2006 წლის 31 დეკემბერი გათენდა, ჩემმა მეგობარმა ჰერაკლემ დამირეკა და ქოზიფაში წასვლის იდეა შემომთავაზა, გადაწყდა გავდივართ...გავედით ჰერაკლე, მასაი, ქვევრი და მე, რადგანაც ვიცოდით რომ გზა თოვლიანი და ძნელად სავალი იქნებოდა,ჩვენს ხელთ არსებული მანქანებიდან (ტოიოტა,ნისანი და ნივა), ნივა ავირჩიეთ და ნამდვილად არ შევმცდარვართ რადგან ტრასიდან გადავუხიეთ თუ არა გათოვდა და გზაზე თოვლის რაოდენობამაც სწრაფად დაიწყო მატება,ნივით მჩატედ ვიარეთ, ძალიან გაგვიჭირდებოდა მძიმე მანქანით სიარული,ხოლო გზიდან გადავარდნის შემთხვევაში კი მემგონი გაზაფხულამდე იქ მოგვიწევდა მანქანის დატოვება

ქოზიფას მისადგომებთან, სადაც ბოლო სოფელია, ერთი ოჯახის ეზოში რუსული ჯაჭვებიანი ვილისი შევნიშნეთ(ამ მანქანას თურმე თავისი წვლილი უნდა შეეტანა ჩვენს მოგზაურობაში), და გზა გავაგრძელეთ, თუმცა მონასტრის ეზოს შესასვლელ ჭიშკართან თოვლმა შეგვაჩერა,არათუ გზის გაგრძელება, არამედ მანქანის მობრუნება სერიოზული ძალისხმევით შევძელი რადგან მანქანა თოვლზე ,,იდო". უკან სოფელში ჩამოვბრუნდით და იმ ეზოს მივადექით სადაც მანამდე ვილისი დავინახეთ,პატრონი ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც მაშინვე დაგვთანხმდა რომ შეეცდებოდა ავეყვანეთ მონასტრამდე,ვცადეთ...დაახლოებით ერთი კილომეტრი წავიწიეთ წინ და მერე ვილისიც გაიჭედა (მინდა აღვნიშნო რომ ვილისმა იარა ისეთ თოვლში სადაც ტრაქტორი თუ გაივლიდა მხოლოდ,თანაც ნახევრად გაცვეთილი საბურავებით,თუმცა ჯაჭვებით).შემდეგ გზა ფეხით გავაგრძელეთ, დაახლოებით 2 კილომეტრი ვიარეთ,ბერები თბილად შეგვხვდნენ, თუმცა გაკვირვებულები, როგორც გვითხრეს ზამთარში უცხო იქ მანქანით ასვლას ვერავინ რისკავს თურმე, შემდეგ სატრაპეზოში შეგვიპატიჯეს და ბოლოს აკლდამაც დაგვათვალიერებინეს. საოცარი გასვლა გამოგვივიდა,რომელიც ალბათ ტრადიციად გადაიქცევა

უკანა გზაზე,ზაზა ფანასკერტელის ციხესიმაგრეში გამოვიარეთ, სადაც ამჟამად დედათა მონასტერია, იქვე დგას 9 მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია.
ეხლა კი ფოტოები
