პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by ARCHILI » 24 თებ 2009, 10:41

pataputina wrote:

19 წლის ასაკში
ჩვენ ძალიან საყვარლები ვიყავით
ეტყობა
მაგრამ რა
მაშინაც ვერავინ ხვდებოდა
ჩვენს მეტი

:lol:


კი არა და




19 წლის ხათოს რომ სცოდნოდა, რომ 24 წლის ხათო არ იქნებოდა 19 წლის ხათო, შეიძლება 24 წლის ხათო 24 წლის ხათო ყოფილიყო და არა ისა...რა ჰქვია... :roll:
Image

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by pataputina » 24 თებ 2009, 11:14

Tamusia wrote:pataputina

მეც თხელი საძილე მაქვს და თან მგონი გასარეცხია. თუ გინდა გათხოვებ. პარალონსაც გათხოვებ, თუ გინდა
:oops: :oops:
მადლობა...დიიდიიდიიიდიი...ლამამ მათხოვა უკვე
:oops:


ლამასაც მადლობა
დიდიდიდიდიიდიიდი



:oops:


კი არა და

















ამ თემაში ერთი ჩემი სურათიც ჩამოკიდეთ
და
სანთელიც ამინთეთ ყოველ დილით
და
ყვავილებიც დამაწყეთ გულზე
და
ეგაა რა.......... :roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by pataputina » 26 თებ 2009, 13:25

ჰხოდა ისა


იყო



:roll:




1:1 სიტყუანი ეკლესიასტესნი, ძისა დავითისნი, მეფისა ისრაჱლისანი, იერუსალიმს



1:2 ამაოება ამაოთა, - თქუა ეკლესიასტე, - ამაოება ამაოთა, ყოველივე ამაო
1:3 რა უმეტეს არს კაცისა, ყოველსა შინა შრომასა მისსა, რომელსა შურების მზესა ამას ქუეშე
1:4 ნათესავი წარვალს და ნათესავი მოვალს, და ქუეყანა უკუნისამდე ჰგიეს
1:5 და აღმოვალს მზე და დავალს მზე და ადგილსა თჳსსა მივალს იგი

1:6 და მუნვე მივალს სამხრით და მოჰვლის ჩრდილოთ, გარემოვლის გარემო სული და სიმრგულესა თჳსსა მოიქცევის სული


1:10 და არა რაჲ არს ყოველივე მზესა ამას ქუეშე, რომლისათჳს იტყჳს და თქუას, ვითარმედ: ესე ახალი არს. მიერითგან ქმნილ არს საუკუნეთა მათ ყოფილთა უწინარეს ჩუენსა

1:11 არა არს ჴსენება პირველთა მათ და უკუანაჲსკნელთა, რომელნი ყოფილ არიან უწინარეს ჩუენსა, არა არს ჴსენება ქმნილთა მათ თანა უკუანაჲსნელთა




1:17 და გულმან ჩემმან იხილა მრავალი სიბრძნე და მეცნიერება. იგავნი და მიწევნანი ვცნენ მე, რამეთუ ესეცა სულისა გამორჩევაჲ არს

1:18 რამეთუ სიმრავლესა შინა სიბრძნისა სიმრავლე მეცნიერებისა არს; და რომელმან შესძინოს ცნობა, შესძინოს მან სალმობა




:roll:




2:12 და მოვხედენ მე ხილვად სიბრძნისა და განცხრომისა და სიხარულისა (და ვინმე იყოს კაცი, რომელი მოვიდეს შემდგომად კუალსა გულისზრახვისა თჳსისასა ყოველი, რომელი-იგი ქმნა?)

2:13 და რამეთუ არს უმეტეს სიბრძნე უფროჲს უგუნურებისა, ვითარცა უმეტეს არს ნათელი ბნელისა

2:14 ბრძნისა თუალნი თავსა მისსა და უგუნური ბნელსა შინა ვალს. და ვცან ესეცა, რამეთუ შემთხუევაჲ ერთი შეემთხჳოს მათ ყოველთა


2:16 და რამეთუ არა არს ჴსენება ბრძნისაჲ უგუნურისა თანა უკუნისამდე, რამეთუ მიერვე დღეთა მათ მომავალთა ყოველი დაივიწყა და ვითარმე მოკუდეს ბრძენი უგუნურსა თანა

2:17 და მოვიძულე ყოვლითურთ ცხორება ჩემი და ბოროტ არს ჩემ ზედა ქმნილი იგი, რომელი იქმნების მზესა ქუეშე, რამეთუ ყოველივე ამაო და გამორჩევა სულის

2:18 და მოვიძულე ყოვლითურთ რუდუნებაჲ ჩემი, რომელსა ვრუდუნებდი მზესა ქუეშე, რამეთუ დაუტეო იგი კაცსა, რომელი იყოს ჩემსა შემდგომად

2:19 და ვინ იცის, გინა ბრძენ იყოს, გინა უგუნურ და ჴელმწიფებდეს ყოველსა ზედა ნაშრომსა ჩემსა, რაოდენ ვშუერ და რაოდენ განვბრძნდი მზესა ამას ქუეშე და ესეცა ამაო

2:24 არა რაჲ არს კეთილი კაცისაჲ ყოველსა შინა შრომასა მისსა, გარნა რაiიიგი ჭამოს და სუას და უჩუენოს კეთილი სულსა თჳსსა კეთილი შრომასა თჳსსა, და ესეცა ვიხილე, რამეთუ ჴელისაგან ღმრთისა არს

2:25 ვინმე უკუე ჭამოს და სუას თჳნიერ მისსა

2:26 რამეთუ კაცსა კეთილსა წინაშე პირსა მოსცა სიბრძნე და მეცნიერება და სიხარული, და ცოდვილსა მას მოსცა მიმოტაცებაჲ შეძინებად და შეკრებად და მიცემად კეთილსა მას წინაშე პირსა ღმრთისასა. და რამეთუ ესეცა ამაო და ჴდომა სულისა


:roll:




3:1 ყოველთათჳს ჟამი არს და ჟამი ჩანს ყოვლისა საქმისა ცასა ქუეშე
3:2 ჟამი არს შობისაჲ და ჟამი სიკუდილისაჲ, ჟამი არს დანერგვისაჲ და ჟამი მოფხურად დანერგულისა მის
3:3 ჟამი არს მოკლვისაჲ და ჟამი განკურნებისაჲ, ჟამი დარღუევისაჲ და ჟამი აშენებისაჲ
3:4 ჟამი ტირილისაჲ და ჟამი სიცილისაჲ, ჟამი ტყებისაჲ და ჟამი როკვისაჲ
3:5 ჟამი არს დადებად ქვაჲ და ჟამი არს შეკრებად ქვისა, ჟამი არს გარემოცვისა და ჟამისა არს განშორებად მოცულისა მის
3:6 ჟამი არს ძიებისაჲ და ჟამი წარწყმედისაჲ და ჟამი არს მარხჳსაჲ და ჟამი არს განგდებისაჲ
3:7 ჟამი არს განპებისაჲ და ჟამი შეკერვისაჲ, ჟამი არს დუმილისაჲ და ჟამი სიტყჳსაჲ
3:8 ჟამი არს სიყუარულისაჲ და ჟამი არს სიძულილისაჲ და ჟამი მშჳდობისაჲ
3:9 რაჲთამე უმეტეს არს მოქმედისა მის, რომელსა შურების

3:20 და ყოველივე ერთსა ადგილსა მივალს. ყოველივე შეიქმნა მიწისაგან და ყოველივე მიიქცევის მიწად


:roll:



4:9 უმჯობეს არიან ორნი ერთისა, რომელ არს მათდა სასყიდელი, კეთილ არს შრომასა შინა მისსა
4:10 უკეთუ დაეცნენ, ერთმან აღადგინოს მოყუასი თჳსი. და ვაჲ ერთისა მის, უკეთუ დაეცეს და არა ვინ იყოს მეორე, რომელმან აღადგინოს იგი
4:11 და უკეთუ დაწვნენ ორნი, განტფენ იგინი და ერთი იგი ვითარმე განტფეს
4:12 და უკეთუ განძლიერდეს ერთი იგი, ორნი ესე დადგენ წინაშე მისსა, და საბელისმოდებული არა ადრე განსქდეს
4:13 უმჯობეს არს მონაჲ გლახაკი და ბრძენი უფროსღა მეფისა მოხუცებულისა და უგუნურისა, რომელმან არა ცნა კრძალულებაჲ

4:16 არა არს დასრულება ყოვლისა ერისა. ყოველთავე, რომელნი იყვნეს უწინარეს მათსა და უკანასკნელ არავე იხარებდენ მათ ზედა, რამეთუ ესეცა ამაო და ჴდომა სულისა


:roll:



5:1 ნუ ისწრაფი პირითა შენითა და გული შენი ნუ ისწრაფინ გამოღებად სიტყჳსა წინაშე ღმრთისა, რამეთუ ღმერთი ცათა შინა არს და შენ ქუეყანასა ზედა. ამისთჳს იყუნედ სიტყუანი შენნი მცირე



:roll:










კი არა და





რადგან, როცა დიდია სიბრძნე, დარდიც დიდია; მრავლის შეცნობა ადამიანს წუხილს უმრავლებს

რაც ცოტა იცი, უფრო მშვიდად გძინავს




:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by pataputina » 27 თებ 2009, 22:01

შევხვდებით ერთმანეთს
გაზაფხულზე




:oops:




































ან არც...... :roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by pataputina » 03 მარ 2009, 01:29

სწორუპოვარი
:roll:

მმმ
შემომემაგარსიტყვავა

კი არა და
თუ უპოვარვერნაპოვნი ხარ
ე.ი.
ეძებ
და
ვერ იპოცნე ჰხო?
და
მაშინ საკუთარითავისსწორისვერმპოვსწორუპოვარი სულაც არ არის ის სწორუპოვარი, როგორზეც ამბობენ ისაო...სწორუპოვარია



კი არა და


დეიდებო, ბიძიებო დაამეხმარეთ
ამომახსნევინეთ განტოლება
რა უნდა ჰქმნას
C-მ
თუ
A=B
არადა
A მეტი უნდა იყოს B-ზე
ვაჰხთ
ან
ნაკლები...
მნიშვნელობა არ აქვს
მთავარია
ტოლი არ იყოს


სწორუპოვარი A-იანი და B - იანი განტოლება მჭირდება
კი არ მჭირდება
მე
საჭიროება
მერე
უფრო რთულლი ამოცანების ამოსახსნელად
თორემ
აი უკვე რამდენი კვირაა გავიჭედე
და
ვეღარ ვაგრძელებ ამოხსნას
ვაჰხთ

:?
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by lama » 03 მარ 2009, 20:36

კი არა და

Image

:*
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by pataputina » 03 მარ 2009, 20:49

lama
:D :D :D


აბა ისა

ბავშვობაში
ყველანი ლამაზები და საყვარლები ვიყავით

?


ტყუილი ყოფილა

:roll:



კი არა და



ბავშვობაში მოშავგვრემნო თმა მქონდა,
მერე
რომ გავიზარდე
შერცვხა
და
გაწითლდა

ჰხუხ

:roll: :oops: :roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by lama » 03 მარ 2009, 21:13

pataputina
კი არა და

ანუ ასე?

Image


მარა შუბლი და წერტილი რაშიაშია???
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
pauna
მაწანწალა
Posts: 1991
Joined: 29 მარ 2005, 10:49
Location: ვარკეთილი
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by pauna » 04 მარ 2009, 00:01

ბნელი და ბუნდოვანი (არ გეგონოთ)


კი არა და :D

ორთქლიანიაა :D



Image
ImageImage

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by pataputina » 04 მარ 2009, 00:04

ყოველთვის, როცა ფიფქები წავლენ
ყოველთვის, როცა მერცხლები მოვლენ
გულო, რამხელა სინანულს ავლენ
სულო, რამხელა მოწყენას ავლენ

დედას მაგონებს მე ყველა ფიფქი
სიცივეც,
ქარიც,
ნიავიც,
ნისლიც,
დედა წვებოდა ყველაზე ადრე
რომ
მე ლოგინი მქონოდა თბილი
დედა დგებოდა ყველაზე ადრე
ცოცხით ოთახის სიჩუმეს გვიდა
ბავშვს ხომ უნდაო საუზმე თბილი
სადილი გვინდა,
რაღაცა გვინდა...

და მოკვდა იგი წყნარი და გამრჯე
მას ფიქრად გაჰყვა ფიქრები ჩემზე

არა, აღარ ზის ის საჭრეთელთან
ათოვს დედის გულს, ბავშვივით სუფთას
ის ადრე მოკვდა
ვინ იცის
ჩემთვის
ცივი სამარის გათბობაც სურდა....

და ახლა, როცა მერცხლები მოვლენ
ყოველთვის, როცა ფიფქები წავლენ,
გულო, რამხელა მოწყენას ავლენ
სულო, რამხელა სინანულს ავლენ,

დედას მაგონებს მე ყველა ფიფქი
დედის ჭაღარას მაგონებს თოვლი........



ტარიელ ჭანტურია





კი არა და





ყველაზე დედური ლექსი დედაზე
ჩემნაირი
შვილისთვის

:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by pataputina » 04 მარ 2009, 00:36

pauna wrote:ბნელი და ბუნდოვანი (არ გეგონოთ)


კი არა და :D

ორთქლიანიაა :D



Image
:shock:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by pataputina » 06 მარ 2009, 16:24

ჰხოდა ისა...

ვინ მოიგონა, რომ სააათი ხდება?

:roll:

აი

სადაცაა 5 საათი გახდება

და
რატომ გახდება ვითომ
იქნებ სუქდება?
:roll:
მითუმეტეს
როცა საათს წუთები ემატება
ხომ
უფრო უნდა სუქდებოდეს
ვიდრე ხდებოდეს?
თუ
დიეტური წუთებია?

კი არა და

40 წუთში 5 საათი გასუქდებაო
რომ ვთქვათ
5 საათი გახდება


ნაცვლად
არ სჯობს?
უფრო ლოგიკური არ არის?
არა?
კაი

:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by pataputina » 08 მარ 2009, 20:00

გოგი გვახარია


“არ მოჭრა” - 1990

ნაწილი მეთვრამეტე



მოდით, ყველამ ერთად, ვინც ხელოვნებას ვემსახურებით, ან, უბრალოდ, გვიყვარს ხელოვნება, ერთხელ და სამუდამოდ ვაღიაროთ, რომ ტყუილად ვკარგავთ დროს. კულტურის უტოპია, რომლისაც გვწამს ესთეტებსა და სნობებს, სამყაროდან ნელ-ნელა ქრება. ფორმის გრძნობა დაკარგულია. კულტურა კი, სხვა არაფერია თუ არა ფორმა.

ნელ-ნელა ქრებაო, ვწერ? არა. ფორმა გამქრალია. ყოველ შემთხვევაში ის ფორმა, რომელსაც უტოპიის მსახურები არაერთხელ გავუხარებივართ და გავუბრაზებივართ. დღეს, მაგალითად, კინოს მოყვარულთა ახალ თაობას სიცილად არ ჰყოფნის ფორმის სიყვარულისთვის წამებული გუსტავ ფონ აშენბახის მანჭვა-გრეხა ლუკინო ვისკონტის ფილმში “სიკვდილი ვენეციაში”.

გაიხარეთ, ყმაწვილებო! თქვენი რეაქცია ბუნებრივია. აბა, რა უნდა ქნათ, უნდა იბღავლოთ ამ დეკადენტურ მარაზმზე? რა უნდა ამ ფილმს სუპერთანამედროვე კინოთეატრში, თავისი “დოლბი-სტერეოთი”? იქ, სადაც ბევრი დარბაზია, ყოველი დარბაზის ეკრანიდან კი “ფაქ…” ისმის? როგორ შეიძლება აშენბახის ტანჯვის ყურება პოპკორნის თანხლებით, და, აბა სხვა რა არის თანამედროვე კინოდარბაზი თუ არა პოპკორნი, რბილი სავარძელი და “დისნეილენდი” ეკრანზე?

ვენეციის სილამაზისგან განადგურებული და გაშარჟებული აშენბახის ადგილი კინომუზეუმების ეკრანზეა. იარონ სინემატეკაში ბებიებმა და ბაბუებმა და იქ დაიკმაყოფილონ ნეკროფილური ვნებები.

მაგრამ 1990 წელი ჯერ კიდევ გასული საუკუნის უკანასკნელი ათწლეულის დასაწყისია. ფორმა არსებობს. უბრალოდ, ნელ-ნელა ქრება. ფორმაზე მიჯაჭვული უტოპისტები კი კინოს მუზეუმს ვაარსებთ. საკუთარი კინოდარბაზი, ცხადია, არ გაგვაჩნია. მაგრამ მაინც გვაქვს იმედი _ მოსკოვში ხომ გაიხსნა? აი, ხომ ამბობენ “მაკდონალდსი” გაიხსნა მოსკოვში და მალე ჩვენც გვექნებაო, ტელევიზორში “პოლე ჩუდეს” დაიწყო და მალე ჩვენი, ქართული ტელეშოუც გვექნებაო. კინომუზეუმმა რა დააშავა?

“მაკდონალდსი” _ არა. ამ საოცრების მოყვარულთ ისევ მოსკოვში უწევდათ ჩაფრენა, მერე კი, მთელი დღე რიგში დგომა, რათა სწრაფი კვების ობიექტად შერაცხულ “სამოთხეში” მოხვედრილიყვნენ. საბჭოთა იმპერიის დედაქალაქში “მაკდონალდსის” გახსნა მნიშვნელოვან მოვლენას დაემთხვა _ მიხეილ გორბაჩოვი საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი გახდა.

არც “პოლე ჩუდეს” გამოვიდა. საქართველოს ტელევიზია ოქტომბრისთვის დანიშნული არჩევნებით იყო დაკავებული. ეროვნული მოძრაობის ერთმა ნაწილმა კომუნისტებთან შერკინებაზე უარი თქვა. მეორე ნაწილი კი გაერთიანდა ბლოკში “მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველო”, რომელსაც ზვიად გამსახურდია ხელმძღვანელობდა. ტელევიზია, ცხადია, კულტურის სიახლეებსაც აშუქებდა _ მაგალითად, დათო ტურაშვილის პიესის მიხედვით დადგმულ რობერტ სტურუას წარმოდგენას “დიალოგები ორმოქმედებიანი პიესისათვის”, რომლის მოქმედება, რა თქმა უნდა, 1921 წლის თებერვალში მიმდინარეობს. “რა თქმა უნდა” იმიტომ, რომ არა მარტო ცხოვრებაა თეატრი, არამედ თეატრიც ცხოვრებაა… ჰოდა, სტურუა იმას ხომ ვერ აუვლიდა გვერდს, რაც აქტუალური იყო?

“ინტელექტუალური კამათის მაგივრად, სცენიდან თანამედროვე დიასახლისებისა და საგაზეთო რიტორიკის ზვავი დაიძრა. თითქოს ავტორი ყველაფერს, რაც ჩვენს ფორმალურ და არაფორმალურ კრებებზე გაისმის, დაწვრილებით იწერდა თავის უბის წიგნაკში” _ ანა ჭავჭავაძე. რეცენზია სპექტაკლზე “დიალოგები ორმოქმედებიანი პიესისათვის” (”საბჭოთა ხელოვნება. 1990/12)

ეჰ, ანუკა. როგორი ესთეტი იყავი! აბა, რას ელოდი მაშინდელი თეატრისგან, როცა “დიასახლისებისა და საგაზეთო რიტორიკამ” ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა _ მათ შორის “ფორმალური და არაფორმალური კრებები”, მათ შორის პოლიტიკა და ტელევიზია! 25 ნოემბერს ამ რიტორიკამ, რომელიც მძლავრად შემოიჭრა ქართულ სივრცეში, მერაბ მამარდაშვილი მოკლა. ვნუკოვოს აეროპორტში გული გაუსკდა. საქართველოში მოფრინავდა _ იქ, სადაც არჩევნებზე “მრგვალმა მაგიდამ” ხმების აბსოლუტური მაქსიმუმი მიიღო.

დარჩენილიყო თავის რუსეთშიო, უფრო სწორად, თავის საბჭოთა კავშირშიო, ამბობდნენ ჩვენი ეს დიასახლისები (ყველაზე აქტიური ელექტორატი)… და პოლიტიკოსი “მამასახლისებიც”, რომლებმაც დიასახლისების რიტორიკა გაითავისეს. დიასახლისები “დედის” როლით დაკმაყოფილდნენ. უმანკოების ნიღბით უფრო ადვილად შეძლებდნენ “მამასახლისების” მანიპულაციას. “მამასახლისებმა” მორჩილი შვილის როლი არჩიეს. ასე უფრო ადვილი იყო მოქმედება _ ხიფათის შემთხვევაში უყოყმანოდ შეაფარებდნენ თავს სალივლივო წიაღს.

თუმცა ეს რიტორიკა არც რუსეთისთვის იყო უცხო. იქ მტრად გამოცხადდა ყველა, ვინც ხალხს დამოუკიდებელი აზროვნებისკენ მოუწოდებდა. განა იქ, რუსეთში, ამავე წელს არ მოკლეს (თანაც როგორ _ ცულით!) მამა ალექსანდრე მენი, თითქმის ყველა ქადაგებაში რომ იმეორებდა ქრისტე _ სიყვარულია, ანტიქრისტე კი _ სიძულვილიო, კულტურა და შემოქმედება _ ღმერთისაა, ქაოსი და უნიჭობა კი _ სატანისაო? ღმერთისა და თქვენი სინდისის გარდა, ნურავის დამორჩილდებითო.

1990 წლის იანვარში, მოსკოვში, ახლადგახსნილი კინოს მუზეუმის დიდ დარბაზში, სეანსი ჩაიშალა. ნაგისა ოსიმას ფილმის, “გრძნობათა იმპერიის” ჩვენების დროს, რამდენიმე ადამიანმა ერთდროულად დაიწყო ყვირილი _ “ჟიდომასონები რუსულ კულტურას უტევენ!”. ამ წამოძახილს ვიღაცამ უპასუხა და კინოს მუზეუმში ხელჩართული ბრძოლა დაიწყო. დარბაზის ადმინისტრაცია იძულებული იყო ფილმის ჩვენება შეეწყვიტა. ანატოლ დომანმა, ფრანგმა პროდიუსერმა, რომელიც ამ სკანდალის უშუალო მოწმე გახდა, საკმაოდ მშვიდად შეაფასა ეს არეულობა, აქ კი არა, ლამის კანში მოხდა იგივე, როცა ფესტივალზე “გრძნობათა იმპერია” უჩვენესო.

დომანმა, რა თქმა უნდა, იცრუა. უბრალოდ, 1976 წლის კანის კინოფორუმის დირექციამ ვერ გაბედა სპეციალური კომისიის მიერ “პორნოგრაფიად” შეფასებული ფილმის კონკურსში ჩართვა. ორი წლის შემდეგ, საფრანგეთის კულტურის მაშინდელმა მინისტრმა ჟაკ ლანგმა წერილით მიმართა ხელისუფლებას, მოეხსნათ სურათისთვის “პორნოგრაფიული ფილმის” გრიფი და ჩვეულებრივ კინოთეატრებში ეჩვენებინათ. მინისტრის თხოვნამ გაჭრა. 1979 წელს, მსოფლიოს ასი კინოკრიტიკოსის გამოკითხვით, “გრძნობათა იმპერია” ყველა დროისა და ხალხის საუკეთესო ეროტიკულ ფილმად აღიარეს. უფრო მეტიც, კინოს უამრავი სპეციალისტი იაპონელი რეჟისორის ამ სურათს ყველა დროის საუკეთესო ფილმადაც მიიჩნევს.

მოსკოვში ჩაშლილი სეანსის შემდეგ, კინოს სპეციალისტები ცდილობდნენ აეხსნათ რუსული პუბლიკის ასეთი აგრესია. “პერესტროიკის” ეპოქაში, მოსკოვში ხომ თავისუფლად შეიძლებოდა უკვე ყველაზე უხამსი ეროტიკული ფილმის ნახვა. კინოკრიტიკოსების აზრით, საქმეც ისაა, რომ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა, მათ შორის სექსუალური აქტი, “გრძნობათა იმპერიაში” იმდენად პირობითად არის ნაჩვენები და იმდენად ორგანულად ეწერება ფილმის მთლიანობაში, რომ “ქვენა გრძნობების” გამძაფრებას არ იწვევს. ასეთი კინო კი არავის უყვარს - არც მორალის დამცველებს და არც იმათ, ვინც ეროტიკის სანახავად დადის კინოში.

დომანს შეეშინდა და თბილისში აღარ ჩამოვიდა. მხოლოდ თავისი ფილმები გამოაგზავნა ახლადდაარსებული, მაგრამ უდარბაზო და უსახლკარო თბილისის კინომუზეუმისთვის, რომლის დამაარსებლებს გულუბრყვილოდ გვჯეროდა, რომ “დიასახლის-მამასახლისების რიტორიკას” ჯერ კიდევ შეიძლება რაღაც სხვა დაუპირისპირო _ უფრო სტრესული, უფრო ცოცხალი, დაუპირისპირო კულტურა და შემოქმედება, დაუპირისპირო ფორმა, რომელსაც იმხანად ვერავინ გრძნობდა ისე, როგორც იაპონელები და როგორც ნაგისა ოსიმა.



ანატოლ დომანის პროდუქცია: შლენდორფის “თუნუქის დოლი”, ვენდერსის “ცა ბერლინის თავზე”, გოდარის “მდედრი-მამრი”, ბოროვჩიკის “ამორალური ზღაპრები”, ნაგისა ოსიმას “გრძნობათა იმპერია”… თებერვალში ფილმები უკვე თბილისში იყო. ფილარმონიამ, სადაც ქართველი არტისტები ჯერ არ მღეროდნენ და არ ხუმრობდნენ, სადაც მხოლოდ პოლიტიკოსებისა და დიასახლისების “ფორმალურ-არაფორმალური კრებები” იმართებოდა, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაგვითმო დარბაზი. საქართველოში, დიდ ეკრანზე პირველად გავიდა ქართულად გახმოვანებული ფილმები.

და ეგ იყო სწორედ პრობლემა.

“ეამბორე ჩემს ასოს!”, “მომიშვირე ანუსი!”, “მასთან დაეძინა”… ვაი, ვაი, რამდენ სისულელეს გაიგებ, როცა ენას “მკვდრის სუდარა” აქვს გადაფარებული!

“ენა მდიდარი,

თქვენს ხელში მკვდარი,

ჩვენ მიგვიღია გასაცოცხლებლად,

და ამასაც თქვენ

ცოდვად გვითვლით ჩვენ,

რაღა პირითა დახვალთ ამ ქვეყნად!”

ჰო. ვიშვიში ატეხეს. განსაკუთრებით “ამორალურ ზღაპრებზე”. მექანიკოსის ჯიხურში, მერაბ ფიფია ფილმის მსვლელობის პროცესში შეეცადა ტექსტის გადაკეთებას. თუმცა მოგვიანებით მიხვდა, რომ გაცოცხლებულის მოკვლას აზრი აღარ ჰქონდა. რაც არის, არისო, თქვა და გააგრძელა თარგმნა.

ვიშვიში წივილ-კივილში არ გადაზრდილა. უბრალოდ ადგნენ და წავიდნენ.

ბოროვჩიკზეც და ნაგისა ოსიმაზეც.

მოსკოვის კინოს მუზეუმში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ანატოლ დომანმა გაიხსენა, როგორ წაიყვანა ერთი მეძავი ქალი ლუვრში, რათა მის რეაქციებს დაკვირვებოდა. “მე გაოცებული ვუყურებდი სირცხვილისგან გაწითლებულ ქალს, რომელიც მიმითითებდა რა აქ გამოფენილ ენგრის “მობანავე ქალზე”, სახელოზე მექაჩებოდა და მეკითხებოდა, როგორ შეიძლება საჯაროდ ამგვარი უმსგავსობის გამოფენა?”

საინტერესოა, რამ აღაშფოთა ლუვრში ეს პარიზელი გოგო?

აქ ორი პასუხი შეიძლება იყოს. პირველი იმ კულტურის შიგნით იბადება, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ქმნიდნენ კაცები: “ქუჩის ქალი” შეურაცხყოფილი დარჩა, როცა დომანმა (საკმაოდ სიმპათიური კაცი იყო ახალგაზრდობაში) მისი პროფესიული ღირსება შელახა და იმის მაგივრად, რომ “მასთან დაეძინა”, მუზეუმში გააქანა ჭეშმარიტი პროფესიონალი.

საოცარი უნარი გვაქვს კაცებს, ჩვენი ვნებები და წარმოდგენები ქალებს მივაწეროთ!

მეორე პასუხიც აქედანაა _ “მამასახლისების კულტურიდან”. ოღონდ უფრო დახვეწილი და ესთეტიკური ფორმის საბურველში გახვეული.

პარიზელ მეძავს ენგრის გოგომ მოუშალა ნერვები _ დასრულებული ფორმის ამ განსახიერებამ, რომელიც არაფრით გიშვებს ახლოს. დასრულებულმა ფორმამ ზოგჯერ ასე იცის _ შურით გაგხეთქავს, გაგაცოფებს და გაგაწითლებს. მით უმეტეს, როცა მეტისმეტად ლამაზია იმისათვის, რომ მის სივრცეში შეაღწიო. მით უმეტეს, როცა შენზე ლამაზი მკერდი აქვს, მაგალითად.

შეგშურდება, აბა რა, მისი. შეგშურდება და გაწითლდები.

მაგრამ რატომ მარტო ქალები და მკერდი? კაცებსაც ხომ გვშურს რაღაცეების?

“როცა იმის შეგრცხვება, რაც სამარცხვინო არ არის, აღარ შეგრცხვება იმის, რაც სამარცხვინოა.”

ჭკვიანი კაცი იყო კატონი. ძველ რომში კი ცხოვრობდა, მაგრამ გული უგრძნობდა, რომ სოციოფობია, უფრო კონკრეტულად კი კასტრაციის, ე.ი. იდენტურობის დაკარგვის, განადგურების შიში, მალე ძველი რომიდან ახალ სამყაროს მოედებოდა _ მოაღწევდა 70-იანი წლების საფრანგეთამდე (სადაც კულტურის მინისტრი, საბედნიეროდ, ჟაკ ლანგი იყო), მოაღწევდა 1990 წლის საქართველომდე და იმათ რიტორიკას განსაზღვრავდა, ვინც “ფორმალურ და არაფორმალურ კრებებზე” გაჰყვიროდა, “სამშობლო-დედის ძუძუი” საფრთხეშიაო, “უცხო თესლს” მისი განადგურება, მისი წართმევა უნდაო.

იმდენი იყვირა, რომ თავისას მიაღწია.

არ დაიზაროთ, გადახედეთ იმდროინდელ გაზეთებს, მოიმარჯვეთ კალკულატორი და დაიანგარიშეთ; ეს ორი პოეტური “მარგალიტი” - “სამშობლო, დედის ძუძუი” და “უცხო თესლი” ასჯერ უფრო ხშირად გვხვდება პრესაში, ვიდრე ალექსანდრე მენის საყვარელი სიტყვა _ “სიყვარული”, რუსეთშიც და საქართველოშიც.

მაგრამ თუკი მოსკოვში, “გრძნობათა იმპერიის” სეანსზე ჩხუბისა და გაწევ-გამოწევის ინიციატორები მანდილოსნები იყვნენ, აქ, თბილისში შერცხვენილმა ქალბატონებმა სეანსის დაწყებიდან ნახევარი საათის შემდეგ დატოვეს დარბაზი. კომენტარების გარეშე. უხმაუროდ. როგორც უმანკო არსებებს შეშვენით.

ფილარმონიის 2000 ადგილიან სივრცეში მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცები დარჩნენ.

ამასობაში “გრძნობათა იმპერიის” გმირებმა, ქალმა და მამაკაცმა, “მსხვერპლმა და ჯალათმა” როლები შეცვალეს. ასიმეტრია, დამახასიათებელი კლასიკურ-დასავლური ჰეტეროსექსუალური აქტისთვის, რაც, თავის მხრივ, ათასი ქალთმოძულე თეორიის საბაბი ხდება ხოლმე (”ქალში უნდა შეაღწიო”), დაირღვა, მერე კი სრულიად საწინააღმდეგო ფორმა მიიღო; ორმა სხეულმა, ორმა პოლუსმა, ამ მუდმივად დაპირისპირებულმა მხარეებმა, ქალმა და მამაკაცმა მაინც ვერ შეძლეს ერთმანეთში სრულად შეღწევა. ეს კი ტრაგედიაა იაპონელისთვის, რომელიც, როგორც ესთეტი, როგორც მთლიანი ფორმის უკანასკნელი მეხოტბე, გულწრფელად განიცდის, როცა მთლიანობა მიუღწეველი რჩება. ტრაგედიის განცდას სისხლი უნდა მოყვეს. მოახლე ქალი სადა, მორიგი სასიყვარულო პაემანის აპოგეაში ახრჩობს თავის ბატონს, კასტრაციას უკეთებს და მის სხეულზე სისხლიანი იეროგლიფები ამოჰყავს “კიიტი და სადა - მარადიული სიყვარული”.

აი, აქ კი გამოცოცხლდა ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი. “გამამრებული ფილარმონია” დანამომარჯვებულ სადას სრული სერიოზულობით მიმართავდა, მოუწოდებდა, უყვიროდა, ემუდარებოდა, აგინებდა: “არ მოაჭრა!”, “აუ, არ მოაჭრა, რა!”, “არ მოაჭრა, შენი ნაბოზარი დედაც!”

იქ, მექანიკოსის ჯიხურიდან, სადაც მერაბ ფიფიას გვერდით ვეჯექი, ეს ფრაზები ექოსავით ისმოდა. სხვა სიტყვებიც გავიგონეთ, რომელთაც მე, როგორც “მკვდრის სუდარაგადაფარებულ ენაზე” მოაზროვნე, ვერ გავიმეორებ. მოულოდნელად ოსიმამ ძლიერი, წითელი შუქით გაანათა ეკრანი და ახლო ხედი ჩადგა კასტრაციის სცენისა.

ზევიდან გადმოვხედეთ დარბაზს. კაცებმა, ჩვენმა ჯიგიტმა ბიჭებმა, სულ ცოტა ხანში იარაღს რომ დაატრიალებენ ქვეყანაში, ჯერ “უცხო თესლს” რომ დაერევიან (10 დეკემბერს ცხინვალში უკვე სისხლი დაიღვრება), მერე კი ერთმანეთს დაუმიზნებენ… იცით რა ქნეს?

კაცებმა თვალებზე აიფარეს ხელი.

ისე, როგორც “პირველყოფილმა კ
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by pataputina » 08 მარ 2009, 20:05

გიორგი გვახარია “ჩანაცვლება” - 1989

ნაწილი მეჩვიდმეტე



…ყველაფერი გადაიღეს.

როგორ მიაყენეს ცოლ-ქმარი კედელთან, როგორ ესროლეს.

სასამართლოც გვიჩვენეს, ოღონდაც ხმის გარეშე. სულ რამდენიმე კადრი _ “კარაკულის” ქურქში გამოწყობილი ნიკოლაე ჩაუშესკუსა და მისი მეორე ნახევრის, ელენეს პროცესი.

წნევა გაუსინჯეს და დასახვრეტად გაიყვანეს.

რეპორტაჟი დიქტატორის “კარაკულის” ქუდის ახლო ხედით დასრულდა. პირველივე გასროლის შემდეგ, ეს ქუდი ჩაუშესკუს გვამის გვერდით აღმოჩნდა.

არადა, საფოსტო ყუთში მაინცდამაინც იმ დღეს ჩამიგდეს “ჩინემას” მეთერთმეტე ნომერი. რუმინული კინოჟურნალის ყდაზე, ტრადიციულად, ჩაუშესკუების წყვილი ხელს გვიქნევდა და გვიღიმოდა.

სურათებიანი “ჩინემა” სტუდენტობის წლებიდან მქონდა გამოწერილი. ყდაზე ნიკოლაესა და ელენეს სურათების ბეჭდვა სადღაც 86 წლიდან დაიწყეს. ეტყობა, ესეც გორბაჩოვის წინააღმდეგ მიმართული ჟესტი იყო, ფარული ლოზუნგი _ “სოციალიზმს რუმინეთში საშიშროება არ ემუქრება!”

დაახლოებით იგივე ხდებოდა აღმოსავლეთ გერმანიაში. აქ, ყველაფერთან ერთად, საბჭოთა ლიბერალური ჟურნალები და “პერესტროიკის” მთავარი ფილმი, “მონანიება” აიკრძალა.

ეტყობა ჰონეკერი მიცვალებულის საფლავიდან ამოღების სახემ დააფრთხო. განა “მონანიებამ” სწორედ ეს სახე არ დაამკვიდრა “პერესტროიკის” კულტურაში? განა ამ ფილმის პრემიერის შემდეგ არ დაიწყო ჩვენში ისტორიის გასამართლება?

ყველა ისტორიკოსი გახდა. აფხაზებმა დაასკვნეს, რომ ძალით შეიყვანეს საქართველოს შემადგენლობაში. ქართველებმა “მეცნიერულად გამოიკვლიეს”, რომ ეს აფხაზები, ანუ “აფსუები” საიდანღაც ჩამოვიდნენ აფხაზეთში.

რაღად გვინდა ისტორია, თუკი ტაძრისკენ არ მიგვიყვანს? _ კითხულობდნენ “მონანიებით” შთაგონებული ისტორიკოსები, ჟურნალისტები, მწერლები, დისიდენტები (მაშინ უკვე “ყოფილი დისიდენტები”). ჰოდა ასე, ყველამ ერთად, ისტორიის მითოლოგიზაცია დაიწყო.

მითებსა და არაკებს ძალიან უხდებათ ის ფორმა, რომელიც თენგიზ აბულაძემ აირჩია “მონანიებაში” _ ყოფითი დეტალების კატეგორიული უარყოფა, რეალობის გადაქცევა თეატრალიზებულ მასკარადად, ისტორიის დაყოფა ბოროტ მეფეებად და კეთილშობილ ანგელოზებად. ვიღაც სატანაა, ვიღაც კი ქრისტეს ჰგავს. ერთი გზა ვარლამისკენ მიდის, მეორე კი _ ტაძრისკენ.

ყველას, ვინც მითის შექმნის პროცესს ეწინააღმდეგება, უკეთეს შემთხვევაში, სრული მარგინალიზაცია, უარესში კი დარბევა და განადგურება ელის. მსოფლიომ 89 წელს სწორედ “მითებთან მებრძოლი” უწოდა სალმან რუშდის, რომლის “სატანისტური ლექსები” დასავლურმა მედიამ მუსულმანური რელიგიის დისკრედიტაციისთვის გამოიყენა.

მაგრამ აბა რაში გამოიყენებდნენ რამდენიმე ათეულ ქართველ მშვიდობისმყოფელს, სტუდენტებს, რომლებმაც 18 თებერვალს აფხაზებთან შერიგების მიტინგი გამართეს? მითის შექმნის პროცესში ასეთი ხალხი არავის სჭირდებოდა _ არც დასავლეთს, არც მოსკოვს, არც საბჭოთა საქართველოს ხელისუფლებას და არც დისიდენტებს (იმხანად უკვე “ყოფილ დისიდენტებს”). ის ხალხი, ვინც მითების შექმნაში ჩართულ საზოგადოებას მოუწოდებდა არ აჰყოლოდნენ პროვოკატორებს, პოლიტექნიკური ინსტიტუტის კომკავშირლებმა დაარბიეს (ზოგიერთი მათგანი დღესაც მოწინავე ხაზზეა). მშვიდობისა და შერიგების მომხრეთა დარბევას რეზონანსი არ მოჰყოლია. სამაგიეროდ, მითის შექმნის პროცესში ჩართულმა საზოგადოებამ ყველა ის ლოზუნგი აიტაცა, რომელიც იწყებოდა სიტყვით _ “ძირს!”… “ძირს იმპერია!”, “ძირს აფსუა სეპარატისტები”, “ძირს ადამონ ნიხასი!”… 9 აპრილის ღამის შემდეგ, კომუნისტმა პოეტებმა, აქამდე ხან ლენინს, ხანაც სტალინს რომ უმღეროდნენ, მითების გარითმვა დაიწყეს. კოლექტიურ “გალობაში” ის ხალხიც ჩაერთო, რომელიც 9 აპრილის სასაკლაოს მთავრობის სახლის ფანჯრიდან შესცქეროდა… და, რაც მთავარია, ჩაუშესკუს ცხედარისა არ იყოს, 1989 წლის მთავარი მხატვრული სახე მოწამლული და დასახიჩრებული გოგო-ბიჭების ახლო ხედი გახდა. ეს “ხედები” მოსკოვში წაიღეს და იქაურ კინოს სახლში გამოფინეს. მერე სპეციალური კომისიაც შექმნეს. შევარდნაძეც ჩამოვიდა თბილისში და დაღუპულთა საფლავები ყვავილების გვირგვინით მორთო. აქეთ-იქით დაატარებდნენ მათ სურათებს. ლექსებს და სიმღერებს წერდნენ. მკვდრები და მოწამლულები, რა თქმა უნდა, მალე დაივიწყეს. ახლა ის ფასობდა, ვინც უფრო ხმამაღლა იტირებდა.



მაგრამ თეატრალიზებული გოდება ანტიკურ ტრაგედიად ვერ გადაიქცა. ახალმა მითებმა მთლიანად შთანთქეს ტრაგედიის ნამდვილი გმირები. მათი ადგილი კი ქოროდან მოვლენილმა ეგრეთ წოდებულმა “ლიდერებმა” დაიკავეს. პოპულარული გახდნენ რუსი ინტელიგენტებიც, რომლებმაც მგლოვიარე ქოროს რიგებში შემოჭრა მოინდომეს.

მოკლედ, 9 აპრილის ტრაგედიამ კიდევ უფრო ძლევამოსილი გახადა მითი “ცუდ” და “კარგ” რუსეთზე, რეაქციულ და “პროგრესულ” კომუნისტებზე.

ქართველები 9 აპრილის შემდეგაც შედიოდნენ კომპარტიის რიგებში. ალბათ იმიტომ, რომ ეროვნულის ნიღბით მოვლენილი კომპარტია კიდევ უფრო გააქტიურდა.

არა აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ შემომითვალა მაშინ პარტიაში გაწევრიანება. ჩემს რეაქციას კი ვერასდროს დავივიწყებ. მაშინვე ჩემი სტუდენტობის დროინდელი მეგობარი მანანა ოდიშელი გამახსენდა. მეორე კურსზე მითხრა, შენ ისეთი აქტიური ხარ, აუცილებლად შეხვალ პარტიაში და კულტურის მინისტრი გახდებიო.

ის ადგილიც მახსოვს, სადაც მითხრა _ ზემელზე, მელიქ აზარიანცის სახლის გაჩერებასთან… და კარგია, რომ მითხრა _ ჩემი ავანტიურისტული ბუნება ასეთ წინასწარმეტყველებას ვერ იტანს. არასდროს ვემორჩილები! ჰოდა, რომ არ ეთქვა, ვინ იცის, როგორ მოვიქცეოდი?

არადა, პარტიის წევრობაზე რომ დავთანხმებულიყავი, არ მომიხდებოდა 1989 წლის მაისში დღე და ღამე ლენინის მოედანზე, “ოვირის” დერეფნებში დგომა იმის იმედით, რომ კაგებეს ამ თავისებურ ფილიალში საზღვარგარეთის პასპორტს მომცემდნენ და ჩემს დასავლეთგერმანელ მეგობართან, ლიუდმილა კლოტცთან სტუმრად გამიშვებდნენ.

“გამარჯობათ, ბატონო გოგი, უშიშროების კომიტეტიდან გაწუხებთ!”

კომპოზიტორი რომ ვიყო, ბგერების წერა რომ ვიცოდე, ამ წინადადებასაც სანოტო რვეულს დავურთავდი; სიტყვა და სიტყვათა წყობა კვლავაც უძლურია გამოხატოს ასეთი სატელეფონო ზარის ინტონაცია. არადა, რამდენმა ადამიანმა სცადა ეს!

მგონი იმხანად “დისიდენტური ლიტერატურის” კითხვა კანონით აღარ ისჯებოდა. ამიტომ მეც, კანონმორჩილმა კაცმა, “სამიზდატთან” ურთიერთობა დაგვიანებით დავიწყე. იმ დროს, როცა დასავლეთ გერმანიაში გამგზავრების უფლებას ველოდი, გალინა ვიშნევსკაიას მემუარებს ვკითხულობდი. 89 წლის მაისში ეს წიგნი მართლაც რომ ღმერთმა გამომიგზავნა. “კაგებესთან ურთიერთობაში მთავარია არ შეგეშინდეს. ცოტა უნდა ითამაშო და იდიოტად გაასაღო თავი!” _ გვირჩევს დიდი მომღერალი.

მაგრამ როგორ არ უნდა შეგეშინდეს, როცა სუკიდან გირეკავენ, შეხვედრას გთხოვენ და წარმოდგენა არა გაქვს, რა უნდათ შენგან.

დაბალი ხმა ჰქონდა, ცოტა ხრინწიანი.

“ჩვენ ვიცით, რომ გერმანიაში მიბრძანდებით. ანკეტა გაქვთ შესავსები” _ “დაბალი ხმა” ცრუობდა. ერთი წლის წინ 3 თვე ვიმუშავე საფრანგეთში. გამგზავრებაზე პრობლემა არ მქონია. არავის გამოვუძახებივარ და არანაირი ანკეტა არ შემივსია. მაშინვე ვიშნევსკაია გამახსენდა; კაგებესთან ურთიერთობისას ყოველთვის უნდა გახსოვდეს _ ხელი არაფერს არ უნდა მოაწერო!

“ფილარმონიაში ოთახი გვაქვს. ხვალ სამ საათზე გელოდებით.”

რა თქმა უნდა, მთელი ღამე გავათენე. კიდევ ერთხელ გადავიკითხე ვიშნევსკაიას წიგნი, რათა შეცდომა არ დამეშვა.

და რა თქმა უნდა, მთელ ქვეყანას მოვდე, სადაც დამიბარეს!

იმხანად, ჩემი მეგობარი _ ბიძინა რამიშვილი გერმანიაში დარჩა. თავიდან ეს “დაბარება” ბიძინას დავუკავშირე. სხვა ეჭვიც მქონდა _ გერმანიაში, ჩემთან ერთად, ლონდა ესაძე _ 9 აპრილს მოწამლული უნივერსიტეტელი თანამშრომელი მოდიოდა. შეიძლება ეშინოდათ, ლონდას შევარდნაძე არ მოეხსენიებინა აუგად. დასავლეთ გერმანიაში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი სწორედ ზაფხულში იყო დაგეგმილი.

მაგრამ ლონდა რატომ არ დაიბარეს? მე რას მერჩოდნენ?

სამს თხუთმეტი აკლდა. მანქანა ფილარმონიის ავტოსადგომთან დავაყენე და წიგნის მაღაზია “ჩირაღდანში” შევედი.

ხომ იცით, როგორია დამფრთხალი ადამიანი? საზიზღარ სუნს გამოყოფს, ფეხები უკანკალებს, სპაზმები აქვს მუცელში და არაადეკვატურად ხედავს, უმნიშვნელო _ ვეებერთელად ეჩვენება. შიში “აღბეჭდვის ეფექტსაც” ამძაფრებს _ გამორიცხულია ამ დროს ახლო ხედით დანახული სახეები ოდესმე დაივიწყო.

გოეთეს “ფაუსტი” (ირაკლი ფარჯიანის ილუსტრაციებით), მაქსიმ გორკის “დედა”, მაყვალა გონაშვილის პატრიოტულ-ლირიკული ლექსები, თომან მანის “ბუდენბროკები” (”ერთი ოჯახის გადაშენების ამბავი”), ქართულად თარგმნილი რუსული პოეზია _ საერთო სათაურით “მიყვარს კავკასია”, ლევან სანიკიძის ეგრეთ წოდებული “ისტორიული რომანები”… ასეთი წიგნები ეწყო “ჩირაღდნის” თაროზე 1989 წლის ივნისში. გამოსაჩენ ადგილას იდო ბროშურა, სახელწოდებით “ყველაზე ადამიანური ადამიანი” (მოთხრობები ლენინზე), რომელიც საქ.კპ.ცკ-ას გამომცემლობაში დაისტამბა და მხოლოდ და მხოლოდ 20 კაპიკი ღირდა.

ჰო, ფასეულობების აღრევამ 1989 წელს კულმინაციას მიაღწია. ქართული პოსტმოდერნისტული ნატურმორტი წარმოუდგენლად ტევადი აღმოჩნდა.

და არა მარტო ნატურმორტი. იმხანად აბსოლუტურად რეალისტური იქნებოდა, მაგალითად, პორტრეტი ჩოხაში ჩაცმული სუკის ატირებული პოლკოვნიკისა, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიითაა შეწუხებული. ეს გავიფიქრე და გადავწყვიტე _ ეტყობა იმიტომ მიბარებენ, რომ გერმანიაში ხალხს სიმართლე ვუთხრა, მოვყვე, რა მოხდა იმ ღამეს მთავრობის სახლთან. მოკლედ, თავს ვიწყნარებდი.

ზუსტად 3 საათზე მივედი. ჩემს მანქანასთან დაბალი, წვერგაუპარსავი ტიპი იდგა.

“გამარჯობათ, ბატონო გოგი. თქვენი მანქანა რომ დავინახე, ავღელდი, ვიფიქრე, შესასვლელი შეგეშალათ.”

“საიდან იცით ჩემი მანქანა?” _ ეს იდიოტობა ვკითხე და ეგრევე მოვემზადე იმის მოსასმენად, რასაც მეტყოდა _ “ჩვენ ყველაფერი ვიცით!” მაგრამ არა. მხოლოდ გაიღიმა და ისე მოღრიცა სახე, როგორც პიკასოს კუბისტურ პორტრეტებშია.

ფილარმონიაში უკანა კარიდან შევედით; სწორედ იმ კარიდან, დღეს “ისთერნ პრომოუშენის” ვარსკვლავები რომ შეჰყავთ ხოლმე. “დიდ საკონცერტო დარბაზად” წოდებული ჭუჭყიანი, ნახევრადჩამოქცეული შენობის დერეფანს ისე გავუყევით, რომ ხმა არ ამოუღია. ფეხის კანკალი კიდევ უფრო გამიძლიერდა. ვიფიქრე, ახლა კიბეებიც რომ გვქონდეს ასავლელი, აუცილებლად “ფლანთხვა დამემართება” (ეს ჩემი პირადი ტერმინია, რომლის გამოყენება, სამწუხაროდ, ხშირად მიწევს), იფიქრებს, ავადმყოფიაო და გერმანიაში აღარ გამიშვებს. თუმცა… ღმერთო ჩემო, რა კარგად შეიძლება გამოიყენო ავადმყოფობა? ახლა რამე თუ დამავალა, ვეტყვი, მე ავადმყოფი კაცი ვარ, ხომ ხედავთ, “დავფლანთხდი” კიბეზე, ნამდვილად არ გამოგადგებით!

არა, კიბე არ დაგვჭირდა. დერეფნის ბოლოს, პატარა ოთხაში შემიყვანა.

“კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ბატონო გოგი, მე ცოტნე მქვია” _ ეს “კიდევ ერთხელ მოგესალმებით” ძალიან მაგარი იყო. ამის თქმა ტელევიზიაში მიწევდა ხოლმე.

“ეწევით?” _ პასუხს არ დაელოდა და “ქემელი” გამომიწოდა.

“გმადლობთ, ჩემი “კოსმოსი” მირჩევნია.”

პატარა მაგიდაზე პლასტმასის საფერფლე იდო. ჩვენი საუბრის დასასრულს, ზუსტად ერთი საათის შემდეგ, ეს საფერფლე “კოსმოსის” ნამწვავებს ვეღარ იტევდა.

ჰო, ზუსტად ერთი საათი გაგრძელდა ეს ეგზოტიკური აუდიენცია.

“დრო ხომ გაქვთ, ბატონო გოგი? ხომ არ გეჩქარებათ?”

“ერთი საათი მაქვს მხოლოდ. ჩემი რძალი ავადაა და 4 საათზე უნდა გავიქცე.”

“იმედია, სერიოზული არაფერია, გოგი.”

“ბატონო” დაავიწყდა… დარწმუნებული ვიყავი, რომ აუდიენციის ბოლოს, “შენობითზე” გადავიდოდა.

“სერიოზულია, ძალიან სერიოზული. 25 წლის გოგოს კიბო აღმოაჩნდა.”

კიდევ უნდოდა რაღაც ეკითხა ჩემს ანგელოზ რძალზე, მაგრამ მიხვდა, რომ სუკის ამ “საკონცერტო განყოფილებაში” ინგაზე საუბარს არ ვისურვებდი.

არადა, რაღაცაზე ხომ უნდა მელაპარაკა? ხომ უნდა გამეყვანა ეს საშინელი ერთი საათი?

ინგას ხსენებამ ძალიან გამაღიზიანა. თუმცა ძალა შემმატა და შეტევაზე გადასვლის სურვილი გამიჩინა.

“არ მესმის, რატომ დამიბარეთ. 3 თვე ვცხოვრობდი საფრანგეთში. ისე წავედი, არავის გამოვუძახებივარ.”

“კი, ვიცით. სხვათა შორის, მაშინაც გეძებდით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ თქვენთან დაკავშირება.” _ ეს თქვა და ისევ მოღრიცა სახე. მივხვდი, რომ არ იცოდა, როგორ დაეწყო ლაპარაკი.

“ქართული ფილმების ფესტივალზე იყავით, არა? ერთი მითხარით, გოგი… მე სიმღერა მეხერხება, კინოში კი მაინცდამაინც ვერ ვერკვევი. რატომ მოსწონთ ჩვენი ფილმები საზღვარგარეთ?”

უხამსი, უგემოვნო კაგებეშნიკი! ეს რა იკითხა? ახლა კი ვიცოდი, როგორ უნდა მემოქმედა. უნდა მელაპარაკა! რაც შეიძლება ბევრი მელაპარაკა და ერთი საათიც სწრაფად გავიდოდა.

“აკაკის მოგზაურობით” დავიწყე. ვასილ ამაშუკელიდან ალექსანდრე წუწუნავაზე გადავედი, წუწუნავადან _ ჭიაურელზე. ვიცოდი, კაგებეშნიკს აუცილებლად დააინტერესებდა ჭიაურელისა და სტალინის მეგობრობის ამბავი.

მერე ფილმებზე “ავქაქანდი”. დაწვრილებით აღვწერე ერთი სცენა ჭიაურელის ფილმიდან “ფიცი”; ლენინის სიკვდილის შემდეგ, მიხეილ გელოვანის სტალინი სკამზე ჩამოჯდება. მოულოდნელად მის სახეს სინათლის სხივი დაეცემა და ახალ ბელადს ლენინის აჩრდილი გამოეცხადება. მერე სტალინი თავის საწერ მაგიდას მიუჯდება, ჩიბუხს გააბოლებს და ლენინის თავების ხატვას იწყებს (!). ამის შემდეგ, ახალი ბელადი წითელ მოედანზე გადის და ფიცს დებს. ეს ეპიზოდი სიტყვასიტყვით ასე შეიძლება ვთარგმნოთ; ლენინმა გვიანდერძა, გვეჭიროს მაღლა და გავუფრთხილდეთ პარტიის წევრის (სიტყვა “ჩლენ” აქ სხვანაირადაც შეგვიძლია ვთარგმნოთ) სიწმინდეს.

“ფიცი” ერთმა მნიშვნელოვანმა დეტალმა გამახსენა.

საკონცერტო დარბაზის გაბუღულ ოთახში ძალ
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by pataputina » 08 მარ 2009, 20:16

გვაშინებენ

ანა კორძაია-სამადაშვილი


ირაკლი ჩხიკვაძის მოკლემეტრაჟიან ფილმში კამერის წინ მდგომი გიორგი ბანძელაძე გვაშინებს. ის ხელებს იქნევს, იბღვირება და გიჟივით იქცევა. ის ძალიან საშიშია და ჩვენც გვეშინია.

მოგეხსენებათ, ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან: ჭკვიანები და სულელები. ჭკვიანებმა იციან, რა უნდათ. სულელებმა ეს არ იციან, და ამიტომ ჭკვიანები ასწავლიან, როგორ უნდა იცხოვრონ, როგორ უნდა იფიქრონ, როგორ უნდა ისუნთქონ _ ცხადია, ჭკვიანთა საკეთილდღეოდ.

ჭკვიანებმა იციან, რომ ყველაზე ადვილი სამართავი შეშინებული ადამიანია. ჭკუას გააჩნია _ ზოგს დიდი გაქანება აქვს და მთელს სახელმწიფოს ან მთლად მთელს მსოფლიოს აშინებს, ზოგი კი ოჯახის წევრებით იფარგლება.

ერთი ზღაპრისა არ იყოს: თუ ყველა სულელი მშიშარა არაა, ყველა მშიშარა სულელია. ჩვენ გვეშინია, სულ გვეშინია, თან ყველაფრის. გვაშინებენ და გვეშინია. ადამიანი ხომ სუსტი არსებაა, ყველას გმირობა არ უნდა მოსთხოვო.


“ხელი სტაცა ცუნცულას

უცებ წააცუნცულა.”

ხალხური ლექსი

ქართული ხალხური აღზრდის განუყოფელი ნაწილი ბავშვის დაშინებაა. გარდა ორიგინალური პერსონაჟებისა, რომლებსაც ანთებული ფანტაზიის მქონე მშობლები ცალკეული ბავშვების გასაუბედურებლად ქმნიან (მეზობლის ქალი X, მილიციონერი, ქონდრისკაცი და სხვ.), ნაცნობ-მეგობრების გამოკითხვის შემდეგ გაირკვა, რომ საზოგადოდ ორი საფრთხეა გავრცელებული: ბუა და გუდიანი კაცი.

ბუა ცხოვრობს სიბნელეში, მეორე ოთახში, კარადის უკან და საწოლის ქვეშ. ის ბავშვებს დაუდგენელი მიზეზების გამო ესხმის თავს და მისი აგრესიულობა მთლიანად მშობლების ნებაზეა დამოკიდებული. რაც არ უნდა ჩაიდინოს ბავშვმა, მას ბუასთან შეხვედრის პერსპექტივა ემუქრება: არ ჭამს _ მოვიდა ბუა, ჭამს _ მოვიდა ბუა, ლაპარაკობს _ ბუა, არ ეძინება _ ბუა, ბუა, ბუა! ააა! ბუა! რას უზამს ბუა, ეს დანამდვილებით არავინ იცის, მაგრამ კარგს რომ არაფერს _ ფაქტია.

გუდიანი კაცის ამბავი უფრო გასაგებია. ნუგეში ისაა მხოლოდ, რომ არ გუდავს. უბრალოდ, გუდა ჰკიდია, რომელშიც ურჩ ბავშვს თავს უკრავს და სადღაც წაიყვანს, რასაკვირველია, ცუდ ადგილას, ბუების სამყოფელში. დედაც თვინიერად გაატანს, რადგან ბავშვმა თავი მოაბეზრა.

ბუასა და გუდიანი კაცის ერთობლივი ძალისხმევით ბავშვი დაშინებულია, ანუ მორჩილი. ის ლაჩარ და დებილ ადამიანად ყალიბდება _ ბუამ და გუდიანმა კაცმა თავიანთ მისიას შესანიშნავად გაართვეს თავი და მათი გავლენით ყველამ იცის: სიბნელე საშიშია, კარადის გამოღება საშიშია, ლოგინიდან ფეხის გადმოდგმა საშიშია და საერთოდ, მთელი სამყარო მტრულადაა განწყობილი.

“არ წაიქცე, თორემ გცემ!”

დედის დარიგება

მაშინ, როცა მშობელი მაინცდამაინც დიდი გაქანებით არ გამოირჩევა, ის თავისი ნაშიერის დასაფრთხობად უფრო მარტივ ხერხს მიმართავს, მაგრამ ეს ხერხიც არანაკლებ ქმედითია _ ფიზიკური ანგარიშსწორების შიშიც შიშია, თან საკმაოდ შთამბეჭდავი.

“…თორემ გცემ!” _ პრიმიტიული ამბავია, მაგრამ ძალიან ფართოდ გავრცელებული. აქაც ზემოთ აღნიშნული პრინციპი მოქმედებს, “ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები”: გაიქცევი _ გცემენ, ილაპარაკებ _ გცემენ, არ დაიძინებ _ გცემენ, არ ჭამ _ გცემენ. რა ქნას საწყალმა პეპელამ?

ვერაფერსაც ვერ იზამს. ეს არცაა მიზანი. მიზანი სულ სხვაა _ გეშინოდეს!

…ოდესღაც კავკასიის მთიანეთში დაწყევლის ცერემონიას დავესწარი და წყევლის სიტყვები ახლაც მახსოვს: `კლდესთან მიხვალ _ კლდის წერა გახდი, წყალთან მიხვალ _ წყლის წერა გახდი, მთაში მთამ შეგიწიროს, ბარში _ ბარმა…~ როგორია?

რეკომენდირებული ლიტერატურა მშობლებისთვის, რომლებიც ბავშვებს ბოლომდე ვერ იმორჩილებენ:

ქართული ხალხური ზღაპრები, განსაკუთრებით “ანანას ზღაპარი”, “ფისასოს ზღაპარი”, “კოკროჭინა”, “წიქარა”.

ლავრენტი არდაზიანი “გიქორი”

ეკატერინე გაბაშვილი “თინას ლეკური” და “ღვინია გადაიჩეხა”

თუ კიდევ იცინის და რამე უხარია, “ბიძია თომას ქოხი” და “უსახლკარონი” მაგას! საშვილიშვილოდ გაუბედურდება.

“მოდი, დედაო, მოდი! შენი სახელი საშინელებაა, შენი სუნთქვა _ სიკვდილი…


კალის საგალობელი

თუკი გაგიმართლათ და უფროსები არ გერჩოდნენ, ტყუილად ნუ გაიხარებთ და ნუ მოდუნდებით: თქვენს გასაჩანაგებლად სხვა, უფრო სერიოზული ძალები მოიცლიან.

ისინი, ვისაც ზურგსუკან (პირში ვერა, გვეშინია) ტალახიან პოპებს ვუწოდებთ ხოლმე, აუცილებლად გიამბობენ, რომ რაც არ უნდა გააკეთოთ, საშინელება გელით, თან სამარადჟამო: ჯოჯოხეთი. აქაც პეპელას პრინციპია _ თუ მთლად საქმით არ შესცოდეთ, რამე ოხრობა მაინც დაგესიზმრებათ. თუ თვლით, რომ არ მიჰქარავთ, ძალიან მიგიქარიათ, ეს ამპარტავნებაა და კვლავ ის სიხარული გელით _ ჯოჯოხეთი. მარცხენა მხარზე სულ ვიღაცა გაზით, რომელიც, დამშინებელთა მეცადინეობით, მფარველ ანგელოზზე და ყველაზე მოწყალე ღმერთზე ძლევამოსილად მიგაჩნიათ. ეს საშინელი ვიღაცა წარმართავს თქვენს ყოველ ნაბიჯს და ვაი, თქვენი ბრალი!



ამ ფონზე საშინელია ყველა, ვინც ასევე დაშინებულია, მაგრამ ცოტა სხვანაირია, ანუ ისინი, ვისაც მარცხენა მხარზე მჯდომი სხვანაირი ჰგონიათ: სხვა რელიგიების წარმომადგენლები.

იცოდეთ: ებრაელები მაცას ქრისტიანი ბავშვების სისხლით ზელენ! კრიშნაიტები ორგიებს აწყობენ და ქალწულებს რყვნიან! სტაროვერები ხალხს ცოცხლად მარხავენ! ანგლიკანურ ეკლესიაში ძაღლებს აზიარებენ! შივა ეშმაკია, შეხედეთ, რას ჰგავს! ვინ არიან მაგის მიმდევრები? ცხადია, ეშმაკები! ეშმაკები კი, მოგეხსენებათ, ძალიან საშიშები არიან.

მოდიან, მოდიან!

ОБС, Одна Баба Сказала

ამ მუხლით ლენინგრადის ბლოკადის დროს ადამიანებს ხვრეტდნენ. პანიკის დათესვა სასტიკად ისჯებოდა. ამ პრინციპით ყველანი დიდი ხნის დახვრეტილები უნდა ვიყოთ, რადგან იმისთანებს ვამბობთ! ძირითადად იმას, რომ `მოდიან!~

რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოდის. კარგი ნამდვილად არ იქნება. მოდიან ამერიკელები, მათი მიზანი ჩვენი დიადი კულტურის გაჩანაგება და ჩვენი ზნეობის წახდენაა. მოდიან ჩინელები, მათ ჩვენი ძაღლების შეჭმა უნდათ. მოვლენ და მიწას წაგვართმევენ აფხაზები, ბერძნები, რუსები, უკრაინელები, სომხები და სხვა და სხვა, და ჩვენ ვერაფერს გავაწყობთ, იმიტომ, რომ ძალიან გვეშინია. ჩვენს ჯანმრთელ, მაღალ, ლამაზ და ღონიერ მამაკაცებს საფრთხე ემუქრებათ _ მამათმავლები მოვლენ, დაიჭერენ და წაახდენენ. ჩვენს ცრემლივით წმინდა ქალებს თურქეთში თრევით წაიყვანენ და იქ საროსკიპოებში დაალპობენ. ჩვენს ბავშვებს წიგნებს ხელიდან გამოგლეჯენ და გაადებილებენ. და საერთოდ, ყველანი ამოვწყდებით, თუ რომელიმე შეთქმულების ან სიონისტური ხრიკების გამო არა, შიშისაგან მაინც.

“წლის ბოლოს ყველანი დავიხოცებით. თითო დაცემინებაზე თითო კაცი ამოტრიალდება.”

პოლიტიკოსის წინასწარმეტყველებიდან

გასულ წელს ჩემს სამშობლოს ალექტოროფობიის, ანუ ქათმის შიშის ეპიდემიამ გადაუარა, რომელიც ცალკეულ, განსაკუთრებით მწვავე შემთხვევებში, ავიაფობიაში, ანუ ყველანაირი ფრთოსანის შიშში იყო გადაზრდილი. უმაღლესი განათლების მქონე ქალები მრგვალ ბაღთან ალიკაპებით სეირნობდნენ. ომგამოვლილი მამაკაცი გვრიტებს ხოცავდა. ჩვენ გავდელდით, გავაფრინეთ, რადგან ძალიან გარკვევით გვითხრეს: ჩიტი აუცილებლად ცინგლიანია და ყველაზე დიდი საშინელებაა ამქვეყნად.

მერე ეს ამბავი დაგვავიწყდა და ახლა ახალი სიხარული გვაქვს: ყველას C ჰეპატიტი დაგვემართება. როგორც არ უნდა იცხოვრო, მაინც დაგემართება. დაიტანჯები და მოკვდები, შე ბოზო და ნარკომანო, ახია შენზე! ეგეთი არა ხარ? მაინც ახია!

ცნობისთვის: ერთ ჩემს მეგობარს, რომელსაც აუტომიზოფობია აქვს და რომელიც, მანდარინების და ბანანების რეცხვაზე რომ აღარაფერი ვთქვა, სიგარეტის მოწევის წინაც ხელებს იბანს, რამდენიმე წლის წინათ ამებიოზი დაემართა. ეს იცით, რომელია? აი, კაკაშკების ჭამამ რომ იცის. უყურა ტელევიზორს, უყურა და ავად გახდა.

“კარგი ამბავი ცუდი ამბავია.”

ტელევიზიის თანამშრომელთა დევიზი


ამ მასალის დაწერამდე თავი გადავდე და ახალ ამბებს ვუყურე. ისედაც დამფრთხალ გულზე მთლად წავხდი.

ცნობები ასეთი იყო:

სახელმწიფო მოხელემ შეჭამა მილიონები და ამის გამო მრავალი პენსიონერი შიმშილით მოკვდა (ვიზუალური მხარე _ დაპატიმრების დროს ნაცემი, გაოგნებული მოხელის ტირილი);

რუსეთი გვემუქრება და ყველანი გავიყინებით (კადრში კომენტატორი ტიროდა);

არაბული სამყარო ყველას ემუქრება და ყველას ააფეთქებს (დაუდგენელი ეროვნების მამაკაცები იარაღს იქნევდნენ და ქალები სახეს იხოკავდნენ);

მერე იყო რეკლამა: “ხომ გტკივათ მუცელი? ხომ აგეშალათ კუჭი? ხომ ძალიან ცუდად ხართ?” “კბილები დაგილპათ? ჯერ სად ხართ!”

გადაცემა გრძელდება: ოპერაციის დროს ბავშვს მუცელში მაკრატელი ჩაუტოვეს და ის მოკვდა (ნათესავები ტირიან და ყველა თეთრხალათიანს თმით ითრევენ);

გარეუბანში სახლი დაინგრა, ხალხი ამოწყდა და დასახიჩრდა _ ეს ბედი თბილისის სახლების უმრავლესობას ელის (გადარჩენილი მეზობლები ტირიან და ჭუჭყიანი ბავშვები ყვირიან: “ბიძია, დაგვეხმარე!”);

კვლავ რეკლამა: ავისმომასწავებელი მუსიკა და “მას ის უყვარდა. იმას სძულდა. მან ის მოკლა. ის აღდგა და მას აქეთია, ღამ-ღამობით მოეფეთება ხოლმე! უყურეთ ღამის ეთერში ფილმს “სისხლიანი დანა”!”

შესანიშნავი სიახლე: ბაბალაანთკარში კატუშამ გრიშას ნაჯახი ჩაარტყა (სრულიად სოფლის ტირილი); ჟურნალისტი ლაზურ-ჭანური აქცენტით “საუბრობს’: ‘ქერა ქალების მხოცავი ნახალოვკის მანიაკი გადასასვლელ ხიდთან ცოფიანმა ძაღლებმა დაკბინეს. ის ერთიათად გაავდა და ამიერიდან შავთმიან ქალებსაც ერჩის”. (კადრი: ნაგავში ძაღლები იქექებიან, ბევრნი არიან და ჯანიანები);

უცხოური ამბების ყველაზე მხიარული სიუჟეტი: ტაიგაში წაქცეული ხის ქვეშ ორი მეტყევე მოყვა (აჩვენებენ მთელი ოლქის ტირილს).

რეკლამა: “თუ კარაქს შეჭამთ, ქოლესტერინული შოკი დაგემართებათ!” “შეჭამე წიქარა, შენი მეგობარი!”

სპორტის სიახლეები: მოციგურავეს მყესი გაუწყდა; მოკრივემ ბავშვი გააბახა; ჩოგბურთელი ქალი კაცი აღმოჩნდა (ქალები ტირიან, კაცები ყვირიან, კატები კნავიან).

კულტურის სიახლეების მერე მე ავტირდი, ამინდის პროგნოზის შემყურე მთლად გადავბჟირდი.

“გეშინოდეთ!” მოგვიწოდა ტელემაუწყებლობამ. “კარგი არაფერი ხდება და აღარც მოხდება!”

ეგ ხომ ისედაც ვიცოდით, ძვირფასებო. დარდი არ გქონდეთ: ძალიან გვეშინია.


:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]