ლამაზი ადგილია ძალიან და ყველა ხე რომ შეიფოთლება, მერე კიდევ უფრო დამშვენდება იქაურობა, ასე ვფიქრობ. სიამოვნებით გავილაშქრებდი კიდევ ერთხელ

დიდი მადლობა ლაშქრობის ყველა მონაწილეს, ვინც გაალამაზა გუშინდელი დღე!
Wanderer
დიდი მადლობა! ძალიან კარგად გვატარე და მით უფრო უკეთესი იყო, რომ ასვლისას სამანქანო გზით სიარულმა არ მოგვიწია! სიამოვნებით წამოვალ შენი წინამძღოლობით სხვა ლაშქრობებშიც!
GAMARJOBA SAKARTVELO
მადლობა, გოგა, ასეთი კარგი ლაშქრობის ორგანიზებისთვის.
ჰოდა, შენს გასვლებში განსაკუთრებულად იგრძნობა ერთიანობა, ანდა სურვილი, ერთად დავტკბეთ და ვიხაროთ!
Ksovreli
დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, ალექს, თოვლისთვის... რას ვიფიქრებდი, იმ მშვენიერი ამინდისას თოვლის გუნდას თუ დავიჭერდი ხელში.
გვიამბე, რა, იმ მთიდან რა და როგორ მოჩანდა!
imerkhevli
ნინ, მართლა ულამაზესი ადგილებია. თავიდან რომ მივადექით ტბას, ლამაზი კი იყო, მაგრამ ჩვეულებრივად ლამაზი. შემდეგ Gio-horus-ის იდეა მომეწონა, ტბას შემოვუაროთო და ჩვენ და Ksovrelი დავიძარით ტბის გარშემოსავლელად. თითქმის ყოველი შემდეგი ნაბიჯიდან ტბა სულ სხვაგვარი ჩანდა. ყველა, ვინც არ დაიზარა და ტბას შემოუარა, ალბათ, დამეთანხმება.
ხან ხეებს შორის მოჩანდა ტბის მწვანე წყალი, ხან მზის სხივები ალიცლიცდებოდნენ მასზე... აქა-იქ ხავსები ხატავდნენ წყლის ზედაპირზე უცნაურ ნახატებს... იმისდა მიხედვით, ტბის მეორე მხარეს როგორი ხეები იყვნენ ჩამწკრივებული, როგორ შეფოთლილნი და ასე შემდეგ, სულ სხვადასხვა ნახატი მოჩანდა. გიო-ჰორუსმა აღბეჭდა ეს სილამაზე და ფოტოებიდან იხილავ.
ჰო, არ გამომრჩეს, ქსოვრელი საკმაოდ მაღალ მთაზე ავიდა, რომლის თავზეც ხეებს შორის შემორჩენილი თოვლი მოჩანდა... ძალიან კი მინდოდა, მეც წავსულიყავი, მაგრამ ვერ შევძლებდი იმ აღმართების სწრაფად ავლას, არადა იმ დღეს უკან წამომსვლელებს, დრო აღარ გვქონდა. ალექსმა კი სწრაფად მოიარა მთა-ბარი

ჩემი რეკომენდაცია ყველას, წავიდნენ და ნახონ ის გარემო!
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir