მე მიყვარს ახალი იდეები!! თუ კიდევ რამეა თქვი, შენც და სხვამაც.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ იდეას, "ჯგუფები" რომელიც ფორუმის header-ში ჩანს იძლევა საშუალებას წევრებისგან შეიქმნას ჯგუფები, რომლებსაც სხვადასხვა უფლებები ექნებათ ფორუმზე. მე ჯერ-ჯერობით ეს არ გამომიყენებია და იმიტომაა ცარიელი, მომავალში თუ იქნება საჭირო, კი ბატონო, ძალიან ადვილი ასამუშავებელია.
რაც შეეხება ლაშქრობის ჯგუფებს, მეც ვფიქრობდი მაგაზე, მაგრამ ვფიქრობ ამის ხელოვნურად გაკეთება რეალურ შედეგს არ მოგვცემს. იმიტომ რომ რომელიმე კონკრეტულ ლაშქრობაში ვის ექნება წასვლის დრო და სურვილი ერთდროულად ძნელი სათქმელია, ისევ ჯობია, ლაშქრობები რაც შეიძლება ბევრი გამოცხადდეს აქ, და ვინც წავა ის დამალავს და ვინც ვერ წავა ის იქნება მაძიებარი

ისე, თუ იდეა ბევრისთვის მისაღებია, მეც შევალ რომელიმე (ან რამდენიმე
