თევზტური ბრუნდება

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
XAO
იეტი
Posts: 1248
Joined: 14 მაი 2007, 17:06
Location: უღრანი ტყე
თევზტური ბრუნდება

Post by XAO » 08 თებ 2009, 23:26

ARCHILI
კაი ბატონო ;)
ტყის ბრძენი
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
თევზტური ბრუნდება

Post by ARCHILI » 09 თებ 2009, 00:24

საქმე უკვე ჩაშვებულია წარმოებაში

იხილეთ ბმული

http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... 445#200445

ტურის მენეჯერები: არჩილი და XAO


:)

დანარჩენი იქ წერეთ...

აქ კი უკვე სხვა Fიშ-ტურებზე ვწეროთ...

სხვა იდეები ამ თემასთან...

სად შეიძლება წასვლა აპრილში?

:D
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
თევზტური ბრუნდება

Post by ARCHILI » 18 თებ 2009, 11:54

როგორც ვიცით, დიდი ფიშ-ფართის სეზონი მარტის ბოლოს იხსნება სიონით (27/28/29.03.2009)...

იხილეთ:

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=2973&start=0

მარტის ბოლოს მერე აპრილი და აპრილის ბოლო მოსდევს...

მინდა ნელ-ნელა დავიწყოთ მუშაობა შემდეგ იდეაზე - თავის დროზე, როდესაც ასეთი გასვლის იდეა გამიჩნდა, მაშინდელ კარაველ მეთევზეებთან დავიწყეთ ამ გასვლაზე მუშაობა:

ტანძია - ხულუტის ციხე - ფიტარეთი
(თევზაობა მდინარე ხრამზე)


მაშინ კონსტიტუციური მონარქიის აღდგენაზე არ იყო ლაპარაკი და მე და ნაია ძალიან ვმეგობრობდით, ჰოდა ნაიამ ამ იდეს მაშინვე დაუჭირა მხარი (იმედია, ბაგრატუნიანები არც ახლა შეუშლიან ჩვენს მეგობრობას და ახლაც ამყვება ნაია :wink: რომელთან ერთად მოგზაურობა ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა)

ჰოდა... რეკომენდაცია იყო ასეთი, რომ " გასვლა დილის 5 საათს არ უნდა გადაცდეს" - ო (ციტატა ტროუტერის ფრაზიდან)...

მოდი, სიონის მზადების პარალელურად ამ იდეაზე დავიწყოთ მუშაობა... სიონის საკითხები თითქმის გარკვეულია, თან როდესაც გვერდით ხაო და ქავთარაძე გყავს, ყველაფერი გაცილებით ადვილი გასაკეთებელი ხდება...

ჰოდა... ვიფიქროთ ამ იდეაზე, ან როდისაა უპრიანი ასეთი გასვლის ორგანიზება, რომელ თვეში და ა.შ.

თუ დილის 5 საათზეა მართლაც სასურველი იქ წასვლა, მაშინ, იქნებ, აქედან პარასკევს ღამით გავსულიყავით და კვირას საღამოს დავბრუნებულიყავით და ა.შ.

ასევე, როგორც ვიცი, ადრე მდინარე ხრამზე ხიდი პრობლემა იყო მგონი და ეგება, შემოგვაშველოთ ინფორმაცია, რა მდგომარეობაა ამჟამად?

მოკლედ...

ნელ-ნელა ამ ტურზეც ვიმსჯელოთ, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ადრეა, ჯობია, ყველაფერი ჩამოვაყალიბოთ და უფრო და უფრო საინტერესო გავხადოთეს გასვლაც...


:)

რეკომენდაცია:
Trouter wrote:
3. ზუსტი ადგილი. მარშრუტი

სამანქანო მონაკვეთი - თბილისი-ბოლნისი-ტანძია (აქ მანქანა გაჩერდება)
საფეხოსნო მარშრუტი - ტანძია - ხულუტის ციხე - ფიტარეთი - ღამისთევა
მეორე დღე - ფიტარეთი - ხრამჰესი-2 - ყარაბულახის ხეობა - სოფელი ყარაბულახი - აქ დაგვხვდეს მანქანა და წამოგვიყვანოს უკან.

ვარიაციები მოსულა :)
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
თევზტური ბრუნდება

Post by ARCHILI » 31 მარ 2009, 19:19

ვფიქრობ, რომ მაისში (მანამდე მგონი არ ღირს, ხოლო აპრილის ბოლოს სამეგრელოს ვგეგმავ) ჯიხოს ხეობაში, ანუ იქ, სდაც იორი უერთდება სიონს, მოვაწყოთ Fიშ-ტური და კიდევ უფრო წარმატებულად და საინტერესოდ.



სავარაუდოდ, აქედან პირველივე ავტობუსს გავყვებით თიანეთში , ჩამოვალთ შავი მორევას ჩასახვევთან და ჩავალთ ჯიხოში, ჰოდა იქ დავბანაკდებით, ვითევზავებთ, მერე მეორე დილასაც ვითევზავებთ, შუადღის მერე ამოვალთ და ან ავტობუსს (რომელსაც, შესაძლებელია გავაფრთხილოთ წინასწარ, ვნახოთ) ან კიდევ დავიბარებთ მარშრუტკას და.. ეჰეიდა თბილისი..

User avatar
XAO
იეტი
Posts: 1248
Joined: 14 მაი 2007, 17:06
Location: უღრანი ტყე
თევზტური ბრუნდება

Post by XAO » 31 მარ 2009, 20:49

ARCHILI
ყველგან მოვდივარ სადაც არ უნდა იყოს და როცა არ უნდა იყოს :D
ტყის ბრძენი
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
თევზტური ბრუნდება

Post by ARCHILI » 14 ივნ 2010, 23:58

ივლისის ბოლოს...



კიდევ ერთი თევზტური სიონზე...

:)
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]