ისტორიული საქართველო, ტაო-კლარჯეთი

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
ისტორიული საქართველო, ტაო-კლარჯეთი

Post by Linda » 09 ივნ 2007, 14:40

ამ ზაფხულს ვაპირებ ტაო-კლარჯეთის მონახულებას, კარგი იქნება თუ კარავიდანაც წამოვა ხალხი :)

ე.ი შესაძლებელია 1, 2 ან 3 დღიანი ტურები

1 დღე

დოლისყანის და შატბერდის ეკლესიები, ხანძთის მონასტერი, არანუჯის, ახიზას და სალტეს ციხე. ფასი 50 ლარი

2 დღე

პირველი დღე დოლისყანის და შატბერდის ეკლესია, ხანძთის და ტბეთის მონასტერი, არტანუჯის ახიზას და სალტეს ციხე.

მეორე დღე იშხნის, ხახულის, პარხალის და ოთხთა ეკლესია, ოშკის მონასტერი. 110/130 ლარი

3 დღე

დოლისყანა, ბანა, იშხანი, ხახული, პარხალი, ოთხთა, ხანძთის და ოშკის მონასტერი. ფასი 195 ლარი

ასევე ამ ფასში შედის: ტრანსპორტი, ღამისთევა, კვება, გიდის მომსახურება, დაზღვევა

გასვლა მოხდება ბათუმიდან

მემგონი საკმაოდ კარგი ფასებია, შემომიერთდით და მოვინახულოთ ტაო :)

User avatar
ira
ბოდიალა
Posts: 267
Joined: 18 იან 2006, 11:05
ისტორიული საქართველო, ტაო-კლარჯეთი

Post by ira » 09 ივნ 2007, 14:47

ფასები იდეალურია :)
ეხლა სავარაუდო თარიღებიც დაწერე რააა :)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ისტორიული საქართველო, ტაო-კლარჯეთი

Post by guruli » 09 ივნ 2007, 15:09

Bala, ფასები მართლაც კარგია, მაგრამ მე, ჩემი გამოცდილებიდან, რაღაცების დამატებას გირჩევთ. ნუ, გათვალისწინება თქვენი საქმეა, მაგრამ არა მგონია, ხარჯები ბევრად გაგეზარდოთ.
1). ხანძთაში თუ ახვალთ, ბარემ ოპიზის ნაეკლესიარიც გენახათ. მართალია, დღეს იქ სანახავიც არაფერია - მხოლოდ აღმოსავლეთის კედელია შემორჩენილი, მაგრამ მაინც - გულს შეაჯერებთ. ხანძის გზაზევეა გადასახვევი და სულ რაღაც 2 კილომეტრშია.
2). არტანუჯში ჩახვიდეთ და ჯოჯოხეთის კანიონი არ ნახოთ, დამიჯერე - დანაშაულია. :lol: :lol: ზედ ართვინის გზაზევეა - მანქანიდან ჩამოხვალ და პირდაპირ კანიონში დურთავ თავს... ძაან მაგარი ადგილია...
3). დოლისყანაში მიმავლებმა კავკასიძეების ციხეს მიაქციეთ ყურადღება. გზა პირდაპირ მაგის ქვეშ გაივლის. უბრალოდ, უნდა შეჩერდეთ... ეგ იცი, რომელია? თუ გახსოვს კალანდიას ფილმიდან, იუსუფელიდან საგანგებოდ დაქირავებული ალპინისტის დახმერბით რომ ავიდნენ, ისაა...
4). პარხალში თუ წახვალთ, იქნებ მოახერხოთ და სოფელ ბალხში ახვიდეთ? გზიდან აუცილებლად დაინახავთ მაგ სოფელს - მთის წვერზე ზუსტად ისეა მერცხლის ბუდესავით მიკრული, როგორც - ჩვენი მთის სოფლები. ეგეც ულამაზესი სოფელი ყოფილა და ძაან მწყდება გული, იქ რომ ვერ ავედით. და პარხალისკენ სხვა ართული სოფლებიცაა. იუსუფელიდან რომ გახვალთ, იმ ხეობაში, 12 კილომეტრის მერე სოფელი მახათეთია, სადაც რამდენიმე ქართული ოჯახიც ცხოვრობს. მაგას რომელიღაც ქართული სოფელი მოსდევს - სულ რაღაც 1 კილომეტრშია, გზის ზევით, მაღალი მინარეთი აქვთ სოფელში და იმით შორიდანვე დაინახავთ. ეგ სოფელიც გზის პირზეა... და კიდევ - პარხალის გზაზე მიმავლები კარგად დააკვირდით მარჯვნივ, მდინარე პარხალის გაღმა კლდეზე შეყუჟულ უტას ციხეს... სასურველია, გიდმა იცოდეს ეგ ადგილი, თუმცა თქვენს შეამჩნევთ, იმდენად მიუდგომელ ადგილზეა ნაგები...
და ერთი კითხვაც - ახიზას და სალტეს ციხეები რომლებია? ძველ ნაქალაქართან ახლოსაა? და მაგ ნაქალაქარზე ხომ ადიხართ, აშოტ კურაპალატის საფლავზე?
და როდის მიდიხართ? ადგილები შეზღუდულია? ჩემს ახლობლებს უნდათ წასვლა და იქნებ დაგემგზავრონ...

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
ისტორიული საქართველო, ტაო-კლარჯეთი

Post by Linda » 09 ივნ 2007, 16:25

guruli


დიდი მადლობა რჩევებისთვის და მემგონი მოვახერხებთ რომ გავითვალისწინოთ :)

საერთოდ აუცილებელია რომ შეიკრიბოს 12 ან 20 კაციანი ჯგუფი რომ წავიდეთ.

წასვლას დაახლოებით ივლისის ბოლოსკენ ვაპირებ.

ასევე შემიძლია რომ დაგაკავშიროთ ამ ტურისტულ ორგანიზაციას და ვისაც ადრე ან უფრო გვიან აწყობს წასვლა ინდივიდუალურად დაუკავშირდეს :)

მემგონი მართლა კარგი პირობებია

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ისტორიული საქართველო, ტაო-კლარჯეთი

Post by guruli » 09 ივნ 2007, 17:58

Bala, მგონი, აჯობებს, აქვე დადო მაგათი კოორდინატები, PM-ებით რომ არ აგიკლოთ. :lol: :lol: წამსვლელი ბევრია და ყველას დააინტერესებს.

User avatar
meko
მაწანწალა
Posts: 681
Joined: 25 სექ 2006, 23:57
Location: Georgia
Contact:
ისტორიული საქართველო, ტაო-კლარჯეთი

Post by meko » 09 ივნ 2007, 18:07

xo raaa bala, dade mag xalxis koordinatebi , dzalian davinteresdi, 3 dgiani swored rom mawyobs.

gurulo tqventan ertad siamovnebit cavidodi mand, iqneb....??? :)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ისტორიული საქართველო, ტაო-კლარჯეთი

Post by guruli » 09 ივნ 2007, 18:35

meko, მეც სიამოვნებით ვიმგზავრებდი თქვენთან ერთად, მაგრამ წლეულს ტაო ჩემგან გამორიცხულია. :cry: :cry: გაისად შეიძლება.
ჰო, კიდე რა მინდოდა მეთხოვა ტაოში წამსვლელებისთვის - დედაენები წაიღეთ აუცილებლად. დამიჯერეთ, ეგ იქ საჭირო ნივთია. იქნებ ვინმემ ხელიც აგიკრათ - თურქული იდეოლოგოა თავის საქმეს აქა-იქ მაინც აკეთებს, მაგრამ მსურველებიც ბლომად გამოჩნდებიან. კიდევ - ღვინოც გამოგადგებათ. :wink: იქ ეგეც კარგი საჩუქარია და არა მხოლოდ ქართველებში.
P.S. ცოტა თემას ვუხვევ, მაგრამ ეგეც ისტორიულ მიწას ეხება, ოღონდ ჰერეთს. ახლა რ2-ზე სიუჟეტს ვუყურე და აღვშფოთდი. როგორც იქნა, საქართველომ გაიხსენა ის ხალხი და განათლების მინისტრმა ქართული წიგნები ჩაიტანა, მაგრამ ზედ მის თვალწინ დაერივნენ და ჩამოართვეს საჩუქრები. ერთი ისეთი ბავშვიც მოხვდა კადრში, მგონი, ნაცემიც იყო. ეს მანქურთების მტავრობა კიდე აქ გამსახურდიას სახელობის სანაპიროს ალიევისას არქმევს, იმ პირსისხლიანი დიქტატორის ძეგლს დგამს და ეტენება... :twisted: :twisted: ნებისმიერი თავმოყვარე ხელისუფლება ამ ფაქტის შემდეგ აზერბაიჯანულ სკოლებში თუ არ აკრძალავდა მათი ენა-ისტორიის სწავლას, შეამცირებდა მაინც... ან რატო უნდა აფინანსებდეს ქვეყნის ბიუჯეტი ამდენ არაქართულ სკოლს...
Last edited by guruli on 09 ივნ 2007, 21:34, edited 1 time in total.

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
ისტორიული საქართველო, ტაო-კლარჯეთი

Post by Linda » 09 ივნ 2007, 18:47

აგერ მეილი და ტელეფონის ნომერიც

zuka_baladze@yahoo.com

898 262 362 ზურა

თვითონ ორგანიზაცია ბათუმშია, ანუ როგორც ზემოთ ავღნიშნე გასვლა ბათუმიდან მოხდება :)

User avatar
meko
მაწანწალა
Posts: 681
Joined: 25 სექ 2006, 23:57
Location: Georgia
Contact:
ისტორიული საქართველო, ტაო-კლარჯეთი

Post by meko » 09 ივნ 2007, 21:22

Bala

madloba didi :)

guruli
ukacravad da "virs pitna ar undodao..." isea amati saqme :(

gaixare rchevebistvis, me magdens verc movipiqrebdii :)

User avatar
Gio-horus
იეტი
Posts: 1360
Joined: 18 დეკ 2006, 17:44
Location: El Amarna
Contact:
ისტორიული საქართველო, ტაო-კლარჯეთი

Post by Gio-horus » 10 ივნ 2007, 18:32

ძალიან მაგარია. როგორც მივხვდი ერთდღიანი ტურის შემთხვევაში გასვლა ბათუმიდან არის და ჯგუფიიმავე დღეს ბრუნდებაუკან , თუ როგორ ????
http://www.facebook.com/Giopsyart
http://giohorus.redbubble.com/
Let me stay
Where the wind will whisper to me
Where the raindrops as they're falling tell a story

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
ისტორიული საქართველო, ტაო-კლარჯეთი

Post by Linda » 10 ივნ 2007, 19:30

Gio-horus


კი გასვლა ბათუმიდან არის და იმ დღესვე დავბრუნდებით :)

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ისტორიული საქართველო, ტაო-კლარჯეთი

Post by lama » 11 ივნ 2007, 10:26

Bala
და ამას შენ ხელმძღვანელობ ??

ჩემო ლამაზო მეგობარო ???

:)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ira
ბოდიალა
Posts: 267
Joined: 18 იან 2006, 11:05
ისტორიული საქართველო, ტაო-კლარჯეთი

Post by ira » 11 ივნ 2007, 10:43

სამდღიანმა გასვლამ ძალიან დამაინტერესა, სავარუდოდ წამოვალ, უბრალოდ ჯერ ძალიან ადრეა იმისთვის, რომ ივლისის ბოლო დავგეგმო :) :)
ცოტა კი მიკვირს ისე, ასეთი დატვირთული მარშრუტი სამ დღეში რამდენად მოსწრებადია....

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ისტორიული საქართველო, ტაო-კლარჯეთი

Post by lama » 11 ივნ 2007, 11:28

Bala
და ამას შენ ხელმძღვანელობ ??

ჩემო ლამაზო მეგობარო ???

:)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
ისტორიული საქართველო, ტაო-კლარჯეთი

Post by Linda » 11 ივნ 2007, 14:29

lama

ნაწილობრივ მეც :)

მემგონი ძალიან კარგი შემოთავაზებაა არა??

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]