დავიცვათ ქართული ენა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
optimisti
ბოდიალა
Posts: 223
Joined: 18 იან 2008, 14:31
დავიცვათ ქართული ენა

Post by optimisti » 30 სექ 2009, 12:15

lama
მოკლედ მე ჩემს აზრს ვამბობდი და ვამბობ

ძალიანაც ნუ გადავამლაშებთ და ნუ გადავარდებით უკიდურესობებში :)

ყელფანდურას ნუ დავუძახებთ ვიოლინოს, რადგან ის სწორედაც რომ ვიოლინოა და მეტი არაფერი :)
"ყელფანდურა" მართალაც რომ წარუმატებელი ცდაა სიტყვათქმნის (ნეოლოგიზმის), მაგრამ რა ვიცი, აი ინგლისელებმა კი მოახერხეს იგი "fiddle"-დ ეთარგმნათ და ჩვენ რატომ გვეკრძალება? არა ერთი ახალი სიტყვის მაგალითები არ გვაქვს თუ? (ეხლა არ ჩამოვთვლი)

optimisti
ბოდიალა
Posts: 223
Joined: 18 იან 2008, 14:31
დავიცვათ ქართული ენა

Post by optimisti » 30 სექ 2009, 12:35

ARCHILI, თქვენს პასუხში იმდენი ქვეტექსტია რომ მთლად ზუსტად ვერ გავიგე.

"პური რომ მეპურამ უნდა გამოაცხოს" ალბათ სადავო არ არის, მაგრამ იმ "გამომცხვარ პურს" ხომ საზოგადოება გეახლებათ და სწორედ საკითხის ამ ნაწილს (გამოყენებას) ეხება ეს თემა, რამდენად ჰიგიენურად მოვიხმართ მას :wink:

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by lama » 30 სექ 2009, 21:35

ნუ გავლანძღავთ ერთმანეთს

ეს არის და ეს :D:)

გალანძღვისა და შეურაცხყოფების წინააღმდეგი ვიქნები და ვინც უხეშად შემეხება მასაც ირონიით მივმართავ და დავცინებ

ყოველთვის

ან არა და

თავს გავუპობ

ეს არის და ეს :)

ყველას დიდ პატივს გცემთ, თქვენი მარად ერთგული ლამა :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 01 ოქტ 2009, 01:44

lama
განსაკუთრებით შენ მოგმართავ, თხოვნით, რომ თემისგან დაშორებული წერილებისგან თავი შეიკავო.
გავიგეთ, 1მანეთი არ უნდა გავლანძღოთ.
როდემდე შეიძლება, იმე2ო ეს ანდა "ვიოლინოს" საკითხი?
ძნ მინდა, უფრო მეტს მსჯელობდე ენასა და მის დაცვაზე.
სიმართლე რომ ვთქვა, 42 გვერდში 100მდე წერილი მაინც გიწერია და თითქმის
არც 1 მათგნია ისეთი, რომელიც ენის დაცვის კონკრეტულ საკითხს მოიცავს.
შენ, ასევე შეგვპირდი, გაარკვევდი, ე.წ მარშრუტკის სწორი ფორმა რომელია.
აბა, როგორ არის საქმე?


ARCHILI წერდა:
თქვენ რასაც ამბობთ, შესაძლებელია, ცხადია, მაგრამ, მოდი მსგავსი საკითხები სპეციალისტებს მივანდოთ და არა იაფი პოპულიზმით მოვეკიდოთ თემას.
1 რამ ვიცი, ამდენი ბარბარზიმის დამკვიდრება ენაზე პასუხისმგებელი მეცნიერების სისუტეც არის.
როგორც ჩანს, სათანადო პასუხისმგებლობას არ იჩენენ.
მინდა, რომ ვცდებოდე.
თუმცა, რადგან მათ პასიურობას ვხედავთ, სამეტყველო ენის თაობაზე არასპეციალისტების მსჯელობა
უადგილო სულაც არ მგონია.
შეიძლება, ბევრი შეცდომა დაიშვას, მაგრამ კამათში ოქრო და მარგალიტი გამოიკვეთება.
ენათმეცნიერებმა ბევრი სიტყვა დაადგინეს კიდეც, მაგრამ, ნუთუ, ყველა იყენებს მას?
ცხადია, არა და დასანანია.
optimisti wrote:ARCHILI, თქვენს პასუხში იმდენი ქვეტექსტია რომ მთლად ზუსტად ვერ გავიგე.

"პური რომ მეპურამ უნდა გამოაცხოს" ალბათ სადავო არ არის, მაგრამ იმ "გამომცხვარ პურს" ხომ საზოგადოება გეახლებათ და სწორედ საკითხის ამ ნაწილს (გამოყენებას) ეხება ეს თემა, რამდენად ჰიგიენურად მოვიხმართ მას :wink:
მშვენივრად ნათქვამია.
ყოჩაღ, ნანა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 01 ოქტ 2009, 01:49

LEVANIKO wrote:საერთოდ მაგარი სისულელეა ამაზე კამათი საქართველოში ალბათ სწორ ქართულად 1 პროცენტი თუ ლაპარაკობს და რაცარუნდა ეცადოთ მაინც ესე იქნება იგივე სიტვაცია ყველგან
ნუ იტყვი, რომ სისულელა.
ჩემი აზრით, ეს გადაჭარბებული შეფასებაა.
აქვე, 1 რამ მინდა გთხოვო:
თუ არ ვცდები, შატილობის თემაში გაქვს ნახსენები სიტყვა "ლინკი".
მისი ქართული შესატყვისია "ბმული" და ნუ დაივიწყებ ამ სიტყვას.
გმადლობ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by lama » 01 ოქტ 2009, 11:17

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ასევე შეგვპირდი, გაარკვევდი, ე.წ მარშრუტკის სწორი ფორმა რომელია.
აბა, როგორ არის საქმე?

მარშრუტკის სწორი ფორმა სვლაგეზმავალია და მაშინ ვთქვათ ეს სიტყვა და დავამკვიდროთ ენაში, რაც ჩემო გოგა უტოპიაა* ანუ დღევანდელ რეალობაში უადგილოა




ნ--------------------------
*უადგილოა - მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან ტოპოს, რომელიც ადგილს ნიშნავს, ხოლო უტოპია კი უადგილოს :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 01 ოქტ 2009, 11:34

lama wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ასევე შეგვპირდი, გაარკვევდი, ე.წ მარშრუტკის სწორი ფორმა რომელია.
აბა, როგორ არის საქმე?

მარშრუტკის სწორი ფორმა სვლაგეზმავალია და მაშინ ვთქვათ ეს სიტყვა და დავამკვიდროთ ენაში, რაც ჩემო გოგა უტოპიაა* ანუ დღევანდელ რეალობაში უადგილოა

რა თქმა უნდა, ეს სიტყვა ვერ დამკვიდრდებოდა, რადგან ქართული ენისთვის ყურით მოთრეულია.
აბა, "სვლაგეზმავალს" დააკვირდი - ამ 1 სიტყვაში 2ჯერ არის აღნიშნული გადაადგილების აღმნიშვნელი
სიტყვა - "სვლა" და "მავალი".
ან 1 ყოფილიყო, ან მე2, რა.
თუ შეიძლება, წყარო მითხარი, სად ამოიკითხე ეს სიტყვა ან ვინ გითხრა?
"სვლაგეზი" იყო, ვიცი და 1 პერიოდი სულ ამ სიტყვას ვწერდი.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by lama » 01 ოქტ 2009, 11:37

GAMARJOBA SAKARTVELO
წყაროს რა მითითება უნდა???

შენ 56 ჯერ გაქვს ეგ სიტყვა ნახმარი :D

სხვა შესატყვისს როგორ მოვუძებნიდი???

არც ერთ განმარტებით ლექსიკონში არ წერია მარშრუტკის შესატყვისი ქართული სიტყვა

ეს შენი, ძალიან ზუსტად მიგნებული შესატყვისია, რომელიც ნამდვილად ვერ დამკვიდრდება ენაში, ისევე როგორც ყელფანდურა
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
დავიცვათ ქართული ენა

Post by ARCHILI » 01 ოქტ 2009, 11:42

optimisti wrote:ARCHILI, თქვენს პასუხში იმდენი ქვეტექსტია რომ მთლად ზუსტად ვერ გავიგე.

"პური რომ მეპურამ უნდა გამოაცხოს" ალბათ სადავო არ არის, მაგრამ იმ "გამომცხვარ პურს" ხომ საზოგადოება გეახლებათ და სწორედ საკითხის ამ ნაწილს (გამოყენებას) ეხება ეს თემა, რამდენად ჰიგიენურად მოვიხმართ მას :wink:
"ჰიგიენურად მოხმარება" არ ნიშნავს იმას, რომ მეთუნუქემ ხაბაზს ასწავლოს ცომეულის ტექნიკა და მითუმეტეს სხვა "ხაბაზებს" უსწოროს...

;)

ამ შემთხვევაში სწორედ ამასთან გვაქვს საქმე...

:)



===============================

დიადი მეთუნუქეები, იმედია, მიხედავენ აქ დაშვებულ შეცდომებს...
Naia wrote: (ერთის გარდა არცერთს არ აწერია)
Naia wrote:

მადლობთ რომ შემახსენე :)

თავად ისწავლიან საკუთარ შეცდომებზე და მერე სხვებს მიხედავენ...

:)

optimisti
ბოდიალა
Posts: 223
Joined: 18 იან 2008, 14:31
დავიცვათ ქართული ენა

Post by optimisti » 01 ოქტ 2009, 14:34

იმდენი ხანია მიმდინარეობს მსჯელობა "მარშრუტკი"-ს შესატყვისი ქართულის დასამკვიდრებლად (გამოვტყდები და მე არც ერთი ვარიანტი არ მომწონს), რომ ჩემში იგი იწვევს მხოლოდ "სადავო ტრანსპორტის" ასოციაიას.

ჰოდა რატომ არ დავუძახოთ სადავო ტრანსპორტი :?: :lol: :lol: :lol:

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by teo- » 01 ოქტ 2009, 14:49

მარშუტკას და სამარშუტო ტაქს ვეძახდი , სიტყვა მინიბუსზე ცუდად ვხდები :D მარშუტკის და მინიბუსის ფანკლუბი შევქმნათ არ გინდათ? :lol:
არა ექსკურსიას! Image

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by Makena » 01 ოქტ 2009, 15:10

მარშუტკას პირდაპირ რატომ თარგმნით? რუსული სიტყვის თარგმნა სწორი არამგონია იყოს. მარშუტკა ყოველთვის მიკრო ავტობუსთან იგივდება ანუ მარშუტკა არის მიკრო ავტობუსი(მიკროც გასაგებია და ავტობუსიც), სვლაგეზმავალი და მსგავსი სიტყვები არც ქართულია და ძალიანაც რომ მოვინდომოთ მაინც ვერ დავამკვიდრებთ.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 01 ოქტ 2009, 16:32

lama wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
წყაროს რა მითითება უნდა???

შენ 56 ჯერ გაქვს ეგ სიტყვა ნახმარი :D

სხვა შესატყვისს როგორ მოვუძებნიდი???

არც ერთ განმარტებით ლექსიკონში არ წერია მარშრუტკის შესატყვისი ქართული სიტყვა

ეს შენი, ძალიან ზუსტად მიგნებული შესატყვისია, რომელიც ნამდვილად ვერ დამკვიდრდება ენაში, ისევე როგორც ყელფანდურა
"სვლაგეზმავალს" შენ ამბობ და მე მაბრალებ?
შენ ისიც ვერ მოახერხე, ამ სიტყვის მნიშვნელობა
მოგეძია და თავს იმართლებ, არ არისო.
დიდი ხნის მანძილზე, საბჭოთა საქართველოში მინიბუსებს სვლაგეზი ეწერათ და ეს სიტყვა მისი
შეუფერებლობის გამო, ვერ დამკვიდრდა, ისევე, როგორც შენი საყვარელი "ყელფანდურა".
შენთან ამ თემაზე კამათს მოვრჩი.
უბრალოდ, ცოტა ადრე უნდა მივმხდარიყავი, რომ მხოლოდ წერილების რაოდენობის ზრდა გაინტერესებს.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
დავიცვათ ქართული ენა

Post by Naia » 01 ოქტ 2009, 16:39

ARCHILI
დიადი მეთუნუქეები, იმედია, მიხედავენ აქ დაშვებულ შეცდომებს...

Naia წერდა:
(ერთის გარდა არცერთს არ აწერია)



Naia წერდა:


მადლობთ რომ შემახსენე





თავად ისწავლიან საკუთარ შეცდომებზე და მერე სხვებს მიხედავენ...
:D :D :D რა სასაცილო ხარ არჩილ :D :D :D

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 01 ოქტ 2009, 16:41

ხალხო, რას გადაეკიდეთ ამ "მარშრუტკა-მინიბუს-მიკროავტობუსს"?
ენის სხვა პრობლემებს ვერ ამჩნევთ?
განა, არა1ხელ არ ვთქვი და დავწერე, ვისაც "მინიბუსი" არ მოგწონთ, ნუ იტყვით
და იხმარეთ ეს "მიკროავტობუსი"
ან "სამარშრუტო".

მოეშვით ზედმეტად საქმის გართულებას.
უკვე რამდენი გვერდია დათმობილი ამ 1 სიტყვაზე, მაშინ, როდესაც უამრავი ბარბარიზმით
ვამახინჯებთ ენას და ამაზე არ საუბრობთ.
"მარშრუტკა" კი არამხოლოდ ბარბარიზმია, დამახინჯებული სიტყვაც კია.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]