ძალიან მაგარი ლაშქრობა ძალიან მაგარი ხალხით და მაგარი აღწერით!!
დიდი მადლობა ყველაფრისთვის: რომ დაგეგმეთ, რომ არ გადადეთ, ასე მაგრამ რომ იარეთ, რომ გადაიარეთ და რომ არ დაიზარეთ და აღწერეთ, თანაც რუკებით და ამბებით!
"უცხო" ბილიკების დამგეგმავებს განსაკუთრებით პატივს ვცემ, თუმცა ამ ბილიკს (უკვე არა უცხოს) თუ ვინმე გაიმეორებს ყველანაირად ვეცდები შემოერთებას
, ახლაც ვნახე დაგეგმვა და ხდის ხეობის და სი-უცხოვის გამო გულით მინდოდა წამოსვლა მაგრამ ვერ გამომივიდა...
როგორ ვისიამოვნე თქვენი რეპორტაჟით ხომ ვერ აღგიწერთ!
ძველი დრო გამახსენა და "კიდევ დადიან!" გამაფიქრა, გაიხარეთ!
იმ ადამიანზე მეც ვინერვიულე, იქნებ ვინმეს რამე უჭირდა მეთქი ძალიან ჩამეჭედა მაგრამ ეხლა რომ შემოვედი და მაძახურებზე წავიკითხე რაღაცა სულ სხვა განზომილებაში გადავედი
დავითაუს არ ვიცნობ მაგრამ არხოტს გეგმავს ვნახე, სახელიც ისეთი აქვს და ალბათ ხევსური იქნება ვხვდები... ამათ ისე იციან ასეთ მითოლოგიურ პერსონაჟებზე საუბარი, რომ ადგილს არ გიტოვებენ იფიქრო, მაძახურა, იახსარი, კოპალა არსებობდნენ მართლა თუ არა, ისე ყვებიან შენ რომ ბაბუაშენის ან ბიძაშენის ამბავს მოყვები, დაჯერებით და დამაჯერებლად
და ეს იმდენად გადამდებია რომ უკვე ამ სამყაროში ექცევი და დიდი ძალისხმევა გჭირდება რომ თავი დააღწიო და იფიქრო ეს მაძახურა ალბათ კლდეებიდან ექოა არა?... და უკვე ისე ხარ გაბრუებული მონაყოლის სილამაზით რომ აღარც გინდა ეს მეცნიერება
, შენც გინდა რომ მაძახურა არსებობდეს, მოგწონს და თვითონაც გინდა დაჰყვე და შენც იქ იყო
მოკლედ, მაპატიეთ ეს ლირიული გადახვევა
მაგრამ ისე მოუხდა ეს მაძახურა ამ ლაშქრობას, რომ იტყვიან დააგვირგვინაო
გაიხარეთ!