საპატრიარქომ და კონკრეტულად უწმინდესმა ამის შესახებ (ფრესკის გადაფხეკა) გვარიანად "გამოლანძღა" მავანნი ამ სამი წლის წინ და არც ჩვენს მთავრობას დააკლო... ხოდა ეხლა არა მგონია, რომ ჩვენმა ეკლესიამ იმ პირების დასჯა მოითხოვოს ვინაც ეს ვანდალიზმი ჩაიდინა და ეს მართალი იყოს (მითუმეტეს დიდათ სავარაუდოა, რომ იციან ვისი გაკეთებულიცაა). მახსოვს იმ ამბის დროს ჩვენი დიასპორის წარმომადგენლები მივიდნენ ადგილზე და მოითხოვეს პასუხი, მაგრამ... ეგ კი არა მათ თვალწინ ადგილობრივმა ბერძენმა სასულიერო პირებმა (ყოველი შემთხვევისათვის მონასტრის წევრებმა) უძველესი ქართული ნივთი გამოიტანეს ქუჩაში და ქართველების თვალწინ გაყიდეს..., ეს ჩვენებმა არ იცოდნენ და ცოტა ხანში აღმოაჩინეს, რომ ნივთი ქართული ყოფილა. მოკლედ კომენტარები ზედმეტია ამის მერე, ალბათ უარესს უნდა ველოდოთ, მაგრამ ჩვენი მხრიდან ბრძლოლა ნამდვილად საჭიროა
