტოპეთო, სიამაყით ავღნიშნეთ და გახარებულები ტანიეს სასაზღვრო პუნქტისკენ მიმავალ ბილიკს თითქმის ხტუნვა–ხტუნვით დავადექით :)

ეს უკვე ნამდვილი ლაშქრობის დასაწყისს გავდა... გზა კარგად არ ვიცოდით, ვიცოდით მარტო ის რომ სასაზღვრომდე 3–4ჯერ მდინარეზე გადასვლა მოგვიწევდა... კერძოდ რა ადგილებში ამას ადგილზე გავიგებდით...

ბილიკს კარგად მივყვებოდით, რამდენჯერმე ასაქცევიც ვიპოვეთ, ასაქცევს ეძახიან როცა ბილიკი მდინარის გვერდით ვეღარ გრძელდება, იმიტომ რომ წყალი კლდეს ლოკავს, ამ კლდეზე ასასვლელი უნდა იპოვო და მერე რომ გადაივლი იმ კლდიან ადგილს ისევ მდინარის პირას ჩახვიდე.

ერთ ადგილას მდინარეზე გადადებული ხეები ვნახეთ, ყოჩაღად გადავედიდით, ისევ გაგვეხარდა, აი, ოთხიდან ერთხელ უკვე წარმატებულად გადავედითო, ერთმანეთი ვაქეთ და გზა გავაგრძელეთ სრულიად უბილიკო ჭალაში... ცოტა ხანში გასაგები გახდა რომ აქეთ ტყუილად გადავედიდით, გადასვლის სხვადასხვა ვარიანტიდან ისევ უკან დაბრუნება და იმავე ხეებზე უკან გადასვლა ვამჯობინეთ...

რამდენჯერმე ზურა წყალში შევიდა და ძალიან ჩქარია, აქ ვერ გავტოპავთო... ეგ არაფერი, აქ ვერ გავტოპავთ სხვა ადგილს ვიპოვით და იქ გავტოპავთო, უკან გამოვიდა...

გზად ზურას ვკითხე, ერთ–ერთი ჩვენთაგანი რომ წყალმა წაიღოს, მეორემ რა უნდა ქნას მეთქი? :)
გააჩნია რომელს წაიღებსო, ზურამ :)
ვიფიქრე თუ ვთქვი არ ვიცი, მე წამიღოს ჯობია, იმიტომ რომ მე რა უნდა გავაკეთო არ ვიცი მეთქი :)

მერე ერთ ადგილას კიდევ ჩადებული ხე ვნახეთ, გაგვახსენდა, ჩვენმა მასპინძლებმა რომ თქვეს, ერთგან 2 ხე არის ჩადებული გასვლისას რომ დაგეხმაროთო... ვთქვით რომ ეს იყო ეს ადგილი და გასვლა გადავწყვიტეთ... ხე საკმაოდ მყარად იდო... ამ ხეს ზევიდან, დინების მხრიდან, გავუაროთ, წყალი ხეზე მიგვაბჯენს თუ ძლიერი დინება იქნებაო... მდინარე იყო აყეფებული!! არ ვიცი სხვა დროს ტანიე რამხელაა მარა, ეხლა ისე მოდიოდა რომ მუხლთან რომ წყალი მირტყავდა, იქაც ქვიშა მოქონდა... ზურგჩანთები ზედ გვაქვს, წინ ზურა მიდის, მერე მე მივდივარ... შუაში დინება რომ გაძლიერდა, მდინარემ ხეზე მიმაწება, ასე ხე–ხე მივიწევდი წინ ნელა... უკვე სადაც ძალიან მაგარი დინება იყო დამატებითი ხე იყო, შავი, არ ვიცი კაცმა ჩადო ის იქ თუ წყალმა მოიტანა, ცოტა გამოშვერილად იდო... იმისთვის ფეხი უნდა შემომეტარებინა, ეტყობა ამისთვის ცოტა მეტად ავწიე ფეხი მაღლა... მდინარე ისე ჩქარა მიდიოდა რომ ვეღარ დავდგი... კიდევ ვცადე და მაინც ვერ დავდგი... ზურას ხელი უკიდია... ცოტა ხანში მეორე ფეხიც მაღლა მქონდა და ზურას ორი ხელით ვეჭირე... არ შეშინდეო რომ მიყვიროდა მახსოვს,,, პრინციპში არც მეშინოდა... გაკვირვებული ვიყავი... ისეც არ იყო, გეთქვა, გაივლის ეს ჩქარი დინება და მერე დავდგავ ფეხს, ეს მდინარე ასეთი სიჩრარით ივლიდა კიდევ ერთი დღე, სამი დღე, ხუთი თვე და საერთოდ, მრავალი საუკუნე... ამ ფილოსოფიური ფიქრებიდან იმან გამომარკვია რომ ჩემი მუხლები მოხრილი იყო, და ჩემი ფეხები ხის ქვეშ შეტანილი... სურათი რომ მკაფიოდ წარმოიდგინოთ ვიტყვი რომ სახით დინების საწინააღმდეგოდ ვიდექი... რეალობის გრძნობას არასოდეს ვუჩიოდი :), ეხლაც ასე ვიმსჯელე, თუ 10 სმ მიწას აცილებული ფეხი ვერ დავდგი მიწაზე, ამ ხის ქვეშ შეტანილ ფეხებს, დინების საწინააღმდეგოდ რა გამომატანინებს მეთქი...

მივხვდი რომ დინებას უნდა წავყოლოდი... უხმოდ, დამშვიდობების და ცრემლიანი შეხედვის გარეშე, დავიწიე ხის ქვეშ გასაძრომად... ეს იყო ყველაზე საინტერესო მომენტი ჩემს მრავალწლიან ცხოვრებაში... წყალი და ყოველგარი მისი გამოვლინება მიყვარს, არ მეშინია, მაგრამ ეს იყო რაღაცა უცნობისკენ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც თითქოს მე თვითონ გადავდგი, მარა მაინც იძულებული ვიყავი გადამედგა... ზურგჩანთით ხის ქვეშ ვერ გავეტიე... დავიწიე მაქსიმალურად რომ გავმძვრალიყავი... უკვე თბილისში მკითხეს, და მანდ რომ ვერ გატეულიყავი და გაჭედილიყავი რას აპირებდიო... ეს იქნებოდა ყველაზე დიდი კოშმარი, ალბათ ზურგჩანთას გავიძრობდი, ან ქვემოთ გავთხრიდი... არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია, კარგია, რომ გავეტიე... ტანიემ წამიღო...

სამი დღის წინ გავლილ უჩენიებს უკვალოდ არ ჩაუვლია... მდინარის გაყოლა და წყალში აღმოჩენა არავითარი პანიკა არ იყო... ეს მოვიფიქრე რომ სახით ქვევით კი გავძვერი ხის ქვეშ მარა, მოდი ზურგზე გადავბრუნდები, ზურგჩანთა დამიცავს მეთქი... ხან გვერდით ექცეოდა ზურგჩანთა ხან უკან მარა მაინც რაც "ევალებოდა" ასრულებდა, თავსაც ნაკლებად ვარახუნებდი და ხერხემალსაც... მას შემდეგ სულ ვფიქრობ რას ვხედავდი როცა წყალს მივქონდი... წინ არ ვიყურებოდი, არც ცა მახსოვს, უბრალოდ მგონი ისე მქონდა გამახილებული ყურადღება რას ვეჯახებოდი ზურგით, რომ მხედველობაზე აღარაფერი მრჩებოდა... არაფერი არ მიბრძოლია, არაფერზე გამოდება, წამოდგომა არ მიცდია, ვეგდე წყალში და მივყვებოდი დინებას, ვაყურადებდი რა მოხდებოდა...

ერთ ადგილას რაღაც ხესთან მიმაგდო და გამაჩერა... რომ გავჩერდი ძალიან გამეხარდა :), თავზე წყალი გადამესხა, მერე რა რომ გადამესხა, ტალღა რომ გადაგივლის თავზე მერე ამოყვითავ... რაღაც გადავლა არ მთავრდებოდა :), გამახსენდა ეს ხომ ისევ ის არის, 1 დღე, 3 დღე, 5 თვე და საერთოდ... ასე იქნება, მესხმება და მესხმება მეთქი... აუზში ყვინთვისას ჰაერი რომ მითავდებოდა, თუ უკვე კაფელს ვხედავდი ხოლმე, სადღაც კიდევ ჰაერს ვშოულობდი, ჩავისუნთქავდი და კაფელამდე მივდიოდი ხოლმე... არ ვიცი ამას რა ქვია დაივერისტიკაში, ან თუ რამე ქვია საერთოდ, მე კი ამ ადგილას მიგდებულმა პირის გაუხსნელად "სული მოვითქვი", ფეხებით იმ რაღაცას მივაწექი და არ ვიცი სული ტკბილია თუ იქ მდინარე ძალას კარგავდა, სადაც ვიყავი ჩაგდებული იქედან ამოვვარდი... მდინარემ რომ ისევ წამიღო გამეხარდა :) :) არ ვიცი ამ ამოგდებით დინებას მიმართულებას დავშორდი, არ ვიცი მძიმე ვიყავი ზურგჩანთიანად და იმან მიშველა, ამის შემდეგ მგონი ბევრი აღარ ვუთრევივარ, რაღაც ქვაზე მიმაგდო და ხელთანაც რაღაც ხე მომხვდა... იმ ხეს მოვეჭიდე, ქვაზეც უკვე მიმჯდარი ვიყავი და გავჩერდი... თავი მიტრიალებდა... წამოვჯექი თუ არა მაშინვე ხელში ზურამ მტაცა ხელი!! საიდან გაჩნდა ზურა იქ??? მე იმ აყეფებულ მდინარეში დავტოვე!!

ნუ გეშინია!! ისევ ის მითხრა, ხელს ისე მიჭერდა, მგონი სისხლი აღარ მიმოძრავებდა :), პირველი რაც ვიკითხე იყო, რომელ ნაპირზე ვართ? :), ისევ იმაზე რომელზეც ვიყავითო, ზურასაც გაეცინა, სინანული მახსოვს, მეთქი გავეტანე მაინც იქეთ, საწვალებელი აღარ გვექნებოდა :)... გამახსენდა რეალიტი ტივიზე ნანახი სცენები, რომ გონიატ ყველაფერი დასრულდა, ახალი რაღაც უბედურება იწყება... შემეშინდა, სიმძმით ან დინებით ის ქვა არ წაეღო დინებას და ყველაფერი ისევ თავიდან არ დაწყებულიყო :), ჯერ ისევ მდინარეში ვიჯექი, ოღონდ ნაპირისკენ :), გადავედით დიდ და მყარ ქვაზე... ჩემი სათვალე სად არის მეთქი, ისე ვკითხე ზურას, გეგონება მე სად ვიყავი ძაან ვიცოდი :), ორივე მივხვდით შეკითხვის უაზრობას და გაგვეცინა... ზურამ მითხრა, წამოდი გაგიყვანო... რაღაც აღარ მინდოდა, ზემოთ კიდევ 2–3 გადასასვლელი უნდა ყოფილიყო, კაცმა არ იცის ისინი როგორი იქნებოდა, მოდი აღარ გვინდა მეთქი... ეს ლაპარაკი მიდის სანამ სველ ტანსაცმელს გავიხდი იქამდე, ამოსვლიდან 2–3 წუთში... მერე და მერე უფრო შემეშინდა... ცოტა დავისვენეთ, გამოვიცვალე და გადავწყვიტეთ ქვემოთ დაშვება... მდინარეს რომ მივყვებოდი და ვიყურებოდი, ეხლა ამაში უნდა ვეგდო... ლაპარაკის არც იდეა მქონდა არც სურვილი... თანდათან უფრო ვშინდებოდა... მარცხენა მხარეს რაღაც მტკიოდა, ცოტა ფეხის გადადგმასაც მიშლიდა, შეშინებული ამ მარცხენა ფეხს უნდობლად ვუყურებდი :) ასაქცევებიც აღარ მომწონდა... რომ ჩამოვედით ასას შესართავთან ტანიე ხომ ისევ უნდა გაგვეტოპა... დილას რომ მხნედ გავტოპე, ეხლა ზურაზე ხელჩაკიდებული მივდიოდი და როგორც კი წყალს ცოტა ძალა მიეცა უკვე შემეშინდა... საბედნიეროდ, ასეთი ორი ნაბიჯი იყო და გადავედით...

წინ ორი ასაქცევი გველოდებოდა, საათმა ტანიეს წყალი დალია და ეტყობა მოინელა, რადგან დღესაც ისევ მუშაობს... დაღამების საშიშროება არა, მარა დაღამებაზე ფიქრიც საჭირო იყო... ძალიან ბევრი დროც არ გვქონდა... ასაქცევებზე ზურამ თავისი ზურგჩანთა ხომ ატარა, ჩემი ხომ ატარა და მეც ფაქტიურად მატარა... ერთ ადგილას ისეთი ცუდი გადასასვლელი იყო, როგორ გადავიდა საერთოდ არ ვიცი... ეს ასაქცევი ჩვენი შემუშავებული იყო მე მგონი, მანდ აქეთობას არ გვივლია... უკვე ყველაფრის მეშინოდა... წყლისაც მეშინოდა, ასვლისაც, ჩამოსვლისაც... მარტო სწორეზე სიარული შემეძლო... ისიც ჩუმად... ერთი ასაქცევი რომ გავიარეთ, მეორეც მალე მიყვა, იქედან ასე არ მახსოვდა, ერთგან მდინარის პირას ზურა დაჯდა, მე უსათვალოდ წინ გავყურებდი მდინარეს, იქ კიდევ ხო სულ კლდეებია... ზურას ვეკითხები აბა იმ კლდესთან ასაქცევია თუ ბილიკი გაივლის მდინარესთან მეთქი... იქ რაღა გვინდა, აი ხიდი სად არისო... თურმე ხიდის ძირას ვისხედით :)

ხიდი იმას ნიშნავდა რომ ყველაფერი დამთავრდა, ეხლა 4–5 კმ სახლამდე, მარა ისეთი გზა რომელიც 3ჯერ უკვე გავლილი მქონდა, არავითარი ასაქცევი, არავითარი საფრთხე... გადარჩენილი ვიყავი...

აშკარად მითხრეს, ეხლა შენთვის არ გვცალია, სხვა დროს პაჟალÑŒსტა, მარა ეხლა დაახვიე აქედანო :)

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
არხოტოო, სამშობლოო!!! 23.07 - 31.07.2007

Post by zura N. » 08 აგვ 2007, 05:13

ყოჩაღ ლელა, ტანიე შეილება გატოპოს კაცმა, მაგრამ ამდენის წერა ბევრს არ შეუძლია, მითუმეტეს ორჯერ! :D თან ყველაფერი ძალიან კარგადაა მოყოლილი. :D :wink:


ისე ჩვენ ღამურები გავხდით მგონი :roll: :lol: :lol:
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]