კავკასიკ, აბა, გილ20ავთ დაბადების დღეს
Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia
კავკასიკ, აბა, გილ20ავთ დაბადების დღეს
მომილოცავს! 

კავკასიკ, აბა, გილ20ავთ დაბადების დღეს
კიდევ ერთხელ გილოცავ გაიხარე

კავკასიკ, აბა, გილ20ავთ დაბადების დღეს
აქაც მოგილოცო?
გილოცავ ამ მშვენიერ დღეს, გისურვებ ბედნიერებას, სიხარულს, ჯანმრთელობას. სიყვარულს და დაფასებას, გისურვებ შენი ყველა სურვილის და ჩანაფიქრის განხორციალებას, ვინაიდან ისინი სიცოცხლის სასიკეთოდაა მიმართული!!!

მი მალატ შვან
კავკასიკ, აბა, გილ20ავთ დაბადების დღეს
უი, როგორ გამომრჩენია, მეც გილოცავ! იმედია, დაგვიანებას მაპატიებ 

როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კავკასიკ, აბა, გილ20ავთ დაბადების დღეს
18 ოქტომბერს, კავკასიკას დაბადების დღეს, გადავწყვიტეთ მისთვის სურპრიზის გაკეთება, ბორჯომში ჩასვლა და დაბადების დღის პირადად მილოცვა. მაგრამ კავკასიკას ვინმე რამეს გამოაპარებს? მეორე მთაშენკაა
. ჰოოდა გამოძიების დელიკატიურობის მიუხედავად, რაც იმის გასარკვევად ვაწარმოეთ, ტყეში გავარდნილი არ დაგვხვედროდა ბორჯომში ჩასულებს, იუბილარი მიხვდა, ჩვენს განზრახვას: "ჰაიტ, თქვენ რაღაცას მიპირებთო"
. უარყოფას აზრი არ ჰქონდა. ასე რომ სურპრიზად გამიზნულმა ვიზიტმა თავიდანვე დაკარგა მოულოდნელობის ეფექტი
.
დაბადების დღე ტორტის გარეშე როგორ იქნებოდა და:

დაახლოებით 5 საათი იქნებოდა, ბორჯომისკენ გზას რომ გავუდექით გოგა, ნაია, ტრულალა, თამუსია და მე. გზაში ბოჭომ დაგვირეკა. თურმე ლიტველი სტუმრები ჰყოლია, ისინიც ბორჯომში მიყავდა და გვითხრა, კავკასიკასთან შევხვდებითო
.

დაბადების დღე ტორტის გარეშე როგორ იქნებოდა და:

დაახლოებით 5 საათი იქნებოდა, ბორჯომისკენ გზას რომ გავუდექით გოგა, ნაია, ტრულალა, თამუსია და მე. გზაში ბოჭომ დაგვირეკა. თურმე ლიტველი სტუმრები ჰყოლია, ისინიც ბორჯომში მიყავდა და გვითხრა, კავკასიკასთან შევხვდებითო

კავკასიკ, აბა, გილ20ავთ დაბადების დღეს
Mta Mkvarebia
ვახ ვახ!!! განაგრძე აბა რეპორტაჟი!!!
ვახ ვახ!!! განაგრძე აბა რეპორტაჟი!!!
მი მალატ შვან
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კავკასიკ, აბა, გილ20ავთ დაბადების დღეს
სიამაყით უნდა აღვნიშნო, რომ ჩემს პრაკტიკაში "კარავზე" ეს 1ად1 გასვლა იყო, სადაც ყველა დანიშნულ დროსMta Mkvarebia wrote:დაახლოებით 5 საათი იქნებოდა, ბორჯომისკენ გზას რომ გავუდექით გოგა, ნაია, ტრულალა, თამუსია და მე.
მოვიდა შეხვედრის ადგილზე.
1 წამიტაც კი არავის დაუგვიანია, რამაც ძნ გამახარა.
ჰოდა, კავკასიკასთანაც კგ დროს ჩავედით მოსალოცად
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კავკასიკ, აბა, გილ20ავთ დაბადების დღეს
დაახლოებით 8-ის ნახევარი იქნებოდა ბორჯომში რომ ჩავედით. იუბილარისადმი მილოცვის მერე გაშლილ სუფრას რომ თვალი მოვკარით, ერთმანეთის სალაშქრო ჩაცმულობას გადავხედეთ და გიოს "ვუსაყვედურეთ" დრეს-კოდის შესახებ რომ არ გაგვაფრთხილა
.
იუბილარი საჩუქრებს იღებს:

ჰოო, "ჩე გევარას" სიგარა მოჰყვებოდა კომპლექტში
იუბილარის გარდა, მასპინძლის ამპლუაში მისი თანამშრობლები დაგვხვდნენ. მალე კი პატარა კავკასიკა - გიოს ძმა დათო და ბოჭოც შემოგვიერთდნენ თავის სტუმრებან ერთად. დაიწყო ქეიფი. თამადად გიოს თანამშრომელი ოქრო კაცი ჯაბა დანიშნეს, რომლის ფოტოებით უკვე აჭრელებულია "კარვის" თემები
და არაერთი თაყვანისმცემელი ჰყავს კარველ მანდილოსნებს შორის
სადღეგრძელო სადღეგრძელოს ცვლიდა, ლექსი - ლექსს, სიმღერა - სიმღერას. ბოჭომ დაუკრა და იმღერა?! გავოგნდი
. ჯაბამ ლექსები წაიკითხა?!
, თამუსიამ პარალონი გააგდო კი არადა, იცეკვა?!
ლიტველმა სტუმრებმა რომ "სულიკო" (და მერე ლიტვური სიმღერები) შეუსრულეს იუბილარს ამაზე სულ გადავირიე

იუბილარი საჩუქრებს იღებს:

ჰოო, "ჩე გევარას" სიგარა მოჰყვებოდა კომპლექტში

იუბილარის გარდა, მასპინძლის ამპლუაში მისი თანამშრობლები დაგვხვდნენ. მალე კი პატარა კავკასიკა - გიოს ძმა დათო და ბოჭოც შემოგვიერთდნენ თავის სტუმრებან ერთად. დაიწყო ქეიფი. თამადად გიოს თანამშრომელი ოქრო კაცი ჯაბა დანიშნეს, რომლის ფოტოებით უკვე აჭრელებულია "კარვის" თემები

- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კავკასიკ, აბა, გილ20ავთ დაბადების დღეს
კავკასიკები

გგონიათ, ტორტი დაგვავიწყდა?
რა თქმა უნდა არა!. მაგრამ შესაფერის მომენტს ველოდით. შუა ქეიფში ნაია და თამუსია ჩუმად გავიდნენ ტორტის მანქანიდან გადმოსატანად. შემოსვლისას შექი უნდა ჩაექროთ და ტრადიციული "რა ლამაზი დღეა" ემღერათ. სცენარის მიხედვით კავკასიკას სურპრიზი უნდა გაკვირვებოდა და მერე, სასურველია, გახარებოდა კიდეც
. მაგრამ ხომ გითხარით, მეორე მთაშენკაათქო
. ვერ წარმოიდგენთ, რა გააკეთა!
შუქი ჩააქრეს თუ არა გოგოებმა და "რა ლამაზი დღეა" დავიწყეთ თუ არა, წამოხტა, ჯიბიდან შუბლზე დასამაგრებელი სალაშქრო ფანარი დააძრო და მაშინვე მოირგო
. ანუ ყველაფერს მიმხვდარი იყო, დიდი ხანია
. ეს სურპრიზიც არ გამოგვივიდა, მაგრამ მაგრად კი ვიხალისეთ
(ჩემმა მეწყვილე იეტმა მობილურმა მიმტყუნა ცოტა, ეტყობა განათება არ მოეწონა და ფოტოების ხარისხსაც ეტყობა
);

შუაღამე იქნებოდა ბოჭო და მისი სტუმრები რომ დაგვემშვიდობნენ. ესეც გამოსამშვიდობებელი ფოტო:

გგონიათ, ტორტი დაგვავიწყდა?

შუაღამე იქნებოდა ბოჭო და მისი სტუმრები რომ დაგვემშვიდობნენ. ესეც გამოსამშვიდობებელი ფოტო:

Last edited by Mta Mkvarebia on 20 ოქტ 2008, 18:07, edited 1 time in total.
კავკასიკ, აბა, გილ20ავთ დაბადების დღეს
გილოცავ, გიო
ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ!!

ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ!!
კავკასიკ, აბა, გილ20ავთ დაბადების დღეს
გილოცავ გიო.. სულით და გულით
http://www.facebook.com/Giopsyart
http://giohorus.redbubble.com/
Let me stay
Where the wind will whisper to me
Where the raindrops as they're falling tell a story
http://giohorus.redbubble.com/
Let me stay
Where the wind will whisper to me
Where the raindrops as they're falling tell a story
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კავკასიკ, აბა, გილ20ავთ დაბადების დღეს
მეორე დილით, ნინუცას მესიჯმა გაგვაღვიძა. საფარაში მივდივართ, გასვლა არ ჩაგვშლია და რამდენიმე წუთში ბორჯომში ვიქნებითო. ძალიან გაგვიხარდა და პირდაუბანელები მაშინვე ქვემოთ ჩამოვედით კარველების დასახვედრად.
სანამ ჩვენები მოვიდოდნენ. კბილისჯაგრისმომარჯვებული თამუსია (არ ვაცალეთ კბილების გამოხეხვა, ისე ჩამოვიყვანეთ დაბლა) და გოგა გამამხნევებელ ვარჯიშს პირდაპირ ქუჩაში, ბორჯომის ცენტრში ასრულებდნენ
:

კარველებიც მოვიდნენ. ატყდა ხვევნა-კოცნა, მილოცვა, ახლების გაცნობა. მერე ტრადიციული "რა ლამაზი დღეა":

მერე გიომ, იუბილარის დალოცვის გარეშე, ვერსადაც ვერ წახვალთო
და..

(მეშვიდე ფოტოს კარგად დააკვირდით, არაფერმა გაგაოცათ?
თან როგორი დაჭყანული სვამს?
)
მერე დაგვემშვიდობნენ საფარელები და გაუდგნენ გზას. ჩვენ კი მოწესრიგების და საუზმის მერე ტაბაწყურისკენ გავემართეთ და ჩვენს ძველ ნაცნობ სომეხ ოჯახს ვესტუმრეთ, 3 თვის წინ რომ გაგვიწიეს მასპინძლობა.
იმ თემაში ფოტოების დადების მერე ლინკს დავამატებ
ძალიან ლამაზი ორი დღე იყო. უდიდესი მადლობა კავკასიკას
.
ესეც ტაბაწყურის გასვლის ლინკი:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?p=165566#165566

Last edited by Mta Mkvarebia on 24 ოქტ 2008, 15:14, edited 2 times in total.
კავკასიკ, აბა, გილ20ავთ დაბადების დღეს
ნუ რა ბრწყინვალედ ჩაგიტარებიათ ყოლიფერი! 

კავკასიკ, აბა, გილ20ავთ დაბადების დღეს
Mta Mkvarebia
ყოჩაღ, ლიკუ
რა კარგი რეპორტაჟი მოგიმზადებია
ცეკვა-თამაშის კადრები მე არ მახსოვდა. აღარ ვიკითხავ მე სად ვიყავი-თქო. ალბათ, ტრადიციისამებრ, მეძინა
პს. მეშვიდე სურათზე რა ხდება?
ყოჩაღ, ლიკუ

ცეკვა-თამაშის კადრები მე არ მახსოვდა. აღარ ვიკითხავ მე სად ვიყავი-თქო. ალბათ, ტრადიციისამებრ, მეძინა

პს. მეშვიდე სურათზე რა ხდება?
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კავკასიკ, აბა, გილ20ავთ დაბადების დღეს
Naia
მაგრამ იუბილარი უნდა ედღეგრძელებინა და
...

ინტელას და ალკოჰოლის ნამეტანი ვნებიანი სიყვარულის ამბავი გეცოდინება შენNaia wrote:
პს. მეშვიდე სურათზე რა ხდება?