ნაპირთან ეს გამორიყული ქვა დაგვხვდა.
საბედნიეროდ რამდენიმე ენათმეცნიერი ადგილზევე აღმოვჩნდით და მოკლე გამოკვლევის შემდეგ დავადგინეთ შემდეგი:
ქვაზე არსებული დამწერლობა: ლურსმული (ბლაგვი ლურსმულის ქვემიმართულება), სილაბურის გავლენით.
ქვის მდგომარეობა: სველი.
დამწერლობის მიმართულება: სავარაუდოდ, ზემოდან ქვემოთ, მერე მაცხნივ, პირდაპირ, ისევ მარცხნივ და იქ კვალი იკარგება...
ქვის სავარაუდო დანიშნულება: დაუდგენელი მესიჯი კოსმოსურ ცივილიზაციებთან.
ქვის II სავარაუდო დანიშნულება: ნაპირე გამოცურული წყალქვეშა ნავის შენიღბული თავსახური.
ქვის ბოლო მდგომარეობა: ზედ იდგა ლამა და არა მარტო იდგა...

მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...