ვიწყებ დეტალურ რეპორტაჟს:
თუშეთში დიდი ხანია, წასვლა გვინდოდა, მაგრამ ვერა და ვერ მოვახერხეთ კარველებმა კარვული გასვლის განხორციელება. რამდენჯერმე გაიხსნა კიდეც სამომავლო გეგმებსა და იდეების კიდობანში თემა, მაგრამ არადა არ გამოჩნა ასე სასურველი ორხიდიანი მანქანები. ბოლოს რომ მივხვდით, რომ ამ გზით ჩვენი ოცნების განხორციელება სათუო იყო, გადავწყვიტეთ ტურისტული სააგენტოსთვის შეგვეკვეთა ტური. რაღა შორს წავსულიყავით და პაატას სააგენტო თებულოტურ.გე-ს, იგივე პაატა გე-ს მივადექით (ეს ალბათ რეკლამაში მეთვლება არა?

). ეს იყო თვენახევრის წინ. თავიდან ვიფიქრეთ რომ განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო, თუშეთის გასვლასაც ისეთივე ბედი ეწეოდა რაც სვანეთში და სხვაგან დაგეგმილ მოგზაურობას. მაგრამ დაძაბულობა რომ შედარებით განიმუხტა ისევ განვაახლეთ თუშეთზე ფიქრი, ეს ხომ გამოუყენებელი შვებულების კომპანსაციის ერთადერთი საშუალება იყო ჩემთვის. ტურის მონაწილეები რამდენჯერმე შეიცვალა, 3-ჯერ დავაკომპლექტეთ ჯგუფი თავიდან, სხვადასხვა მიზეზით გამოეთიშნენ ამ გასვლას თიკო-რ, ნაია, თუთა, სიკვდილა, შემდეგ ინტელა, ციცინო და სხვები. საბოლოოდ გადაწყდა რომ მივდიოდით: ნინუკალა, კოლხი გოგო, მე და ახალი კარველები ნინო მაღრაძე და კონსტანტინე. აქ ერთი პატარა კურიოზი შემემთხვა. პაატა მეუბნება, კარველ კონსტანტინესაც უნდა წამოსვლაო. მე კიდევ ვუთხარი, კონსტანტინესთან დიდი ბოდიში მაგრამ უკვე შევუთანხმდი და ველაპარაკე კიკის მეგობარ კოკას, ბიჭი ისეთი გახარებულია, რომ მოდის და უარს ვერაფრით ვეტყვითქო. როცა წინასწარ შევიკრიბეთ დეტალებზე მოსალაპარაკებლად, მხოლოდ მაშინ აღმოვაჩინე, რომ კიკის მეგობარი კოკა და კარველი კონსტანტინე ერთი და იგივე ადამიანი ყოფილა.. და მერე რა ადამიანი, ბრწყინვალე, ქვე შენი ჭირიმე, ბოში

ჩვენთვის მეგზურობა უნდა გაეწიათ იეტ ვარდანაულს, იგივე პაატას, გელა დაიაურს და კობას, ჩვენს კაპიტანს, შუმახერს რომ შეშურდება ისე რომ დაატარებს მანქანას

, ჩვენთან ერთად თუშეთში წამოვიდა კახა თავის ოჯახთან, მეუღლე ელისოსთან, ლუკასთან, თინათინთან და ოჯახის ახლობელ ნინოსთან ერთად.