გასვლა საკმაოდ გრძელი და საინტერესო გამოგვივიდა, ამინდიც საკმაოდ კარგი დაგვემთხვა,გრილოდა თუმცა არ წვიმდა, ბრეთის შემდეგ გზა გავაგრძელეთ სოფელ დირბში სადაც ძალზედ საინტერესო ტაძარი მდებარეობს, აქვეა დედათა მონასტერი, აქვე ამ ტაძარში გახლავთ (როგორც იქ გვითხრეს) ერთადერთი ფრესკა საქართველოში სადაც ხვთისმშობელია გამოსახულია ორსულად. ტაძარი რამდენიმე წლის წინ აღუდგენიათ ბიძინა ივანიშვილის შეწევნით.
დირბიდან რომ გაიხედავთ მოპირდაპირე მთაზე ეკლესია მოსჩანს, როგორც მერე აგვიხსნეს ეს დვანის ტაძარი ყოფილა, ჩვენც გავაგრძელეთ გზა დვანის მიმართულებით და კიდევ კარგი დროულად შეგვაჩერეს სოფელ ტახტიძირში თორემ შეიძლება ოს მესაზღვრეებს ჩავვარდნოდით ხელში (კარველებს როგორც ვიცი ამ მხრივ არც ისე კარგი გამოცდილება გვაქვს


უკან მობრუნებულები რუისის მსვენიერი ტაძრის სანახავად გავეშურეთ, ასევე მოვინახულეთ ურბნისის ბაზილიკაც, მოკლედ კველაფერი მოვასწარით


ბრეთში მისვლა რთული არ არის, გასცდებით თუ არა ქარელის გადასახვევს, ასე 500 მეტრში მარჯვნივ უნდა გადაუხვიოთ და გზა გააგრძელოთ, გადასახვევთან მინიშნებაც დგას, დირბში გზას პირდაპირ ბრეთიდან გააგრძელებთ და დაახლოებით 15 წუთში ადგილზე ხართ.