უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
anano
- იეტი
- Posts: 1620
- Joined: 10 მარ 2006, 03:23
- Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
-
Contact:
Post
by anano » 16 ნოე 2010, 11:45
ესეც ამ გასვლის მონაწილე ყველა გოგო ერთად

ფოტო გოგას ეკუთვნის...
სოფ.ადიში

"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"
-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 27 ნოე 2010, 00:32
როგორც ზევით აღვნიშნე, ადიშიდან უშგულში გავემართეთ.
გზად ლოდზე აღმართული კოშკი ვნახეთ, ქურდიანების გვარს რომ ეკუთვნის, სიცივემოსიებულებმა წავიხემსეთ და დავიძარით.
იფარსა და უშგულს შორის, მთაზე აღმართული ეკლესიაა, სადაც ყოველი წლის მკათათვის 28ში კვირიკობა იმართება, ხოლმე.
დაბლა, სამანქანო გზის პირზე ჯვარია აღმართული, გამვლელი სვანი თავს მოვალედ თვლის, შედგეს, ჭიქა სასმელი გამოცალოს და სალოცავებისა და კუთხე-კუნჭულის სადღეგრძელო თქვას.
შემდეგ სოფელი კალაა.
კალას შემდეგ კი უკვე ბინდბუნდი ჩამოგვიწვა.
უშგულამდე დარჩენილი 9 კმ წყვდიადში გავიარეთ.
ვინც უშგულშია ნამყოფი, იცის, როგორ შთამბეჭდავად გეგებება უშგულის 1ლი დასახლების - მუხურის კოშკები და როგორ
თანდათან შედიხარ სვანურ ზღაპარში.
დასანანია, რომ თანამგზავები სიბნელის გამო ამ სილამაზის თანაზიარნი ვერ გახდნენ.
9 სთზე საოჯახო სასტუმროში ვიყავით, ვივახშმეთ და დავიძინეთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 27 ნოე 2010, 00:57
დილით კრიალა ცა დაგვიხვდა. უცბად ვისაუზმეთ და ლამარიასკენ გავემართეთ, სიდანაც შხარა უნდა დაგვენახა.
ეს ის შხარაა, საიდანაც მდინარე ენგური სათავეს იღებს.
მართლაც, შთამბეჭდავად გამოიყურებდა ქათქათა შხარა.
რადგან დღე მოკლე იყო და მანძილი გძელი, დონის მანქანით გავემართეთ.
ულამაზესი ხედები გვეშლებოდა. შხარას თავზე კი თან და თან ღრუბელი იკრიბებოდა.
ცოტა ხანში ეს მოკრიალებული რძისფერი გახდ.
ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ თვალ-ხელ შუა გაავდრდებოდა.
ჩვენ შხარას ძირამდე მივირწევდით.
მე ცოტას ვჩქარობდი, ალაგ-ალაგ გამოჭვრეტილი მზით განათებული შხარის გადაღება მინდოდა. შემდეგ მარტომ გადავწყვიტე შხარას ფერდობზე ასვლა.
მეწყერული ნაშალი უხვად იყო. ზოგან ქვა ბრუნავდა, ზოგან ყინული იყო, მაგრამ მაინც ჯიუტად მივიწევდი თოვლიან ფერდობებამდე, სადაც პატარა ტბაც მეგულებოდა.
ხან და ხან უკან ვიყურებოდი. თანამგზავრები სულ უფრო პატარავდებოდნენ, მათ მხოლოდ მოძრაობებითღა ვარჩევდი.
გასა20არი იყო შხარა, ნაცნობი ტბაც ნაშალისგან გაპობილი და გათოშილი დამიხვდა.
ყინულს ქვებით ვლეწავდი, რომ ანარეკლით დამენახა შხარა.
ჩატეხილ ყინულებს ხელით ვიღებდი, მაგრმ ცა რადგან მქუფრული იყო, ტბური ცისფრად არ ელვარებდა.
მცირეოდენ ზეგანზე სული მოვითქვი და უკან დავბრუნდი. ჯგუფს ისე სხარტად შევუ1დი, რომ მიკვირდა კიდეც,
შხარაზე ასვლას დიდი ხანი რატომ მოვანდომე.
უკან დაბრუნებულს დონის მანქანის უკანა ნაწილი მოხატული დამიხვდა.
ანანოს, მარიშკას, კაკატულის და ინა-უნას უცელქიათ.
ლამაზი ნახატები კი გამოვიდა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
anano
- იეტი
- Posts: 1620
- Joined: 10 მარ 2006, 03:23
- Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
-
Contact:
Post
by anano » 27 ნოე 2010, 01:03
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
ანანოს, მარიშკას, კაკატულის და ინა-უნას უცელქიათ.
ლამაზი ნახატები კი გამოვიდა
ჰო და ვის აქვს მაგ ნახატის ფოტო ნეტავ ?
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"
-
Ledi
- მაწანწალა
- Posts: 629
- Joined: 21 მარ 2010, 15:55
- Location: ალუბლების ქუჩაზე :)
Post
by Ledi » 27 ნოე 2010, 20:22
khrukhuna wrote:მადლობა ამ მოგზაურობის თითოეულ მონაწილეს ლამაზი დღეებისთვის..
ხოდა ამ ლამაზი მოგზაურობის ფოტოებს მე დავდებ:
ანგელოზის ტბა
ეს ტბა ,,ოქროსხანის" საზღვრებით რომ იყოს წარმოდგენილი უკეთესი არ იქნებოდა?! ტაო-კლარჯეთი, სამცხე, ჰერეთი....
-
tamuna_gudarexi
- იეტი
- Posts: 2290
- Joined: 15 ივნ 2005, 15:28
- Location: არსად...
Post
by tamuna_gudarexi » 29 ნოე 2010, 11:54
ულამაზესი ფოტოებია...
სვანეთი ჩემი ოცნებაა თუშეთთან ერთად, უნდა ავიხდინო!
მშვენიერი გასვლა გქონიათ! დავტკბი!
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir
-
Lahil
- ბილიკზე მოარული
- Posts: 97
- Joined: 11 სექ 2007, 13:53
Post
by Lahil » 29 ნოე 2010, 22:35
რა ლამაზია ეს ყველაფერი!!!
ძალიან მაგარი გასვლა გქონიათ
ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე მთვარეა..
და ყველაფერი ზღაპრული და
იდუმალია-
-
marishka
- ბოდიალა
- Posts: 246
- Joined: 21 აპრ 2008, 19:44
- Location: tbilisi
Post
by marishka » 30 ნოე 2010, 11:17
anano wrote:GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
ანანოს, მარიშკას, კაკატულის და ინა-უნას უცელქიათ.
ლამაზი ნახატები კი გამოვიდა
ჰო და ვის აქვს მაგ ნახატის ფოტო ნეტავ ?
კაკატულის?:) ხო, ხრუხუნა ხომ არ იცელქებდა თუმცა

-
anano
- იეტი
- Posts: 1620
- Joined: 10 მარ 2006, 03:23
- Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
-
Contact:
Post
by anano » 30 ნოე 2010, 11:56
marishka wrote:anano wrote:GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
ანანოს, მარიშკას, კაკატულის და ინა-უნას უცელქიათ.
ლამაზი ნახატები კი გამოვიდა
ჰო და ვის აქვს მაგ ნახატის ფოტო ნეტავ ?
კაკატულის?:) ხო, ხრუხუნა ხომ არ იცელქებდა თუმცა

მარიშკა, რა დაკვირვებული ხარ, შენი გულისა

"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"
-
ინა-უნა
- ბოდიალა
- Posts: 280
- Joined: 19 მაი 2010, 23:16
Post
by ინა-უნა » 30 ნოე 2010, 23:46
მამაიმუნარ მანქანასთან გადაღებული სურათები დონს აქვს მგონი

-
marishka
- ბოდიალა
- Posts: 246
- Joined: 21 აპრ 2008, 19:44
- Location: tbilisi
Post
by marishka » 27 ოქტ 2011, 00:56
ერთი წელი გასულა ზუსტად იმ დღიდან, რა დღიდანაც გავიცანი და შემიყვარდა საქართველოს ერთერთი უულამაზესი კუთხე.
ჩემ "სვანურ ემოციებზე" აუცილებლად დავწერ. დავწერ იმიტომ, რომ არათუ გამიარა იმ ემოციებმა, არამედ უფრო გამიმძაფრდა.
დაუვიწყარი დღეები იყო...

-
likakoo
- იეტი
- Posts: 1294
- Joined: 29 ივნ 2007, 14:27
- Location: msoflio
Post
by likakoo » 27 ოქტ 2011, 14:40
ჟრუანტელმა დამიარა ისეთი მაგარი ფოტოებიააა

)
თუ გიჭირს - ილოცე, თუ - გილხინს იგალობე!
-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 29 ოქტ 2011, 01:09
marishka wrote:ერთი წელი გასულა ზუსტად იმ დღიდან, რა დღიდანაც გავიცანი და შემიყვარდა საქართველოს ერთერთი უულამაზესი კუთხე.
ჩემ "სვანურ ემოციებზე" აუცილებლად დავწერ. დავწერ იმიტომ, რომ არათუ გამიარა იმ ემოციებმა, არამედ უფრო გამიმძაფრდა.
დაუვიწყარი დღეები იყო...

შემოგევლე, ჩვენი ეს გასვლა მეც სასიამოვნოდ მახსოვს.
რეპორტაჟი გასაგრძელებელი მაქვს და იმედია, მალე მოვაგვარებ ამ საკითხს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები