22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მეგრული ტური2
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

დილით ძალიან ციოდა ტეხურაზე, ჯერ კიდევ სველი და ტალახიანი იყო მიწა და მოუთმენლად ველოდებოდით მზის ამოსვლას. მზეც ნელ-ნელა კლდე-კლდე, ფერდ-ფერდ გვიახლოვდებოდა.
თბებოდა ხეობაში.
თბებოდა ჩვენს სულშიც.

დილის აბაზანები მდინარეზე მივიღეთ, ამოსილმა მზემ კო ცოტა კიდეც მოგვთენთა და ჩვენც იქვე წავუძინეთ ცოტა ხნით:

სიფრაგიო და მისი პლიუსი, ანაც ისვენებდნენ. აქვე მინდა აღვნიშნო ეს საოცრად მშვიდი და სასიამოვნო ადამიანი - ანა. იმედი მაქვს, ანა კიდევ არაერთხელ იქნება ჩვენთან ერთად მოგზაურობაში:

მერე მალვოლიოც ჩამოვიდა, ჩვენი ძმა და მეგობარი.

22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

ტეხურამ ყველანაირად გვასიამოვნა, განსაკუთრებით, თავისი სილამაზით, ხმით, თევზით, რა ვიცი, ყველაფრით.
დილის ტრაპეზი ტურის რამდენიმე მონაწილემ მდინარეზე მივირთვით.
მახსოვს, მეც, სიფრაგიოც და ამირანიც არაყს ვნატრულობდით იმ დილით და ვერ ვიპოვნეთ.
მიუხედავად ამისა, საუზმე მდინარეზე ძალიან სასიამოვნო იყო.

ასეთი სიფთა მდინარის წყალი:

ჩვენს თავზე კი წეროები დაფრინავდნენ:

22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე
ტეხურა გოგირდის წყლებით მდიდრდებაო, მართალია?
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე
ნოქალაქევთან ახლოს ჩაედინება გოგირდის წყლები, წინა გვერდებზეც ნაახვდი ფოტოებს და ახლაც დავდებ.Tamusia wrote:ტეხურა გოგირდის წყლებით მდიდრდებაო, მართალია?
ასე, რომ... მართალია...
კიდევ რომ წავალთ, წამოდი და თავადაც დარწმუნდები...

22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

დღის პირველ ნახევარში ჯერ ერთი ჯგუფი წავიდა გოგირდებზე, რომ ბანაკში ხალხი ყოფილიყო, ისინი, მოლაპარაკებით 15 საათზე უნდა დაბრუნებულიყვნენ, ხოლო ამ დროისათვის, ჩვენც, მეორე ჯგუფი წავედით გოგირდებზე.
გზაზე საინტერესო ხედები გვხდებოდა, მიხაროდა, რომ ამ ადგილებს უკვე როგორც ნაცნობ ადგილებს, ისე გავდიოდი.

- pataputina
- იეტი კი არა და...
- Posts: 5201
- Joined: 10 სექ 2007, 14:29
- Location: ვალპე
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე
ესეც გოგირდები

კი არა და
რაც ყველაზე მთავარია
სამეგრელოში
ორი თვის წინ ჭამოღებული ქვები დავაბრუნე

კი არა და
რაც ყველაზე მთავარია
სამეგრელოში
ორი თვის წინ ჭამოღებული ქვები დავაბრუნე

ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი
http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato
http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato
- pataputina
- იეტი კი არა და...
- Posts: 5201
- Joined: 10 სექ 2007, 14:29
- Location: ვალპე
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე
ეს ამწუანებულაგვირილავებულაყვავილებული მინდორიც
სწორედ
ამ გოგირდების სიახლოვეს იყო...

ჰოდა... ჩვენც წავედით გოგირდებზე. გზაზე "მარშუტკსტოპით" ჩვენი ტურის მონაწილეების I ჯგუფი შეგვხვდა, უფრო ზუსტად, ჩაგვიარეს და სულ ხელ-ფეხი ვუქნიეთ ერთმანეთს.
ჩასახვევთან სანამ მივიდოდით, გზად ფეხსაცმელძირგამძვრალი ლოლა ვნახეთ. ქვაზე ჩამომჯდარი ფეხებს იქნევდა. როგორც ყოველთვის, ყველაფრის მიუხედავად, შესანიშნავ განწყობაზე იყო.
დავინახე და მივხვდი, რომ ორიოდე საათის განშორების გამო, უკვე ძალიან მონატრებული ვიყავი ლოლას.

სანამ გოგირდებთან ჩავიდოდი, ესენი გადავიღე. როგორც წესი, მცენარეების გადაღება არ მიყვარს, მაგრამ ესენი ისე თავმომწონედ იყურებოდნენ და ინოლა ქავთარაძესთან პოზირებდნენ, რომ მეც ვერ ჩავუარე ისე:

22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

გოგირდების გადაღება ყოველთვის საინტერესოა და შთამბეჭდავი. თავისი ფერებისა და ფორმების გამო, ის ყოველთვის ამოუწურავ თემად ჩანს.
მიუხედავად იმისა, რომ, თითქოს ყველა ფოტო კარგია, რასაც აქ იღებ, მე მაინც მგონია, რომ კიდევ მეტის დანახვა შეიძლება მ ფერებსა და ფორმებში, მაგრამ ხან ორთქლი უშლის ხელს ამის გამოხატვამდე მიყვანას და ხან ღია ფერების ვერ ფიქსირება სათანადოდ.
მოკლედ, ისე ვმსჯელობ, თითქოს რამე გამეგებოდეს ფოტოებში, თავადვე გამეცინა. რაც ფოტოები გადაგვიღია, პაუნასი მახსოვს განსაკუთღებულად. აი, ნინუკალა, ნუსა და ზვიოსული რომ იყვნენ იქ, საინტერესოდ დააფიქსირებდნენ ამას და იმედია, სამომავლოდ, მოხერხდება კიდეც მათი წაყვანა.
მოკლედ, ასე იყო თუ ისე, მეც შევავლე ფოტოთვალი აქაურობას.

22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

ამ ფოტოებს კი ბავშვებს ნუ აჩვენებთ.
რადგან გოგირდებზე ვიყავით, წყალი, საჭიროებისამებრ გამოვიყენე და...

აი, შემდეგ ქარსა და მზეზე თმა რომ გაშრა, მივიღეთ ეს:

ასეთი თავით რომ დამინახეს, ჯერ ხომ გულიანად იცინეს ჩემმა მეგობრებმა და და მე ვერ მივხვდუ, რატომ... მერე კი ერთობლივი ფოტოები გადავიღეთ და ერთადაც ვიცინეთ:

ბანაკში დაბრუნებულები რომ გვნახეს, ტრულიმ მაშინვე მოითხოვა ერთად გადავიღოთ "თმაგაჩეჩილების" ფოტოო და...

22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე
ARCHILI
რა ქოჩორი დაგიყენებია
ჰა:)
მაგარი ქოჩორა ხარ
რა ქოჩორი დაგიყენებია
ჰა:)
მაგარი ქოჩორა ხარ

22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე
მაგ გოგირდებზე ბანაობა შეიძლება?