კუნძული ტექსელი, ჰოლანდია
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
კუნძული ტექსელი, ჰოლანდია
ჰოლანდიაში გახლდით მეგობრებო, მართალია ვიზიტი სამსახურეობრივი იყო და თანაც მეტად დატვირთული, თუმცა ერთმა ადგილობრივმა მეგობარმა სიურპრიზი მოგვიწყო, დილით უთენია დაგვადგა თავზე გამომგზავრების დღეს და კუნძულ ტექსელზე წაგვიყვანა და ქართველი მეომრების სასფლაო გვაჩვენა რომელიც საოცრად მოვლილია და ვარდებშია ჩაფლული.
თუ რატომ მოხდა 800 კაციანი ქართველთა რაზმის აჯანყება ალბათ თქვენთვის ცნობილია.
მათი უმეტესობა ფაშისტებთან ბრძოლაში დაიღუპა კუნძულზე.
რამდენიმე ფოტო კუნძულზე შევიძინე, რადგან ზემოდან არის გადაღებული და ვფიქრობ საინტერესო სანახავია.
თუ რატომ მოხდა 800 კაციანი ქართველთა რაზმის აჯანყება ალბათ თქვენთვის ცნობილია.
მათი უმეტესობა ფაშისტებთან ბრძოლაში დაიღუპა კუნძულზე.
რამდენიმე ფოტო კუნძულზე შევიძინე, რადგან ზემოდან არის გადაღებული და ვფიქრობ საინტერესო სანახავია.
Last edited by Makena on 30 მაი 2007, 19:52, edited 1 time in total.
კუნძული ტექსელი, ჰოლანდია
კუნძული ტექსელი ზემოდან


კუნძული ტექსელი, ჰოლანდია
სახმელეთო გზით მივდივართ და წინ აი ეს ქარის ,,წისქვილები" გვხვდებოდნენ, ბრუნავდნენ და ბრუნავდნენ...


Last edited by Makena on 30 მაი 2007, 21:54, edited 1 time in total.
კუნძული ტექსელი, ჰოლანდია
ეს გახლავთ გემი გიგანტი რომლითაც გადავედით კუნძულზე, მანქანების შვიდი რიგი შედის და ისე მოძრაობს რომ საერთოდ რყევა არა აქვს.


კუნძული ტექსელი, ჰოლანდია
ვუახლოვდებით კუნძულს, თოლიები მოგვაცილებენ


კუნძული ტექსელი, ჰოლანდია
ეს ტექსელის ლანდშაფტია, ცხვრის ფარასთან ერთად რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს,იყენებენ მატყლს,რძეს,ხორცს. ეს ცხვარი ჩვეულებრივი ცხვრისგან იმით განსხვავდება რომ დუმის მაგივრად კუდი აქვს


Last edited by Makena on 30 მაი 2007, 19:21, edited 1 time in total.
კუნძული ტექსელი, ჰოლანდია
შიდა ნავსადგური სადაც ასეთი მშვენიერი პატარა იალქნიანი გემები დგას


კუნძული ტექსელი, ჰოლანდია
ეს კი ნამდვილი ქარის წისქვილია, დონკიხოტი რომ აკლავდა თავს ისეთი



კუნძული ტექსელი, ჰოლანდია
ქართველთა სასაფლაო, რომელიც ძალიან მოვლილია, შესასვლელზე ქართულადაც არის წარწერა რაც ძალიან მესიაამოვნა, ჭიშკარს რამდენიმე ქართული ორნამენტი ამშვენებს


კუნძული ტექსელი, ჰოლანდია
ეს გახლავთ რამდენიმე სურათი,რომელიც მუზეუმშია გამოფენილი, ზემოთ მარცხნივ - რაზმის მეთაური ლოლაძე, მარჯვნივ - ლეიტენანტი მელიქია.


Last edited by Makena on 30 მაი 2007, 19:54, edited 1 time in total.
კუნძული ტექსელი, ჰოლანდია
ეს კი უკანასკნელი ბასტიონი სადაც ქართველი ჯარისკაცები აფარებდნენ თავს


კუნძული ტექსელი, ჰოლანდია
ხედი ზემოდან


კუნძული ტექსელი, ჰოლანდია
მოვემგზავრებით უკან და ისევ თოლიები მოგვაცილებენ...
ცოტა არ იყოს სევდიანი გამომივიდა მონათხრობი

ცოტა არ იყოს სევდიანი გამომივიდა მონათხრობი
