რა ვიცი თუ მემკვიდრეობით გადავცემ ამ საკითხის კურირებას საკუთარ თავს, გამოდის, ისევ მე ვკურირებnamcecuna wrote:.. ვინ კურირებს ამ საკითხს? ..

პმ-შიც მწერენ და მეკითხებიან, მაისური გვინდა და რა გავაკეთოთო. აი რა უნდა გავაკეთოთ. ჩამოწერეთ სია და ჩაეწერეთ სიაში. მაგრამ როგორც პრაქტიკამ აჩვენა სიაში სურვილის დონეზე ჩაწერას აზრი არ აქვს, თუ ფულს წინასწარ არ მოიტანთ, ასე უფრო გვექმნება წარმოდგენა რამდენია რეალური მსურველი, რომ როცა საკმაო რაოდენობის ადამიანი მოგროვდება, მაშინვე მივცეთ შეკვეთა. როგორც წინა გვერდებზე ვწერდით, შეიძლება თქვენი მაისურის მოტანაც. ამის შესახებ დეტალურად:
თუ პირდაპირ მაისურის შეკვეთა გსურთ, 10 ლარი უნდა მოიტანოთ.Mta Mkvarebia wrote:გვალვამ ასეთი რამ მითხრა, თურმე შესაძლებელია თქვენს მიერ მოტანილ მაისურზე დაიდოს კარვის ლოგო. შედეგად, მაისურის ფერიც, ზომაც და სტილიც თქვენი არჩეული იქნება და "მომწონს-არმომწონს"-ს ადგილი აღარ ექნება. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ მაისური უნდა იყოს ბამბის (ანუ "მაიჩნი") წინააღმდეგ შემთხვევაში ლოგო ვერ გადავა. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ლოგოს ფერები, წითელი და შავი, არ შეიცვლება, შესაბამისად ამ ფერის მაისურების მოტანა არ გინდათ. ასევე, არ არის მიზანშეწონილი მუქი ლურჯი, მწვანე და ისეთი ფერი მაისურის შეძენა, რომელზეც ლოგო რთულადგასარჩევი იქნება. უმჯობესია, ნათელი ფერები იყოს![]()
მოკლედ, შეიძინეთ მაისური, დაამატეთ 5 ლარი და მომიტანეთ მე. 5 ლარს პირობითად ვწერ, რადგან არ ვიცით ზუსტად რა დაჯდება მხოლოდ ლოგოს გადატანა. თუ მორჩება ფული, რა თქმა უნდა, დაგიბრუნებთ უკან მაისურთან ერთად. ახლა სად შეგიძლიათ ჩემი ნახვა. ბარათაშვილის 2, "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" (GTC-სკენ გამავალ არკასთან, მარჯვენა მხარეს), ოღონდ წინასწარ დამირეკეთ 899 755884 ლიკა
რაც შეეხება ფირმას, სადაც დავბეჭდავთ. ეჰ-დათოს შეწუხება თუ მოგვერიდება, ბევრი პოლიგრაფიული ფირმაა, სადაც შეიძლება ლოგოს გადატანა მაისურზე. თანხებიც თითქმის იგივე ჯდება. ამიტომ ჯერ სიაში ჩეწერეთ და თანხა მოიტანეთ და ფირმის საკითხს მერე გავარკვევთ.