მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
mimino
ბოდიალა
Posts: 242
Joined: 29 აპრ 2008, 09:58
Contact:
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by mimino » 12 თებ 2009, 15:23

SHORENA
ნუ საჭიროების შემთხვევაში დაითხოვს პრეზიდენტს და პარლამენტს : ))

იქნება რელიქვია და ქვეყნის სახე...
ხალხისთვის მაგალით : )

რა ვიცი, მხარდამჭერი რო ვიყო მეფის ინსტიტუტის უფრო მეტი მეცოდინებოდა ალბათ მარა... ამ შემთხვევაში დადებითზე მე ნაკლებად ვისაუბრებ...

კარგად მიხვდები ჩემი პოსტებიდან მე არ ვცდილობ მეფის პროპაგანდას, მაინტერესებს არგუმენტირებული მიზეზები სამეფო გვარის ლანძღვისა და "ბატები და კვატების" ძახილისა...
Image

User avatar
SHORENA
მაწანწალა
Posts: 345
Joined: 12 ივლ 2007, 18:43
Location: Tbilisi
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by SHORENA » 12 თებ 2009, 15:38

mimino


ნუ, მონარქი რომ აღარ მოგვეწონება, მაგას ვინ დაითხოვს?

:wink:

User avatar
mimino
ბოდიალა
Posts: 242
Joined: 29 აპრ 2008, 09:58
Contact:
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by mimino » 12 თებ 2009, 15:49

SHORENA
და რას გიშლის თუ ის შენს პოლიტიკას არ მართავს?
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by ARCHILI » 12 თებ 2009, 15:52

mimino wrote:ARCHILI
რუსებმა საკუთარი სამეფო გვარი გაწყვიტეს და ჩვენებს რას სთხოვ, რატო არ მოკვდნენ მაგ წლებში?

მე იმას ვკითხულობ, თუ კი მერაბ კოსტავა, 9 აპრილის გმირები და სხვა უამრავი ადამიანი საკუთარ თავსა და სიცოცხლეს სწირავდა ქვეყნისათვის, მაგ დროს სად იყვნენ - თქო...

ლეგალური ინტერესია...

რატომ არ გამოდიოდნენ და არ შიმშილობდნენ სხვებთან ერთად?..

სხვა ქართველებს თუ სამშობლოსა და თავიოსუფლების სიყვარულის გამო იჭერდნენ, ხვრეტდნენ და აწამებდნენ, რატომ არ ჩანდნენ ეგენი და არ წირავდნენ თავს სხვა ქართველებივით?..

რატომ არ იბრძოდნენ სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომში?..

სად იყვნენ მთელი ეს წლები?..

ის, რომ პატივი მოითხოვო და საკუთარი "დინასტია" წინ წამოწიო, ამის მორალური უფლება უნდა გქონდეს, რაც, ჩემი აზრით (და არამარტო ჩემი აზრით), ამ ხალხს არ აქვს...

და ვკითხულობ, კონკრეტულად ამ ადამიანებს, რომელი დამსახურებების გამო ეკუთვნით პატივი ?...

ვკითხულობ და ამიხსენით...

აი, ის ხალხი, ვინც დღეს თავს "დინასტიად" მიიჩნევს, რა გაუკეთეს ქვეყანას და ხალხს?..

ამიხსენით და ჩამომიყალიბეთ, მადლობელი დაგრჩებით...

მეორე საკითხი, დამატებით ისაა, რომ საერთოდ იდეა ძალიან ბუნდოვანია, საუკეთესო შემთხვევაშიც კი, ისევ ერთი ადამიანის მოლოდინია, ისევ რაღაც დევ-გმირის, რაც არარეალისტურია, ასეთმა მოლოდინებმა ვერ გაამართლა და ვერც გაამართლებს და საფუძველშივე არასწორია...

შორენას თქმისა არ იყოს, მთელი ძალისხმევა სამოქალაქო ინსტიტუტის განვითარებაზე უნდა მიმართოს ქვეყანამ და არა ახალ-ახალი კლანების წარმოშობაზე...
Image

User avatar
mimino
ბოდიალა
Posts: 242
Joined: 29 აპრ 2008, 09:58
Contact:
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by mimino » 12 თებ 2009, 15:59

ARCHILI
აქ ზოგადად დინასტიის წამოწევაზე არ არის საუბარი, აქ არის სამეფო გვარის ჩამომავალის აღზრდაზე და მის დამსახურებაზე და ღვაწლზე ცოტა ადრეა საუბარო როცა ჯერ არც დაბადებულა, ჰოდა 20 წლის მერე როგორი მეფობის კანდიდატი ეყოლება საქართველოს არ ვიცით და ეხლა მასზე კვატის, ბატის და ზღმარტლის ძახილი მე მგონი არ უნდა იყოს კორექტული საქციელი...
Image

User avatar
SHORENA
მაწანწალა
Posts: 345
Joined: 12 ივლ 2007, 18:43
Location: Tbilisi
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by SHORENA » 12 თებ 2009, 16:21

mimino


ისე, რაღაც უაზრო სიტყვების ძახილი მეც არ მომწონს, მაგრამ..

მოდი რეალურად ვიმსჯელოთ:
იდეაში, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე მიზანი ერთია, რომ პატრიარქის მიერ აღზრდილი მონარქი გვყავდეს, რომელსაც სავარაუდოდ ექნება ყველა ის თვისება და ღირსება რაც საქართველოს სახელმწიფოს მმართველს სჭირდება (რაც ავტომატურად გულისხმობს პოლიტიკაში ჩარევას).
მაგრამ ასევე უნდა გავითვალისწინოთ პატრიარქის ჯანმრთელობის ფაქტორიც..

მოკლედ ისევ და ისევ მთავარია საზოგადოება, სამოქალაქო საზოგადოება და ჩვენი რეალური ხედვა ყველაფრისადმი! :roll:

User avatar
mimino
ბოდიალა
Posts: 242
Joined: 29 აპრ 2008, 09:58
Contact:
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by mimino » 12 თებ 2009, 16:26

SHORENA
მართალია მთავარია საზოგადოება და არა 20 წლით ადრე უაზრო ლანძღვა
Image

optimisti
ბოდიალა
Posts: 223
Joined: 18 იან 2008, 14:31
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by optimisti » 12 თებ 2009, 17:23

SHORENA წერდა:

"მოკლედ ისევ და ისევ მთავარია საზოგადოება, სამოქალაქო საზოგადოება და ჩვენი რეალური ხედვა ყველაფრისადმი",
აი ეს არის პრობლემის თავი და ბოლო და არა მარტო ამ საკითხში.

სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებას ძალიან სწრაფად მობეზრდა ის მცირე თავსუფლებაც კი, რაც ამ ბოლო რამდენიმე წელიწადმა მოიტანა არჩევნების (თუ არჩევნების მცდელობის) სახით. არჩევანის უფლების ქონა ხომ პასუხისმგებლობაცაა და ვაიმე, მე რომ ვიყო პასუხისმგებელი ჩემს პრობლემებზე?! არ ჯობია ვინმემ მმართოს, მომიაროს, იყოს თუნდაც "ღვთის მიერ კურთხეული".

ამას უფრო იმიტომ ვამბობ, რომ ასეთი ხანგრძლივი დისკუსიის მიუხედავად , ვერავინ გასცა პასუხი ჯერ კიდევ დისკუსიის დასაწყისში ჩემს დასმულ კითხვას:

"რა ფუნქცია ექნება მეფეს? " (კიდევ გავიმეორებ რომ სადღეგრძელო და პათეტიკა არ არის პასუხი)

User avatar
mimino
ბოდიალა
Posts: 242
Joined: 29 აპრ 2008, 09:58
Contact:
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by mimino » 12 თებ 2009, 17:46

optimisti
(კიდევ გავიმეორებ რომ სადღეგრძელო და პათეტიკა არ არის პასუხი)
ამას უფრო იმიტომ ვამბობ, რომ ასეთი ხანგრძლივი დისკუსიის მიუხედავად , ვერავინ გასცა პასუხი ჯერ კიდევ დისკუსიის დასაწყისში ჩემს დასმულ კითხვას:

"რა ფუნქცია ექნება მეფეს? "
ჰოო აი ეგაა მნიშვნელოვანი, აქ ჯერ მარტო ლანძღვა მოვისმინე და როგორც ჩანს არავინ იცის რა დაეკისრება მეფეს...
სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებას ძალიან სწრაფად მობეზრდა ის მცირე თავსუფლებაც კი, რაც ამ ბოლო რამდენიმე წელიწადმა მოიტანა არჩევნების (თუ არჩევნების მცდელობის) სახით. არჩევანის უფლების ქონა ხომ პასუხისმგებლობაცაა და ვაიმე, მე რომ ვიყო პასუხისმგებელი ჩემს პრობლემებზე?! არ ჯობია ვინმემ მმართოს, მომიაროს, იყოს თუნდაც "ღვთის მიერ კურთხეული".
ანუ შენ ამბობ რო განტევების ვაცს ვეძებთ?
Image

optimisti
ბოდიალა
Posts: 223
Joined: 18 იან 2008, 14:31
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by optimisti » 12 თებ 2009, 18:00

[u]mimino[/u]

[quote]ანუ შენ ამბობ რო განტევების ვაცს ვეძებთ?[/quote]

დიახ ასეა ,

და კიდევ , ვამზეურებთ ჩვენი კონფორმისტული საზოგადოების სახეს, როცა თითქმის არავის აქვს პასუხი და მაინც მხარს უჭერს მას, რადგან "აი ის, მნიშვნელოვანი ფიქრობს ასე".


User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by GOGONA » 12 თებ 2009, 19:06

ისა და... :roll:

ხაზინის არაეფექტურ ხარჯვაზე თუა საუბარი შადრევნებს რაღას ვერჩით? :wink:

და 2,5 საუკუნიანი "პრაბელის" ამოვსება? :roll:

...და არისტოკრატიის მახასიათებლები? ქონება, კაპიტალი, განათლება, აღზრდა, პოლიტიკური გონიერება?
:roll:
კი მაგრამ თუ ასეთები არიან, სად არიან? :roll:
Who is John Galt?

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by GOGONA » 12 თებ 2009, 19:18

უი უი უიიი

აქ რა ამბები მომხდარა წინა გვერდებზე, :oops:
წავედი თეთრი მანდილის ფოტო ვიშოვო და ავტვირთო :roll: :oops: :oops:
Who is John Galt?

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by Tamusia » 12 თებ 2009, 19:20

GAMARJOBA SAQARTVELO

კი, ანა დავითთან ქორწინებამდე გათხოვილი იყო. როგორც სხვებმაც და რეზო ჩხეიძემაც თქვეს, მას დავითზე დაქორწინება გათოვებამდეც შესთავაზეს, მაგრამ ის ცოლად გაჰყვა მას, ვინც უყვარდა, გვარად მალანიას, თუმცა შემდეგ გაშორდა. მას ორი გოგონა ჰყავს.
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო


ფორუმი დახურულია
თემა დახურულია

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]