ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ
Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 10 ივლ 2007, 16:31
გასულ შაბათს მე და ჩემი გერმანელი მეგობარი მარკუსი გავემართედ საგურამოში, თადეოზ გურამიშვილის მარანის სანახავად. წინასწარ მოვაგროვე გარკვეული ინფორმაცია რომელსაც სიამოვნებით გიზიარებთ. მარანი მეცხრამეტე საუკუნეში თადეოზ გურამიშვილს(ილია ჭავჭავაძის სიმამრი)აუშენებია, თავად ილია ჭავჭავაძეც თურმე თავის ღვინოს ამ მარამში აყენებდა საიდანაც შემდეგ მიჰქონდა თავის მარანში სადაც ასხავდა მუხის კასრებში. ამჟამად მარანში 17 ქვევრია ერთიდან ორ ტონამდე ტევადობების. შიგნით სამი საწნახელია, ორი მომცრო და ერთი დიდი. მე ყველაზე მეტად მომწონსმარნის ჩუქურთმები, ეს არის ბრწყინვალე ნამუშევარი რომელიც ალბათ ყველამ უნდა ნახოს და დატკბეს და დარწმუნდეს იმაში როგოდი დონე იყო მევენახეობა მეღვინეობაში იმდროინდელ საქართველოში(დღეს ქართულ მეღვინეობაში დგას ფალსიფიკაციის ხანა). ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იქაურობა მიუხედავათ იმისა რომ ეკუთვნის ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმს ძალიან მიუხედავი და დაბინძურებულია. ეს მარანი ვენახების შუაგულში იდგა, ეხლა ამ ადგილას სოფელია განლაგებული. იქვე ახლოს ახლად აშენებული ტაძრის გვერდით თქვენ ნახავთ დავით გურამიშვილის მარნის ნაშთებსა და საწნახელს. ერთმა ადგილობრივმა მოხუცმა მომიყვა ერთი ამბავი: ერთხელ დიდი წვიმების შედეგად ნიაღვარი ამ მარანში შევარდნილა და ქვევრებში ჩასულა, რის შედეგადაც ღვინო გარეთ გამოსულა და წვიმის წყალს ქვემოთ, ხორბლის ყანებიასკენ წაუღია. როგორც ამბობოენ მთელი ხოდაბუნები წილად იყო შეღებილიო......

Last edited by
qvevri on 10 ივლ 2007, 16:49, edited 1 time in total.
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 10 ივლ 2007, 16:32
ეს არის მარნის გარეთა სვეტისთავი, როგორია?

-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 10 ივლ 2007, 16:36
მარნის ჩუქურთმები, გრანდიოზულია არა? მე რომ ვნახე დავიშოკე.

-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 10 ივლ 2007, 16:38
ეს თავად მარანი.

-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 10 ივლ 2007, 16:44
ეს ჩუქურთმები აღნიშნავდნენ ვენახებს, ისე რომ დააკვირდეთ მართლც ჰგავს ზემოდან დანახულ ვენახებს.

-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 10 ივლ 2007, 16:47
ეს კი დავით გურამიშვილის საწნახელია რომელიც ასევე საგურამოშია.

-
Toma
- იეტი
- Posts: 2655
- Joined: 27 ივლ 2005, 21:50
- Location: Tbilisi
Post
by Toma » 10 ივლ 2007, 18:01
qvevri
ქვის საწნახელი?
მე რატომღაც მგონია რომ საწნახელი მაინდამაინც ხის უნდა იყოს

-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 10 ივლ 2007, 18:08
საწნახელი ხისაც არის და ქვისაც(ქვითკირით აშენებილი) ხისები ძირითადად დასავლეთში იყო გავრცელებული. ისე ერთი გასვლა სადმე მარანში გავაკეთოთ და ბარემ კაი ექსკურსიასაც ჩავატარებ თავისი დეგუსტაციით.
Toma wrote:qvevri
ქვის საწნახელი?
მე რატომღაც მგონია რომ საწნახელი მაინდამაინც ხის უნდა იყოს

-
Toma
- იეტი
- Posts: 2655
- Joined: 27 ივლ 2005, 21:50
- Location: Tbilisi
Post
by Toma » 10 ივლ 2007, 18:13
qvevri wrote:საწნახელი ხისაც არის და ქვისაც(ქვითკირით აშენებილი) ხისები ძირითადად დასავლეთში იყო გავრცელებული. ისე ერთი გასვლა სადმე მარანში გავაკეთოთ და ბარემ კაი ექსკურსიასაც ჩავატარებ თავისი დეგუსტაციით.
Toma wrote:qvevri
ქვის საწნახელი?
მე რატომღაც მგონია რომ საწნახელი მაინდამაინც ხის უნდა იყოს

ვა რა მაგარი იდეაა, მე თანახმა ვარ ორივე ხელი ამიწევია.

-
Makena
- იეტი
- Posts: 5267
- Joined: 28 აპრ 2007, 19:10
- Location: Golden Valley
-
Contact:
Post
by Makena » 16 ივლ 2007, 11:45
qvevri wrote:ეს თავად მარანი.

მარანი ძალიან შტამბეჭდავი ჩანს, თანაც აქვეა, გავიაროთ და დავათვალიეროთ შემდეგ გასვლაზე

-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 16 ივლ 2007, 11:57
qvevri wrote:საწნახელი ხისაც არის და ქვისაც(ქვითკირით აშენებილი) ხისები ძირითადად დასავლეთში იყო გავრცელებული. ისე ერთი გასვლა სადმე მარანში გავაკეთოთ და ბარემ კაი ექსკურსიასაც ჩავატარებ თავისი დეგუსტაციით.
ვეთანხმები იდეას.. მზად ვარ მეც.. თუ ამ ამბავს გაგრზელება ექნება, კარგია..
-
ლეონტი
- იეტი
- Posts: 4805
- Joined: 26 მაი 2007, 22:48
- Location: ღურბელი
-
Contact:
Post
by ლეონტი » 16 ივლ 2007, 12:02
მოდი იმ მარანში ჯობია , სადაც არაფალსიფიცირებული ღვინის დეგუსტაციისთვის ხელსაყრელი პირობები იქნება.

-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 17 ივლ 2007, 14:19
ეგეთი მარანიც ვიცი. როცა გავალთ შევიაროთ. აუცილებლად მოგეწონებათ მარანიცა და ღვინოებიც.
ლეონტი wrote:მოდი იმ მარანში ჯობია , სადაც არაფალსიფიცირებული ღვინის დეგუსტაციისთვის ხელსაყრელი პირობები იქნება.

-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 17 ივლ 2007, 18:30
qvevri wrote:ეგეთი მარანიც ვიცი. როცა გავალთ შევიაროთ. აუცილებლად მოგეწონებათ მარანიცა და ღვინოებიც.
ლეონტი wrote:მოდი იმ მარანში ჯობია , სადაც არაფალსიფიცირებული ღვინის დეგუსტაციისთვის ხელსაყრელი პირობები იქნება.

-
ლეონტი
- იეტი
- Posts: 4805
- Joined: 26 მაი 2007, 22:48
- Location: ღურბელი
-
Contact:
Post
by ლეონტი » 17 ივლ 2007, 18:45
ვოოვ,
მერე სა იყავი აქამდე შე კაცო?
რა ღირს ლიტრა?