ნოქალაქევში დაბანაკებულებმა გადავწყვიტეთ გავნაწილებულიყავით ჩვენ ჩვენ საძილე ადგილებში. მე და ტრულის კარვები აივანზე გვქონდა გაშლილი. ღამე მდინარის ხმა გვაძინებდა და დილით კი ან ჩიტების ჩიქჩიკი ან კიდე ლოლას კივილი

:D:D:D:D
ტრულის კარავში სიფრა დავითა იწვა და ჩემთან მამუკა და თინი.
მე და დავითა იმდენს ვსაუბრობდით, რომ ერთხელაც, საუბარრ-საუბარში მამების შეჯიბრებაზე გადავედით.
აი, ისე, ზუტად, როგორც ბავშვებმა იციან.
მალვოლიო:
- იცი, ლა, მამაცემი, იცი, ლა მაგალია? ძაან დიდი მუსკულები აქვს.
დავითა:
- მამაჩემი იცი რაძლიერია, მამაშენს რომ დაალტყამს, ამელიკასი გადააგდებს.
მალვოლიო:
- აბა, კიიიიიიიიი... მამაცემი ძეკი ცანის თეფსიდან ჩამდა და ვანდამის ძმაკაცია ა მამაძენს, იცი, ლოგოლ ცემს?
დავითი:
- ეგლე გეგონოს ლა. მამაჩემი მაგალი კალატისტია და მამასენს მაგალს მიაცმოლებს.
მალვოლიო ატირებული ხმით:
- აბა, კიიიიიიიიიიი. მამაცემს ვეტყვი და ნახე სენ და მამასენს ლა გიქნათ.
დავითი:
- ლა გატილებს, ბიწო. ქალაჩუნა ხ ომ არ ხარ?
მალვოლიო ამ სიტყვებს გაგონებაზე უფრო და უფრო უმატებს ტირილს.
(ასეთი დიალოგი მიდიოდა მთელი რამოდენიმე საათი. ყველა დავითსა და მალვოლიოს ეჩხუბებოდა. გაჩუმდით. დაგვაძინეთო)
- იცი, ლაა...
- აბა, კიიი...
- მამაცემი, მამასენს მოელევა...
- აბა, კიიიი... მამაცემმა ისეთი გლეხვოს, რომ...
- მამაცემი კალატისტია!
- მამაცემი ჯეკი ცანის ძმაკაცი...
სანამ ჩვენ არ გავითიშეთ ლაპარაკით, სხვები კი მოსმენით, იქამდე გარემოს მხოლოდ ჩვენი კამათი ესმოდა... ბოლოს, მაინც, მამაჩემი გამოვიდა მაგარი რადგან ჯეკი ჩანის თეფშიდან ჩამდა საჭმელს ახალგაზრდობასში.
P.S. ბოლოს აღმოჩნდა რომ სასტავს გაუტყდა ძილი, ვერავინ ვერ დაიძინა და მე და დავითმა კი საყვარლად დავიძინეთ ტკბილი ძილით და კეთილი ანგელოზებით.
უნდა გენახათ, რომ გავიგვიძეთ ძილ გატეხილი ხალხი რა სახით გვიკურებდა. მე და დავითს კი დამშვიდებული გამოძინებული სახეები გვქონდა.

:D:D:D:D
აბა, კიიი....
იცით, ლა...
ალავინ სემედაოთ, მამაცემი ძეკი ცანის თეფსიდან წამდა საწმელს...
