ქვემოთ, დროებით თემებში ერთერთი ასეთიც იყო – "აღმოჩენითი ტურიზმი", თემის ავტორს რისი თქმა სურდა რა თქმა უნდა ვერ მივხვდი (და მოპასუხეებიც არანაკლებ აბურდულად "ღადაობდნენ"), მარა საერთოდ ეს ტერმინი შეიძლება ჩაითვალოს ტურიზმის ერთერთი სახეობის – Geocaching-ის თარგმანად (თუ ავტორი ამას გულისხმობდა, მივხვედრილვარ მაინც

"გეო" – კი მოგეხსენებათ რაც არის და cache ინგლისურიდან შეიძლება ითარგმნოს როგორც "სამალავი, ან ექსპედიციის მიერ დატოვებული პროვიანტის მარაგი უკანა გზისათვის, ან იარაღის საიდუმლო სამალავი" და ა.შ – მოკლედ სამალავი).
დაინტერესების შემთხვევაში მოგვიანებით ვეცდები შედარებით ვრცლად ავხსნა პრინციპები , მანამდე შეგიძლიათ ნახოთ გვერდები http://www.geocaching.com, http://www.geocaching.ru ან საერთოდ დაgoogle-თ geocaching და ნახავთ რამდენი ხალხია გატაცებული ტურიზმის ასეთი სახეობით.
მოკლე ახსნით:
თამაშის მონაწილე სადმე ღირსშესანიშნავ ადგილას აკეთებს მცირე სამალავს ე.წ. "საგანძურით", განთავსების ადგილი, "საგანძურის" შიგთავსი, მასთან მისვლის გზების აღწერა და ა.შ. მთლიანად დამმალავის ფანტაზიაზეა დამოკიდებული. შემდგომში დგება ე.წ. "სამალავის პასპორტი" – რომელშიც მითითებულია ძებნისათვის აუცილებელი პარამეტრები და განთავსდება შესაბამის ვებ საიტზე. სხვა მონაწილეები ამ ინფორმაციით ცდილობენ სამალავის პოვნას და მასში პოვნის დამადასტურებელ ნიშანს ტოვებენ, რომელსაც შემდგომი მონაწილე აიღებს და ა.შ. დაახლოებით – ალპინისტების მიერ მწვერვალზე დატოვებული ნიშნულების მსგავსად.
საერთოდ ძებნას მოწყობილობა GPS-ის საშუალებით აწარმოებენ ხოლმე და ეს თამაშიც მისი პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა, მაგრამ დამმალავის კარგი ფანტაზიის შემთხვევაში არავითარი მოწყობილობა იქნება საჭირო და საკმაოდ საინტერესოს გახდის ობიექტის ძებნის პროცესს.
ყველა წესიერ ქვეყანაში ვებ გვერდის სპონსორირებას და თამაშის ძირითადი ფაბულის ორგანიზებას თავისთავზე ნავიგაციის მოწყობილობების იმპორტიორი ფირმები იღებენ ხოლმე თავისთავზე, თუმცა ჩვენს შემთხვევაში ვერ გეტყვით ვინ შეიძლება იყოს ეს – ისე ორიოდ კაცს კი ვიცნობ ვინც ამ ბიზნესითაა დაკავებული.
აქ საკმაოდ საინტერესო ხალხია თავმოყრილი და ლაშქრობებიც ხშირად ტარდება, ჩემი გამოცდილებით 7–10 კაციანზე მეტი რაზმები უკვე ცოტათი "ბარდაგდება"

გარდა ამისა ვებ გვერდს შეუძლია მსოფლიო გეოკეშინგის ქსელში ინტეგრირება და საქართველოში არსებული კულტურისა და ხუროთმოძრვრების ძეგლების კიდევ ერთხელ წარმოჩინება ახალი კუთხით.
ბოლო ბოლო – "ზემოდან" გაუთავებელი ლაქლაქით ტურიზმის განვითარება არ ხდება.. ჩვენც რითიც შეგვიძლია წავახმაროთ ხელი ამ ქვეყანას, თამაშ–თამაშით მოზიდული რამოდენიმე ტურისტიც საქმეა – ის თავისიანებს ეტყვის და ა.შ.
ნიუ–ვასიუკი არ ამიშენებია.. სულ მცირე ძალისხმევა ჭირდება ამ ყველაფერს.
მე პირადად – რითიც შემიძლია დაგეხმარებით, მაქვს რამოდენიმე მოწყობილობა ნავიგაციისა და ტურიზმისათვის, მაქვს რუკები, ახლახან არა, მაგრამ ადრე ბევრგან ვარ ნამყოფი და შემიძლია გამოცდილებაც გაგიზიაროთ, მცირედი ფინანსური დახმარებაც შემიძლია.. დრო არა მაქვს ბევრი სამწუხაროდ

გამოთქვით აზრი და დავიწყოთ პირველივე ლაშქრობისას..