კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 25 ივლ 2008, 02:30

M-goni

აქაა აქ :D :D :D
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 25 ივლ 2008, 02:48

დიდმა პრომეთემ ზევსს მოსტაცა უკვდავი ცეცხლი,
ადამიანებს უწყალობა სინათლე, სითბო,
რადგან უყვარდა ადამისძე - ღმერთისგან კრული,
სურდა გაეგოთ ამ მოკვდავთა ცხოვრების სიტკბო.
- სამაგიეროდ რა მიიღო სიყვარულისთვის?
რითი შეამკეს ეს ღმერთკაცი, სიკეთის მჩენი?
- სხეულის კორტნა და ტყვეობა სამარადჟამო -
ასეთი იყო პირქუშ ზევსის მსჯავრ-განაჩენი!
”არა კაც კლაო” - ქადაგებდა იესო ქრისტე -
”შეიყვარეო უცხო კაცი შენს თავზე მეტად,
პატივი ეცი გაჭირვებულს სუსტს და დავრდომილს,
სხვისი დუხჭირი მიგაჩნდესო საკუთარ სევდად”.
სამაგიეროდ რა მიიღო სიყვარულისთვის?
რითი შეამკეს ეს ღმერთკაცი, სიკეთის მჩენი?
- სხეულის გვემა, ჯვარზე გაკვრა, ტანჯვით სიკვდილი -
ასეთი იყო რაბინების მსჯავრ-განაჩენი!
არსუკიძემ კი ზე აღმართა სვეტიცხოველი,
მას შეალია სიჭაბუკის ლამაზი ხანა,
რადგან მას სწამდა - ერისათვის იღწვოდა იგი,
რადგან უყვარდა გულის სწორი და ეს ქვეყანა.
სამაგიეროდ რა მიიღო სიყვარულისთვის?
რითი შეამკეს ეს ღმერთკაცი, სიკეთის მჩენი?
- მკლავის მოკვეთა, სატრფოსაგან განცალკავება -
ასეთი იყო მოშურნე მტრის მსჯავრ-განაჩენი!

მე შენ მიყვარხარ - აი ჩემი დანაშაული,
დაბორიალობს ჩემი სული, ოცნებით მთვრალი,
მსურს ვეამბორო შენს ნაკვალევს მწვანე ბალახზე,
ჩემო თემიდავ, შენ აწონე ეს ცოდვა-ბრალი.
- თუმც უკვე ვიცი რას მივიღებ სიყვარულისთვის,
ჩემო ღმერთკაცო დაგელოცოს მაინც გამჩენი,
- ”დაე ცალმხრივი სიყვარულით დაიტანჯოსო” -
ასეთი არის ჩვენი მკაცრი მსჯავრ-განაჩენი!
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 07 აგვ 2008, 18:09

ვინ იცის ახლა ჩვენს ჭერხოში კვლავ ქოთქოთია,

შემზარავი და ველურობის რაღაც მაგვარი,

საღვთო აქვს ჩემი დაბრუნების ხვთისოთ თოთია

და
სტუმარ სოფლელს სულს უდაღავს წინწანაქარი.

ვინ იცის ახლა მოხუცები ფეხონში სხედან,

მე კი ვით მამცდარ არ მახსენებს არავინ კაცად.

ხუცესმა კიდევ შემახვეწა ადგილის დედას

და სადობილო მაუხსენა ჩემს დედინაცვალს.

ვინ იცის ახლა ჯვარში ხსნიან ლუდიან კოდებს,

წირვა იქნება,გაიყვანენ ხვალისსწორს მარხვას,

ვინ იცის ტახტზე მომაკვდავი ბაბუა გოდებს

და ენატრება შვილიშვილის საცოდავს ნახვა.

ჰგონია წყალში გადავყარე ყველა სიკეთე

რომ არ დავჯერდი მის რჩევას და დავტოვე ურჩმა,

ვინ იცის ახლა ჩემს მეგობარ მგელას იკვეთენ

მისდია მტერს და

რომ ვერ მოსჭრა მარჯვენა დუშმანს.

ვინ იცის ზოგი ჩემს საქციელს იქნებ არც სწუნობს,

ზოგს კი იქნება აღარა აქვს იმედი ჩემი,

ვინ იცის იქნებ გამოვტოვე მე სადასტურო,

გამოიყვანეს პირქუში და მარისხებს თემი.

ვინ იცის ახლა ჩვენს ჭერხოში კვლავ ქოთქოთია,

შემზარავი და ველურობის რაღაც მაგვარი

საღვთო აქვს ჩემი დაბრუნების ხვთისოთ თოთიას

და სტუმარ სოფლელს სულს უდაღავს წინწანაქარი.
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 08 აგვ 2008, 10:51

მტერი გათამამდა თანდათან,

ქუდზე კაცს ეძახის საქართველო

ლაბრასთან, გაგრასთან, ტამიშთან

მოგროვდით სამასო არაგველო. . .

მოგროვდით! მტერს ის დღე გავუთენოთ

ძმამ - ძმა რომ ვერ იცნოს თავისი. . .

ლაბრასთან სისხლის ტბა დავუყენოთ!

იქნებ დაგვავიწყდეს კრწანისი. . .

როდემდე ვიკვებოთ წარსულით?

საქმე ჩვენც ვაკეთოთ სასახელო. . .

დუშმანი თავსაა გასული

წინაპარს მიბაძე არაგველო!

სისხლით მოირწყო მინდორ - ველები. . .

იქ დარჩა მართლა ვინაც იომა. . .

მთიდან ჩასული არაგველები. . .

გზა დაგვილოცა საარწიომა!

წაუპოტინეს მამულს ხელები,

წყენამ სიკვდილი გააიოლა.


ი. ლიქოკელი





ასეთ ხასიათზე ვარ მთელი ეს დღეებია. . .
. . . კიდევ ერთი დღე . . .

Tekle batonishvili
ასფალტზე მოარული
Posts: 11
Joined: 01 აპრ 2008, 15:15
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Tekle batonishvili » 08 აგვ 2008, 13:13


ჩვენ უფრო მეტნი ვართ!


როგორც ეპოპეა
ნაკად-ნაკადობით
თვალებს დაგეშილი
მზერით ატრიალებ.
შენ უფრო მეტი ხარ
ვიდრე ისტორია,
და უფრო სასტიკი
ვიდრე მატიანე.

ეჰეიი პოეტების...
გადის ეკიპაჟი,
როდის მოვიშუშებ
ამ დარდის ნაწოლებს
ვდგავარ ცარიელი
ბაღის ერმიტაჟში
როგორც, სევდიანი
მუზების საცოლე.
რაღა დამაძინებს...
კალამს უჩვეულო
სენად მოსდებია
ტკივილი ხავსივით.
მტკივა მონატრება
რაღაც უსხეულო
მზეო გეხვეწები
ცეცხლისფრად გასხივდი.
ეჰეიი, პოეტები
ომის სხეულიდან
კალამს “ჰაუბიცად”
გადაცმულს იქნევენ
ღმერთო გევედრები
სუნთქვა გამიჭირდა
ღმერთო გევედრები
ამ ბიჭებს უშველე.
ჩამაცვით, მეც მინდა
ეგ მწვანე ხალათი
წითლად შეღებილი
ლაკმუს-ლოსკუტებით,
ირგვლივ ნასისხლარი
მწვანე მინდორია
სისხლად დატბორილი
ტყვიის რაკურსებით.

და ვქმნი ეპოპეას
ნაკად-ნაკადობით
თვალებს დაგეშილი
მზერით ვატრიელებ
ჩვენ უფრო მეტნი ვართ!!!
და ეს ისტორია
სისხლიანი კალმით
შექმნის მატიანეს.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Mta Mkvarebia » 08 აგვ 2008, 13:19

ჩვენ უფრო მეტნი ვართ!

მართლაც რა, ეკ, რა ლამაზი ლექსი გამოგიცხვია, სანამ სააკაშვილმა სიტყვა დაასრულა :) . ჩვენ უფრო მეტნი ვართ! თუმცა თითოეული მათგანი, როგორი ძვირფასია ქვეყნისთვის, ოჯახისთვის, მეგობრებისთვის. ამიტომ თავს გაუფრთხილდით, ბიჭებო, გეხვეწებით!

ჩვენ გვჯერა თქვენი!
Tekle batonishvili wrote:ღმერთო გევედრები
სუნთქვა გამიჭირდა
ღმერთო გევედრები
ამ ბიჭებს უშველე.
ამინ!
Image

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 13 აგვ 2008, 10:59

კვლავ შეგვახვედრებს გამარჯვება

გზა გამარჯვების!
დაიცავი შენი ქვეყანა,
შენი ქვეყანა
გევედრება დედის ვედრებით:
კვლავ შეგვახვედრებს
გამარჯვების ახალი ხანა -
ახალი ხანა
აღტაცებით და შეხვედრებით.

გალაკტიონ ტაბიძე




მაშ გამარჯვება...

დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა,
და საქართველოს მედგას უღელი:
- მაშ გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლე,
დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი!.

ტიციან ტაბიძე
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 13 აგვ 2008, 11:55

Tekle batonishvili

:(:(:(:(
სისხლი გამეყინა ძარღვებში...
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Mta Mkvarebia » 13 აგვ 2008, 12:05

namcecuna
ჰო, მეც :(

აი კიდევ, გუშინ დაწერა :( :

ომი, რომელიც გამოვიგონე...

გესმის, ისვრიან...
მზე დაიხრჩო ლურჯ ჰორიზონტზე,
შავი ფიქრები შეეყარა დატალღულ ნაპირს.
ამ უცნაურად ქვადქცეული ქალაქის ფონზე
ნიჟარებს, დაცლილ ვაზნებივით სამადლოდ დავყრი.
სიცარიელეს ტოგასავით ტანთ, რომ იზომებს,
ვშლი გონებიდან
ომს, რომელიც გამოვიგონე.

მზეო, სადა ხარ...
აფხაზეთი გავკიდე თოკზე.
სველია ჯერაც, შეუმშრალე გთხოვ მას ცრემლები.
კადრები, ჩემი წარსულიდან ხმაურით მომდევს
ფერად სარჭებში მომწყვდეულან, როგორც მძევლები.
და სარეცხივით გადაფენილს დრო რომ აქვავებს,
შეგრძნებებია,
ნაწილებად მე რომ დამშალეს.

გესმის, ისვრიან...
მე კი, ძილი ვისწავლე ღამით.
"საიდან მოხველ
საით მიხვალ
რა გზას მიჰყვები?!
ვინ ვარ!"
როდემდე დავუმალო ფურცელს სიტყვები,
გათენებულაა...
სევდიანი ნამგალა მთვარის
პროფილს გვერდულად ირეკლავენ ურჩი ტალღები,
ხვეული თმებით,
შენს რუქაზე დავიტალღები.

გესმის, ომია...
მე გამყიდეს ოცდაათ ვერცხლად.
(ისე ახლოს ვარ ახლა ღმერთთან, როგორც არასდროს ?!)
ჟანდარმერიავ!
გასწორდი და გახსენი ცეცხლი.
მაინც ხვალ დილით მე სირცხვილის გრძნობა დამახრჩობს,
რომ კიდევ ერთხელ დავამცირე ჩემი ცხოვრება,
ტუჩის დამალვით,
კოცნას ზღვას რომ ემათხოვრება.


გესმის, ისვრიან...
მზე დაიხრჩო ლურჯ ჰორიზონტზე...

თეკლე ბატონიშვილი
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Archil » 13 აგვ 2008, 12:34

Mta Mkvarebia wrote:ჩვენ უფრო მეტნი ვართ!
ნას ბოგატო, ნას ნე პოდოვატო (ჩვენ ბევრნი ვართ - ჩვენზე ვერ გაიმარჯვებენ) - ეს სიტყვები პირველად უკრაინაში გაისმა, ასე რომ ეს სააკაშვილის შემოქმედება არაა ჩემო კარგო მფრინავო ანგელოზო...

ისე კი, ჩვენ არ ისე ბევრნი ვართ, ასე რომ ჭკუით უნდა ვაჯობოთ მტერს.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Mta Mkvarebia » 13 აგვ 2008, 13:24

Archil
დავიჯერო, ვერ მიხვდი, რა "სიბევრეზეა" ლაპარაკი? :roll: (ლექსს ვგულისხმობ და არა სააკაშვილის ფრაზას).

ისე მეგონა თეკლეს შემოქმედებას ვეხმაურებოდი და არა სააკაშვილისას...
Image

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by KINALOKO » 21 აგვ 2008, 22:29

tama
3-4- dRis win erTma moxucma mZRolma Tqva, ra upleba aqvssamoci wlis kacs rom epasuxeba 21 W@lis laWirakio :roll:
jer 60 Wlamde mividesda mere urCioso :roll:
da veraferi gavige ki ara...........is gavige, rom Sepasuxeba, anuu, kamaTi sruli siusulelea :roll:

anu, tama gamexardaTqo imis Tqma mindoda :D
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by KINALOKO » 23 აგვ 2008, 19:04

"სიკვდილმა ჩამოიარა, არავინ დახვდა წინაო,
ობოლი გამოეგება, ხონჩა მიართვა წინაო,
მე წამიყვანე სიკვდილო, ობლობა მამეწყინაო...
შენ რად მინდიხარ ობოლო, არავინა გყავს შინაო
ერთი შორი მამიდა გყავს ისიც არაა შინაო,
არა გყავს დამტირებელი არც სუდარა გაქვს შინაო...
მე კახეთისკენ მივდივარ კაცი მიმიღვის წინაო
იქ ცხრა ძმა გამდიდრებულა უნდა ჩავუხდე შინაო,
ისინი უნდა გავყარო თავ-თავად მივცე ბინაო...."
:roll:
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by lama » 24 აგვ 2008, 14:20

ბულდოგის ლეკვი ეყოლა
ფსკოვში გალინა მიჩურინს
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 02 სექ 2008, 17:29

როგორ ეტყობა უშენობა ამ შემოდგმას...
ამ ზეცის შეცვლას...
დღის მოკლებას...
მზის შემოკვდომას...



:roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]