Post
by saskva » 13 მაი 2009, 14:33
ფოტოების გადარების შემდეგ გზა გავაგრძელეთ და მივადექით დოლისყანას
ცნობები დოლისყანის შესახებ
დოლისყანა
954-958წწ.
დოლისყანა მდებარეობს მდ. იმერხევის ხეობაში, მდინარის მარჯვენა მხარეს, სოფელში სახელწოდებით Hამამლë. გიორგი მერჩულის ცნობით, აქ ეკლესია აშენდა წმ. გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის დროს, ხოლო `დოლისყანაÃŽ მონასტრად უკუანაÃŽს იქმნა~, ე.ი. მოგვიანებით დაარსდა. როგორც ფასადზე განთავსებული სამშენებლო წარწერები გვამცნობს, ეს ტაძარი მეფე სუმბატის მეფობის ხანაშია აშენებული, ე. ი. 954-958 წწ. შუა, რასაც ძეგლის სტილისტური ანალიზიც ადასტურებს. ვ. ბერიძე მიიჩნევს, რომ მეფე სუმბატის დროს გადაკეთდა ან ხელახლა აშენდა წმ. გრიგოლის დროინდელი ეკლესია. დღეს სამონასტრო ნაგებობათაგან მიწის ზემოთ აღარაფერი ჩანს. თავად ეკლესია კი კარგად არის დაცული, რაც იმითაა გამოწვეული, რომ აქ უკანასკნელ დრომდე მუსულმანური სალოცავი _ ჯამე იყო განთავსებული. დოლისყანის ეკლესია (ტაბ. ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობის ტაო-კლარჯეთში ფართოდ გავრცელებული ვარიაციაა, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდითა და დამხმარე სათავსებით; დასავლეთით მას მინაშენი აქვს, ხოლო სამხრეთით – გალერეა; ორივე ძლიერ დანგრეულია, ჩრდილოეთით კი ეკლესიას ვიწრო გრძელი სათავსი ედგმის. როგორც ჩანს, ყველა ეს სათავსი ეკლესიის თანადროულია. ეკლესია აგებულია ზერელედ გათლილი ქვის კვადრებით, ხოლო კონსტრუქციული ნაწილები – კარი, სარკმლების წირთხლები და მთლიანად გუმბათი _ კარგად გათლილი ქვის კვადრებითაა მოპირკეთებული. გუმბათის ყელს როგორც შიგნიდან, ისე გარედან 12-12 თაღისაგან შეკრული თაღნარი ამკობს, რომლებიც ინტერიერში თითო, ხოლო ექსტერიერში შეწყვილებულ პილასტრებს ეყრდნობა. დოლისყანის ფასადები გამოირჩევა სკულპტურული რელიეფების სიმრავლითა და მრავალფეროვნებით. მათგან გამორჩეულია სამხრეთი მკლავის სარკმელი, რომლის გასაფორმებლად ოსტატს თითქმის ყველა იმ დროს ცნობილი ხერხისა და საშუალებისათვის მიუმართავს. კერძოდ, მოგრძო სარკმელს დაცილებით ადგას მკვეთრად წამოწეული თავსართი _ მცენარეული ორნამენტით დაფარული სათაური, ხოლო თავად სარკმლის თავზე ორ ფილაზე ნახევარწრიულად გაშლილია ორსტრიქონიანი ლამაზი ასომთავრული წარწერა: `ქრისტე, ადიდე მეფე ჩვენი სუმბატ მზეგრძელობით~. წარწერასა და თავსართს შორის სხვადასხვა ფერის ყვითლად და წითლად შეღებილი სოლისებრი ქვებია რადიალურად განლაგებული – ხერხი, რომელიც ესოდენ პოპულარულია ტაო-კლარჯეთის სამშენებლო სკოლაში. თავად სარკმლის წირთხლები კარგად გათლილი ქვის კვადრებით არის ამოყვანილი და ზემოაღნიშნულ დეტალებთან ერთად ხაზს უსვამს სარკმლის გამორჩეულობას კედლის საერთო სიბრტყეზე. სარკმლის შუა წელზე ორივე მხრივ წარწერებიანი ფიგურული რელიეფებია გამოქანდაკებული: მარცხნივ _ მიქაელ მთავარანგელოზის ფეხზე მდგომი ფიგურაა, მარჯვნივ _ უფრო ფართო ფილაზე _ გაბრიელ მთავარანგელოზი, მის წინ _ ნახევარფიგურა მედალიონში _ გაბრიელ დეკანოზი, რელიეფების ოსტატი, ხოლო მათ ქვემოთ – ურო. მარცხნივ _ ღია ფერის ქვაზე ამოკვეთილია ღმრთისმშობლის მცირე ზომის ხატისებრი გამოსახულება, მარჯვნივ კი _ ექვსქიმიანი ვარსკვლავი _ დავითის ფარი. მთელი ამ სისტემის ზემოთ ჯვრის ორნამენტირებული გამოსახულებაა. ეკლესიის გუმბათის ჩრდილო-აღმოსავლეთ წახნაგზე მოთავსებულია მაღალი ფიგურული რელიეფი ქტიტორისა ეკლესიის მოდელით ხელში და შესაბამისი წარწერით: `ქრისტე, ადიდენ მეფე ჩუენი სუმბატ~. ეკლესიის ფასადებზე არის სხვა რელიეფებიც. სამხრეთ კედელში ჩადგმული ფილა _ მზის საათი _ გასულ წელს გაუჩინარდა. დოლისყანის მთავარი ტაძარი შიგნით ბოლო დრომდე ორ სართულად იყო გაყოფილი, პირველ სართულზე ხოჯას თივის საწყობი ჰქონდა. სწორედ აქ, საკურთხევლის ნახევარწრიულ კედელზე საკმაოდ კარგად არის შემონახული კედლის მხატვრობის I რეგისტრი მრავალი წარწერითურთ. საწყობს არც ბუნებრივი და არც ელექტროგანათება არ გააჩნია. ამიტომ ფრესკებზე დაკვირვება მხოლოდ ფარნის შუქზე, თანაც ყელამდე თივაში, ერთობ რთული იყო; ჩვენი ფოტოაპარატის წყალობით ამ მხატვრობის ფრაგმენტებიც შეგვიძლია წარმოგიდგინოთ. ეს არის ეკლესიის წმინდა მამების რიგი იდენტურ პოზებში. როგორც ფოტოზეც ჩანს, აქვე არის არაბული წარწერის ფრაგმენტი. დოლისყანის საკურთხევლის მოხატულობა უნახავთ ნ. მარს, რომელმაც იგი გამოსცა კიდეც თავის დღიურში, მოგვიანებით _ ჯ. და მ. ტიერებს.