
სამთავისში ფოტოები გადავიღეთ, მიმდინარე გათხრები დავათვალიერეთ და სხვილოს ციხისკენ გავეშურეთ,სოფელი ქვემოჭალში შევედით თუ არა მარცხნივ წამოიმართა ამილახვრების ციხე თავისი გალავნითა და ეკლესიით, მართალი გითხრათ ეს სურპრიზი იყო,სასიამოვნო სიურპრიზი, კოშკში ბოლომდე ავედით(აივანზე დადგომა საშიშია), გირჩევთ ნახოთ,ნამდვილად საინტერესოა.
სხვილოს ციხეზე ასვლა ერთ საათში დავიწყეთ მანქანით (ნისანი) გზა დანამქრული იყო,მიწა წყლით გაჯერებული (საბურავები ტრასის


სხვილოს ციხე სერიოზული დამცავი ნაგებობა აღმოჩნდა რომლის აღება ნამდვილად რთული საქმე იქნებოდა მტრისა და დუშმანისათვის,დარწმუნებული ვარ ბევრმა მათგანმა ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი ამ მედგარი ციხის კედლებთან.
ციხიდან მშვენიერი ხედები გადაიშალა,ამ ხედების ტკბობის დროს
შერეკილები გაგვახსენდა და თამუნია ყიფიანის საფლავის საძებრად დავეშვით,რომელიც იქვეა ახლოში,სხვილოს ციხიდან კარგად მოსჩანს ეს ადგილი, ბევრი ვეძებეთ თუ ცოტა, ვიპოვეთ
