ახალი წელი 1ად, 2010 წლის შემობრძანების აღნიშვნა

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ახალი წელი 1ად, 2010 წლის შემობრძანების აღნიშვნა

Post by Mta Mkvarebia » 12 დეკ 2009, 23:01

teo-
ახლა :wink:
Image

generouslady
მაწანწალა
Posts: 337
Joined: 13 აგვ 2009, 21:38
ახალი წელი 1ად, 2010 წლის შემობრძანების აღნიშვნა

Post by generouslady » 12 დეკ 2009, 23:04

გამოუშვით ფოტოებიიიი :)

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ახალი წელი 1ად, 2010 წლის შემობრძანების აღნიშვნა

Post by Mta Mkvarebia » 12 დეკ 2009, 23:18

მოკლედ რა ხდება, ცუდი ამბავი არის ის რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, თუმცა გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს :) თუმცა ჯერ ტანმიმდევრობით აგიხსნით სიტუაციას. უპირველესი მიზეზი რის გამოც მე პირადად ვემხრობოდი აბასტუმანს, ყანობილის მთა და იმ ულამაზეს დათოვლილ ზღაპარში გატარებული დღეები იყო 2 წლის წინ ნაიას დაბადების დღეზე. მართალია ის სასტუმრო თუ ლაბორატორია რაც მაშინ იყო, ახლა გაარემონტეს იდეალურად, ახალი ავეჯით აღჭურვეს, სველი წერტილები ევროსტანდარტების შესაბამისად გააკეთეს, და იმის მიუხედავადაც რომ იქ 40 კაცამდე შეიძლება დაეტიოს, ეს ვარიანტი არ გამოგვადგება :( , რადგან გათბობის სისტემას სრული დატვირთვით ვერ ამუშავებენ, ამ დატვირთვით კი შეგცივდებათ და არც ცხელი წყალი გექნებათო, დატვირთვა რომ გაზარდონ კაბელები ვერ გაუძლებს და შეიძლება გადაიწვას და შუქი სულ არ გქონდეთო. მოკლედ ეს ვარიანტი ჩვენდა სამწუხაროდ გამოირიცხა :( .

ჯერ იმაზე დაგვწყდა გული რომ ყანობილის მთაზე ვერ შევხვდებით ახალ წელს, თუმცა ახალ წელს როცა სავარაუდოდ უფრო დიდი თოვლის საფარი იქნება ქვედა აბასთუმანიც ლამაზი იქნება და ყანობილის მთაზე გასალაშქრეადაც შეგვიძლია ერთი დღე ავირჩიოთ.

თუმცა ქვედა აბასთუმანსი მდებარე სასტუმროებს იგივე პრობლემა აქვთ, გათბობა და ცხელი წყალი, ამის გამო უმრავლესობა დაკეტილია. მხოლოდ 2 საოჯახო სასტუმრო ვნახეთ. აქედან ერთია სასტუმრო "კაპა" რომელიც მართლა კარგია, თუმცა მისი მინუსი ისაა რომ 22 კაცზე მეტს ვერ დატევენ, ლამაზი კოხტა სასტუმროა, მაგრამ შარშანდელი "ნატვრის ხე" მასთან შედარებოით უფრო მოცულობითია. თუმცა საწოლი ოტახების ხარჯზე, მოსასვენებელი ოტახი (მანსარდაზე ბილიარდით და ბარით) მოზრდილია, ასევე პატარა არ ითქმის პირველ სართულზე განლაგებული მისაღებ ოთახზე, სადაც სავარაუდოდ შევხვდებით ახალ წელს. დიახ, სასტუმრო უკვე დავჯავშნეთ :) , გოგა ავანსსაც გადაურიცხავს მეპატრონეს ალბათ ხვალ. 22 კაცის ზემოთ ვინც იქნება, გვერდით 50-100 მეტრში არის მეორე სასტუმრო, თუმცა ოდნავ ნაკლებად მოწყობილი, იქ შეიძლება ნაწილმა გაათენოს ღამე, იქ იქნებიან მხოლოდ ღამით, დღისით კი ისაუზმებენ, ისადილებენ და ივახშმებენ ძირითად სასტუმროში, "კაპაში", თუმცა ეს იმ შემთხვევაში თუ ძალიან არ გაიზრდება ხალხის რაოდენობა , ალბათ 35 კაცზე მეტი სასადილო ოთახში ვეღარ დაეტევა.

ახლა რაც შეეხება თანხას, გოგამ თავისი შარმის გამოყენებით, მოახერხა მისი დაყოლიება და 50 ლარზე დაითანხმა თავის კვებით, აქედან 30 ლარი კვების თანხაა, ანუ ისინი ვინც გვერდით სახლში დაიძინებენ, მხოლოდ ამ თანხას გადაიხდიან.

ახლა კი ფოტოებს ავტვირთავ, დამელოდეთ :wink:
Image

User avatar
del
მაწანწალა
Posts: 316
Joined: 24 დეკ 2008, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
ახალი წელი 1ად, 2010 წლის შემობრძანების აღნიშვნა

Post by del » 12 დეკ 2009, 23:24

ესეიგი ვერ მოვხდი 22 კაცში:)

ყოფილიყო ცოტა დიდი სასტუმრო რა:)
Netgroup - პროფესიონალური IT მომსახურება. კომპანიები Cisco, HP და Microsoft-ის ოფიციალური პარტნიორი!
http://www.netgroup.ge

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ახალი წელი 1ად, 2010 წლის შემობრძანების აღნიშვნა

Post by namcecuna » 12 დეკ 2009, 23:28

Mta Mkvarebia

მმმმმმმ...
რა კარგიააა :D


del

არაუშავს , ღამით დასაძინებლად გადასვლა რა პრობლემაა, თან ისე ცოტა ხანს გვეძინა შარშან, მგონი ეს სადარდებელი არ უნდა იყოს :D
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
VANO
იეტი
Posts: 2902
Joined: 24 ივნ 2008, 18:21
Location: ჯერ მე თვითონ გავარკვიო
Contact:
ახალი წელი 1ად, 2010 წლის შემობრძანების აღნიშვნა

Post by VANO » 12 დეკ 2009, 23:33

აჰააააააააააააააააააააააააააა................


ცოტა არ იყოს ცუდი მდგომარეობაა იმიტომ რომ მსურველი ბევრია და ადგილები კიდე ცოტაააა...
ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა ცოლიაო...

Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ახალი წელი 1ად, 2010 წლის შემობრძანების აღნიშვნა

Post by Mta Mkvarebia » 12 დეკ 2009, 23:35

ესაა "კაპა"

Image

მისაღები, სადაც სავარაუდოდ შევხვდებით ახალ წელს

Image

Image

საწოლი ოთახები:

სულ 8 საწოლი ოთახია, 2 პირველ სართულზე, 6- II-ზე. პრობლემა ისაა რომ უმეტესობა 3 საწოლიანია, მხოლოდ 2-ია 2 საწოლიანი, ანუ მეუღლეების და წყვილების განთავსება გაჭირდება
Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ახალი წელი 1ად, 2010 წლის შემობრძანების აღნიშვნა

Post by Mta Mkvarebia » 12 დეკ 2009, 23:35

Image

ერთ-ერთი სველი წერტილი
Image

ეს კიდევ მანსარდა, ბილიარდით, ბარით და რბილი ავეჯით
Image

Image

Image
Image

User avatar
del
მაწანწალა
Posts: 316
Joined: 24 დეკ 2008, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
ახალი წელი 1ად, 2010 წლის შემობრძანების აღნიშვნა

Post by del » 12 დეკ 2009, 23:40

17. ადგილში არ შეიძლება ჩავეწერო?:) თავისუფალია უკვე:)
Netgroup - პროფესიონალური IT მომსახურება. კომპანიები Cisco, HP და Microsoft-ის ოფიციალური პარტნიორი!
http://www.netgroup.ge

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ახალი წელი 1ად, 2010 წლის შემობრძანების აღნიშვნა

Post by Naia » 12 დეკ 2009, 23:41

Vanski wrote:აჰააააააააააააააააააააააააააა................


ცოტა არ იყოს ცუდი მდგომარეობაა იმიტომ რომ მსურველი ბევრია და ადგილები კიდე ცოტაააა...
ჰო, ვანსკი. მაგის გამო ცოტა არ იყოს შევფიქრიანდით. ისიც კი ვიფიქრეთ ბათუმში ხომ არ შევხვდეთ ახალ წელს-თქო. აბასთუმანში დიდი სასტუმრო, ისეთი რომ ზამთარში თბებოდეს სხვა არ არის. ლიკამ როგორც თქვა ობსერვატორიის ტერიტორიაზე მყოფი სასტუმრო ძალიან მოგვეწონა. სუფთა, ახალი გარემონტებული, ახალი ავეჯით, თავისი სველი წერტილებით, უკაბელო ინტერნეტით... მაგრამ დეკემბრის ბოლოს ისეთი სიცივეებია ტანსაცმლით მოგიწევთ დაძინებაო :) ბათუმის ვარიანტზეც მალევე ვთქვით უარი, რადგან იქ სასტუმროს მოსაძებნად არავინ იყო წამსვლელი, ჩვენ კი დროს ვკარგავდით, რადგან მომავალ კვირას შეიძლება უკვე რომელიმე ორგანიზაციას ან მეგობართა ჯუფს ჰქონოდა დაჯავშნული იქაურობა.

ის მეორე სასტუმროც იქვეა. მოკლედ, ახლა ლიკა დადებს ფოტოებს და ჩვენც დავამატებთ ერთ ორ სიტყვას :)
Last edited by Naia on 13 დეკ 2009, 11:28, edited 1 time in total.

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ახალი წელი 1ად, 2010 წლის შემობრძანების აღნიშვნა

Post by namcecuna » 12 დეკ 2009, 23:46

Naia

მეორე სასტუმროშიც შეზღუდულია ადგილების რაოდენობა?
ერთ ჭერქვეშ ყოფნა რა თქმა უნდა ჯობდა, შარშან ძალიან საყვარლად ვიყავით ...
ცოტა უხერხულია ასე, მაგრამ, თუ სხვა არჩევანი არ გვაქვს ... :?
Last edited by namcecuna on 12 დეკ 2009, 23:48, edited 1 time in total.
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
ახალი წელი 1ად, 2010 წლის შემობრძანების აღნიშვნა

Post by z g a r b i » 12 დეკ 2009, 23:47

Mta Mkvarebia wrote:

ახლა რაც შეეხება თანხას, გოგამ თავისი შარმის გამოყენებით, მოახერხა მისი დაყოლიება და 50 ლარზე დაითანხმა თავის კვებით, აქედან 30 ლარი კვების თანხაა, ანუ ისინი ვინც გვერდით სახლში დაიძინებენ, მხოლოდ ამ თანხას გადაიხდიან.
30-ს თუ 45-ს?
Image

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
ახალი წელი 1ად, 2010 წლის შემობრძანების აღნიშვნა

Post by teo- » 12 დეკ 2009, 23:50

namcecuna
არ არის შეზღუდული საკმაოდ დიდია და საკმაოდ ნორმალური, თუმ,ცა პირველი ჯობია, მარტო დასაძინებლად არაუშავს რა. ხოდა რაც მთავარია ბასეინი გვექნება ხალხო , ცხელი გოგირდის წყლებით, კინაღამ ჩავხტი ისე მომეწონა
არა ექსკურსიას! Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ახალი წელი 1ად, 2010 წლის შემობრძანების აღნიშვნა

Post by Naia » 12 დეკ 2009, 23:51

namcecuna
მეორე სახლში შეზღუდულია რაოდენობა. ანუ ყველანი იქ ვერ დავეტევით

z g a r b i
30-ს თუ 45-ს?
ზღარბი, ვინც მეორე სახლში დარჩება ის გადაიხდის საწოლის თანხას. ჩვენი გამოანგარიშებით, სადღაც 15 ლარამდე გამოდის და კიდევ 3-ჯერადი კვების თანხას 30 ლარს (კვება იქნება სასტუმრო კაპაში)

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ახალი წელი 1ად, 2010 წლის შემობრძანების აღნიშვნა

Post by namcecuna » 12 დეკ 2009, 23:52

teo-


ხო, მარტო დასაძინებლად გადასვლა მგონი დიდი ბარიერი არ არის, მთავარია ღვიძილის დროს ერთად ვიქნებით :D
Last edited by namcecuna on 12 დეკ 2009, 23:56, edited 1 time in total.
წამო, ზღაპარში ...
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]