ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by guruli » 13 აპრ 2009, 00:25

თქვენი დაბრუნეგბისა იყოს, ტაოელებო!

მემლექეთი

მითხარ, როგორაა მემლექეთი,
ჩემი სანატრელი საქართველო,
რამე იმნაირი გამაგონე,
გული დაკოდილი გავამთელო.

მითხარ, როგორაა მემლექეთი,
მე სულ მისი ფიქრით დავდიოდი,
ახლად დავიბადე, თბილისიდან
ხმა რომ დავიჭირე რადიოთი.

კაი მექართულე ვეღარა ვარ,
მაგრამ სული მიდუღს იმოდენა,
რომ შიგ სიტყვა მარად მშობლიური,
როგორც გაზაფხული, იტოტება.

მითხარ, როგორაა მემლექეთი,
მცხეთა, ქობულეთი, კახაბერი,
იგი ნიადაგ თუ არ ვახსენე,
ისე ერთი წუთიც დამაბერებს.

ლუკმა არ მაკლია, მართალია,
მაგრამ სამშობლოით ღარიბი ვარ.
აი, ამნაირად, უსიცოცხლოდ,
მთელმა სიცოცხლემა გაირბინა.

მითხარ, როგორაა მემლექეთი,
აქ ჩვენ არ გეგონოთ ჩამქრალები,
იზმითს, ეგეოსის ნაპირებზეც
ვაგეთ საქართველოს სახლ-კარები.

მითხარ, როგორაა მემლექეთი,
ჩემი სანატრელი საქართველო,
რამე იმნაირი გამაგონე,
გული დაკოდილი გავამთელო.

ფრიდონ ხალვაში

User avatar
Kavtaradze
იეტი
Posts: 1151
Joined: 27 მაი 2007, 23:34
Location: კოსმოს
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by Kavtaradze » 13 აპრ 2009, 00:33

უჰ გენაცვალეთ!
გოგა რუპორს მოგაწვდი ხვალ :)

User avatar
VANO
იეტი
Posts: 2902
Joined: 24 ივნ 2008, 18:21
Location: ჯერ მე თვითონ გავარკვიო
Contact:
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by VANO » 13 აპრ 2009, 00:45

დავუბრუნდით სამშობლოს.

მართლაც რომ საოცრებაა ტაო-კლარჯეთი :roll:



დღეს დავტოვე ტაო და უკვე მელანქოლია მომაწვა :cry:



მენატრება იქაურობა. გასაოცარი იყო იქაურობა.
ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა ცოლიაო...

Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by Naia » 13 აპრ 2009, 01:02

ხალხო, დიდი მადლობა კეთილი სურვილებისა და გულშემატკივრობისთვის

ემოციებით სავსე ვარ. ჯერ კიდევ სიზმარში მგონია თავი. საიდან დავიწყო ისიც არ ვიცი. დროდადრო გაიელვებს ტვინში სხვადასხვა ფრაგმენტები: საოცრად ლურჯი ცა, ზღაპრული კანიონები, მართლაც საოცარი არქიტექტურის მქონე ძეგლები (ბანას ნახვის შემდეგ ჯერ კიდევ აზრზე ვერ მოვსულვარ), მათი ნახვით გამოწვეული სიამაყე და მათი დღევანდელი მდგომარეობით გამოწვეული დიდი ტკივილი, იქაური ქართველები, გათურქებული ქართული მელოდიები და ეს ყველაფერი ჩემს საყვარელ ადამიანებთან და მხიარულ თავგადასავლებთან ერთად

ცოტას დავისვენებთ და ხვალიდან უკვე თემასაც შემოგთავაზებთ

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by anano » 13 აპრ 2009, 01:14

შევუერთდები ნაიას და ვიტყვი, რომ საოცრად ემოციური გასვლა იყო და იმისათვის რომ რაიმე მოვყვეთ ალბათ ცოტა დრო იქნება საჭირო...მე პირადად ჯერ ისევ იქ ვარ, გაოგნებული.....
იმ ყველაფერს რაც ვნახეთ მხოლოდ ერთი სიტყვით თუ აღვწერ ამ წუთას- დიდებულია!!! თითოეული ძეგლი დიდებულია....

ყველას დიდი მადლობა გულშემატკივრობისათვის...
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
ჩიტუციო
მაწანწალა
Posts: 412
Joined: 30 ივლ 2005, 09:25
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by ჩიტუციო » 13 აპრ 2009, 01:15

:?
ვიკბინები... Image მართლა...

Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by qvevri » 13 აპრ 2009, 09:10

ერთობ გახარებული ვარ, რადგან ჩემი საწადელი ავისრულე და ჩემს მიერ ტაოში ორი წლის წინ ნანახი ვაზის ლერწები ჩამომიტანეს "ტაოელებმა". თქვენ გაიხარეთ, როგორც მე გამახარეთ.

User avatar
imerkhevli
მაწანწალა
Posts: 540
Joined: 21 ნოე 2008, 23:35
Contact:
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by imerkhevli » 13 აპრ 2009, 10:45

კეთილიმ იყოს თქვენი დაბრუნება....
აბა,ველით თემის გახსნას.. :D

ერთი სული მაქვს როდის ,, ვნახავ'' ტაოს....... :) :)

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by tamuna_gudarexi » 13 აპრ 2009, 11:38

კეთილი იყოს! როგორ გელოდით! ;)
ახლა კი ამბებს და ფოტოებს ველით!
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by guruli » 13 აპრ 2009, 11:40

მართალია, რეპორტაჟი ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ჩემთვის საინტერესო რაღაცები უკვე მაინც შევიტყვე - ოშკზე ის სახლის მინაშენი მოუშორებიათ, ტაძარს ზედ კედელზე რომ ებჯინებოდა და სახურავის მთელი ჩანადენი წყალი იმ საცოდავ კედელზე იღვრებოდა. ის საწყობებიც მოუშორებიათ ირგვლივ, მაგრამ შესასვლელი კარის ბარელიეფებზე ვერაფერი ვკითხე წუხელ. ის ოთხი მაინც თუ არის ადგილზე, კიდევ ხომ არ ჩამოვარდნილა და ხომ არ მოუპარავთ. :( :(
ბანაც მაინტერესებს, რა მდგომარეობაშია, კიდევ ხომ არ გადმონგრეულა მისი წრიული კედლები, ან - ის ზედა სართულის პატარა ნარჩენი, სვეტად საცოდავად რომ ამართულა ზევით, ისევ თუ დგას... იმედია, ფოტოების დადების მერე გავარკვევ. მაინტერესებს, ოშკისა და ხანძთის რესტავრაციის საქმე რა ეტაპზეა.

User avatar
imerkhevli
მაწანწალა
Posts: 540
Joined: 21 ნოე 2008, 23:35
Contact:
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by imerkhevli » 13 აპრ 2009, 11:47

Image

აქ, მინდა :) 13/08/07
Last edited by imerkhevli on 13 აპრ 2009, 11:48, edited 1 time in total.

User avatar
saskva
იეტი
Posts: 2154
Joined: 02 ივლ 2007, 12:54
Location: Where Dreams Do Come True
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by saskva » 13 აპრ 2009, 11:47

გურული

ბარელიეფები არის, ისევ ოთხი, ხეები აქვს შეყუდებული რომ არ ჩამოვარდეს. ვინმემ ის ხე რომ გამოაცალოს სულ ქვევით ჩამოვა ყველა. არ ვიცი შენ დროს როგორ მაგრამ ნუ სახეები არ აქვს არცერთს რა. ფოტოები გადავუღეთ ბევრი ბევრი და უფრო დეტალურად ნახავ ყველაფერს

რაც შეეხება ბანას მწყემსი მოვიდა როგორც კი დაგვინახა და გავესაუბრე, მითხრა ყოველდღიურად ნადგურდებაო ბანა. შარშან ესთი კედლით მეტი იყო ქვით მოპირკეთებული და წელს აღარ არის, გვერძე სოფლიდან მოდიან და იპარავენო. თუმცა კედლები არ ჩამოშლილა უბრალოდ ერთი მხარე მოშიშვლებული დგას :(

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by guruli » 13 აპრ 2009, 12:09

saskva
უბრალოდ ერთი მხარე მოშიშვლებული დგას
ეგ ჩვენ დროსაც მასე იყო. აი, სხვა კი რაც დაწერე, სატირალია... :cry: :cry: :cry:
გვერძე სოფლიდან მოდიან
ფენაჩი თუ ფენაკი - ალბათ, მაგ სოფელს გულისხმობდა. როგორც თურქულის მცოდნეს, შენ გეცოდინება, ზუსტად როგორ გამოითქმის ეგ სახელი.
არ ვიცი შენ დროს როგორ მაგრამ ნუ სახეები არ აქვს არცერთს რა.
მაშინ განირჩეოდა სახეები. ესე იგი, ჩვენს მერე კიდევ უფრო მეტად შელახულა. თან, ბოძი მხოლოდ ერთს ჰქონდა შეყენებული - კარიდან პირველს თუ მეორეს.

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by გვალდა » 13 აპრ 2009, 12:27

ჰოდა ისევ აჟრიამულდა კარავი :)

მშვიდობით დაბრუნებას გილოცავთ 8) . გვაკლდით, გნატრობდით, ცოტა-ცოტა ნათელ ფერებში გვშურდა კიდეც :D
სვანეთოლოგი

User avatar
Sarajistka
მაწანწალა
Posts: 356
Joined: 12 სექ 2008, 00:12
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009

Post by Sarajistka » 13 აპრ 2009, 17:38

guruli wrote: ოშკზე ის სახლის მინაშენი მოუშორებიათ, ტაძარს ზედ კედელზე რომ ებჯინებოდა და სახურავის მთელი ჩანადენი წყალი იმ საცოდავ კედელზე იღვრებოდა. ის საწყობებიც მოუშორებიათ ირგვლივ.
ბანაც მაინტერესებს, რა მდგომარეობაშია, კიდევ ხომ არ გადმონგ
როგორ გამახარე ამის დაწერით, ვერ წარმოიდგენ. არც ველოდი თუ მაგას ოდესმე მოაშორებდნენ.
მჭირდება ლიხაურის კედლის მხატვრობის ფოტოები, გადაღებული 1994 წლის ჩათვლით

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]