მეგობრებო გუშინ მართლაც მსვენიერი დღე იყო!
გუშინ ვინც მიიღო ჩამოსხმის პროცესში მონაწილეობა ნამდვილად იმსახურებს მადლობას.
განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ვანსკის, თან მუშაობდა, თან ფოტოებს იღებდა, თან ღვინოს სვამდა და თან
უნცობდა
მოკლედ ეს ერთი და სხვა მრავალი.
ინფორმაციისათვის: ღვინო 2 ეტიკეთით ჩამოისხა
1. არის ფოტოიანი ეტიკეტი რომელზეც ქვევრის მარანში ღვინის წურვა და სიმღერა მოსჩანს, ასეთი ჩამოვასხით 30 ბოთლი, ვინც ფოტოზეა ყველა მიიღებს ამ ვარიანტს
2. არის მხოლოდ კარვის სიმბოლიკით, ქვემოთ კი ყველა ვინც რთველში და დაწურვაში მონაწილეობდა და ასევე ჩამოსხმაში მიიღო მონაწილეობა დააწერს თავის კარვულ სახელს. ვინც ფოტოზე არ არის იმათ ეს ვერსია შეხვდებათ.
რამდენიმე ბოთლი საჩუქრებად წავა. რათქმაუნდა პირველი ვინც ამ ღვინოს მიიღებს საჩუქრად
გვალვა იქნება!
რაც მოგვრჩება ქვევრის მარანში შევინახოთ როგორც ,,ზალატოი ზაპასი"
