ბეიჯინგი ძალიან დიდი ქალაქია.
შაბათ-კვირას ვიცლით ხოლმე ქალაქის დასათვალიერებლად, თუმცა ამაზე ჩვენი უნივერსიტეტიც ზრუნავს.
ეს პატარა ექსკურსიაც, რომლის ფოტორეპორტაჟსაც დღეს შემოგთავაზებთ, მისი ორგანიზებულია.
ჩვენი დათვალიერების ობიექტი იყო ერთი უცნაური ქუჩა, რადგან გზადაგზა უცნაურ თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს ვაწყდებოდით (როგორც მივხვდით სწორედ მათ სანახავად ვიყავით იქ

).
ამ უცნაურ ქუჩას ერქვა აგრეთვე უცნაური სახელი - 798 ანუ ცი ძიოუ პა (შვიდი ცხარ რვა), სტუდენტებმა ვკითხეთ ლექტორს, თუ რას ნიშნავდა ეს, თუმცა დაზუსტებით მანაც ვერ აგვიხსნა.
საგულისხმოა, რომ ეს ქუჩა ტურისტებისთვის იყო ასე გაფორმებული, რადგან 2008 წლის ოლიპიადისას ბეიჯინგი, მართლაც რომ განსაკუთრებულად განიცდიდა უცხოელი დამთვალიერებლის სიმრავლეს.
თვით 798 ანუ ცი ძიოუ პა
მარცხნივ ნაპირში ჩემი ინდონეზიელი ჯგუფელი ესდუ, მარჯვნივ კი ყაზახი ჟანარა, ჩემს გვერდზე კი აზერბაიჯანელი ნარმინა
