უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
ნინი_85
- იეტი
- Posts: 2289
- Joined: 29 აგვ 2007, 12:16
-
Contact:
Post
by ნინი_85 » 09 ივნ 2008, 18:44
და გათენდა... უფლის ამაღლება, უდიდესი დღესასწაული!
სასწაულის მოლოდინში ვიყავით ყველანი...
დავიწყეთ აბარგება... ვჩქარობდით, ეკლესიაში მიგვეჩქარებოდა მამა ლუკასთან. ძალიან სწრაფად ავშალეთ კარვები, დავკეცეთ და საძილე ტომრებტან ერთად შევალაგეთ მიკროავტობუსში.
დავიძარით. სულ 3 კილომეტრი გვქონდა გასავლელი.
სოფელი კოთელია ერთადერთი ქართული სოფელია სადაც მარტო ქართველები ცხოვრობენ. აქაური ვაჟები არ ქორწინდებიან სომეხ გოგოებზე და აქაური გოგოები კი სომეხ ვაჟებზე, ამიტომაც სომხური გავლენა აქ არაა და ყველა ტრადიცია შენარჩუნებულია, არც ტაძარია ხელნახლები.
სოფელში ახალი ტაძარიცაა იქვე გორაზე, ჩვენ ძველში უნდა აღგვევლინა ლოცვა.
მეაც გავთუშდ მეაც!
-
popins
- იეტი
- Posts: 4592
- Joined: 21 დეკ 2006, 10:10
- Location: saburtalo,burtit unda viburtao
Post
by popins » 09 ივნ 2008, 18:49
ძლივს მოწესრიგებული ლაშქრობის შესახებ არ წავიკითხე თემააააააააააააა
ისა და გადამზადების კურსები რომ მოაწყოს კაი იქნება..კარავი .გე ზე ბევრი სპრინტერია და ეგება ისწავლონ რამე

-
ნინი_85
- იეტი
- Posts: 2289
- Joined: 29 აგვ 2007, 12:16
-
Contact:
Post
by ნინი_85 » 09 ივნ 2008, 19:13
ტაძარში შევედით. მამა ლუკა დაგვხვდა რამდენიმე მონაზონთან ერათად, მონაზვნებმა ზიარებისწინა ლოცვების კითხვა დაიწყეს, მამაომ კი აღსარების ჩაბარება და აი სასწაულიც მოხდა: ჩვენი ჯგუფის 5 წევრი, რომელსაც ცხოვრებაში არ გამოუთქვამს ეკლესიური ცხოვრების სურვილი და აღსარება არ უთქვამს, მამაოსთან მივიდა და ცოდვები მოინანია. ყველანი გაოცებულები ვიყავით, ხელმძღვანელი სიხარულისაგან ტიროდა...
როგორც მოგვიანებით გაირკვა მამა ლუკას ქადაგებამ წინა ღამით მართლაც დიდი გავლენა მოახდინა მათზე და ჩააფიქრა ამქვეყნიურ ცხოვრებაზე.
დაიწყო საზეიმო წირვა.. ეკლესიას კანკელი არ ჰქონდა და ამიტომ ჩვენ ყველაფერს ნათლად ვხედავდით ლიტურგიის მსვლელობისას საკურთხეველში.
გალობდა გუნდი და ადიდებდა უფალს, ყველანი ვლოცულობდით...
და აი დადგა ზიარების წუთებიც, ზოგეირთი ჩვეენგანისთვის პირველი ზიარების... აქ ჯავახეთში, წმინდა ნინოს გზაზე მოხდა სასწაული, ჩვენს ცხოვრებაში რაღაც ახალი იწყებოდა, უფალი შემოდიოდა ჩვენში, რათა განეწმინდა ჩვენი გული და გონება...
"სერობასა საიდუმლოსა შენისასა, დღეს ძეო ღვთისაო ზიარებად შემიწყნარე, რათა არა მტერთა შენთა ვუთხრა საიდუმო შენი. არც ამბორსგიყო ვითარცა იუდა. არამედ ვითარც ავაზაკი აღგიარებ შენ. მომიხსენე მე უფალო სასუფეველსა შენსა." ვამბობდით გულში და...
ვეზიარეთ უფლის სისხლსა და ხორცს...
"გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, რამეთუ არა განმაგდე მე ცოდვილი, არამედ ზიარყოფად მე სიწმინდეთა შენთა ღირს მყავ..."
დასრულდა წირვა. მამაომ იქადაგა, ისევე საოცრად როგორც აქამდე, სმენად ვიქეცით...
მერე ჯვარს ვემთხვიეთ, მამა ლუკამ ნაკურთხი წყალი გვასხურა: "მასხურო მე უსუპითა და განვწმინდე მე; განმბანო მე და უფროს თოვლისა განვსპეტაკნე"...
ჩამესმა 50-ე ფსალმუნი...
ეზოში გამოვედით...
მეაც გავთუშდ მეაც!
-
ნინი_85
- იეტი
- Posts: 2289
- Joined: 29 აგვ 2007, 12:16
-
Contact:
Post
by ნინი_85 » 09 ივნ 2008, 19:33
ჩენი წასვლის დრო ახლოვდებოდა...
ეკლესიიდან გამოსულმა და ახალნაზიარებმა ნათესავებთან ერთად ფოტო გადავიღე:
თავსაფარი რატომღაც ბერეტივით მახურავს. მიკროავტობუსში მოვიხსენი და შემდეგ ისე დავიფარე არც გამისწორებია, არადა აჭარულის საცეკვაოდ გამზადებულივით კი გამოვიყურები
გავემართეთ ტრაპეზისაკენ, რომელიც იქვე ახლოს, ძველ შენობაში იყო მოწყობილი:
საუზმე მართლაც გემრიელი იყო, მზარეულებმა იყოჩაღეს :
ტრაპეზის დასასრულს "არხოტო" შემოვცხეთ და მრავალჟამიერით დავაგვირგვინეთ, მერე კი იყო ერთობლივი ფოტო:

მეაც გავთუშდ მეაც!
-
ნინი_85
- იეტი
- Posts: 2289
- Joined: 29 აგვ 2007, 12:16
-
Contact:
Post
by ნინი_85 » 09 ივნ 2008, 19:45
დავემშვიდობეთ... იყო სევდა, ცრემლები... თუმცა იყო დიდი იმედი, იმედი იმისა რომ დავბრუნდებით, მათთან დავბრუნდებით და ერთად დავასრულებთ წმინდა ნინოს გზას...
დღეს კი ეს იმედი გაორმაგდა და გაათმაგდა, ხელმძღვანელს დაურეკეს და ახარეს, თქვენი ამბავი სამთავრობო დონეზე გადაწყდაო (სავარაუდოდ ქალბატონი ნინო ბურჯანაძის ჩარევით და თნადგომით).
ბოლო 1 კვირა ისევ წმინდა ნინოს გზაზე ვივლით!
როგორც გაირკვა ყველანი აღფრთოვანდნენ უნივერსიტეტის ჯგუფით და გია ხუბუამ ჩვენთვის გამონაკლისი დაუშვა.
ეგრევე გადავრეკეთ წმინდა ნინოს ჯგუფის ხელმძღვანელთან, რომელმაც ახარა ბავშვებს "ბრუნდებიანო", სიხარულის ყიჟინი დიდხანს ისმოდა ყურმილში, უხაროდა ყველას... ჩვენ დავბრუნდებით და...
გაგრძელებაც იქნება...
მეაც გავთუშდ მეაც!
-
meore monadire
- ბილიკზე მოარული
- Posts: 2057
- Joined: 14 აპრ 2007, 19:06
- Location: საწუთრო
-
Contact:
Post
by meore monadire » 09 ივნ 2008, 19:52
ძალიან ლამაზია
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 09 ივნ 2008, 19:54
ნინი 85... იმედია, ლოცვებში კარაველებიც მოგვიხსენიე...
შესანიშნავი ადამიანი ბრძანდები...
-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 09 ივნ 2008, 21:18
ნინი_85
აღფრთოვანებული ვარ, თითქოს თქვენთან ერთად ვიყავი და ვგრძნობდი

...
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 09 ივნ 2008, 21:22
ნინი_85
ღმერთიც შეგეწევა. ძალიან მიხარია, როდესაც ვინმე "ჩემიანი" მიდის ხოლმე ამ წმინდა გზაზე.
-
meore monadire
- ბილიკზე მოარული
- Posts: 2057
- Joined: 14 აპრ 2007, 19:06
- Location: საწუთრო
-
Contact:
Post
by meore monadire » 09 ივნ 2008, 22:39
პატარა გავაოფოთ
სამების ეკლესია:

2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

-
ნინი_85
- იეტი
- Posts: 2289
- Joined: 29 აგვ 2007, 12:16
-
Contact:
Post
by ნინი_85 » 14 ივლ 2008, 21:32
GAMARJOBA SAKARTVELO,
ilia,
Katy,
kiki,
namcecuna,
teo-,
qvevri,
tiko_r,
legenda,
popins,
meore monadire,
ARCHIL_i,
Mta Mkvarebia
მადლობა მეგობრებო გამოხმაურებისათვის
შეგპირდით გაგრძელება იქნება მეთქი და გავაგრძელებ კიდეც...
მეაც გავთუშდ მეაც!
-
ნინი_85
- იეტი
- Posts: 2289
- Joined: 29 აგვ 2007, 12:16
-
Contact:
Post
by ნინი_85 » 14 ივლ 2008, 21:51
უნივერსიტეტის ჯგუფმა უნივერსიტეტსგან კვლავ მოიპოვა მხარდაჭერა წმინდა ნინოს გზის გასაგრძელებლად, მთავარი იყო გამოცდებს მოვრჩენილიყავით დროულად.
გადაწყდა, რომ 7 ივლისს დავიძრებოდით უფლისციხისაკენ იმავე სამარშრუტო მიკროავტობუსით რითაც წავედით ჯავახეთში და პირდაპირ გზაშივე შევუერთდებოდით მოსწავლეთა ჯგუფს, რომელთაც სოფელ კოთელიაში დავემშვიდობეთ.
მოსწავლეებმა საკმაოდი დიდი გზა განვლეს ჩევნს არყოფნაში, მათ შორის გაიარეს სოფელი სარო, დასაც კარველები იყვნენ შარშან შემოდგომით.
7 ივლისს თბილისიდან გასვლის დრო დილის 6:00 დაითქვა, რადგან უფლისციხეში წირვას უნდა დავსწრებოდით აუცილებლად.
ეს დრო ჩვენთვის მეტად დამაფიქრებელი აღმოჩნდა, რადგან მეტრო 6-ზე იღება, მარშუტკები არ დადიან, ტაქსოპარკში 8ზე ვიწყებთო და...
ვიფიქრეთ, ვიფიქრეთ, მოვდექით, მოვდექით, ხალხი შევაწუხეთ:
ჩემმა კურსელმა ვერიკომ გადარეკა ბებიის დის ოჯახში და
ღამის 12 საათზე სააკაძეზე აღმოვჩნდით გატენილზურგჩანთებმოკიდებულები...
მეორი დღის მოლოდით გული გვიცემდა გამალებით,
ნეტა როსიდ გათენდება, ნეტა როდის...
გათენდა, ნაწვიმარი იყო გარეთ...
დავიძარით გაგარინის(ჟვანიას) მოედნისაკენ...
იქ დანარჩენები დაგვხვდნენ, ჩვენი მძროლიც მოვიდა,
ჩავბარგდით, მედიკებმა გიტარა წამოიღეს, უკვე კაი პირი უჩანდა მგზავრობას,
დავიძარით...
მეაც გავთუშდ მეაც!
-
ნინი_85
- იეტი
- Posts: 2289
- Joined: 29 აგვ 2007, 12:16
-
Contact:
Post
by ნინი_85 » 14 ივლ 2008, 22:10
მივუახლოვდით უფლისციხეს, გზაზე მოსწავლეთა ჯგუფის ხელმძღვანელი შევნიშნეთ, კარვებს კეცავდნენ, ბავშვები გზაში არიან და დაეწიეთო...
დავიძარით და აი ისინიც...
მანქანის გაჩერება და ყველას კართან აღმოცენა ერთი იყო, მწკრივი ეგრევე დაიშალა, ჩამოვედით,
სიხარულის ცრემლები...
ჩვენი ხელმძღვანელი, ქალბატონი დიანა ძიძიგური რამის დაახრჩვეს კოცნით,
ყველას უხაროდა: ისინი ჩამოვიდნენ, ჩამოვიდნენ, ისმოდა ყველა მხრიდან,
როგორ გელოდით, როგორ...
თურმე დილიდან კითხულობდნენ რომელ საათზეე მოდიანო...
მწკრივს შევუერთდით...
მეაც გავთუშდ მეაც!
-
ნინი_85
- იეტი
- Posts: 2289
- Joined: 29 აგვ 2007, 12:16
-
Contact:
Post
by ნინი_85 » 15 ივლ 2008, 08:53
დაიწყო წმინდა ნინოს გზაზე ჩვენი მსვლელობის გაგრძელება ჯვრით ხელში:

მეაც გავთუშდ მეაც!
-
kiki
- იეტი
- Posts: 1518
- Joined: 29 ივნ 2007, 17:25
Post
by kiki » 16 ივლ 2008, 10:43
ნინი_85
იმედია გაგარძელება იქნება......
სულმოუთქმელად ველოდები. ძალიან მაინტერესებს !!!!!
ნინ ვამაყობ შენით:)