Post
by ARCHILI » 27 ივლ 2007, 14:10
14-15 წლის ვიყავი.. ალბათ, გასაგებია ყველასათვის ამ ასაკის ტვინისა და გონიერების ამბავი..
ჰოდა.. ერთ მშვენიერ დღეს, ცივილიზაციაზე გაბრაზებული, ავდექი და გავეშურე..
გავეშურე, რა.. მეც ახლა ქვეყნიერების დასაწყისისაკენ არ მევლო-რა.. გავუხვიე ცხვარიჭამიის მხარეს.. მცირე საგზალი, მცირედი წყალი და მისთანები, ბუნებრივია..
სოფელ გლდანს რომ გასცდებით, არ ასული ცხვარიჭამიამდე, გზის გასწვრივ ჩამოედინება ე.წ. "მშრალი ხევი", რომელიც იმდენად პატარაა ხოლმე, რომ ზაფხულობით შრება კიდეც ძირითადად.. თუმცა გაზაფხულობით, ცოტაოდენ გადარევაც შეუძლია..
იქვე, მთაზე ძველი ეკლესიაა.. იქ ადრეც მიყვარდა ხოლმე სიარული (რატომღაც მიყვარდა დახავსებული ძველი საფლავების გაწმენდა... რა ვიცი, რა ვიცი..).. ახლა.. რამდენადაც ვიცი ტაძარი უკვე მოქმედია და მგონი მონასტერის არის განთავსებული და დღემდე ვერ მოვაბი ასვლას თავი (3-4 წელია ალბათ აღარ ვყოფილვარ)..
ამ დღესაც ავედი და მიმოვიარე იქაურობა.. ტაძარში ერთი გასაცოდავებული ცოცხი იდო, ცოტა ოდენ მიმოვალაგე, მერე საფლავების მიმოვწმინდე და...
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ღამე იქ დავრჩი... ღამე ტაძარში დაძინება შემეშინდა და გარეთ მივეყუდე... მერე გარეთაც შემეშინდა და თან შემცივდა...
ოოოო... რაც მე კაცობრიობას ხან ვაგინე და ხან ბოდიშები ვუხადეეეე.... იცოცხლე, გინება ბოდიშს ცვლიდა, ბოდიში - გინებას...
როდის ჩამეძინა, თავადვე არ მახსოვს, მაგრამ.. მეორე დღეს, გავიღვიძე თუ არა, სულ სირბილით დავეშვი ქვევით.. აქ ცოტა ვაზვიადებ... სინამდვილეში, რომ ავდექი, ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს, ჩავედი წყალზე, პირი დავიბანე და ფრიად მოშიებული დავუბრუნდი ცივილიზაციას...
საინტერესო იყო, რომ ამ ღამის შეციების მიუხედავად, არც გავციებულვარ..
მას მერე ამ ტაძართან კიდევ უფრო მეტი რამ მაახლოვებდა, რადგან მან ყველაფერთან ერთად მეგობრობა და მეგზურობა გამიწია..
თუ სწორად მახსოვს, ეს იყო ჩემი პირველი ერთღამიანი გასვლა ბუნებაში, როდესაც კაციშვილი არ იყო ახლო-მახლოს (ადამიანს ვგულისხმობ, თორემ ღვთისმშობელიც იქ იყო და მაცხოვარიც)..
რა ვიცი.. მართალია, ამ დღეს პახოდის მოტივაციით არ წავსულვარ, მაგრამ.. არსობრივად ეგრე გამომივიდა და იქნებ, მარტო "პახოდობაშიც" ჩამეთვალოს..
მარტოპახოდადმყოფი აბალდუის მოგონებებიდან!
