მივყვები ლაშქრობის აღწერის წესებს, მიუხედავად იმისა, რომ ემოციები საკმარისზე მეტია.
სანამ დავიწყებდით, მინდა გითხრათ, რომ ყველანი კარგად ვართ და ძალიან კმაყოფილები ამ ლაშქრობით. 6-ში გასულები ყველანი უკვე თბილისში ვართ
1. რეგიონი: - ხევსურეთი - პირაქეთა ხევსურეთი - როშკა - აბუდელაურის ტბები
2. მარშუტის დასახელება: აბუდელაურის ტბები - აბუდელაურის მწვანე, ლურჯი და თეთრი ტბები
3. ხანგრძლივობა: მზეჭაბუკასგან გავედით 6-ში 4 საათზე და 8-ში 6 საათზე უკვე ყველა სახლშია - 3 დღე
4. სირთულე: თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უცნობ ტყეში ღამით ფარნებით 10 კმ ვიარეთ, აბუდელაურის ტბებამდე 3 საათი მინიმუმ, იქიდან სეტყვაში იგივე მანძილის სიარულს და ნატალიას დაბალპასატკიანი მანქანით ხევსურეთში სიარულს, რთული შAეიძლება ვუწოდოთ, ექსტრიმი საკმარისზე მეტი იყო.
5. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი: როშკა, კორშა, ბარისახო.
6. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით: თბილისიდან კორშამდე, როშკიდან 14 კმ კორშამდე, შემდეგ მცხეთა და თბილისი
7. ფეხით გავლილი მანძილი: კორშიდან როშკამდე 5-კმ გზით, 10 კმ ღამით როშკისკენ მიმავალი ბილიკი ცნობილი ჩანჩქერიდან (სადაც ლეილა აბაშიძე ბანაობდა), 3-5 საათი როშკიდან აბუდელაურის ტბების მოვლა, 3 საათი სწრაფად უკან დაბრუნება სეტყვისა და მეხცვენის თანდასწრებით.
8. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები: კორშაში მუზეუმი, ბილიკის დასაწყისში ცნობილი ჩანჩქერი, ტბებთან ჭიუხები თავისი სიდიადით
9. საბანაკე ადგილები: როშკის განაპირას დავბანაკდით, მდინარეს ზემოთ რომ აუყვებით, უზარმაზარი ლოდი აგდია, მის წინ ფაუნას თავის დროზე კარვის დასადგმელად მიწის სამუშაოებიც ჩაუტარებია. ლოდი ქარისგან იცავს და კარგია.
10. სასმელი წყალი მარშრუტზე: არაგვი ჩამოიდის. გზის გასწვრივ კორშამდე საკმარისადაა. შემდეგ უკვე ნაკლებად. არაგვი კი ჩამოდის, მაგრამ ხევში ჩასვლაა საჭირო და კი ისმება, მაგრამ მღვიე მაინც მოყვება. როშკაში ხიდთან წყარო მოდის და გემრიელია. ტბებიდან წამოსულ წყალი უნდა ისმებოდეს, ვსვავდით და ჯერჯერობით არაფერი დავმართვია.
11. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები: ცივი ტბებია, ასე რომ ბანაობაც რთულია და ადამიანი თუ არაა მიჩვეული ცივ წყალს, არც ჩავა საბანაოდ. სხვა მხრივ ჩვეულებრივი სასიარულო მთებია, ლოდ-ქვები საძრომიალოდ საკმაოდაა, განსაკუთრებით თეთრი ტბისაკენ და ფეხზე კარგი ფეხსაცმელი გასიამოვნებთ. შეშა ტბებთან საერთოდ არაა, რადგან ალური ზონაა, ხოლო სოფელში რთული მოსაპოვებელია. ჩვენ ცეცხლი არ დაგვინთია (ნაწილობრივ წვიმისა და ღამით მისვლის გამო).
12. სასარგებლო საკონტაქტო ინფო: შოთა არაბული კორშაში - მუზეუმის გვერით ცხოვრობს. უყვარს კარაველები. მანქანა დაიტოვა, უკან დაბრუნებულ დასველებულებს გვიმასპინძლა. როშკაში წიკლაურები არიან, სოფლის ზედა ნაპირას მცხოვრებმა თავისი მანქანოით კორშამდე ჩამოგვიყვანა (გარკვეული გასამრჯელოს ფასად)
13. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც შეიძლება ინახოს ამ გასვლის ფარგლებში, დროის გახანგრძლივების შემთხვევაში: ჭიუხები იქვეა, ტბები ფაქტიურად ჭიუხების ძირშია, ასე რომ მასზე აძრომაც შეიძლება, თუმცა რთული უნდა იყოს, შესაბამისი მთასვლელთა აღჭურვილობის გარეშე შეუძლებელია.
14. რუქა: ვნახავ და დავდებ
