X*. 1994
ეს ფოტოები მართალია მოთავსებული მქონდა თემაში: "დადეთ თქვენი ფოტოები", მაგრამ ძლივს მივაგენი, რამდენადაც თემა კაი ხნის წინ დახურა ნიკამ (გადატვირთულობის გამო) და გახსნა გაგრძელება: დადეთ თქვენი ფოტოები-II.
ჰოდა, ვათვალიერებდი და რაღაც-რაღაც ისტორიები გამახსენდა.
1994 წლის აგვისტო იყო, როდესაც მეორედ ვეწვიე X-ს**. ჯუთაში ავედით კახა-თრეველის რენო-მოსკვიჩით. ექვსნი ვიყავით.
გზაში, კახა-თრეველი და მე, ერთ-ერთ ახლობელს, რომელიც საერთოდ პირველად მიდიოდა მთაში, კერძოდ კი მწვერვალზე, ვაშაყირებდით, გზაში მთქნარებას უნდა ერიდო, რადგან 10 დამთქნარებას მთა მისადმი უპატივისმცემლობად თვლის და შესაძლოა გაბრაზდეს კიდეც-თქო. უნდა გენახათ, პირველი რამოდენიმე დამთქნარების შემდეგ რა სახით გვიყურებდა: ვაი, რა ვქნა? ვაი, მე-5-ეა უკვე... ვაი, მე-7... მე-8 დან ჩვენც გვიმალავდა რომ ამთქნარებდა. თუმცა, ასე მხოლოდდამხოლოდ თვითონ ფიქრობდა. მე-10 დამთქნარებაზე კი მხარზე ხელი შევახე და ვუთხარი, ეეეჰ, ეგ კი აღარ უნდა გექნა მეთქი. ფერი აშკარად შეეცვალა და ჩაიბუტბუტა: ვაი, ვაი, ეს რა მივქარეო...
როგორც იქნა, ავედით ჯუთაში. მანქანა დავაყენეთ და გავუდექით X-ისკენ მიმავალ ბილიკს. ავედით. დავბანაკდით. მე-3 დღეს ერთი ნაწილი გაუყვა გზას მწვერვალ თიკანაძისკენ. ლაშა (lashas) და მე ბანაკში დავრჩით მორიგეებად/მზარეულებად.
4-5 საათი იქნებოდა გასული, რომ გავიხედეთ და რას ვხედავთ... ბიჭები უკან ბრუნდებიან. სადილი არც კი გვქონდა მომზადებული, რადგან წესით მასე მალე არ უნდა დაბრუნებულიყვნენ.
.......
მოკლედ, იმ ჩვენს მეგობარს, რომელსაც ვაშაყირებდით, დაუნახავს რომელიღაც მტაცებელი ფრინველი, და ჩავარდნილა პანიკაში: ვაიიიი, რა მეშველება, დავიღუპეო. გაუბაჯიჯებია ფეხები, დამჯდარა იქვე და დაუწყია, აი სულ იმ მთქნარების ამბავია, რატომ არ დაგიჯერეთ, დამეძინა მაინც მანქანაში, მაგდენს ხომ აღარ დავამთქნარებდიო. მოკლედ, რის ვაი-ვაგლახითა და გაჭირვებით, ლამის ხელში აყვანილი ჩამოიყვანეს ბანაკში...
...
ვინანე... მართლა მაგრად ვინანე, ჩემი საქციელი... თუმცა, რა ვიცი, ნუთუ შეიძლება ასეთი უაზრობების სჯეროდეს ადამიანს?!
...
მერე, 2-3 დღის შემდეგ, კი შაყირ-შაყირით ვიხსენებდით მაგ ამბავს...
ფეხოსნებიდან: მარცხნივ - კახა (kakha_travel), მარჯვნივ მე. ზის მამუკა მაისურაძე (აწ უკვე ჩვენი ფორუმელი Mamuka Maisuradze)
გეგმის შესრულების შემდეგ, 1 დღე დასვენებას დავუთმეთ და ფილმის გადაღებაც მოვასწარით.
კადრი კ/ფ-დან "ერთხელ ჭაუხში"
უკანა გზაზე ბაზალეთის ტბაზე გავიარეთ. გადავწყვიტეთ ღამე გაგვეთენებინა და მეორე დღეს წამოვსულიყავით თბილისში. მოკლედ გემრიელად მოვილხინეთ, ვიბანავეთ, ვიქეიფეთ, ვიმღერეთ და საკმაოდ გვიან დავიძინეთ. დილით, ნაბახუსევს, ადრე გამეღვიძა. გავედი ტბის ნაპირისკენ და გადავეყარე ბაყაყს, არც თუ გამხდარს. დავიჭირე, ჩავსვი რაღაც ჭურჭელში და დავბრუნდი ბანაკში. ბიჭები უკვე ფეხზე იყვნენ და ჯოკერს უბერავდნენ. ბაყაყით რომ დამინახეს, კი მიხვდნენ, რომ მთლად კარგად არ უნდა ჰქონოდა იმ ბაყაყს საქმე, მაგრამ ჩემი დაჟინებული თხოვნიდან - მამუკა, დამიკალი ბაყაყი! - გამომდინარე, მიხვდნენ, რომ ვერაფერს გახდებოდნენ. რამდენი ვეხვეწე, გასინჯეთ, მეც პირველად ვჭამ-მეთქი, მაინც ვერაფერს გავხდი.
მამუკა დამეხმარა, ოღონდ ჭამაში არა. გემრიელი ბარკლები იყო (მაგრამ, ალბათ გამიმართლა მაინც, რადგან ყველა ბაყაყი რომ არ იჭმევა, ვიცი. მაშინაც ვიცოდი)... ერთი კი იყო, რომ ის ჩვენი მეგობარი (მთქნარება), რამოდენიმე ჩვენი შემდგომი შეხვედრის დროს მხოლოდ ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლებოდა. მოკლედ მე ნამდვილად მომეწონა... მანამდე გასინჯული მქონდა შემწვარი წავკისური ლოკოკინა (Lokokina
tsavkisiana) და კალია (Kalia
tsavkisiana). ეს ლაშამ იცოდა. მოკლედ, ვისაუზმეთ (რა თქმა უნდა ცალ-ცალკე) და ჩავსხედით მანქანაში, თუმცა მანქანის გაუმართაობის გამო სულ ხუთიოდე წუთში უკან გადმოვედით და მანქანის მიწოლა-მიწოლით დავიძარით თბილისისკენ. საკმაოდ მშვიდად, საუბარ-საუბარითა და შაყირით "მივუყვებოდით" სახლისაკენ გზას, მაგრამ უცბად ფეხი ვიტკინე და მშვიდი ტონიდან ცოტაოდენ აგრესიულზე გადავედი. 2-3 წუთის შემდეგ ლაშამ განმუხტა სიტუაცია. ბიჭებს გადაულაპარაკა, გეყოფათ კამათი, თქვენ ეტყობა გოგის დავთარი არ გაქვთ ნანახი, სადაც ჩამოწერილი და გადახაზული აქვს ის რაც უკვე ნაჭამი აქვს და ბოლო გრაფაღა აქვს დარჩენილი გადასახაზი: ადამიანი-ო.
მოკლედ, დაღმართამდე მივაგორეთ მანქანა, დავქოქეთ, ჩავსხედით და თბილისს გამოვეშურეთ.
(გაგრძელება იქნება)
________________________________________________________________
* - ჩასვით სწორი ვარიანტი: A. ჭაუხი; B. ჭაუხები; C. ჭიუხი; D. ჭიუხები
** - იხ. *