ამაზონის ჯუნგლებში ნახევარსაათიანი "გასეირნების" შემდეგ ბილიკზე გამოვედით
მერე ისევ გადავედით მთავარი ბილიკიდან და ისეთ ნაშალ კლდეებზე და პატარ პატარა მდინარეების ხეობებში ვიარეთ, სულ ასკინკილით დავხტოდით ქვებზე, გადავკვეტავდით მდინარეს, მერე ისევ იმავე მდინარეს უკვე მიმართულებაშეცვლილს გადავკვეთავდით და ასე ვაგრძელებდით გზას. ცუდი განათების გამო ბევრი სურატი არ გადამიღია, რაც გადავიღე ისიც ცუდი ხარისხისაა, მაგრამ რამდენიმე პატარა ჩანჩქერუკას ფოტოს მაინც დავდებ.
საღამოს 8 საათი იქნებოდა იმ კოტეჯთან რომ დავბრუნდით, საიდანაც წინა დღეს ლაშქრობა დავიწყეთ. თუმცა გაცილებით ადრე დავბრუნდებოდით გზა რომ არ გაგვემრუდებინა ზემო ოჭორაში სტუმრობისას და ფოტოების გადასაღებად ხშირად რომ არ შევჩერებულიყავით.
დაღლილები მაგრამ უსაზღვროდ კმაყოფილები.
თავდაპირველად გადაწყვეტილი გვქონდა, ამავე კოტეჯში გაგვეთია ღამე, მაგრამ უშუქობის გამო (აპარატებს და ტელეფონებს ვერ დავტენიდით) კავკასიკას ვესტუმრეთ ბორჯომში. იქ გავათენეთ ღამე და მეორე დღეს ტაბაწყურისკენ გავემართეთ. მაგრამ ეს უკვე სხვა მოგზაურობის თემაა

.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა კავკასიკას, გოგას, ნაიას და ლაშქრობის თითოეულ მონაწილეს ამ ლამაზი დღეებისთვის, რომლებიც ცხოვრებაში არ დამავიწყდება

.