ასურელი მამების კვალდაკვალ....

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 24 სექ 2008, 01:12

გარეჯის ლავრასთან არმისული არის პატარა მაღაზია, სადაც იყიდება საეკლესიო ნივთები - სანთლები, ხატები.
იმის გვერდით უნდა აუყვეთ ბილიკს ზევით მთაში -
და მიაგებით უდაბნოს კომპლექსს.
გამოქვაბულების მთელ სისტემას,
სადაც ბერები ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ
და სადაც შემონახულია უნიკალური ფრესკები,. -


Image

გარშემო უდაბნოჲსა იმყოფებიან დიდი მთები სამის მხრით აღმართულნი. ქვემოთ ამისა, კედლებში ნახავს კაცი მხოლოდ კარსა და ფანჯრებს და სხვა არაფერს; მაგრამ შევა თუ არა კედლის კარში შეხვდება გონების გამაცვიფრებელს დიდს პალატს კლდეში გამოკვეთილს კამარედად; სიგრძით აქვს მას ცხრა საჟენი, განით სამი საჟენი და სიმაღლით სამი საჟენი და ერთი ალაბი. ორივე მხარეს აქვს გაზიდული ბაქნები, იმავე კლდისაგან გამოკვეთილი. წინ ექვს-ექვს ქვის სვეტებზე დაწყობილია ხონჩის მსგავსი გრძელი ხის სუფრები.

Image


ამ ტრაპეზიდამ ადვილ გამოსაცნობია, თუ რამდენი ყოფილან უწინ ბერები ამ უდანოში. აქ შეკრბებოდენ წინამძღვარი და ძმები პურს საჭმელად, ეგრეთვე მაშინ, როცა ექმნებოდათ რჩევა სამონასტრო საქმის განგების შესახებ. ამ საზოგადო ტრაპეზს აქვს თავზე საკუთარი საჯდომი, სადაც დაჯდებოდა წინამძღვარი იკონომოსით და რიგის მღვდელ-მონაზონითურთ, ხოლო სხვანი - ორთავე მხარეს თავიდამ ბოლომდის. ტრაპეზის დროს ერთი განწესებული ძმათაგანი აღვიდოდა საწიგნობრეზედ და კითხულობდა წმიდათა ცხოვრებას, ჩვეულებისამებრ მონასტრისა; ყველა ძმანი პურის ჭამისათანა სიჩუმით, ყურადღებით და უგლის ხმის ყოფით ისმენდნენ ამას (როგორც ეს დღეს არსებობს დასავლეთ საქართველოში - აფახაზეთში, ახალ-ათონის სვიმონ კანანიტის მონასტერში, სიმრავლისა გამო რუსის ბერებისა). შემდგომ ტრაპზეიდამ აღდგომისა შესწირვიდნენ მადლობის ლოცვას, წავიდოდნენ მყუდროებით თვის-თვის სენაკებში ხელთ საქმარისათვის, ვისაც კი რა შეეძლო; ვერ ნახავდა ერთი მესენაკე მეორესა; ამ ნაირად იყვნენ მოუკლებელ ლოცვასა და მარხვაში, სწერდნენ საღმრთო წერილების თარგმანებს, ჰქონდათ სკოლა და ცდილობდნენ სწავლის გავრცელებას მით, საიდამაც გამოდიოდნენ მეცნიერნი სასულიერო მქადაგებელნი; მაგალითად, ანტონ I კათალიკოზი და დიდი ანტონ ჭყონდიდელი იყვნენ აქ აღზრდილნი.



Image
Last edited by Tamari-ch. on 24 სექ 2008, 02:03, edited 1 time in total.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 24 სექ 2008, 01:22

Image

ეს არის გზა უდაბნოს კომპლექსისაკენ.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 24 სექ 2008, 01:23

აი ასეთი ციცაბო გზებია ამ სენაკებთან მისასვლელად -

Image


Image


Image
Last edited by Tamari-ch. on 24 სექ 2008, 09:52, edited 1 time in total.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 24 სექ 2008, 01:54

უდაბნოს მთელი კომპლექსი გაშენებულია ამ კლდის ფერდობზე -



Image


User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Mta Mkvarebia » 24 სექ 2008, 09:49

Tamari-ch.
ყოჩაღ თამთ, ძალიან საინტერესოა :D . ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდე დავით გარეჯზე მკითხველს. ახლა ველოდებით უშუალოდ თქვენი მოგზაურობის ისტორიას :D
Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 24 სექ 2008, 09:54

Mta Mkvarebia
კი ვაგრძელებ -
უბრალოდ ცუდად მუშაობს სურათების ასატვირთი საიტი
და მეც მოცლისდა მიხედვით გავაგრძელებ -
სურათები იმდენია -
ნეტა მოვახერხო ნაწილის დადება მაინც...

Image


აქ ამირანს გაფრენა მოუნდა...
მარა ფრთები გვაკლია, პაწა....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 24 სექ 2008, 09:54

Image

ერთ ერთი სენაკი...
ქეთი კი იცხოვრებდა აქ - ისე მოეწონა...

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 24 სექ 2008, 10:02

Image
უდაბნოს კომპლექსში მაღლა არის ორი პატარა ეკლესია -
ამაღლების და აღდგომის.
ერთი კომპლექსის დასაწყისშია - მეორე კი ბოლოში.
სამწუხაროდ ორივე დაკეტილია, მერე მითხრეს რომ გასაღები მამაოს აქვსო -
შემდეგ ჩასვლაზე წინასწარ უნდა გამოვართვათ -
მხატვრობაა იქ შემორჩენილიო -
ასე მითხრეს...
Last edited by Tamari-ch. on 24 სექ 2008, 10:17, edited 1 time in total.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 24 სექ 2008, 10:04

Image

სენაკებში თითქმსი ყველგან მხატვრობაა -
ჩვენი მეგობრები დათვალიერების პროცესში -

უნდა ითქვას, რომ იმ დღისათვის ყველაზე შესაფერის ამინდი იყო -
არც ცხელოდა- და არც ციოდა.
ოდნავ მოღრუბლული, ზოგჯერ მზეც გამოანათებდა ხოლმე.
არც ქვეწარმავლები შეგვხვედრია,
არც სიცხეს შევუწუხებივართ-
ნამყოფი ვარ გარეჯში ზაფხულშიც და ვიცი რა აუტანელი სიცხე იცის იქ...

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 24 სექ 2008, 10:08

Image

ქეთიმ შესანიშნავი სურათები გადაიღო...
ხან ეკა ენაცვლებოდა ამ საქმეში...


Image


Image


Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 24 სექ 2008, 10:12

ზემო ბოლო სურათში -
სადაც ეკა დგას -
ეს ის ფრესკაა - რომელსაც ხერხი გადაუსვეს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა.
ამაზე ერთი ამბავი იყო ატეხილი -
ტურისტებმა გამოიჭირეს მესაზღვრეები...

ეტყობა კიდეც კვალი -

Image


Image


Image



qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by qvevri » 24 სექ 2008, 11:40

აზერბაიჯანელებს რას ვერჩით, როდესაც ფრესკები ქართული წარწერებითდაა გაჯღაბნილი :?: :?: :?: იმათ მეტი არ იციან და რაც ასწავლეს იმას აკეთებენ, ჩვენ კი ჩვენი ხელით ვშლით და ვჯღაბნით ფრესკებს :!: :!: :!: .

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]