marita 777
გებუზღუნა რა
მე მხოლოდ მახალისებს ხოლმე, როცა მებუზღუნებიან, ის არ გააკეთო, ეს არ გააკეთოოო... სანამ ჩაიდონი წყალში, მანამდეც საკმარისად მოასწრეს მაგ ტექსტების თქმა... მარა წყალში რომ არავინ გამომყვებოდა ნინის და ირაკლის გარდა, მაგი ვიცოდი.. და დანარჩენებს თუ ბუზღუნი უნდოდათ, მე აბა როგორ დავუშლიდი

ისევე როგორც ისინი ვერ დამიშლიდნენ ჩემი წადილის შესრულებას.
ისევ ჰოდა და გავაგრძელოთ ....
ჰოდა....
მივცურავთ მე და ირაკლი.... უკვე უკან მოგვრჩა მაშველთა პუნტი, პლიაჟი...
მონადირეს ვეკითხები როგორ ხარო.. მოცურავს, დაღლა არ ეტყობა... ეგ კარგია...
გვათამაშებს აქეთ-იქით დინებები... აცივდა უკვე... მზე დაბლა ჩადის... მზის ჩასვლამდე უნდა მოვასწროთო ნაპირამდე მისვლა, ვეუბნები მონადირეს...
მაშველების კატერმა ისევ მოგვაკითხა. თქვენები ღელავენო... ჰოდა მივხვდი რომ მარიტა იბუზღუნებდა ნაპირზე

და არა მარტო... სხვა რა საქმე ქონდათ რო....
მონადირემ ისარგებლა და ჩამოეკიდა კატერს. სიცივე ჩვენ ვერ გვერეოდა, ამდენად გაჩერება შეგვეძლო, არც არაფერი დაგვაკლდებოდა, სიჩქარის გარდა...
შემოგვთავაზეს მათთან ერთად წამოსვლა... გაგვეღიმა, მათთაც... შუაგულში არ გავყოლილვართ და ნაპირს მიახლოებული რაღას წავყვებოდით...
ფეხით უნდა დაბრუნდეთო? შეგვეკითხნენ... იმათ ღელვას ურჩევნიათ მანქანით დაგვხვდნენ თქო, დავაბარე. ფეხშშველას ნაბოდიალები მაქვს თბილისის ზღვის სანაპიროზე და დიდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. კაია
თუ რამეა, დურბინდით გიყურებთ და ხელი გააქნიეთო... დაგეხმარებითო
მადლობის მეტი რა მეთქმოდა.
რა იყო კიდევ...
ცაში კამარად განფენილი ფრინველების ჯგუფი, სადრაც რომ მიფრინავდნენ, მონადირემ იხვები არიანო...
თავზე გადაფრენილმა სამხედრო ვერტმფრენმა... ხელი დავუქნიე მისალმების ნიშნად (ვინ დაინახავდა) და მერე უცებ გავჩერდი - მაშველებს არ ეგონოთ მათ ვუქნებთქო...
და ისევ წყალი...
მონადირე უკვე იმას იძახდა, ვეღარ წარმომიდგენია მიწაზე როგორ უნდა ვიაროო... ისე მიეჩვია წყალს...