რომ შებინდდა კოცონს შემოვუსხედით და ბოდიში აცასთან, მაგრად ვიხალისეთ
საუბარში ბუ, ტურა, ჭოტი და სხვა გაურკვეველი ჯიშის ფრინველ-ცხოველნიც გვერთოდნენ

, გოგონამ რაღაც ხმები ფოცხვერის ხმას მიამსგავსა

ამიტომ გვითხრა სარდელებით სავსე პარკის ხეზე დაკიდებას აზრი არ აქვსო. რაზეც ვუპასუხე: "მაგას ვინ ჩივის, დავრჩეთ მშივრები, ის მაინც გვექნება სათქმელად, კარავში როცა გვეძინა, საკვები ფოცხვერმა შეგვიჭამათქო
მერე ქათმის მწვადი შევწვით. ეს იკა-თუში რა მზარეული ყოფილა კაცო?
დაძინებისას დიდი კუნძი შევაგდეთ ცეცხლში, რომ არ ჩამქრალიყო და ნადირი დაეფრთხო. თუმცა როგორც გოგამ თქვა, მათ კარავთან რაღაც ხმაური გაუგია, რაღაცა კარავზეც აფხაჭუნებდაო

. ღამით საკმაოდ ციოდა. ამიტომ კარველტა ნაწილი გამთენიისას წამოიშალა და კოცონს მიუსხდა გასათბობად.