კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
-
meore monadire
- ბილიკზე მოარული
- Posts: 2057
- Joined: 14 აპრ 2007, 19:06
- Location: საწუთრო
-
Contact:
Post
by meore monadire » 13 ივნ 2008, 19:55
ეს თემა უნდა არადგინო მკვდრეთით აბალდუიდარი

2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 26 აგვ 2008, 01:08
ჩემს გვერდით სიკვდილს ყიდიან ნაწილ-ნაწილებად... ომებად... სანგრებად... ნაღმებად... ბომბებად... თვითმფრინავებად...
ჩემს გვერდით სიყალბეს ყიდიან... ნაჩუქარ-საჩუქრებად... სიკეთის პრომო აქციებად... ქვენა თუ ქველ-მოქმედებად...
ქველმოქმედება ახლა ბიზნესია... სარფიანი ბიზნესი...
XXI საუკუნეში ამ ბიზნესში ყველა ვართ...
ახლა ძნელია სიკეთე ფარულად აკეთო... ახლა ძნელია საკუთარ თავთან გამკლავება და "მე"-ს წინ სხვისი ჩასმა...
შენატრებულმზიანი თვალების ცრემლიც აღარ მოჩანს...
ახლა შფოთიანობის დროც კი აღარ არის... ისე... უბრალოების გარეშე გავბანალურდით...
ჩემს გვერდით ღიმილებს ყიდიან... ფასებმაც იმატეს... სიალალე სულის ინფლაციას შეეწირა...
მეც კიდევ მეტად გავყალბდი... დასაფასებელი გავაუფასურე... უფასური კი ძვირად შევისყიდე... ახლა ყველა გასულერთდა ჩემთვის და თავადაც გავსულერთდი სხვებისთვის...
არა და...
მომენატრა კარვიანი დღეები... ისეთი... პირველშთაბეჭდილებიანი... ახალი... უცხო... რბილი და ალალღიმილიანი სახეები.. მოწონებული თვალები და გრძელი თმა ხან ხვეული და ხანაც სწორი... შემცდარად ნავარაუდები იმედები და იმედგაცრუებაც...
ახლა ჩემთან ჩემი ღამეა... ისე... ერთიანი... ერთ-იანი... მე კი მზერაში მივექანები იმ ფოტოებისაკენ, თავადაც რომ დამიდია და ვივიწყებ რაც აქამდე მოხდა, რაც ახლა ხდება და რაც ისევ გაგრძელდება ამ წერის შემდეგ...
ახლა მოვრჩები და გამოვფხიზლდები წერისაგან... ანდაც პირიქით, გამოფხიზლებას ისევ ყოველდღიური ბურანით გავაგრძელებ... ისეთს, ისეთივეს... უმშვიდობოსა და არასერიოზულს... შეწყვეტილ კლოუნიადას... სხვების შეწუხებასა და ჩემს არაჩემებურ ისტორიებს...

-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 21 ნოე 2008, 01:36
სიკვდილით სიკვდილზე გამარჯვებაო - დღეს სულ ეს ფრაზა მიტრიალებდა თავში...
უფალმა სიკვდილი სიკვდილით დაამარცხა და ჩვენს აცე გვასწავლა სიცოცხლე...
დღეს ჩემს თვალწინ სიკვდილი დამარცხებული სახით მიუძღოდა შატილიონკას კუბოს... სიკვდილი შერცხვენილი, გაუფასურებული, დღეს კიდევ ერთხელ შეირცხინა სიკვდილმა თავი და სიცოცხლემ კი ამ დატირებით მორიგი ზეიმი იზეიმა...
ასეთი სიკვდილი სიცოცხლის მარადიულობას უფრო აგრძნობინებს ხოლმე ადამიანს, ვიდრე სიკვდილის გამარჯვებას...
ახლა კარავი უფრო შორია ახალი მეწამული სულისათვის და თავად კი ახლოა კარავისათვის...
ახლა მის მზიან-თვალებცვრიან-სიცილიან დღეებს იხსენებენ...
მერე ყველა თავის ცხოვრებას უბრუნდება, საკუთარ ტკივილებს და მერე ისევ სხვა ტკივილი იძახებს დ ეს სხვა ისევ თვითონაა...
ახლა ყველა თავის ტკივილს ამ სიმბოლოში ხატავს...
და ეს სიმბოლო საერთოა - ყველასი...
დღეს ყველას სიყვარული თითქოს ერთში გაერთიანდა და გაცილებისას ერთმანეთი შეიგრძნეს.., ამ სასწაულს კი - თამუნიაშატილიონკა უწოდეს...
წეღან ვკითხულობდი - თემა უნდა დაიხუროსო ერთგან ამბობდნენ, მე კი ვფიქრობ, რომ ყველაფერი დღეს კი არ დასრულდა - დაიწყო...
დღეს სიმბოლომ დაიწყო ცხოვრება თავისი პირველი დღით - შატილიონკას სახელით, ახალმა კარვულმა -სიცოცხლისა და სიყვარულის სიმბოლომ, როგორც საზომმა, ყველა ჩვენგანის საზომმა...
და...
იქ...
სადღაც სიღრმეში რომ პირველი ცივი ღამე დადგა...
და...
იქ...
სადღაც ხელჩაკიდებული რომ მიჰყავთ...
აქ მის ახალ დაბადებას ზეიმობენ ანგელოზები, როგორც ჩვენი სიყვარულისა და სიცოცხლის კიდევ ერთი ლამაზი, კარავისათვის კი პირველი საერთო სიმბოლოს დაბადებას...
ვუძღვნი შატილიონკას, რომელიც მუდამ იქნება კარავთან და რომელთანაც მუდამ იქნება კარავი... აქ სიშორე არაა... აქ, ყველა ერთად ვართ...
-
lama
- იეტი
- Posts: 12572
- Joined: 03 მაი 2004, 13:46
- Location: ისნის კარავი
-
Contact:
Post
by lama » 21 ნოე 2008, 01:41
-
bela
- მაწანწალა
- Posts: 553
- Joined: 14 ივნ 2008, 20:27
Post
by bela » 21 ნოე 2008, 02:07
ARCHIL_i
მისმა სიკვდილმა მასწავლა, როგორ ვიცხოვრო... აქ, კარავზეც და იქით, საიდანაც ქალაქი იწყება