მეგრული ტური

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მეგრული ტური

Post by ARCHILI » 02 თებ 2009, 14:58

GIRA wrote:ARCHILI
მოვითხოვოთ მეგრული ავტონომია.....

თბილისის ცენტრში :!: :lol: :lol: :lol:
გირა.. ზედმეტად დემოკრატიული ხარ...

რაის ავტონომია...

მოვითხოვთ:

1. საქართველოს რესპუბლიკას სახელი გადაერქვას და დაერქვას სრულიად სამეგრელო!!!
2. სამეგრელოს დედაქალაქი გახდეს თბილისი - რომელსაც ეწოდება ნიუ-ზუგდიდი, ხოლÑŒო ვიცედედაქალაქად იყოს ძველი ზუგდიდი, რომელსაც ზუგდიდ-ლენდი ეწოდება!!!
3. სახელმწიფო ენად იქცეს ქართული ენის მეგრული სახესხვაობა!!!
4. გაუქმდეს მეტყველებაში ჩვეულებრივი "ლ" და დადგინდეს - რბილი - მეგული "ლÑŒ"!!!
5. ყველა გვარი დაბოლოვდეს: - ია; -უა; - ავა და ა.შ. სუფიქსებით!!!
6. ნაციონალური მოძრაობა გადაკეთდეს - მეგრულÑŒ მოძრაობად!!!
7. საქართველოს პრეზიდენტის გვარი გაადკეთდეს და ეწოდოს: მიხეილ სააკუა!!!

და ა.შ.


მოვიფიქრებთ კიდევ რამეს...
Last edited by ARCHILI on 02 თებ 2009, 15:00, edited 1 time in total.

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
მეგრული ტური

Post by Jnosy » 02 თებ 2009, 15:00

ციხეგოჯზე ბევრი გამიგია
კარგი იქნება ცოტა ფოტოებითაც თუ "დააპადძერკკებთ"
ძალიან ბევრი მსურველი იქნება დარწმუნებული ვარ

2 დღიანი ზედგამოჭილია ესეთი ამბისთვის
მოკლედ, მე სიაში ვარ...
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

User avatar
GIRA
იეტი
Posts: 1127
Joined: 24 ივლ 2008, 09:59
Location: tbilisi
Contact:
მეგრული ტური

Post by GIRA » 02 თებ 2009, 15:06

ARCHILI
ფულის ერთეული დაგავიწყდა :shock:
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მეგრული ტური

Post by ARCHILI » 02 თებ 2009, 15:13

GIRA wrote:ARCHILI
ფულის ერთეული დაგავიწყდა :shock:

ლÑŒარი


:wink:


ახლა ძალიან გავუტიე მე და ისევ საქმეს მივხედოთ... ჩავთვალოთ, რომ ეს სარეკლამო პაუზა იყო...

ჯნოსის იდეა ძალიან მომეწონა...


იქნებ გავავრცოთ?

მეგობრებო... ციხეგოჯის მარშრუტის დამუშავებაზე ხომ არ გვეფიქრა?




:roll:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მეგრული ტური

Post by ARCHILI » 02 თებ 2009, 15:24

kiki wrote:ნოქალაქევი-ციხეგოჯი-არქეოპოლისი

(ნოქალაქევი-ციხეგოჯი-არქეოპოლისი ადრე შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც დას. საქართველოში, ქ. სენაკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 17 კმ-ში მდებარეობს. )

დაგვეხმარეთ, აბა...

სად უნდა ჩავიდეთ..

როგორ დავგეგმოთ ისე, რომ ფეხით სასიარულოც იყოს... სად შეიძლება გაჩერება და კარვების გაშლა?..

ასეც შეიძლება:

სენაკში ღამის მატარებლით წავიდეთ... ალბათ ღამის 4-5 საათისათვის უკვე სნაკში ვიქნებით და ფეხით მაგ დროს დავიწყებთ სიარულს, სანამ სიბნელეა ქალაქის და ცენტრალური გზების გავლა მოგვიწევს, გათენებიდან უკვე გადავალთ და კარგად ვივლით...


აი, სენაკიდან როგორ და სად წავიდეთ, რა მიმართულებით და როგორი მარშრუტით, ამაზე უკვე მცოდნეების რეკომენდაცია მჭირდება...

იმედია, დაგვეხმარებით...

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მეგრული ტური

Post by ARCHILI » 02 თებ 2009, 15:56

ციხეგოჯი, არქეოპოლისი, ისტორიული ციხე-ქალაქი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში, მდ. ტეხურის მარცხენა ნაპირზე (ახლანდელი სოფ. ნოქალაქევის ტერიტორიაზე, სენაკის რაიონში). VI-VIII საუკუნეებში ეგრისის დედაქალაქი.

იატორიის გადმოცემის თანახმად დააარსა ძვ. წ. III საუკუნეში ეგრისისა და სვანეთის ერისთავმა ქუჯიმ (მისი სახელისაგან არის სახელწოდება "ციხეგოჯი" - ქუჯის ციხე; ბერძნული სახელი - "არქეოპოლისი" ნიშნავს ძველ ქალაქს).

ციხეგოჯის სტრატეგიულად ხელსაყრელი ადგილმდებარეობა ჰქონდა - გაშენებული იყო მდ. ტეხურით სამი მხრიდან მოსაზღვრულ პლატოსა და მისგან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით აღმავალი მთის თხემზე. 532 ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I-მა ირან-ბიზანტიის ომისათვის მზადებისას (ეგრისის დიდი ომი 542-562), გაამაგრა ციხეგოჯი. 551 ირანის ლაშქარმა მერმეროეს სარდლობით სცადა ქალაქის აღება, მაგრამ უშედეგოდ (არქეოპოლისის ბრძოლა 551). 555 ციხეგოჯთან ბრძოლაში დამარცხდა ირანის ლაშქარი ნახორაგანის სარდლობით. VIII საუკუნის დასაწყისში ციხეგოჯში არაბთა გარნიზონი იდგა. 30-იან წლებში ქალაქი დაარბია არაბთა სარდალმა მარვან იბნ მუჰამადმა (მურვან ყრუმ). IX-X საუკუნეებში ციხეგოჯი ისევ მნიშვნელოვანი ქალაქი იყო. შემდგომში აქ უკვე მცირე დასახლებაა. XVI-XVIII საუკუნეებში ციხეგოჯი ოდიშის მთავართა - დადიანთა რეზიდენციაა

User avatar
Gio-horus
იეტი
Posts: 1360
Joined: 18 დეკ 2006, 17:44
Location: El Amarna
Contact:
მეგრული ტური

Post by Gio-horus » 02 თებ 2009, 15:56

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1484

აბა ეს ბმული ნახეთ.. ამ ლაშქრობის დროს ნოქალაქევიც ვნახეთ (იგივე ციხეგოჯი).. მარტვილის კათედრალიც და ულამაზესი ჩანჩქერებიც მდინარე აბაშისწყალზე... საბანაკე ადგილებიც უხვად არის..
http://www.facebook.com/Giopsyart
http://giohorus.redbubble.com/
Let me stay
Where the wind will whisper to me
Where the raindrops as they're falling tell a story

User avatar
imerkhevli
მაწანწალა
Posts: 540
Joined: 21 ნოე 2008, 23:35
Contact:
მეგრული ტური

Post by imerkhevli » 02 თებ 2009, 16:01

ძალიან კარგი იდეაა... :)
რეგიონში მრავლადაა უძველესი პერიოდის არქიტექტურულ-ხურორთმოძღვრული ძეგლების ნიმუშები,მოთ შორის ერთ-ერთი
უძველესთაგანია ისტორიული ქალაქი ციხეგოჯი-(ნოქალაქევი) (ძვ.წ. III საუკუნე). მდებარეობს სენაკის რაიონში, მდ. ტეხურის სანაპიროზე. ისტორიული წყაროების მიხედვით იგი ეგრისისა და სვანეთის ერისთავს ქუჯის აუგია. აღნიშნული ძეგლი უფრო გვიანდელ ბერძნულ წყაროებში მოიხსენიება "არქეოპოლისის" სახელით, რაც რაც თარგმანში ნოქალაქევს ნიშნავს, ცაიშის ტაძარი - ცაიშის ეპარქიაში იყო ერთერთი უძველესი საეპისკოპოსო საქართველოში. ეპარქიის საკათედრო, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი ზუგდიდის რაიონში მდებარეობს. ნაგებობა X-XI საუკუნით თარიღდება, თუმცა მისი ორსართულიანი სამრეკლო XIII საუკუნეში აუშენაბია ეპისკოპოს გრიგოლ ჩიქოვანს. დადიანების სასახლე-სამეგრელოს მთავართა საგვარეულო სასახლე, სადაც დაცულია მართლმადიდებლური სიწმინდეები, ღვთისმშობლის კვართი,წმიდა გიორგის მუხლის ძვლის ნაწილი, წმიდა მარინეს მკლავი, ოქროსა და ვერცხლის სასწაულთმოქმედი ხატები.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მეგრული ტური

Post by ARCHILI » 02 თებ 2009, 16:23

გიო დიდი მადლობა - თქვენი მოგზაურობის ნაწილს, შენი ნებართვით და საავტორო უფლების დაცვით ( :wink: ) აქაც გადმოვიტან...

ჰოდა...

თან დაგვეხმარე ამ გასვლის ორგანიზებაში...

მე ,თუ სწორად მივყვები, ასე დავიწყებ ტურის ორგანიზებას:

I დღე - პარასკევი ღამე

ღამით გასვლა მატარებლით - ან თბილისი-ზუგდიდი ან თბილისი-ფოთო ან თბილისი-სენაკი.

ჩასვლა დილაბნელს სენაკში.

II დღე - შაბათი

გამთენიიდან სიარული და მგონი მოვასწრებთ შუა დღემდე მანდ ფეხით მისვლას, ხომ?

ციხეგოჯის დათვალიერება.

შემდეგ ტეხურასთან დაბანაკება და ღამის გათევა - როგორი იდეაა? წავა?

აქვე თევზაობაც შეიძლება.

შესაბამისად, წვადი, თევზი (იმედია) და გულიანი მოლხენა დილამდე.

III დღე - კვირა

რა შეიძლება ამ დღეს ჩავტიოთ გზად სენაკისაკენ?ისე, რომ საღამომდე მოვასწროთ და სამარშრუტე მიკროავტობუსით დაბრუნება მოვასწროთ? ნუ - სენაკის დათვალიერება -მენჯის ტაძარი ვთქვათ, რამე კიდევ უფრო საინტერესოც შეიძლება...



ახლა კი ამონარიდები, გიოჰორუსის რეპორტაჟიდან:
Gio-horus wrote:გაჩერება მეხუთე...........

უძველესი ციხესიმაგრე, ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან ცნობილი დასახლება....

სენაკის რაიონი.....

ციხეგოჯი.....

იგივე ნოქალაქევი....

და იგივე არქეოპოლისი........
Gio-horus wrote:დიდებული და საიდუმლოებით მოცული...

Image
Gio-horus wrote:Image
Gio-horus wrote:Image

ეკლესია ციხექალაქის შიდა ტერიტორიაზე
Gio-horus wrote:Image


მდინარე ტეხურა.... სწორედ მის პირას არის აშენებული ციხესიმაგრე...



ვვარაუდობ, რომ მარტვილში გასვლა ცალკე უნდა მოვახდინოთ, თუ ლაშქრობა გვინდა და არა ექსკურსია...

თუმცა, უფრო მცოდნეები თუ რჩევებს მოგვცემთ, სასიხარულო იქნება.

User avatar
imerkhevli
მაწანწალა
Posts: 540
Joined: 21 ნოე 2008, 23:35
Contact:
მეგრული ტური

Post by imerkhevli » 02 თებ 2009, 16:40

მარტვილის მონასტერი
ადრეული შუა საუკუნეების ქრისტიანული ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი ქალაქ მარტვილში

სამონასტრო კომპლექსი დგას მაღალ ბორცვზე მოხერხებულ გეოგრაფიულ და სტრატეგიულ ადგილზე, საიდანაც თითქმის მთელი იმერეთ-სამეგრელო მოჩანს. იგი გალავნითაა შემოსაზღვრული. მთავარი ტაძარი ამჟამად ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა. ტაძარი თავდაპირველად ჯვრის ტიპის ნაგებობა ყოფილა. თურქ-არაბთა შემოსევებმა ძლიერ დააზიანა იგი. რის გამოც X საუკუნეში გიორგი მეორემ ხელახლა საფუძვლიანად შეაკეთებინა. სავარაუდოდ, ამის გამო მიაწერს "ქართლის ცხოვრება" გიორგის მარტვილის ეკლესიის აღშენებას. ტაძრის ჯვრის ტოტები მოშალეს და მოუშენეს ეკვდერები. მხოლოდ აღმოსავლეთშია ხელუხლებლად შემორჩენილი წახნაგოვანი შვერილი, ორივე მხრივ ღრმა ნიშნით.

ტაძარში შემორჩენილია მე-14, მე-16, და მე-17 საუკუნის ფრესკები. მისი მშვენებაა საკურთხევლის კონქში წარმოდგენილი მარტვილის ღვთისმშობელი




რუხის ციხე, შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში (ახლანდელი ზუგდიდის რაიონი, სოფ. რუხის ტერიტორიაზე მდ. ენგურის მარცხენა ნაპირას). ააგო სამეგრელოს მთავარმა ლევან II დადიანმა (ვახუშტი ბაგრატიონის (XVIII ს.) ცნობით, ააგეს 1647, თუმცა ვარაუდობენ, რომ ციხე 10 წლით ადრე უნდა იყოს აშენებული). რუხის ციხე სამეგრელოს სამთავროს მნიშვნელოვანი საფორტიფიკაციო ნაგებობა იყო, ამას ხელს უწყობდა მისი ხელსაყრელი მდებარეობაც. იგი შედგება ციტადელისა და ქვედა ეზოსგან. ციტადელი ციხის ჩრდილოეთ მონაკვეთშია. მისი მოგრძო ეზოს ორივე ბოლოში თითო-თითო კოშკია აღმართული. ერთ-ერთი, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთისა, ციხის დონჟონს წარმოადგენდა. ციხის ქვედა ეზოს გორაკის სამხრეთი ფერდობი უჭირავს. ციხეს გარს უვლის 10-12 მ სიმაღლის გალავანი, რუხის ციხის ქვედა ნაწილი 8-10 მ სიმაღლეზე ყრუა, ხოლო ზედა ნაწილში საბრძოლო ბილიკებია გაყვანილი. შესასვლელი მოწყობილია გალავანში ჩაშენებული კოშკის I სართულში. გალავნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში კიდევ ერთი კოშკია.

1634-1635 აქ რაბათის დასახლებაც გაჩნდა, რომელიც მალე მოიშალა. 1672 რუხის ციხეში ოსმალთაგან თავს აფარებდა მთავარი ლევან III დადიანი 1723 ციხე ოსმალთა ხელში იყო. დროგამოშვებით აქ მათი გარნიზონიც იდგა. 1770 ქართველთა და რუსთა გაერთიანებულმა ლაშქარმა რუხის ციხე ოსმალთაგან გაათავისუფლა. 1779 რუხის ციხესთან იმერეთ-სამეგრელო-გურიის ლაშქარმა სასტიკად დაამარცხა ოსმალები (რუხის ბრძოლა 1779). ყირიმის ომის (1853-1856) დროს, 1885, რუხის მიდამოებში რუსეთის ჯარმა და ქართულმა მილიციამ დაამარცხეს ოსმალთა საექსპედიციო კორპუსი. შემდგომში რუხის ციხემ თანდათან დაკარგა თავისი ადრინდელი მნიშვნელობა.



კორცხელის ყოვლადწმიდა ღმრთის­მშობლის სახელობის ეკლესია მდებარეობს ზუგდიდიდან მერვე კილომეტრზე – მის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზუგდიდ-წალენჯიხის გზის მარცხნივ მცირე შემაღლებაზე (ზღვის დონიდან სიმაღლე უდრის 200 მეტრს). ეკლესიის მიდამოებიდან შორს მოჩანს სვანეთ-აფხაზეთისა და სამეგრელოს მთიან-ბორცვიანი და ვაკე ადგილები, კოლხეთის დაბლობის ვრცელი ტერიტორია და შავი ზღვა. ასეთი ხელსაყრელი ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობები ჩვენს წინაპრებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და აქვე ეკლესია აუშენებიათ.

კორცხელში ლევან II დადიანის (1611-1657) მიერ შეწირულ მაცხოვრის ხატს აქვს 1640 წლით დათარიღებული წარწერა, რომელშიც საკმაოდ ვრცელი შესავლის შემდეგ ნათქვამია: „კოცხერისა ღთის მშობელო, რომელთა სასოებითა და სურვილითა აღგიშენეთ ჩვენ ორთავე, ტაძარი ესე ყოვლად პატიოსანი სახელისა თქვენისა, დავახატვინეთ და შევამკევით. ხოლო სოფლისა ჟამთა ვითარებისაგან ჯერეთ სრულად ვერ ხელვყავით საყდრისა ამის აშენებისა და დახატვისა მეტი, ამა ვითარებასა შინა... მიიცვალა... თანა­მეცხედრე ჩვენი დედოფალთ დედოფალი ნესტან-დარეჯან. ჩვენ მას უკან, რაცა წმიდასა ეკლესიასა მოუნდების გავაწყვეთ და გავარიგეთ... შევსწირეთ ჯვარსა წმიდასა გოლგოთას...”წყაროები კორცხელის ეკლესიის „აღშენებას” და მის მოხატვას ლევან II დადიანს მიაწერენ. კორცხელის ღმრთისმშობლის ეკლესია შეწირული ყოფილა იერუსალიმის ჯვრის მონასტრისათვის. ცნობილია, რომ ლევან II დადიანი ამ ძველ ქართულ მონასტერზე ზრუნავდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მან ვალებიდან გამოიხსნა იერუსალიმის ჯვრის მონასტერი და მისი რესტავრაციისათვის საჭირო თანხებიც გაიღო. მისივე თაოსნობით 1643 წელს ნიკოლოზ ირუ­ბაქიძე-ჩოლოყაშვილს საფუძვლიანად განუახლებია ჯვრის მონასტრის მხატვრობა, სადაც მთავრის, მისი მეუღლის – ნესტან-დარეჯანისა და მათი შვილის პორტრეტები ყოფილა წარმოდგენილი
Last edited by imerkhevli on 02 თებ 2009, 16:48, edited 1 time in total.

User avatar
imerkhevli
მაწანწალა
Posts: 540
Joined: 21 ნოე 2008, 23:35
Contact:
მეგრული ტური

Post by imerkhevli » 02 თებ 2009, 16:44

ცაიშის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი (X – XI სს. მიჯნა, XII-XIV სს. მიჯნა)ცაიშის ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესია, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის საკათედრო ტაძარი და საქართველოს ერთ-ერთი უძველესი საეპისკოპოსო კათედრაა.

VI-VII საუკუნეთა მიჯნაზე აქ უკვე იყო საეპისკოპოსო კათედრა. 602-610 წლებს შორის შედგენილ საეპისკოპოსო კათედრათა ნუსხაში მოიხსენიება ცაიშის ეპარქია ლაზიკაში. ქართულ წყაროებში ამ საეპისკოპოსოს შესახებ უძველესი ცნობა X-XI საუკუნეთა მიჯნისაა. ეს გა­ლავთ საწინამძღვრო ჯვრის წარწერა, სადაც „ბაგრატ აფხაზთა მეფე და კ­რაპალატი”-ის გვერდით მოიხსენიება ცაიშელი ეპისკოპოსი ეფრემი.

ცაიშის საეპისკოპოსოს სამწყსო მოიცავდა ხობისყწალსა და ენგურს შორის მიწა-წყალს, ზღვიდან უნაგირის ქედამდე. ცაიშვილის სამწყსო იყო ზემო სვანეთიც. მას შემდეგ, რაც აფხაზთა გააფსარების და გაწარმართების მიზეზით დრანდის, მოქვის და ზედა ბედიის საეპისკოპოსოები გაუქმდა, სამურზაყანოც ცაიშის სამწყსოდ იქცა.

ცაიშში დღეს მდგარი გუმბათოვანი ტაძარი XIII-XIV საუკუნეთა მიჯნაზეა აშენებული. მანამდე კი აქ X-XI საუკუნეთა მიჯნაზე აგებული დარბაზული ეკლესია მდგარა. თუ როგორი იყო ადრინდელი ტაძარი არ ვიცით. წყაროებში შემონახულია ცნობები XI საუკუნიდან 1823 წლამდე ოცამდე ცაიშელი ეპისკოპოსის შესახებ. მათ შორის ყველაზე ღვაწლმოსილნი ჩანან მალაქია გურიელი (1612-1639) და გრიგოლ ჩიქვანი (1777-1823).

1614 წელს მომხდარი დიდი მიწისძვრის შედეგად დანგრეული ცაიშის ტაძარი მალე აღადგინა და შეამკო მეუფე მალაქიამ. მეუფე გრიგოლმა კი კაცია II დადიანის მხარდაჭერით შეძლო ეკლესიისათვის დაებრუნებინა თავადაზნაურთა მიერ მიტაცებული ყმა-მამული, ააშენა სამრეკლო და ტაძარს შემოავლო გალავანი. 1823 წელს რუსეთის ხელისუფლებამ სამეგრელოს სხვა საეპისკოპოსოებთან ერთად გააუქმა ცაიშის საეპისკოპოსოც. ამის შემდეგ 1879 წლამდე აქ იყო მონასტერი, შემდეგ კი სადეკანოზო, რომელშიც შედიოდა ზუგდიდის მაზრის 20 ეკლესია. ცაიშის ტაძარი განათლების მძლავრ კერას წარმოადგენდა. ამ ეკლესიასთან იყო სკოლა.
ცაიშის ხუროთმოძღვრული კომპლექსის ერთერთი ძველი ნაგებობა გალავანის გარეთ მის დასავლეთ მხარეშია მოთავსებული და იქვე ფერდობზეა მიშენებული. მას „პალატს” უწოდებენ და ინტერიერის მიხედვით XI საუკუნის გვიან არ ათარიღებენ.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მეგრული ტური

Post by ARCHILI » 02 თებ 2009, 17:08

imerkhevli

ძალიან დიდი მადლობა....


ციხეგოჯზე გექნება კიდევ მასალები და ფოტოები, დადე რა...

:)

User avatar
imerkhevli
მაწანწალა
Posts: 540
Joined: 21 ნოე 2008, 23:35
Contact:
მეგრული ტური

Post by imerkhevli » 02 თებ 2009, 17:23

ნოქალაქევი-ციხეგოჯი-არქეოპოლისი ადრე შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც დას. საქართველოში, ქ. სენაკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 17 კმ-ში მდებარეობს. ნაქალაქარი განლაგებული მდ. ტეხურის მარცხენა სანაპიროზე, იქ სადაც მდინარე კლდოვანი ხეობიდან გამოდის და მკვეთრად უხვევს აღმოსავლეთით. შედეგად მდინარე ქალაქს სამი მხრიდან შემოსაზღვრავს. · გასული საუკუნეების ზოგიერთი მკვლევარის მტკიცებით, სწორედ დღევანდელი ნოქალაქევის ადგილას მდებარეობდა მითიური ქალაქი აია, საიდანაც იაზონმა, მედეამ და არგონავტებმა ოქროს საწმისი მოიპარეს. პირველად ეს მოსაზრება XIX საუკუნის 30-იან წლებში ფრანგმა სპეციალისტმა დიუბუა დე მონპერემ ("F. Diobua de Monpereoux)წამოაყენა
ნოქალაქევში ყველაზე ადრეული არქეოლოგიური ფენები ძვ. წ. VIII-VII ს.ს-ით თარიღდება. ამ პერიოდის მონაპოვრებს შეადგენს სხვადასხვა ცხოველების (ცხვარი, ღორი, ცხენი) კერამიკული ქანდაკებები, განსაკუთრებით აღსანიშნავია ორთავიანი ცხოველების ქანდაკებები, რომლებიც ამ პერიოდის ნოქალაქევში ცხოვრების მაღალ დონეზე მიუთითებს. ცხოვრება ნოქალაქევში ძვ. წ. VI-IV ს.ს-შიც გრძელდება, ამ პერიოდის ფენებიდან გამოვლენილია როგორც ადგილობრივი წარმოების, ასევე იმპორტული თიხის ჭურჭელი. განსაკუთრებით გამოსარჩევია ნოქალაქევში აღმოჩენილი ელინისტური ხანის (ძვ. წ. III-I ს.ს.) ორმო და ქვევრსამარხები, მდიდარი სამარხეული ინვენტარით: ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, მინისა და პასტის მძივები, ბეჭდები, საყურეები, სასაფეთქლეები, სამაჯურები და სხვა. ასევე გამოვლენილია ამ პერიოდის მდიდარი კერამიკული მასალა. განსაკუთრებით გამოსარჩევია ამფორები.
ლეონტი მროველის მიხედვით ძვ. წ. III საუკუნეში ქართლის (იბერიის) ლეგენდარულ მეფე ფარნავაზს ვინმე ქუჯისთვის მიუცია ეგრისის და სვანეთის ერისთავობა, სწორედ ამ ქუჯის დღევანდელი ნოქალაქევის ადგილას აუშენებია ციხე-გოჯი ("ქუჯის ციხე").
ახ. წ. IVს-ში ნოქალაქევში შენდება ციხე-ქალაქი, რომელიც მალე ლაზეთის (ლაზიკა) სამეფოს ანუ მთელი დას. საქართველოს დედაქალაქი ხდება. V და VI ს.ს-ში ქალაქი კიდევ უფრო ფართოვდება. 3 კმ-ის სიგრძის გალავნებით გარშემოტყმული ქალაქის ტერიტორია 19 ჰა ფართობს მოიცავდა და სამი ნაწილისგან შედგებოდა: ქვედა ქალაქი, შუა ციხე და ციტადელი. ქალაქის გალავნის სამხრეთი ნაწილი მიემართებოდა მდინარის გასწვრივ, შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მკვეთრად უხვევდა ჩრდილოეთით და მიჰყვებოდა ფერდობს.ციტადელის ჩრდილოეთ კედელი კი მთის მწვერვალის გასწვრივ იყო აშენებული. ნაქალაქარის ტერიტორიაზე გამოვლენილია სასახლეები, ქრისტიანული ტაძრები, აბანოები, წყალსაცავი, გვირაბი და სხვა სახის სამეურნეო თუ საფორტიფიკაციო ნაგებობები. განსაკუთრებით მაღალი არქიტექტურული დონით არის ნაშენები ქალაქის მდინარესთან დამაკავშირებელი გვირაბი, რომელიც გარდა წყლის მომარაგებისა, ქალაქის ერთ-ერთი (სამდინარო) ჭიშკრის ფუნქციასაც ასრულებდა. საგანგებო აღნიშვნის ღირსია ნოქალაქევის ძლიერი საფორტიფიკაციო სისტემა, რომელსაც ანალოგი მთელი კავკასიაში არსად მოეძებნება; ქალაქს სამი მხრიდან მდინარე და ციცაბო კლდეები იცავდა, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში აღმართული იყო ერთდროულად სამი გალავანი, ამასთან კოშკების და ჭიშკრების გონივრული განლაგება ქალაქის აღებას მეტად ართულებდა.



ნოქალაქევის დედაქალაქობის პერიოდის შესახებ ინფორმაციას გვაწვდიან VI საუკუნის ბიზანტიელი ავტორები - იუსტინიანეს "ნოველა", პროკოფი კესარიელი და აგათია სქოლასტიკოსი, რომლებიც პირველად მოიხსენიებენ ამ ქალაქს, სახელით "არქეოპოლისი" ანუ "ძველი ქალაქი." VI საუკუნის ირან-ბიზანტიის ომის აღწერისას ეს ავტორები არქეოპოლისს იხსენიებენ როგორც "უდიდეს და ძველს "მთავარ და უდიდეს ქალაქს ლაზების ქვეყანაში." რაც თავისთავად არქეოპოლისის დედაქალაქობას გულისხმობს. ამ ავტორებთან დაცული ინფორმაციის თანახმად არქეოპოლისი (ნოქალაქევი) ირან-ბიზანტიის ომების დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პუნქტი იყო ეგრისის სამეფოში. მისი აღება ვერ შესძლო ირანელთა სარდალმა მერმეროემ, რომელიც რამდენიმე ათასი მეომრით, სპილოებით და კრიო-მანქანებით ცდილობდა არქეოპოლისის დაუფლებას.



ქართულ წერილობით წყაროებში დაცულია ინფორმაცია ნოქალაქევის განადგურების შესახებ XI საუკუნის ავტორი ჯუანშერი წერს, რომ VIII საუკუნის 30იან წლებში არაბმა სარდალმა მურვან იბნმუჰამედმა ("მურვან ყრუმ") მას შემდეგ რაც დაიპყრო ქართლი და სომხეთი, ეგრისში გადავიდა და "ციხე იგი სამზღუდე, რომელ არს ციხეგოჯი, შემუსრა." აღსანიშნავია, რომ ციხეგოჯის და ეგრისის სამეფოს დამორჩილების შედეგად მურვან ყრუმ ფაქტიურად მთელი კავკასიის დაპყრობა შეძლო. ამის შემდეგ ნოქალაქევი-ციხეგოჯი-არქეოპოლისი კარგავს თავის სტრატეგიულ მნიშვნელობას

XVI-XVIII ს.ს-ში ნოქალაქევი სამეგრელოს მთავრთა ერთ-ერთი შტოს რეზიდენციაა. XVIII ს-ის ისტორიკოსის ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით იმ პერიოდში ნოქალაქევში იყო ციხე და დადიანების სასახლე, ამას გამოვლენილი არქეოლოგიური მასალაც ადასტურებს. ნაქალაქარის ტერიტორიაზე ნაპოვნია XVI-XVIII ს.ს-ის მცირე ზომის სასახლე და ასევე გამოვლენილია ძველ გალავნებზე და კოშკებზე შედარებით ახალი სამშენებლო ფენებიც.


აი,ეს რაც ვიცოდი
Image
Image
Image

Image
Image


Image
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მეგრული ტური

Post by ARCHILI » 02 თებ 2009, 18:55

ძალიან დიდი მადლობა იმერხეველს, იმედია, ტურის ორგანიზებაშიც დაგვეხმარება :)

მოკლედ, ნელ-ნელა მივყვეთ ტურის ორგანიზებასაც:


მეგრული ტური: ლაშქრობა ციხეგოჯი

მარშრუტი: თბილისი - სენაკი - ციხეგოჯი - ტეხურა - თბილისი

გეგმა:

I დღე - პარასკევი ღამე

ღამით გასვლა მატარებლით - ან თბილისი-ზუგდიდი ან თბილისი-ფოთო ან თბილისი-სენაკი.

ჩასვლა დილაბნელს სენაკში.

II დღე - შაბათი

გამთენიიდან სიარული და მგონი მოვასწრებთ შუა დღემდე მანდ ფეხით მისვლას, ხომ?

ციხეგოჯის დათვალიერება.

შემდეგ ტეხურასთან დაბანაკება და ღამის გათევა - როგორი იდეაა? წავა?

აქვე თევზაობაც შეიძლება.

შესაბამისად, წვადი, თევზი (იმედია) და გულიანი მოლხენა დილამდე.

III დღე - კვირა

რა შეიძლება ამ დღეს ჩავტიოთ გზად სენაკისაკენ?ისე, რომ საღამომდე მოვასწროთ და სამარშრუტე მიკროავტობუსით დაბრუნება მოვასწროთ? ნუ - სენაკის დათვალიერება -მენჯის ტაძარი ვთქვათ, რამე კიდევ უფრო საინტერესოც შეიძლება... - დავფიქრდეთ...

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
მეგრული ტური

Post by tamuna_gudarexi » 03 თებ 2009, 01:53

სენაკთან ძალიან ახლოს არის დედათა მონასტერი, ულამაზეს ადგილას. შემაღლებულზეა ტყეში და ხედი იშლება იქიდან საოცარი... სენაკიდან მანქანით სადღაც 20 წუთში ავედით...
ასეა ტყეშია ჩაფლული:
Image

Image

Image

Image

Image
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]