კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
namcecuna
:*
შემოდგომაა
წვიმს.
ჯვარს აცვეს მიწა ამ ზაფხულს და
იბანს ჭრილობებს,
რომ უწმინდესმა ოხშივარმა
დაწვას თვალები.
მოვა ველური სილამაზე
შიშველ სხეულთა
და მიტევება,
უცნაურად ნაფერმკრთალები.
მაკა ჯაიანი
:*
შემოდგომაა
წვიმს.
ჯვარს აცვეს მიწა ამ ზაფხულს და
იბანს ჭრილობებს,
რომ უწმინდესმა ოხშივარმა
დაწვას თვალები.
მოვა ველური სილამაზე
შიშველ სხეულთა
და მიტევება,
უცნაურად ნაფერმკრთალები.
მაკა ჯაიანი
მეაც გავთუშდ მეაც!
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ვფიცავ, ყვავილს რომ ენახა ეგ სიტურფე-სილამაზე,
სირცხვილისგან თავის ფოთლებს ძირს დაყრიდა ძირს მიწაზე,ვფიცავ დილას ზამთრის დილას, ვფიცავ გრიგალს ზღვით ანაწყვეტს,
შენი ტანი მგოსნის მუზამ მიამსგავსა სპილოს ძვლის სვეტს,
ვფიცავ,მთვარეგუშინ ღამ რომ ღრუბელთ ზღვაში ჰანგებს სწნავდა,დამიჯერე, შენ მეგონე, შენს ხატებას ჩამოჰგავდა.
ვფიცავ ყვავილს რომ ენახა ეგ სიტურფე-სილამაზე,
სირცხვილისგან თავის ფოთლებს ძირს დაჰყრიდა ძირს მიწაზე,
მე, ოდესღაც მუხლმაგარი სიყვარულით შხამით სავსე,
ისე გავხდი სულო ჩემო რომ შენს თითებს დავემსგავსე,
სულო ჩემო!სულო ჩემო!აბა კარგად დამაცქერდი,
სადღა არის ის ღიმილი, სადღა არის ის მთამკერდი?
სულო ჩემო!სულო ჩემო!ავადა ვარ,სული მტკივა,
მზის სხივებსა სიმათ ვხმარობ,მაგრამ მაინც მცივა მცივა!
მე ოდესღაც მუხლმაგარი სიყვარულით შხამით სავსე,
ისე დავდნი, სულო ჩემო, რომ შენს თითებს დავემსგავსე,
შემიყვარე, და ავადმყოფს მიძღვენ ბაგე მხსნელ მალამოდ!
შემიყვარე, თუ გსურს ტურფავ, დაგივიწყო სამუდამოდ!
შემიყვარე,ლოცვის,აღთქმავ, საკმეველის ორთქლად ვქრები,
შემიყვარე,ღვაწთა ხოკვით,ცრემლთა ნთხევით გევედრები!
შემიყვარე შემიყვარე,გესმის,სულო,შემიყვჼbr />?რე შემიყვარე,
თუ მომაკვდავს ვერ მომიხვალ,-ნიავს კოცნა დაბარე!
შემიყვარე და ავადმყოფს მიძღვენ ბაგე მხსნელ მალამოდ
შემიყვარე, თუ გსურს თურფავ, დაგივიწყო სამუდამოდ.

ვოი!
რა უფერულია სიკვდილი ლოგინში!
ვოი!
რა საშინელია სიკვდილი ლოგინში!
ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ -
ყინულის ლოგინში!
ვოი! კალა-უშგული შეკრებილა,
ვოი! ყანას და სათიბს მომცდარა.
მთელი სვანეთი შეკრებილა,
მთლად საქართველო შეკრებილა,
შხარასთან ღრუბელივით მომდგარა...
ვოი! შხარა სისხლით შეღებილა -
კოხტა თიკანაძე მომკვდარა...
ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს
გურამის ნეშტი უპყრიათ ხელში,
ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს
მშრალი ბურთები
გასჩრიათ ყელში...
გურამ თიკანაძეს შხარა აუღია, -
რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა:
საკუთარ ხელით პალო დაუგია,
საკუთარ პალოზე მომწყდარა...
ცოცხლისგან საყვედური აუგია -
თოკი - ერთადერთი ჩაუბია,
თავი - სიმამაცით წაუგია,
ვოი-ვო! სიმამაცით მომკვდარა!..
ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს
გურამის ნეშტი უპყრიათ ხელში,
ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს
მშრალი ბურთები
გასჩრიათ ყელში...
- „ხოჩა საკაცე გამითალეთ,
დავაწყო ხორცი და ძვალი!
სიკვდილი სიცოცხლედ ჩამითვალეთ
აღმართში - კვნესით ამიტანეთ,
ვაკეზე - მითხარით ზარი!.."
უშგულში გამოვარდა ივდითი ნიჟარაძე,
შეჰკივლა, გაიკაწრა ლოყა,
ფოსტლების ფლატუნით უხნესი დიაცი
საკაცეს ფეხდაფეხ მოჰყვა:
- „თეთნულდმა რა მოგცა?! უშბაზე რა გქონდა?!
შხარაზე რა გინდოდა, გმირო?!
ვო, გურამ, რამხელა ბეჭები დაგქონდა -
რამ დაგაპატარავა, შვილო?!"
ასი ცხენოსნით უშგული გახლავს
და ბეჭზე მიდევს შენი საკაცე...
შენ დაგეუფლა ძილი და დაღლა,
შენ დასახარჯი უკვე დახარჯე...
შენ გაიელვე ღრუბლებზე მაღლა,
შენ საქართველოს ღამე გახაზე...
ასი ცხენოსნით უშგული გახლავს
და მიტივტივებს
შენი საკაცე...
ვოი!
რა უფერულია სიკვდილი ლოგინში!
ვოი!
რა საშინელია სიკვდილი ლოგინში!
ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ -
ყინულის ლოგინში!
გურამ თიკანაძეს შხარა აუღია,
რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა:
თავი სიმამაცით წაუგია,
ვოი-ვო, გურამი მომკვდარა...
ცოცხლისგან საყვედური აუგია,
ჩაუქი - მკვდარიც ჩაუქია!
ვარსკვლავი
ვარსკვლავებს მომწყდარა!
________________________________________
________________________________________
არ ვიცი დევს თუ არა ეს ლექსი აქ. . .
ნუ თუ დევს. . .
მაშინ გამეორება ცოდნის დედააო. . .
pataputina-მ
და
maikomaiko-მ
გამახსენეს ახლა ეს სტროფები. . .

. . . კიდევ ერთი დღე . . .
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ნინი_85
:*
ო, მახსოვრობის ბოროტო ღმერთო,
ჯერ კიდევ გუშინ ცეცხლივით ენთო,
რაც დავიწყების უკუნეთს ერთვის,
და ახლა
აღარ არსებობს ჩემთვის
აღარც ის სახე,
აღარც ის წუთი,
და ახლა, როგორც პანდორას ყუთი-ცარიელი ვარ!
ჩემს ფსკერზე მხოლოდ
განმეორების იმედი ცოცხლობს...
ჭილაძე

წამო, ზღაპარში ...

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
მე ვარ შემოდგომა, ჭრელი მოზაიკა. . . ელვად მოხატული, ფერთა გალერეა,
ღრუბელთ სინოტივე, სულში ლოცვად მიკრავს, თუკი, რა თქმა უნდა გზა არ ამერია. . .
მე ვარ შემოდგომა, მტევნის გაფიცხება, სისხლის ადუღება ბადაგ-შარბათებით,
ვიწყებ ენკენისთვით, მერე სიცივით და მერე წვიმებით და .. ზამთრით გავთავდები. . .
მე ვარ შემოდგომა. . . უხმო გაშიშვლება, უხმო გადაჭკნობა, ფოთოლთ სინანული,. . .
ქარში ყვავილების სუნთქვა გაიშლება ბოლო სიმძაფრით და ბოლო სიყვარულით. . .
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ ფოთოლცვენა. . .შუქი გაქრობის და ფერფლად მინავლების,
ერთ დროს დამდაღველი მწველი მხურვალება,ბოლოს ფიფქებით და სევდით ვიმალები. . .
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ განშორება, მე ვარ მონატრება, მე ვარ სიმარტოვე. . .
ხეებს ფოთლები და მინდვრებს ყვავილები, სივრცეს მერცხლები და მე შენ მიგატოვებ. . .
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ გარინდება, მე ვარ ჩავლილი და მე ვარ წარსული. . .
მე ვარ მოფერება, მე ვარ დაბინდება, მე ვარ ანარეკლი ყველა გაზაფხულის. . .
მე ვარ შემოდგომა, უცხო სიმბოლიკა, კვნესა გარეული ხიბლი ამინდების. . .
მე ვარ ოქროსფერი ფერის გაგიჟება. . . მე ვერ დავდუმდები, მე ვერ დავმშვიდდები. . .
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ გადაღლილი, მზერა გამცვდარი და თრობამორეული. . .
მე ვარ აუხსნელი, მე ვარ ასახსნელი, მე ვარ ახლობელი, მე ვარ შორეული. . .
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ გაფითრება, მე ვარ სასწაულის მკვეთრი ნაბიჯები. . .
მე ის სიკეთე ვარ, რომ არ გაითვლება, მე ის ბავშვობა ვარ, რომ არ გავდინჯდები. . .
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ ღვინობისთვე, მე ვარ ამურისგან ტერფედ დამსხვრეული. . .
მე ვარ გატაცება, უხმო გატაცება, მე ის ყვავილი ვარ, მტვერში წაქცეული. . .
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ გადაფრენა, ჯებირმორღვეული სივრცე ტკივილების,
მე ვარ დასასრულის არსის გამართლება, თუმცა ულაზათოდ მე არ მივილევი. . .
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ მოძახილი, მე ვარ გახსენება ძარღვში მოვარდნილი. . .
მე ვარ მოდარდება, მე ვარ მოლანდება, ალი დამღუპველი ყველა მონადირის! . .
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ გადაბნევა, მე ვარ განგრევა სხივთა პალიტრების,
მე ვარ სიცოცხლე და მე ვარ სიკვდილი და მე ვარ მოლოდინი დიდი დაფიქრების . . .
მე ვარ შემოდგომა, ფერთა მოზაიკა, ფერთა ჯადოსნური ხილვის გალერეა. . .
თითქოს მომიყვანეს სულ სხვა სამყაროდან და ამ სამყაროში გზები ამერია . . .
არის შემოდგომა . . .დენთი ღვინობისთვის _ჩემი მფარველია . . .
_____________________________________________________
_____________________________________________________
სამწუხაროდ ავტორი არ ვიცი. . .
და რაც მახსოვს სულ ესაა. . .

ele
იფ, კარგი იყო... შენი მეგონა ბოლომდე სანამ არ ჩავედი...
ხეებს ფოთლები და მინდვრებს ყვავილები, სივრცეს მერცხლები და მე შენ მიგატოვებ. .

იფ, კარგი იყო... შენი მეგონა ბოლომდე სანამ არ ჩავედი...
ხეებს ფოთლები და მინდვრებს ყვავილები, სივრცეს მერცხლები და მე შენ მიგატოვებ. .

წამო, ზღაპარში ...

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
namcecuna
მართლაც და კარგია. . .
მე ვარ მოდარდება, მე ვარ მოლანდება, ალი დამღუპველი ყველა მონადირის! . .
ჩემი საყვარელია რატომღაც ამ შემოდგომაზე. . .
სამწუხაროდ ჩემი არაა
მომენატრე ისე ძლიერ მომენატრე. . .
რომ
ფოთლებიც მონატრებით ცვივდებიან. . .
შემოდგომა?
არა! მძაფრი მონატრების
და გარდასულ დღეთა სულში ამბოხია. . .
მე ძირითადად ასეთებს ვწერ. . .

შუაღამის იავნანა
ხეებს და ნისლებს და ტყეებს რომ გავივლი,
მტვერი რომ აუვა ნაბიჯებს,
და ჩემგან გახდილი ცა რომ ემგვანება
თეთრსა და უწყინარ საგიჟეთს!..
რტოებს რომ დავიქნევ_შვინდისფერ მარაოს,
ტყემლების გამცვივა ჟრიალი
და ფეხს ავუჩქარებ და შევკრავ კამარას
და გადმოვეშვები რიალით!..
არ გეძინა შეგამჩნიე
დაუვალო მზეო.
შავკაბით ჩამოგიჯექი
წითელ ლოგინზეო..
მინდვრები. Mმინდვრები ქარებს რომ მიანდე,
როგორც საკრავები_მომღერალს..
ნეტა ამაღამაც არ დამაგვიანდეს,
ბგერების ღვარცოფი მოვხელო!
წამოვწვე მაგ შენი ზურმუხტის ბოლოზე,
თავქვე ამოვიდო მდინარე
და ვიწვე,, დავიწვე მზეების კორომზე,
პროფილე მიგავდეს მინარეთს..
შუბლზე ცვარი მოგიწმინდე
გული მოგანდეო,
გეძინა თუ არ გეძინა
მზე შემოგანთეო..
შავკაბიან მკლავებშუა
Dდარდებს გაათევო?..
ბალახით სარეცელს ლამაზად მოვირთავ,
დავგეშავ ნაზამთრალ ბეღურებს
და მოვალ მარჯვნიდან და შვილებს მოვიყვან
და ქარვის სიმშვიდეს შევყმუვლებ!..
როგორ გაგვითოვდა სიშორე მე და შენ,
რა მყუდროდ, რა ძლიერ თოვდა!
ვერხვების, ჭადრების, ცაცხვების კიდეში
ვაი მარტოდმარტო მდგომთა!..
მე შენი ფესვების სამშობლო მახარებს,
მოვალ და დავიწყოთ თავიდან.
და კვლავ გაგიფიქრებ დამ ოვალ ახლავე
და ციდან სამარხებს გავიტან!..
გულზე ყური მოგაპყარი
ჩუმად გისმინეო,
ნეტა ჩემო უძინარო
მღერი ვისთვიმეო?..
იას ნანა, ვარდებს ნანა,
სიზმრის ჭირიმეო..
ნინო სადღობელაშვილი

კარგია
როგორ გაგვითოვდა სიშორე მე და შენ,
რა მყუდროდ, რა ძლიერ თოვდა!
ვერხვების, ჭადრების, ცაცხვების კიდეში
ვაი მარტოდმარტო მდგომთა!..
კარგია
. . . კიდევ ერთი დღე . . .
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
რაღა დროს მარტია?
მე მაინც მოვალ და
კოცნას დაგიტოვებ შენს ტუჩის კუთხესთან,
ასეთი მთვრალი და ასეთი ფხიზელი,
მართალი ვიქნები თბილისის ქუჩებთან...
ბოლომდე გამიძელ,
მე ვცდი და დაგხატავ,
ფერებად გადმოვღვრი სიყვარულს ტილოზე,
ღმერთი ვერ ვიპოვე ჩემს რეალობაში
და ყველა ენაზე თითოჯერ ვილოცე...
რაღა დროს მარტია?!
ვნებას არ ვეურჩოთ,
ამინდის სიცივე გავათბოთ სხეულით,
გახსოვს?
ბავშვობაში შენი სახელებით
გადაჭრელებული რომ მქონდა რვეული? ..
კარტივით გაგიშლი წარსულს და მომავალს,
გავაღოთ ფანჯრები, ოთახში კვამლია,
ზეწარმოხვეული მხარზე დამეყრდნობი,
მეტყვი : "მაისია, რაღა დროს მარტია?"

სხვა ბილიკებით მინდა მე სვლა -არ გაკვალულით:
სულ სხვა ცა მინდა ,სხვა ჰაერი,სხვა მიწა მინდა. . .
როცა ცა არის მოწმენდილი - წვიმა მინდა
და როცა წვიმაა - მზის სხივების სიმები მინდა.
როდესაც ქარი დაძრწის გარეთ - ნიავი მინდა,
როცა სიო ქრის - ულმობელი გრიგალი მინდა. . .
მინდა ლურჯ ზეცას ავაკერო შავი მუყაო,
ღამის ბნელ წყვდიადს ავახიო სიშავე მინდა. . .
როცა ოთახში სიმღერის ხმა შემოიჭრება,
მე სწორედ მაშინ - მკვდრებზე ჩუმი სიჩუმე მინდა. . .
არ მინდა მე სვლა ტიპიური ფრთები მიბოძეთ!
მე მინდა ნიჭი ცაში ფრენის - ღრმა ზეცა მინდა,
როდესაც სხვები იხრჩობიან - ზღვის ზედაპირზე სირბილი მინდა. . .
როცა სხვას ვხედავ ზედაპირზე მოსიარულეს -
მღვრიე წუმპეში კიდევ ერთხელ გაშხლართვა მინდა,
მინდა დახეთქვა სიყვარულით სავსე გულების
და გრილი ზიზღით ნეტარების აღვსება მინდა. . .
მინდა გაქცევა საკუთარი სხეულიდან და
თუნდაც ცოტა ხნით უსხეულოდ ცხოვრება მინდა.
მინდა ნამდვილი ნიღბის ჩაცმა - ყალბი არ მინდა.
ქვეყნად ყველაზე ბევრი ფერი - სიჭრელე მინდა. . .
მინდა ვხედავდე თავდაყირა კაცობრიობას -
ზუსტი რაკურსით ამ სამყაროს აღქმა არ მინდა!
მინდა ვიცოდე ალქიმია - ქიმიის ნაცვლად
და კიდევ შენთვის იეროგლიფთა ახლებურად დაწერა მინდა. . .
მსურს რომ ანბანი გადავწერო ზემოდან ქვემოთ,
სარკოფაგებში დალექილი ასაკი მინდა,
მინდა რომ ნიჩბით ამოგფხიკო აზროვნებიდან
ფიქრის უნარი ამოვშალო ტვინიდან მინდა. . .
მე გაგიტაცო ამ მიწიდან ამ ჭაობიდან
და დაგასახლო მეცხრე ზეცის მიწაზე მინდა,
მინდა ამ ქვეყნად გატარებდე ხელჩაკიდებულს ,
გალაქტიკები გისახსოვრო საჩუქრად მინდა ,
შენი ხელების სითბო გამყვეს როცა მოვკვდები
ადამის მოდგმის საოცრების დაგარქვა მინდა. . .
წლები მიდიან!.. ჩვენ გაუსწროთ ამ რითმებს მინდა ,
მინდა ამოვძვრე დასერილი ჩემი კანიდან
... სიკვდილი?არა მხოლოდ შენთვის ვიცოცხლო მინდა
რომ ეგ თვალები ვნახო ერთხელ კიდევ თავიდან. . .
შენი სუნთქვის და გულისცემის გადათვლა მინდა,
ყველა იმ წამის გადასინჯვა ხელახლა მინდა,
მინდა დაგხედო როგორ გძინავს უმშვიდეს ძილით
და ბოლოს გავქრე ამ ქვეყნიდან. . .
უ ბ რ ა ლ ო დ შ ე ნ ს გ ვ ე რ დ ი თ მ ი ნ დ ა! . .

კაია
ამ ქართველებმა რა ვიცით ეს მინდა - მიდი და მიიღე რაც გინდა... დაგიშალა ვინმემ? სურვილს სურვილად ვიტოვებთ და არ ავიხდენთ...
კაია
ამ ქართველებმა რა ვიცით ეს მინდა - მიდი და მიიღე რაც გინდა... დაგიშალა ვინმემ? სურვილს სურვილად ვიტოვებთ და არ ავიხდენთ...
а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
აბა, სულ ახალი მოვიდა
:
გათენებამდე ერთი დღით ადრე...
მივდივართ...
მხარდამხარ მოგყვები,
გამართულ წელით და მხედრულ ნაბიჯებით...
ხანდახან უეცრად თვალებით გნებდები.
ჰო, მხოლოდ თვალებით,
რადგანაც ხომ იცი,
ჭრელია ხალხი და აურევს ჭორ-მართალს.
მრცხვენია ცოტათი...
ახლა მსუბუქია სხეული რატომღაც,
სული კი დამძიმდა
და ძლივსღა დაათრევს ცოდვიან ნაოჭებს
ავსებულს ლექსებით...
ჩვენ, ახლა ჩვენს სულებს მივათრევთ მწვერვალთან.
ჩვენ, ახლა ჩვენს ფიქრებს ვაყოლებთ კლდის ღარში,
როგორც ჯარისკაცებს უძვლო საფლავების
გარდაცვალებაში...
ვინ ნაამბორალ ტკივილებს დათვლის,
ვინ კი ქარაფებს ქვადქცეული სიმარტოვიდან.
გათენებამდე ერთი დღით ადრე...
ავედით.
თოვლდამჯდარ თეთნულდზე ვმაგრდები.
მარაგად ვიზოგავ უნებურ შეხებას,
გზაში რომ ჩამოწვა ჩვენს შორის სიშორედ
და გამოიწვია უხერხულობა...
უკვე კვირაა, რაც ჩვენ ასე ცალ-ცალკე
ჩვენ-ჩვენს მწვერვალებზე,
ნისლის მოზაიკას მუჭებით ვაგროვებთ.
უკვე კვირაა, რაც ოქროსფერ სექტემბერს
დეკად გადაშლილი სიშორე დავუთმე,
რომ ჩემი ლექსებით დაეწნა ნისლისთვის ყვითელი გვირგვინი.
უკვე კვირაა, რაც ვატოლებთ სხეულებს
ჩვენივე ანარეკლს ზვავებად წამოსულს...
ღამე კი ისეთი პირქუშად გრძელია...
არადა რამდენ ხანს ველოდით ალიონს...
გახსოვს?!
ბავშვობაში ჩვენი თვალებიდან ვხატავდით სიწმინდეს
ახლა კი წლებისგან დარღვეულ გრაფიკით
ჩვენს სულებს დავათრევთ...
და მაინც ადრეა, ან იქნებ გვიანიც...
უკვე კვირაა რაც მზე აღარ ამოდის.
ნეტავ, ამ მწვერვალზე რისთვის ამოვედით?!
თუკი მზე ისედაც აღარსად ანთია...
მაინც ველოდებით...
ჩვენ ასე ცალ-ცალკე
ჩვენ-ჩვენს მწვერვალებზე...
შვიდი...
ექვსი...
ხუთი...
ოთხი...
სამი...
ორი...
ერთი და...
გათენებამდე ერთი დღე დარჩა...
ვბრუნდებით...
მხარდამხარ მოგყვები..
მოხრილი მხრებით და მოკლე ნაბიჯებით.
ხანდახან უეცრად თვალებით გნებდები.
ჰო, მხოლოდ თვალებით,
რადგანაც ხომ იცი,
ჭრელია ხალხი და აურევს ჭორ-მართალს...
-თეკლაააა...თეკლააა...
ხედავ მწვერვალმა ტკივილები გამოაზამთრა...
-.........
- ცვარი ყოფილა შენი ცრემლი დილისა
თეკლა....
-..............
-მაქვს ერთი ადგილი კარავში შენთვისაც,
გადმოდი....
თეკლე ბატონიშვილი
ეს ადგილი უმაგრესია, ძალიან მომეწონა
:
ავედით.
თოვლდამჯდარ თეთნულდზე ვმაგრდები.
მარაგად ვიზოგავ უნებურ შეხებას,
გზაში რომ ჩამოწვა ჩვენს შორის სიშორედ
და გამოიწვია უხერხულობა...
....

Last edited by Mta Mkvarebia on 18 სექ 2008, 12:04, edited 2 times in total.
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ესეც კიდევ წინა ლექსის მიძღვნა, კარვული სული იგრძნობა, ალპინისტი პოეტის დაწერილია და სხვანაირად არც შეიძლებოდა
:
გათენებამდე სამი საათია...
თეკლეს
გათენებამდე სამი საათია
და სანამ მზის სხივებით მოფენილ ყინულის მოლს მივაღწევთ
რამდენიმე ქედია ასავლელი,
რამდენიმე ტრავერსია დასახაზი...
რევერსული მოძრაობა
მთვარის შუქნიშანზე მაგიური ფერის ანთების მოლოდინშია...…
ჩვენი სხეულები გვერდიგვერდ და ასე შორს იყინება ერთმანეთისგან...
მზის ამოსვლამდე სამი საათია
შენი ფერწასული პროფილი, ჩემი ოცნებაა თეთნულდზე,
და მასზე ამობურცული ბაგეები მწვერვალზე ბოლო იერიშის მიტანის წინ, უნაგირაა სულის მოსათქმელად, დასასვენებლად...
სიცოცხლის ერთადერთი ნიშანწყალი
გულისფეთქვაა,
სველი ასანთის ღერების გასაშრობი საშუალება კი მისი სიმხურვალე...
არ ვინძრევი, ვცდილობ შენზე უფრო ბევრი ვიფიქრო
უფრო დაჟინებით გიცქირო
უფრო მეტად მომენატრო
რევერსული მოძრაობა
მთვარის შუქნიშანზე მაგიური ფერის ანთების მოლოდინშია...…
მე მანმადე ჩაი უნდა აგიდუღო
და ნაპრალების კაფეში ყინულის შაქარლამებზე დაგპატიჟო...
მდუმარედ გესაუბრო მარტოობაზე
რომ შენ
ჩემი გალოთება იმ წამს დააბრალო
როცა არ ვიცოდი ვისთვის გამეღიმა...

არხოტიონი