ბრძნული აზრები

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1737
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
ბრძნული აზრები

Post by arcivi9 » 09 ოქტ 2010, 16:44

ბრძნული აზრები
ქართველების ძალა ერთობაშია, სისუსტე-მრავალპარტიულობაში
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ბრძნული აზრები

Post by Tamari-ch. » 15 ოქტ 2010, 20:17

«Гораздо труднее увидеть проблему, чем найти решение. Для первого требуется воображение, Для второго только умение».
Дж. Бернал



Старики любят давать хорошие советы... потому что уже не могут подать плохих примеров.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
ბრძნული აზრები

Post by KSOVRELI » 17 ოქტ 2010, 10:55

Tamari-ch. wrote:Старики любят давать хорошие советы... потому что уже не могут подать плохих примеров.
ამის დამწერი მაგარი გარყვნილი და გადახსირებული კაცი უნდა ყოფილიყო. ეგ შემდეგი ფრაზის დაწერასაც არ მოერიდებოდა:


როცა ხაზგასმით ვაზვიადებთ ჩვენი მეგობრების სიყვარულს ჩვენდა მიმართ,
ამის მიზეზი იმდენად მადლიერების გრძნობა როდია, რამდენადაც იმის სურვილი,
რომ უფრო აშკარად წარმოვაჩინოთ ჩვენი ღირსება.

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
ბრძნული აზრები

Post by KSOVRELI » 17 ოქტ 2010, 10:58

თითქმის ყველა კაცი სიამოვნებით იხდის წვრილმანი სამსახურის სანაცვლოს.
ადამიანთა უმრავლესობა მადლიერია, როცა არცთუ უმნიშვნელო სამსახურს ვუწევთ.
მაგრამ თითქმის არ არსებობს კაცი, თავის კეთილისმყოფელს უმადურებით რომ არ
მიაგებდეს სალაცვლოს ფასდაუდებელი სამსახურისათვის.

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
ბრძნული აზრები

Post by KSOVRELI » 17 ოქტ 2010, 11:21

ერთი და იმავე საკითხის რამდენიმე გადაჭრას რომ ვპოულობთ ხოლმე, ამის მიზეზი
იმდენად ჩვენი გონების ნაყოფიერება როდია, რამდენადაც მისი შეზღუდულობა;
ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ ყველაზე უკეთეს გადაწყვეტილებაზე შეჩერდეს, ის
ერთბაშად და განურჩევლად გვთავაზობს ათასნაირ შესაძლებლობებს.

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
ბრძნული აზრები

Post by KSOVRELI » 17 ოქტ 2010, 11:24

ძნელია გიყვარდეს ისინი, ვისაც არაფრად აგდებ. მაგრამ კიდევ უფრო
ძნელია გიყვარდეს ისინი, ვისაც საკუთარ თავზე მეტად აფასებ.

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
ბრძნული აზრები

Post by KSOVRELI » 17 ოქტ 2010, 11:26

ანგარებას ერთხმად სდებენ ბრალს, როგორც ყველა ჩვენი უღირსი ქცევის მიზეზს,
მაგრამ რატომღაც ივიწყებენ, რომ ის ხშირ შემთხვევაში ქებასაც იმსახურებს ბევრი
ჩვენი კეთილი საქმის გამო.

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
ბრძნული აზრები

Post by KSOVRELI » 17 ოქტ 2010, 11:28

თავდაჭერილობა იმიტომ შერაცხეს სიქველედ, რომ გასაქანი არ მიეცათ დიდი ადამიანების
პატივმოყვარეობისათვის და იმავდროულად, ნუგეში ეცათ პატარა ადამიანებისათვის,
რათა მათ მტკივნეულად არ განეცადათ თავიანთი სიღატაკე და სულიერი სიმწირე.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ბრძნული აზრები

Post by Tamari-ch. » 17 ოქტ 2010, 23:12

KSOVRELI wrote:
Tamari-ch. wrote:Старики любят давать хорошие советы... потому что уже не могут подать плохих примеров.
ამის დამწერი მაგარი გარყვნილი და გადახსირებული კაცი უნდა ყოფილიყო. .
მე მგონი უფრო ხუმრობითაა დაწერილი
:D
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
ბრძნული აზრები

Post by ნიმფა » 17 ოქტ 2010, 23:20

KSOVRELI wrote:სიკეთის გულისათვის ქების ღირსია მხოლოდ ის კაცი, ვისაც იმისი ძალიც შესწევს, რომ ხანდახან ბოროტი იყოს.
წინააღმდეგ შემთხვევაში სიკეთე უმეტეს წილად სხვა არა არის რა, თუ არა მცონარება, ანდა ნებისყოფის სისუსტე.
არ ვეთანხმები

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
ბრძნული აზრები

Post by KSOVRELI » 17 ოქტ 2010, 23:24

ნიმფა

გმადლობ, დიდი ხანია ასე არ მიცინია :lol:

გაიხარე.

User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
ბრძნული აზრები

Post by ნიმფა » 19 ოქტ 2010, 09:30

KSOVRELI

:D

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1737
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
ბრძნული აზრები

Post by arcivi9 » 25 ოქტ 2010, 17:53

arcivi9 wrote:
ბრძნული აზრები
ქართველების ძალა ერთობაშია, სისუსტე-მრავალპარტიულობაში
შრომა შექმნა ადამიანი, უსაქმურობამ-ქართველი
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
ბრძნული აზრები

Post by KSOVRELI » 09 იან 2011, 13:55

ყველაფერი ერთმანეთს ეწვნის, ყველაფერს წმინდა კავშირი ჰკრავს, და არა არის რა რაიმე უცხო და უთვისტომო საგანთა და მოვლენათა ხომლში. რადგან ყველაფერს ერთი და იგივე წესრიგი აწესრიგებს და ყველაფერი ერთსა და იმავე სამყაროს ამკობს. და მართლაც, ერთია ყოვლისმომცველი სამყარო, ერთია ყოვლისგანმწონი ღმერთი, ერთია არსი, ერთია კანონი, ერთია სული და გონება ყველა სულდგმულის და ერთია ჭეშმარიტება, რაკი ერთია ყველა ერთგვაროვანი და ერთსა და იმავე გონებასთან წილნაყარი არსის სრულყოფილება.

მარკუს ავრელიუსი

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
ბრძნული აზრები

Post by KSOVRELI » 09 იან 2011, 13:56

აზია, ევროპა - მხოლოდ ორი წერტილია სამყაროში; მთელი ოკეანე - წვეთია სამყაროში; ათონის მთა - ქვიშის მარცვალია სამყაროში; მთელი აწმყო - წამია მარადისობაში. ყველაფერი უბადრუკია, ცვლადი, ხრწნადი და მსწრაფლწარმავალი. ყველაფერი ზეგარდმო ეზიარება არსებობას, ყველაფერი ერთი საერთო საწყისისა თუ ყოვლის თანაკავშირისა და თანამიმდევრობისაგან იღებს დასაბამს. ასე რომ, ყოველი ავისმოქმედი, ლომის ხახა და გველის შხამი, ეკალი თუ ჭაობი, უშუალო დამატებაა ზეგარდმო გარდმოსული სიკეთის და მშვენიერების. მაშ, ნუკი ფიქრობ, თითქოს ყოველივე ეს უცხო იყოს მისთვის, რასაც აღმერთებ, არამედ მიიქეც ყოვლის წყაროს და დასაბამის მთელი სავსების ჭვრეტად.

მარკუს ავრელიუსი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]