საქართველოს დიდი ათეული
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
საქართველოს დიდი ათეული
კარგი იქნებოდა ვიაქტიუროთ ჩვენი ფავორიტებისათვის

Last edited by ARCHILI on 07 დეკ 2008, 03:52, edited 5 times in total.
საქართველოს დიდი ათეული
მემგონი ქართველობაზე მეტად აქ აქცენტია საქართველოსთვის რა გააკეთაInt3lig3nt wrote:სადაური ქართველი იყო4. წმინდა ნინო
მასე ვორონცოვიც არის სიაში

საქართველოს დიდი ათეული
kotetbeli
ასეული როდის იქნება შედგენილი?
და ერთი პრობლემა: სამწუხაროდ ბალის ნომრიდან სმს-ბი არ იგზავნება, არადა წესით უნდა იგზავნებოდეს...

ხო, ერთი პერიოდი მაგთიში იყო პრობლემა და იმედია გამოსწორდება მალე.დათო wrote:kotetbeli
ასეული როდის იქნება შედგენილი?
და ერთი პრობლემა: სამწუხაროდ ბალის ნომრიდან სმს-ბი არ იგზავნება, არადა წესით უნდა იგზავნებოდეს...
რაც შეეხება ასეულს, ჯერ არ ვიცი, სოციოლოგები მუშაობენ ეხლა, აისითის გამოკითხვები ჩამოვიდა მთელი საქართველოდან და ძალიან საინტერესო შედეგებია, ვნახოთ.
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...
საქართველოს დიდი ათეული
kotetbeli
და ეს ჩამოსული გამოთხვის შედეგები დაჯამდება ინტერნეტში განთავსებულ შედეგებთან, თუ როგორი იქნება ამ ორი ტიპის შედეგების ურთიერთობა?

კი, ყველა გამოკითხვა დაჯამდება.დათო wrote:kotetbeli
და ეს ჩამოსული გამოთხვის შედეგები დაჯამდება ინტერნეტში განთავსებულ შედეგებთან, თუ როგორი იქნება ამ ორი ტიპის შედეგების ურთიერთობა?
+ როგორც კი ასეული გამოიკვეთება, ერთი ნომრიდან 24 საათში მხოლოდ 1 სმს–ის გაგზავნა იქნება შესაძლებელი ერთ ნომინანტზე, რათა თავიდან ავიცილოთ სმს–ების რაოდენობით ვინმეს მანიპულირება და ხმათა რაოდენობა სამართლიანად განაწილდეს.
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...
საქართველოს დიდი ათეული
kotetbeli
ბოდიში გამეორებისთვის, მაგრამ დაახლოებით მაინც როდის დადგინდება ასეული?
სწორედ სმს-ების გამო მაინტერესებს
ამ თვეში მოხდება ეს თუ?..

კი, 100 ნომინანტის სია მალე გამოქვეყნდება, ხოლო 25 დეკემბერს უკვე იქნება 50 –ეული, ამ ეტაპიდან უკვე ჩაერთვებიან ლობისტები, რომლებიც დამატებით კიდევ უფრო უკეთესად წარმოაჩენენ გამოჩენილ მოღვაწეებს.დათო wrote:kotetbeli
ბოდიში გამეორებისთვის, მაგრამ დაახლოებით მაინც როდის დადგინდება ასეული?
სწორედ სმს-ების გამო მაინტერესებს
ამ თვეში მოხდება ეს თუ?..
ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია ნებისმიერი ნომინანტის ლობისტი იყოს, ეს საყოველთაოა.
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...
საქართველოს დიდი ათეული
ისე, შედეგები მიანიშნებს იმაზე, რომ საზოგადოება ავად არის.
ბადრი პატარკაციშვილი გენერალ კვინიტაძეს რომ უსწრებს, ხოლო სტალინი ჩართულია დაძაბულ რბოლაში მიხეილ ჯავახიშვილთან, რომელიც თავადვე მოაკვლევინა...
ბადრი პატარკაციშვილი გენერალ კვინიტაძეს რომ უსწრებს, ხოლო სტალინი ჩართულია დაძაბულ რბოლაში მიხეილ ჯავახიშვილთან, რომელიც თავადვე მოაკვლევინა...
საქართველოს დიდი ათეული
იოანე მარუშისძე, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა საქართველოს წარმატებით გაერთიანებაში 10 საუკუნის ბოლოს, მხოლოდ 198 ადგილზეა 

საქართველოს დიდი ათეული
kotetbeli
უკაცრავად, ხომ არ განმარტავდით გარკვეულ... უცნაურობებს?
აი მაგალითად, რანაირად აღმოჩნდნენ ასეულში ნოე ჟორდანია და გიორგი შარვაშიძე? ვებ- და სმს- რეიტინგი მათ საერთოდ არ ჰქონდათ, 100 კი არა, 300-შიც არ იყო ჟორდანია.
ჰოდა... რომელმა რეგიონმა მისცა ან ერთს ან მეორეს ყველა თავისი ხმა?
ვშიშობ რომ ეს ორი "ნომინანტი" მხოლოდ მაგალითები არიან უფრო ზოგადი სურათის

დათო
გეთანხმები, უცნაურობები განსაკუთრებით გამოიწვია ,,კვირის პალიტრის" ანკეტებმა... მეც გაოცებული ვიყავი, როდესაც უამრავი ანკეტა მოუვიდა (ნომრიტ 410) ნოკო ხურციას, თუმცა, ასეულში მოსახვედრად საკმარისი ხმები მაინც ვერ დააგროვა, ხოლო ჟორდანიას და შარვაშიძის რეიტინგისთვის საკმარისი აღმოჩნდა რეგიონალური და ,,კვირის პალიტრის" ხმები.
100-ულიდან 50-ეულის გამოსავლენად 24 საათში ერთი ნომრიდან მხოლოდ 1 სმს-ს მივიღებთ, რათა ყველაფერი სამართლიანად იყოს, გაგრძელდება ,,კვირის პალიტრის" ანკეტებიც და ვებ-რეიტინგიც.

3. სამასი არაგველი 10 ქართველში როგორ ჩაატიე?paata_ wrote:http://www.bestgeorgians.ge
ძალიან გამიჭირდა 10 საუკეთესო ქართველის ამორჩევა, ძალიან ბევრი გვყოლია დიდი ქართველი. ჩემი ათეული კი გავაკეთე, მაგრამ ძალიან ბვერზე გული დამწყდა რომ ვერ შევიყვანე საუკეთესოებში
1. დავით IV აღმაშენებელი (ბაგრატიონი)
2. თამარ მეფე (ბაგრატიონი)
3. სამასი არაგველი
4. წმინდა ნინო
5. გოდერძი ჩოხელი
6. ვაჟა-ფშაველა
7. ასურელი მამები
8. გრიგოლ ხანძთელი
9. დემეტრე II თავდადებული
10. ლადო ასათიანი
: )
309 გამოდის : )))
4. წმინდა ნინო ქართველი არ ყოფილა : )
7. ასურელი მამებიც 1 არ ყოფილა : )
არც ეგ ეტევა 10-ში : ))
კარგიაა : )
საქართველოს დიდი ათეული
ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა
ეეეეეეეეეეეეჰ

ეეეეეეეეეეეეჰ

საქართველოს დიდი ათეული
გთავაზობთ ჩემი მიმართვის ტექსტ, რომელიც სხვადასხვა წრეში გავრცელდა...
მეგობრებო, ალბათ ამ გადაცემის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა 16 იანვარს ყველა სერიოზულ საგონებელში ჩაგვაგდო...
მინდა ჩემი მოკრძალებული აზრი გაგიზიაროთ...
პირადად მე, როგორც მაყურებელი და თუნდაც დარგობრივი სპეციალისტი, ამ გადაცემას პოზიტიურად არ ვუყურებ... მიმაჩნია, რომ არ არის ის ფორმატი და ის გადაცემა, რაც საკითხებს იმ ფორმით გაავრცელებს, როგორც მისი პრომოუშენი აცხადებს.
პროექტის დადებით მხარედ უდაოდ ვთვლი იმ ფაქტორს, რომ მრავალი ქართველის არსებობა ნამდვილად პირველად შევიტყვე ამ პროექტის წყალობითა და მონდომებით...
მიუხედვად ამისა, ქართულ გარემოში სმს და ინტერნეტ ფაქტორით გაკეთებული არჩევანი ნამდვილად ძალიან პირობითია, როდესაც ეს ეხება ჯეოსტარებსა და ჯეობარებს - გასაგებია, რომ საპირწონეზე არ არის დადებული ზედმეტად ფაქიზი საკითხები...
"საუკეთესო ქართველობის" სმს და ინტერნეტ არჩევანი ნამდვილად ზედმეტად პირობითია, ხოლო საკითხი - ჩვენი გარემოსათვის ზედმეტად ფაქიზი...
თავად პრომო აქციების ამა თუ იმ მოღვაწის მიმართ, მართალი გითხრათ, მე ცოტა საეჭვოდ მეჩვენება, არასწორად მიწოდებული ინფორმაცია რომელიმე მათგანის შესახებ ბევრად უფრო არასასურველია, ვიდრე უინფორმაციობა...
მეორე, უფრო მნიშვნელოვან ფაქტორად მე არა გადაცემის ავტორთა ეჭვქვეშ დაყენება მეჩვენება, არამედ ჩვენი მაყურებლის მოუმზადებლობა... საქმე იმაშია, რომ ჩვენმა აუდიტორიამ რომ ნაკლებად იცის რა კრიტერიუმებით არჩიოს თავისი ფავორიტები, ამას ბოლო წლებში გაკეთებული "არჩევანები" და საზოგადოებრივი შეხედულებებიც ამტკიცებს...
ამიტომ, საზოგადოებამ ჯერ უნდა ისწავლოს გარჩევა გმირებისა და ანტიგმირებისა, ისწავლოს სწორი შეხედულებების ჩამოყალიბება "ასარჩევის" მიმართ - საუკეთესოობის გააზრება და ა.შ.
ერთი სიტყვით, ძალიან ბევრი მიზეზი შემიძლია ჩამოვთვალო, რომელიც ამ ფორმატის გადაცემის მიუღებლობას დაამტკიცებდა...
მაგრამ...
ის, რაც მოხდა ჩვენს თვალწინ - პირდაპირ ეთერში, ეს კიდევ უფრო მიუღებელია ჩემთვის, მართალი გითხრათ...
მე, პირადად, როგორც მოქალაქე, მაყურებელი, გარკვეული პროფესიის ადამიანი - კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი ცენზურისა და ჩარევისა სარედაქციო პოლიტიკაში...
მოგვწონს თუ არ მოგვწონს გადაცემა - სხვა საკითხია, მაგრამ... გავა თუ არა გადაცემა - ეს კიდევ სხვა საკითხი...
მიმაჩნია საჭიროდ, გამოვხატო ჩემი მოქალაქეობრივი და თუ გინდ მაყურებლური პოზიცია (თქვენც და მეც ხომ ვიხდით ფულს ამ ტელევიზიის გადაცემებში)... რომ... არავის, თუნდაც ყველაზე საპატიო ადამიანს, არ აქვს უფლება ჩაერიოს ჩემს უფლებაში - მივიღო ან არ მივიღო გადაცემა... გადაცემის აკრძალვა არაფრით არ შეიძლება...
სინამდვილეში, ეკლესია, როგორც ინსტიტუტი, ამ გადაცემის დახურვით სხვა უფრო ფართო ამოცანების გადასაჭრელ ძალაუფლებას ზომავს საზოგადოებაზე...
პირადად, ჩემთვის მიუღებელია ამ მოტივით გადაცემის დახურვა და მიმაჩნია საჭიროდ ყველა შესაძლო წრეში გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება...
ძალიან დიდი მადლობა,
პატივისცემით,
არჩილ გამზარდია