ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by GOGONA » 22 აგვ 2008, 14:02

ლეონტი

თუ თვითოეული ძლიერია, სახელმწიფოც კარგად იქნება :wink:

ვერ გამიგია კარგი მინისტრი ან ვიღაც... უფრო ზევით, საიდან უნდა აღმოცენდეს, როცა ოთხი წელია კარგი დამლაგებელი ვერ მიპოვია :roll:

კითხეთ ქალებს, თუ არ გჯერათ, სახლის დალაგებაში დამხმარე რომ გვჭირდება ადვილად ვპოულობთ? და ეს მაშინ, როცა ქვეყანაში "უმუშევრობაა"

იმ კადრს ვერ იშოვი, რომელსაც არანაირი სპეციფიური ცოდნა არ ჭირდება.

ლიდერი? რომელსაც სპეციფიური ცოდნა-განათლების გარდა, პიროვნული თვისებების უზარმაზარი არზა ესაჭიროება.

ვინმემ იცით ასეთი ლიდერი შიდა რესურსებში?
Who is John Galt?

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by guruli » 22 აგვ 2008, 14:02

ყველა უნდა მივხვდეთ, რომ სახელმწიფო ვაშენოთ. უპირველესად - ელსიუფლება და ტუ ვერ მიხვდება, მაშინ უნდა ვაიძულოთ, მიხვდეს ამ მარტივ შეჭმარიტებას და აშენოს ქვეყანა. რატომღაც ჩვენ დავივიწყეთ ძაან მარტივი ჭეშმარიტება - თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის.

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Jnosy » 22 აგვ 2008, 14:03

navigator wrote:ლეონტი
ჩემი მეგობარი იძახდა, ლობიოს მარცვლიდან მცენარე რომ აღმოცენდეს ჯერ მარვალი უნდა დალპესო, როგორც ჩანს ამ ლპობის პროცესში ვართ და დაე სრულად დალპეს ეს მარცალი რომ ხალხმა გამოიღვიძოს, ბევრგან დავწერე, ამაზრზენი იყო ჩვენი ხალხის რეაქცია ამ ამბებზე - ჯობია რუსი მოვიდეს მიშას მაგვირად და უკეთესად ვიქნებითო, აი ამ ხალხს უნდა აეხილოს თვალი. არ ვიცი როგორ მარა ეს რომ მოხდება მერე დაიწყება ქვეყნის შენება , მთლიანად ქვეყნის და არა მისი ფასადების.
მართალია, ძალიან ბევრი მხდალია, რომელიც საკუთარ "ტრაკს" უფრთხილდება
აქვს ქონება, ყავს ოჯახი და მაგრად კიდია საქართველოს მომავალი, მისი განვითარება და პერსპექტივები...
ესეთი ხალხი ჩემს თვალში მხდალი და ლაჩარია

მე თავს არ ვდებ არაფერზე
მე რომ ლოგინში მეძინა, ბიჭებს ბომბავდნენ და ხალხი სახლებს ტოვებდა, თავიანთ "სიმდიდრეს" და მიწა–წყალს
ეს ყველას მომავალია თუ ესე გაგრძელდა. თუ ესეთი ლაჩრები მოგვიმრავლდა.
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by guruli » 22 აგვ 2008, 14:08

GOGONA
ვერ გამიგია კარგი მინისტრი ან ვიღაც... უფრო ზევით, საიდან უნდა აღმოცენდეს, როცა ოთხი წელია კარგი დამლაგებელი ვერ მიპოვია
და რა გინდა მაგით თქვა - პროფესიონალიზმი და პროფესიონალები ისე ხელაღებით უნდა უარვყოთ, როგორც ესენი აკეთებდნენ? სისტემა თუ შეიქმნება, თანდათან გაიზრდებიან ისინიც - სისტემა გაზრდის. უბედურების სათავე ისიცაა, რომ ჩვენში ხელისუფლებაში ყოფნა არა ხალხის წინაშე ვალდებულებად, არამედ პრივილეგიად გადაიქცა.

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Wanderer » 22 აგვ 2008, 14:12

GOGONA
გაიხარე !!!!! :):):)

ეს საზიზღარი და უსაფუძვლო პესიმიზმი ქართულ საზოგადოებაში უკვე ამაზრზენი და აუტანელია!

navigator
დრო მოდის სანგრების თხრის
ალბათ შენ უკვე თხრი ეზოში. :D


ისე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ყბადაღებული ტერმინი "კონფლიქტის მოგვარება" სულაც არ ნიშნავს მის ნებისმიერად მოგვარებას. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენს შემთხვევაში ამ ორი კონფლიქტის მოგვარება ნიშნავს მანდ საქართველოს სრული იურისდიქციის აღდგენას. სხვა განმარტება ამ ტერმინს ამ შემთხვევაში არა აქვს:
- აფხაზეთი და ს. ოსეთი ვერასდროს ვერანაირად ვერ გახდება დამოუკიდებელი.
- ისინი ვერასდროს და ვერანაირი ფორმით ვერ შევლენ რფ-ის შემადგენლობაში.

აქედან გამომდინარე ევროპელები(თუ სხვები), რომლებიც ესწრაფვიან კონფლიქტის მოგვარებას ესწრაფვიან სწორედ მათ საქართველოსთვის დაბრუნებას. სხვა ალტერნატივა არ არსებობს.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by აცაბაცა » 22 აგვ 2008, 14:14

თუ პროფესიონალები არ გვყავს მაშინ იმის რესურსი ვინ შექმნა, რომ ეხლა ქვეყანა დგას და არ ინგრევა, ჯარი რომ გვყავს, ინფლაცია რომ არ დაიწყო, ფასები რომ არ გაიზარდა, ლტოლვილები მთლად უპატრონოდ რომ არ არიან როგორც 90-იანებში (ლტოლვილები რომ გვყავს მწარეა ძალიან, მაგრამ მაინც!)

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by GOGONA » 22 აგვ 2008, 14:17

შეიძლება მკაცრი ვარ, მაგრამ მომხრე ვარ, სუსტი და გადაგვარებული დაიღუპოს და ძლიერ და ჯანსაღი გადარჩეს.

ეს მაიძულებს, პირადად მე, გავაკეთო არჩევანი, გადავრჩე თუ დავიღუპო.

როცა საკითხი ასე დავსვი, მივხვდი, რომ საკუთარი კომპეტენციის დონეზე უნდა ვიყო ძლიერი. იმხელა მოცულობის სამუშაო აღმომაჩნდა საკუთარ თავთაან...

ერთი წუთით არ გვცალია წესით, ყველას საკუთარ თავზე გვაგვს სამუშაო! :roll:

ესეც მკაცრია, მაგრამ ვიტყვი, ლაჩარი ქართველის ყურებას, პანაშვიდი მირჩევნია :roll: სულაც არ მიხარია ამას რომ ვფიქრობ :oops:
Who is John Galt?

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Wanderer » 22 აგვ 2008, 14:19

guruli
სისტემა თუ შეიქმნება, თანდათან გაიზრდებიან ისინიც - სისტემა გაზრდის.
კი, მაგრამ აბა ჩემს სიგნაჩას შეხედე ქვემოთ. :) თუ მთა არ მოდის ჩვენთან, მოჰამედები უნდა მივიდეთ მასთან. :wink: ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი, რომ სისტემამ გვზარდოს მუდამ. ცოტა ჩვენ თავსაც უნდა დავატანოთ ძალა და გავიზარდოთ.

რაც მეტად ვიქნებით "სისტემის აღზრდილები" მით მეტად ვიქნებით ამ სისტემის ზომბებიც. ასე რომ ასე სისტემის შემყურეობას მე არ ვეთანხმებოდი და არ დავეთანხმები არასდროს!
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by kotetbeli » 22 აგვ 2008, 14:22

არ გადიან?!
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by kotetbeli » 22 აგვ 2008, 14:24

სადღაც რუსეთის შუაგულში უუუუუუუდიდესი მაგნიტი უნდა ჩავაგდოთ და ეგრევე უკანვე მიიკრავს ყველა ტანკს და ავტომატიანს! ამათი...
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by popins » 22 აგვ 2008, 14:26

აცაბაცა wrote:თუ პროფესიონალები არ გვყავს მაშინ იმის რესურსი ვინ შექმნა, რომ ეხლა ქვეყანა დგას და არ ინგრევა, ჯარი რომ გვყავს, ინფლაცია რომ არ დაიწყო, ფასები რომ არ გაიზარდა, ლტოლვილები მთლად უპატრონოდ რომ არ არიან როგორც 90-იანებში (ლტოლვილები რომ გვყავს მწარეა ძალიან, მაგრამ მაინც!)
:roll:
lenchiamal

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Jnosy » 22 აგვ 2008, 14:29

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილისთვის არასდროს მიმიცია ხმა და არც მისი გუნდი მიყვარს (ადრე საერთოდ მეზიზღებოდა) ბრმა და დაუნახავი ვიქნები, რომ არ ვაღიარო ეს ორგანიზებულობა და წინდახედულობა (არ ვგულისხმობ სამხედრო მოსამსახეურეების რაღაც ნაწილს)

ამდენი რაღაც რომ გაითვალისწინო, რაღაც დონეზე საკუთარი საქმის პროფესიონალი უნდა იყო
კომპეტენტური ყველა თავის საქმეში ძლიერ გუნდს ნიშნავს და ამას ვაღიარებ

GOGONA
აგაშენა ღმერთმა, გეთანხმები... ეგ ჯუნგლების წესია და ეგრე გახდა ამერიკა ახმელა ეკონომიკის მფლობელი. ეს აიძულებს მხდალსაც კი იბრძოლოს გადარჩენისათვის. ეს არის ობიექტური და ჯანსაღი გარემო, სადაც იძულებული ხარ განვითარდე.
სამსახურს ვერ იშოვი ფულით, ვერ მოეწყობი ფულით, ვერანაირ ტენდერს და შეკვეთას ვერ მოიგებ ფულით, ვერ ჩაიდენს დანაშაულს ფულით და ა.შ.

(აქ არ მინდა კორუფციაზე წავიდეს ლაპარაკი, რადგან ეს სულ სხვა თემაა
აქ მაქვს მე ჯანსაღი და კონკურენტუნარიანი გარემოს განხილვა, და არა "საქართველო კორუპციის გარეშე?")

მე ამათგან მაგალითს უკვე ვიღებ, ზუსტად რაც ნუცამ თქვა. ვიცი რომ საკუთარ და ქვეყნის განვითარებაზე მუდმივად უნდა ვიზრუნო რომ გადავრჩე. ამის გაგება ბევრს უძნელდება, არც მოსწონთ, (რატომ უნდა მოწონდეთ რა?! კომუნისტების დროს ხომ ეს სულ სხვანაირად იყო)

მაპატიეთ და მომიტევეთ თუ ვინმესთან ლაპარაკის დროს რამე უხეშად გამომივიდა, უბრალოდ ბოღმა მახრჩობს და ვცდილობ ჩემს მიერ დანახული რეალობა თქვენამდეც მოვიტანო ისე, როგორც მე ვხედავ
:)
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by GOGONA » 22 აგვ 2008, 14:30

საზოგადოებაში ერთმხარეს განაწყენებული უხერხემლო ინტელიგენციაა, მეორე მხარეს გამბედავი უმეცრება, და დიდი იშვიათობაა, როცა სასარგებლო ცოდნა და გამბედაობა ერთად იყრის თავს.

(პრეტენზია არ მაქვს ჭეშმარიტების მტკიცებაზე, უბრალოდ მე ასე ვხედავ)

და მაინც, (მე ხომ დასახვრეტი ოპტიმისტი ვარ :wink: )

დარწმუნებული ვარ ეს სასარგებლო ცოდნა-გამოცდილება და უმეტიჩრო გამბედაობა როდესმე ერთად მოიყრის თავს და იმძლავრებს.

ზუსტად ვიცი რომ მოვესწრები საქართველოს გაბრწყინებას!

ინფორმაცია პესიმისტთათვის: მაზად ვარ საარტილერიო შეტევაზე მშვიდობიანი რეაგირებისთვის :wink:
Who is John Galt?

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by ZVIOSULI » 22 აგვ 2008, 14:30

ყველაფერი კარგად იქნება ხალხნო

და თუ არ იქნება
ზნაჩიტ განგება იყო ეგეთიდა
იტოგში

ბობ მარლი რომ მსოფლიო პრეზიდენტი ყოფილიხო და მე მის კაბინეტში კულტურის მინიტრი... ოოოო, მაშინ ჰოოო
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by guruli » 22 აგვ 2008, 14:33

აცაბაცა
თუ პროფესიონალები არ გვყავს მაშინ იმის რესურსი ვინ შექმნა, რომ ეხლა ქვეყანა დგას და არ ინგრევა, ჯარი რომ გვყავს, ინფლაცია რომ არ დაიწყო, ფასები რომ არ გაიზარდა, ლტოლვილები მთლად უპატრონოდ რომ არ არიან როგორც 90-იანებში (ლტოლვილები რომ გვყავს მწარეა ძალიან, მაგრამ მაინც!)
:roll: :roll: :roll:
Wanderer - მე და შენ, მგონი, სხვადასხვა სისტემებზე ვსაუბრობთ. მე ვსაუბრობ არა დამაზომბირებელ სისტემაზე, არამედ ქვეყნის განმავითარებელზე. მახსოვს სენთან კამათი ჯერ კიდევ შარშან ზაფხულს ხევსურეთში და მაშინაც იმას მიმტკიცებდი, რომ ხელისუფლება უფრთო ანგელოზია და ქვეყანა სწორი გზით მიყავს. ბუნებრივია, საკმაოდ დიდი ბრალი ჩვენც მიგვიძღვის - საზოგადოებას, მაგრამ ზუსტად მაგათი ერთობლიობაა სისტემა, რომელიც აქ არ შეიქმნა... რატომ და რა მიზეზით, საკმაოდ დიდი სასაუბროა, მე კი გავდივარ ახლა. :)
და კიდევ ერთი რამ - მე თუ რამეს ვიღაცის საწინააღმდეგოს ვამბობ, რომ ნუ გგონიათ, რომ პესიმისტი ვარ. ეგრე მე ზოგიერთის აზრები მგონია ძაან გულუბრყვილო ბავშვობა და ვარდისფერი სათვალეებით ცქერა, რაც არასწორ მიდგომად მიმაჩნია.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]