მიუხედავად დიდი პატივისცემისა მეშინია გაწბილებული არ დარჩე

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia
მე ტიტებსVanski wrote:მე ვფიქრობ ფინალი იქნება: ტიტები - ტორეადორელები
და ვის უქომაგო მერე ეგაა საკითხავი
მეჩვენება, რომ არგენტინის წაგებამ მოთმინება დაგაკარგინა,გერმანიის მოგება სულაც არ ნიშნავს იმას რომ ესპანეთი და ჰოლანდია შეშინდება და ფეხბურთს ვერ ითამაშებს.
განა რა ითამაშა ასეთი გერმანიამ რომ ეხლავე ხელები ავწიოთ, კაპიტულაცია გამოვაცხადოთ და გერმანია ვაღიაროთ ჩემპიონად?
ესპანეთსაც და ჰოლანდიასაც შეუძლია გერმანიის დამარცხება, ორივე გუნდი სერიოზულია და არამგონია გერმანიის სტანდარტული სიტუაციის შეეშინდეს.
გერმანული ფეხბურთი არ მომწონს, სტანდარტული და დაშტამპული არაფერი მიყვარს
ეგ პარაგვაის ვერ უგებს აგერ, ხედავ, რა "სვარკა" თამაშია?ვინღა დარჩა გერმანიას რომ მოუგოს?... ესპანეთი
არც მე მომწონს, მაგრამ რეალობაა. ევროპულ ფეხბურთზე მეტად ყოველთვის მომწონდა სამხრეთამერიკული, მაგრამ თუ აკვირდები, დღეს ისინიც ევროპულ ფეხბურთს თამაშობენ. ალბათ, იმიტომ, რომ მათი უმეტესობა ევროპაში თამაშობს. სადღაა სანახაობრივად ლამაზი და ტექნიკით ნაქები ლათინოამერიკული სტილი...მართალი გითხრა არგენტინის და ბრაზილიის ანუ სამხრეთამერიკული ფეხბურთის ასეთი ფიასკო ძალიან არ მომწონს, ეს გუნდები ყოველთვის განსაკუთრებულად ლამაზ ფეხბურთს თამაშობდნენ,