დაბადების დღის მისალოცად კარველთა ერთი ჯგუფი კავკასიკას ბორჯომში ვესტუმრეთ. გოგა, ნაია, ტომა, ლიკაკო, აცა, დონი, პაატა, კურუში და მე ულუმბოს, სლესის და აწყურის ციხეების მოსანახულებლად ვიყავით და საღამოს გიოს დაბადების დღის სუფრაზე აღმოვჩნდით
რამდენიმე ფოტოს შემოგთავაზებთ.
ისე როგორ იქნებოდა, თბილისიდან ტორტი არ წაგვეღო .
ტორტს სანთლები ჩავარჭვეთ
მერე ადმინისტრაციულ ოფისში მისულებმა სანთლები მალულად ავანთეთ
და გავემართეთ შენობისკენ
Last edited by Mta Mkvarebia on 21 ოქტ 2009, 15:19, edited 1 time in total.
შევცვივდით ოთახში "რა ლამაზი დღეა"-ს სიმღერით . შარშანდელი დაბადების დღისგან განსხვავებით,, იუბილარი მზად არ იყო ტორტის სურპრიზისთვის, ეგონა რადგან თავიდანვე არ გამოვაჩინეთ, ტორტს და საბათქუნოებს გადავრჩიო, ამიტომ ჯიბიდან შუბლის ფანარი არ ამოუღია, როგორც შარშან გააკეთა
ჩააქრო სანთლები
მაგრამ ჩამქრალი სანთლები კვლავ აბრიალდა , რა იცოდა ჯადოსნური სანთლები რომ ჰქონდა გოგას შერჩეული
სანთლების ჩაქრობაში მარიამიც ეხმარებოდა
ბოლოს ერთობლივი ძალებით მოახერხეს მათი ჩაქრობა
ცოტა ხანში მარიმ მეორე სანტელანთებული ტორტი შემოიტანა
მაშინვე გაისმა ფრაზა: "აბა რამდენ იუბილარს ჩაუქრია 2 ტორტზე სანთლებიო?" ასე რომ გიოს განსაკუთრებული წელი ელის, ერთდროულად 2 სურვილი უსრულდება
კავკასიკას კომპიუტერში ბევრი გემრიელი ლაშქრობისა თუ შეხვედრის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა ვნახეთ და მაგრად ვიხალისეთ . ბოჭოს ცეკვა კი მათ შორის შეუდარებელი იყო .
მერე ოთახში გოგა დაბრუნდა, რომელიც ცოტა ხნით სადღაც გაიპარა, საბათქუნო თოფის ლულასავით კარებში შემოაცურა და..
იქაურობა ნაირფერი ქაღალდების ნაგლეჯებით დაიფარა . კავკასიკამ მხოლოდ იმის თქმა მოასწრო: "აფსუუუს რა ბაჟი იყოო "
მალე დავემშვიდობეთ მასპინძლებს, რადგან წინ გრძელი გზა გველოდა და გამოვემართეთ თბილისისკენ . კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გიოს, მარის, დათოს და ეროვნული პარკის ადმინისტრაციის თანამშრომლებს შესანიშნავი მასპინძლობისთვის და ამ უკანასკნელებს კიდევ იმისთვის, რომ გაგვიძლეს . ჭირი იქა , ლხინი აქა ...
GAMARJOBA SAKARTVELO
Nika
ნიმფა
LEVANIKO
guruli
Shanshika
lama
paata_
baqo
Gio-horus
Makena
namcecuna
TuTa
nusa
kiki
zika
Tamusiა
konstantine
Naia
Mta Mkvarebia
Ninukala
გვალდა
Archil
Tikalo?!
ნინი_85
Tomas
,ლიკაკოს,
აცას,
დონს,
ტრულის
კურუშს
უფოს
ჯე-ბი-ს,
დევის ხვრელს
და .....
დიდ მადლობას გადაგიხდით მოლოცვისათვის.
ღმერთმა ბევს დამასწროს თქვენთან ერთად კარვული მოლოცვა მაინც სულ სხვაა..
ვაიმე კავკასიკა ეს რა დამმართნია...ეხლა ვნახე შენი დაბ,დღე რომ ყოფილა...თანაც უკვე კაი ხნის წინ...მაგრამ მგონი მეპატიება, შორს ვარ და გვიან ვიგებ ხოლმე თქვენს ამბებს...
მოგილოცავ და გულით გისურვებ უდიდეს ბედნიერებას, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას!!!
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"
You cannot post new topics in this forum You cannot reply to topics in this forum You cannot edit your posts in this forum You cannot delete your posts in this forum