NINUCA
guruli
ირაკლი, როგორც ჩანს პრობლემები მოგიგვარებია და ახლა ველით სულმოუთქმელად მორიგ ჩართვას
და აი ისიც - მორიგი პირდაპირი რეპორტაჟი თუშეთიდან. ხაზზეა სააგენტო "კოტეტბელნიუსი".
- ამ წუთებში კვავლოდან დართლოში ვეშვებით, მერე კი მეგზურსა და ჩვენსავე თანაფორუმელ "გომეწარს" დანოს შემოგარენში ნაციხარების სანახავად მივყავართ. კვავლოს კოშკი ისევ ისე გაბზარული დგას და კარაველი გურული მოიკითხა.

სოფელში ხალხიც ბლომად დაგვხდა - უფროსებიც, ახალგაზრდებიც, ბავშვებიც...
ამინდმა, როგორც შეეძლო, მაქსიმალურად შეგვიწყო ხელი და ფოტოები ჩვენზე იყოს. სამწუხაროდ, პირიქითში მეტი ზევით ვეღარ მივდივართ, რადგან გზები ჯერ არაა გაკეთებული. აქამდე მუდამ პირიქით იყო - ჯერ პირიქითში აკეთებდნენ, მერე - გომეწარში, მაგრამ წლეულს შებრუნებით მოხდა და პირველად გომეწარში შეიყვანეს.
უკვე ნანახებიდან ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დიკლოს ძველმა ნასოფლარმა. ძალიან კარგი იყო ორეთის ტბაც, სადაც მეც პირველად ვიყავი. ამინდიც ჩინებული იყო და იმ შესანიშნავი ადგილიდან მთელი სისრულით ჩანდა კავკასიონის დათოვლილი მთები, საჯიხვეები და ყველაფერი, რითაც ლამაზია იქაურობა.
დღეს ნინი-85 და კიდევ სამი კარაველი უკვე წამოვიდნენ ბარში, ჩვენ კი ხვალ ვბრუნდებით. ხვალ, დილის 9 საათზე ომალოში პატრიარქს ელოდებიან და მისი ჩამოსვლის მერე ჩვენც გამოვეშურებით თბილისისკენ.
ამით კოტეტბელთან საუბარი დამთავრდა, ჩვენ კი დავამატებთ, რომ ძალიანაც კარგი, წლეულს გზა პირველად გომეწარში რომ გააკეთეს - აქამდე იქ საერთოდ არ აკეტებდნენ და იქაურ სოფლები ნელ-ნელა იცლებოდა. რაც შეეხება პირიქითს, იქ იმხელა სოფლებია, გზას აუცილებლად გააკეთებენ.